poniedziałek, 9 stycznia 2012

Prawosławne Boże Narodzenie

6 stycznia, czyli 24 grudnia kalendarza juliańskiego, wyznawcy prawosławia i obchodzą Wigilię Świąt Bożego Narodzenia.



ქრისტეშობა

ალბათ თვითონ ღმერთი ირჩევს-უცნაური რამეა
ქრისტეშობა თთქმის მუდამ საოცარი ღამეა,
დეკემბერი დააჭენებს ყინვით ნახატ ეტლებსა
ამ ღამით ხომ წამებული ქრისტე იშვა ბეთლემსა.
მერე ზეცად აღევლინე არ გიგუეს მიწაზე
ნუთუ აღრ დაბრუნდები ცოდვილ დედამიწაზე,
ზეცად წასულს უკან მოგყვა ლოცვა ცრემლის დამდენი
ქვეყნად ერთი ქრისტე დარჩი და იუდა რამდენი.
ალბათ მისთვის გაიაფდა ღალატი და გაცემა
ფეზხე დგომა არის ძნელი, ადვილია- დაცემა!
მეც დავრწმუნდი არ გამქრალა ქვეყნად შური და მტრობა
მეც მომიწევს ლეონარდოს საიდუმლო სერობა,
და წარსული სიზმრად მექცა, მომავალი ოცნებად
მეგობარი ვეღარ მიცნობს მნახავს და გაოცდება ,
ქრისტეშობას სხვა ჩემსგარდა სევდას ვინ დაიბედებს
ძველი წელი ხსოვნას მართმევს ახალი კი იმედებს.
ქრისტე აღსდა! ქრისტე აღსდგა! ჩემი სული ცას უხმობს
ჭეშმარიტად!- კვლავ იუდა ნიშნის გებით მპასუხობს,
თუმცა შულზე სამარცხვინო მინდა დაღი დავაკრა
ჯვარს ვერ ვკადრებ ქრისტეს შემდეგ ზედ იუდა გავაკრა .
შერცხვენილი წაწყმენდილი ეგდოს ქვეყნად ეთრიოს
ხოლო შენზე მრავალ მლოცველს კვლავაც ღამე ეთიოს,
რწმენა ძნელად გადარჩება, ხატი უფრო ადვილად
ქრისტე აღსდგა ჭეშმარიტად ,ქრისტე აღსდგა ნამდვილად.

ზვიად გამსახურდია
იჯევანი. 7 იანვარი, 1992 წელი (იძულებითი ემიგრაციის პირველი დღე)

Brak komentarzy:

Prześlij komentarz