poniedziałek, 9 stycznia 2012

შობის ღამე დგებაო ... Bóg się rodzi ...

"ოცდახუთსა დეკემბერსა ქრისტე დაბადებულაო,
შობა ახალწელიწადი ჩვენთვის გათენებულაო
"


ამ ღამით ბეთლეემის ვარსკვლავი აინთება! კაცთა შორის სიყვარულისა და სათნოების სიმბოლო, ქრისტე, იშვება ბაგაში!
უდიდესი ქრისტიანული მისტერიის მოლოდინში გაყუჩებულ-გარინდული წმ.სამების დიდებული ტაძრის ზარების გუგუნი სულ რამოდენიმე საათში ამცნობს სრულიად საქართველოს, რომ იქ, ბეთლეემში, იშვა იესო, ქრისტე- მაცხოვარი, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი ...



შობის ღამე დგებაო,
სასწაული ხდებაო,
წმინდა სანთელს ავანთებთ
ფანჯრის სარკმელზედაო,
შობის ღამეს მოვიხმობთ
დედა ღვთისმშობელსაო,
სახლი მისი სტუმრობით
მადლით აგვევსებაო,
შობის ღამე დგებაო,
ქრისტე იბადებაო
ყველა სასწაული ხომ
შობის ღამეს ხდებაო!

მრავალ ქრისტეშობას დაგასწროთ უფალმა! მისი მადლი და ნათელი გფარავდეთ ორთავ სოფელსა შინა!

Brak komentarzy:

Prześlij komentarz