piątek, 27 stycznia 2012

"გასტრონავტიკა" სტრასბურგის საშობაო ბაზრობაზე?

რატომაც არა?!
ქართული გასტრონომიული ხელოვნება წიგნის, "ოქროს საწმისის ძიებაში. თანამედროვე გასტრონავტიკა", სახით სტრასბურგის საშობაო ბაზრობაზე - ნამდვილად მშვენიერი იდეაა.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს

ბატონო პრეზიდენტო,
ევროპასა და ამერიკაში მცხოვრებ ქართველთა გაერთიანება "ქარტია 2010" გაეცნო პოლონურ ენაზე გამოსაცემად მომზადებული ქართული გასტრონომიული ხელოვნების წიგნის "ოქროს საწმისის ძიებაში. თანამედროვე გასტრონავტიკა" მასალებს და თვლის, რომ ჩატარებული უდაოდ სერიოზული სამუშაო უაღრესად საინტერესოა. ამ წიგნს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან კარგი სამსახურის გაწევა შეუძლია.

უფრო მეტიც, ვითვალისწინებთ რა სტრასბურგის წლევანდელი საშობაო ბაზრობის მასპინძლობის პერსპექტივას გამოვთქვამთ სურვილს, რომ წიგნი "ოქროს საწმისის ძიებაში. თანამედროვე გასტრონავტიკა" ფართომასშტაბიან პროექტად განხორციელდეს. ჩვენის მხრით გვაქვს შესაძლებლობა უზრუნველვყოთ წიგნის ქართულენოვანი ვარიანტის თარგმნა ქარტიის წევრი ემიგრანტების მიმღები ქვეყნების ენებზე, კერძოდ: ფრანგულად, ინგლისურად, ესპანურად, გერმანულად, ფინურად.

ქარტია ” 2010 ”_ის სახელით,
მედეა თუშმალიშვილი - საფრანგეთი

Brak komentarzy:

Prześlij komentarz