środa, 27 czerwca 2012

"მე არა მაქვს საკუთარი ბინაო, მე წუხელის ქვაზე დამეძინაო"

ძველი თბილისელი აშუღი, სახალხო მელექსე და მომღერალი იეთიმ-გურჯი (იეთიმ დაბღიშვილი) დაიბადა 1875 წელს ქალაქ თბილისში, ღარიბი ხელოსნის - დაბაღის (ტყავის გამომყვანი მუშა. თერძი-მამაკაცის ტანსაცმლის მკერავი) ოჯახში. იეთიმის წინაპრები ქართველები ყოფილან, რომლებიც თურქეთის ომის დროს ტყვედ ჩავარდნილან და მაჰმადიანური სარწმუნოება მიუღიათ. გვარი გურჯი (ქართველი) მაშინ შერქმევიათ.

იეთიმ-გურჯმა ლექსების წერა, ან უფრო უკეთ რომ ვთქვათ, ლექსების გამოთქმა 1895 წლიდან დაიწყო. მისი ლექსები უმთავრესად სიმღერების სახით ვრცელდებოდა ქალაქში. ის თავად ჰქმნიდა თავისივე ლექსებზე სიმღერათა მოტივებს. ჰყავდა საკუთარი დასტა (მეზურნეთა ანსამბლი) და თავისივე ლექსებსა და სიმღერებს თვითონვე ასწავლიდა და ასრულებდა კიდეც. იეთიმ-გურჯი ლექსებს წერდა აგრეთვე სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. იეთიმ-გურჯს სკოლა თვალით არ უნახავს. წერა-კითხვა ქაღალდის პარკებზე შეისწავლა. მას კარგი ხმა ჰქონდა, დაჰყავდათ ქორწილებში და მაშინდელი პოეტების ლექსებს ამღერებდნენ. იეთიმ-გურჯს ბინა ავლაბარში ჰქონდა, სადაც მთელი თვეობით არ დაიარებოდა მისი ოთახის ფანჯარაზე, რომელიც ქვაფენილს ამოჰყურებდა, გამოკრული იყო წარწერა ოთხ ენაზე: ქართულად, რუსულად, ფრანგულად და სომხურად: იეთიმ-გურჯი.

1905 წლის რევოლუციის პერიოდში იეთიმ-გურჯი მუშაობდა ბაქოში ნავთის სარეწაოებზე. რევოლუციურ მუშათა ერთ-ერთ კრებაზე მან გამოიტანა საკუთარი დროშა, რომელზედაც ეწერა: "მიხარიან, არ კი მჯერა!" 1905-07 წლის რეაქციის გამარჯვების შემდეგ იეთიმ-გურჯი მეფის ჟანდარმერიის მიერ სხვა რევოლუციონერ მუშებთან ერთად დაიჭირეს და ადმინისტრაციული წესით გააგზავნეს ვოლინის გუბერნიაში და მოათავსეს დუბნოს ციხეში. აქ 4 წელი დაჰყო. შემდეგ გადაყვანილი იქმნა ქ. კრემენსკში, ტუსაღთა გამასწორებელ რაზმში.

1912 წელს იგი სამშობლოში დაბრუნდა. ამ პერიოდს, კერძოდ კი, 1913 წელს ეკუთვნის მისი შესანიშნავი ლექსი : "გამარჯობა, ჩემო თბილის ქალაქო"

1940 წლის 15 ივლისს,თბილისში, არც თუ ისე ხნიერი, 65 წლის, იეთიმ-გურჯი გარდაიცვალა

გამარჯობა, ჩემო თბილის ქალაქო!

გამარჯობა, ჩემო თბილის ქალაქო,

დაკარგული შენი შვილი მოვედი,

საქართველოს მიწა-წყალო, ალაგო,

თორმეტი წლის გატანჯული მოვედი.

მთაო წმინდავ, მამა დავითისაო,

შენ, დარაჯო ქალაქ თბილისისაო,

წმინდა მიწავ, უკვდავ მწერლებისაო,

მათ საფლავზე სალოცავად მოვედი.

ჩვენო ციხევ, ძველო ნარიყალაო,

საქართველოს ძველო მკვიდრო ძალაო,

შენი შვილი პოლშის ციხემ მმალაო,

სისხლგამშრალი სალოცავად მოვედი.

დიდო ზარო, ჩვენი სიონისაო,

ნატრული ვარ შენ დიდებულ ხმისაო,

ჩვენო მტკვარო, ძმაო რიონისაო,

ნაწამები საბანაოდ მოვედი.

ძმანო ჩემნო: ჰაოს, ქართლოსისაო,

გატანჯულსა მიცნობთ დიდი ხნისაო,

გაყიდული ორპირ მეგობრისგანო,

გამარჯობათ! იეთიმ გურჯი მოვედი!

1913

poniedziałek, 25 czerwca 2012

თუ ჩვენ თავად არ გამოვიჭრით ყელს, რაც ისტორიულად გვჩვევია, საქართვე­ლო ამ კრიზისსაც დაძლევს

საფრანგეთში ორგანიზაცია "ქარტია 2010"-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული უზე­ნაესი საბჭოს დეპუტატი მედეა თუშმალიშვილი, საფრან­გეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებთან ერთად, სა­ქართველოს ხელისუფლების მოწვევით, დაესწრო საქართ­ველოს დამოუკიდებლობის დღის, 26 მაისისადმი მიძღვ­ნილ ქუთაისში გამართულ საზეიმო ცერემონიალს.

ქართული დიასპორას აქტიური მონაწილეობა ჩვენი ქვეყ­ნის როგორც პოლიტიკურ, ისე კულტურულ ცხოვრებაში მეტად მნიშვნელოვანია და ეს არაერთხელ დადასტურდა. ქალბატონ მედეას ვთხოვეთ, გაეზიარებინა საკუთარი შთაბეჭდილებები ქვეყანაში მომხდარ ცვლილებებთან და­კავშირებით, ესაუბრა წინასაარჩევნო ვითარებაზე და რუ­სეთის მხრიდან მოსალოდნელ საფრთხეებზე, იმავდროუ­ლად, დასავლეთის მიერ გამოხატულ საერთაშორისო მხარდაჭერაზე.

- ქალბატონო მედეა, თქვენ 26 მაისს დაესწარით საქართ­ველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონის­ძიებას და საზეიმო გახსნას პარლამენტის ახალი შენობი­სა, რომელსაც მავანნი დანგრევას უპირებენ. გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები.

- რამდენადაც ვიცი, “მავანნი", რომელნიც პარლამენტის ახალი შენობისა და ხიდის დანგრევით იმუქრებიან, ერთი პიროვნებაა - ბიძინა ივანიშვილი. ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეა და ალბათ გაუგია, რომ თავის დროზე საფრანგეთში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ეიფელის კოშკმა (დღეს რომ პარიზის სიმბოლოა), ასევე ლუვრის ეზოში აგებულმა შუშის პირამიდამ და საკმაოდ უჩვეულო არქიტექტურის მქონე პომპიდუს ცენტრმა, მაგრამ არავის უთქვამს - დავანგ­რევთ და ავაფეთქებთო. საფრანგეთში არის საუკუნეების განმავლობაში გამომუშავებული აზრის გამოთქმის კულტურა, რომელიც იცავს საზოგადოებას ცალკეული ექსცენტრიული პიროვნების გა­უწონასწორებელი ემოციებისგან. რაც შეეხება ქუთაისში პარლამენტის გადატანას, ვფიქრობ, ეს მეტად მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომლის შედეგი მომავალში უეჭველად წარმოჩინდება. ქუთაი­სი, რომელიც ოდითგან იყო ქართული პოლიტიკური და კულტურული ცხოვრების ცენტრი - შორს რომ არ წავიდეთ, მეოცე საუკუნის დასაწყისში სწორედ ქუთაისში მოიყარა თავი იმდროინ­დელმა შემოქმედებითმა ელიტამ - საბჭოთა პერიოდში მიძინებულ, პერიფერიულ, ქალაქად იქცა. ამდენად, ის ფაქტი, რომ ქუთაისში იქმნება ქართული პოლიტიკური ცხოვრების ეპიცენტრი, საინ­ტერესო და პერსპექტიულ იდეად გვესახება. საზოგადოდ, დღეს საქართველოში მიმდინარეობს ყველა რეგიონის აღორძინება, ეს მეტად მნიშვნელოვანი პროცესია ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, რისი არდანახვაც და არდაფასებაც შეუძლებელია.

- თქვენი აქ ყოფნის დღეს ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერებმა მიტინგი გამართეს. თვალყურს ადევნებდით ამ ღონისძიებას? როგორ ფიქრობთ, რას სიახლეს სთავაზობენ ისინი საქართველოს მოსახლეობას?

- 27 მაისს გამართულ ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერთა მიტინგის შესახებ შემიძლია გითხრათ, რომ დასავლეთის თვალში, ეს იყო ხელისუფლების მიერ დემოკრატიისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი - მიტინგი ჩატარდა დედაქალაქის მთავარ მოედანზე ყოველგვარი ექსცესების გარე­შე. რაც შეეხება პირადად ჩემსა და, როგორც ირკვევა, ჩემს მრავალრიცხოვან თანამოაზრეთა და­მოკიდებულებას ამ თავყრილობის მიმართ, გეტყვით, რომ ეს იყო პოლიტიკური უმწეობისა და უზნეობის კიდევ ერთი ნიმუში, რომლის მსგავსი არაერთხელ ვიხილეთ უკანასკნელ წლებში. მაგა­ლითად, როდესაც “მავანნი" შამპანურს ხსნიდნენ 1992 წლის 7 იანვარს დაცხრილული და დანგ­რეული პარლამენტის შენობის წინ, როდესაც იგივე “მავანნი", შევარდნაძის წინ დაჩოქილნი, ყვი­როდნენ: ჩვენ ავლოკავთ შენს გადაფურთხებულსო, როდესაც 26 მაისს “მავანნი" აღფრთოვანე­ბულნი შესცქეროდნენ თბილისის სტადიონზე ეროვნულ დროშაზე მგორავ, მესიად შერაცხულ “უცნობს" და სხვა ამდაგვარი. ამჯერად, 27 მაისს გამართული მიტინგი თავისი ფორმითა და შინა­არსითაც იყო პოლიტიკური უზნეობის დემონსტრირება - მარტო მსახიობი ჭანკვეტაძე რად ღირ­და. გასული საუკუნის 30-იანი წლების აქტივისტის ფანატიკური გზნებითა და წკრიალა ხმით რომ ატყობინებდა იქ შეკრებილთ, თუ როგორ უახლოვდება ბიძინა ივანიშვილი, თავისი ესკორ­ტით, ტრიბუნას, როგორ გასცდა იგი ერთ ჭადარსა და მეორეს უახლოვდება... ამ მღელვარე მო­ლოდინის შემდეგ, ტრიბუნაზე, როგორც იქნა, ახალმოვლენილი “ბელადი" და მოდერნიზებული ყვარყვარე თუთაბერი გამოჩნდა! სად, რომელ ქვეყანაშია შესაძლებელი მსგავსი ტრაგიკომიკური სანახაობის ხილვა, ასე რომ გვაგონებს ჩრდილოეთ კორეის საზეიმო ცერემონიალს?! გავიცინებ­დით ამ ახლად შობილი “პოლიტიკოსის" აღმართულ მუშტზე, მაგრამ საქმე საქართველოს მომა­ვალსა და ამ ათასობით მოტყუებული მომიტინგის ბედს რომ ეხება?!

- არადა, ქართული მედია ერთხმად აღნიშნავდა, რომ მიტინგს რამდენიმე ათასი ადამიანი დაესწ­რო, ზოგი 150 000 და მეტსაც ასახელებდა.

- რამდენი ათასი დაესწრო, ამას არა აქვს დიდი მნიშვნელობა. ჩვენ უნდა მივეჩვიოთ იმ მოცემუ­ლობას, რომ ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში უკმაყოფილოთა რიცხვი დიდი იქნება. ათა­სობით ადამიანის ქუჩაში გამოსვლა დემოკრატიული სახელმწიფოსთვის ნორმალური პროცესია. ჩვენს შემთხვევაში, ვგულისხმობ ისევ ივანიშვილის მიტინგს, უბედურება ის კი არ არის, რამდე­ნიმე ათასი ადამიანი ქუჩაში რომ გამოვიდა და ალბათ ისევ გამოვა, არამედ ის მეტად საგანგაშო ფაქტი, რომ მოლოდინმა ნაციონალური მოძრაობის დონის ოპოზიციის შექმნისა, რომელიც მას ჯანსაღ კონკურენციას გაუწევს და მომავალში შეძლებს მის ჩანაცვლებას, ფიასკო განიცადა. ივა­ნიშვილის “ქართული ოცნების" სახით ჩვენ მივიღეთ პოლიტიკურად კიდევ უფრო სუსტი ოპოზი­ცია. როდესაც რამდენიმე პოლიტიკური პარტია ქმნის კოალიციას, რომლის ლიდერის ერთადერ­თი ხიბლი არა პოლიტიკური, არამედ ფინანსური კაპიტალია, ისიც რუსეთის ველური კაპიტალიზ­მის პირობებში დაგროვილი, ეს, მართლაც, ამ პარტიის სრულ პოლიტიკურ მარცხზე მეტყველებს, მით უფრო, როდესაც თვით ამ პარტიების რეიტინგი წლების განმავლობაში ძალზე დაბალია და იგი, ძირითადად, ყველაზე მარგინალურ ძალებს აერთიანებს.

- საქართველოში წინასაარჩევნო მარათონი დაიწყო. თქვენი აზრით, არის თუ არა საქართველოში, ამ თვალსაზრისით, კონკურენტული გარემო და როგორია ძალთა თანაფარდობა? - წინასაარჩევნო კამპანია, ცხადია, დაწყებულია. დრო ცოტა რჩება. სხვათა შორის, ხელისუფლება მუდმივად წინასაარჩევნო რეჟიმში მუშაობს, როგორც ჩანს, ეს მათთვის ბუნებრივი მდგომარეო­ბაა. თქვენ მეკითხებით, არის თუ არა კონკურენტული გარემო? რა თქმა უნდა, არ არის.

საერთოდ, არ მესმის, რა კონკურენტულ გარემოზე საუბრობს ზოგიერთი პოლიტიკოსი, როდე­საც ყველაზე მრავალრიცხოვანი პოლიტიკური გაერთიანების ლიდერისგანაც კი ვერ მოისმენ ერთ სერიოზულ პოლიტიკურ განცხადებასაც კი, ვერც ერთ ცოცხალ აზრს, რაიმე პროგრამის მსგავსს საშინაო და გნებავთ, საგარეო პოლიტიკაში!

“პრეზიდენტი მშიშარაა” - შეიძლება ეს განცხადება მივიჩნიოთ პოლიტიკური გაერთიანების ლი­დერის რაიმე ღირებულების მქონე განცხადებად? რას ნიშნავს მშიშარა პრეზიდენტი? პრეზი­დენტს ვახასიათებთ თუ გლადიატორს, ლომების გალიაში შესვლისა რომ არ ეშინია? პრეზიდენტ­თან მიმართებაში არსებობს ცნება “პოლიტიკური გამბედაობა", რომელიც ჩვენს პრეზიდენტს, რა­გინდ კრიტიკულად არ უმზერდნენ მას, ნამდვილად არ აკლია. სხვათა შორის, პრეზიდენტი არ სარგებლობს ტყვიაგაუმტარი მინით, “უშიშარი ლიდერისგან" განსხვავებით.

ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური დონე გაცილებით მაღალია. ეს კარგად ორგანიზებული, მონოლითური პარტიაა, რომელსაც, განსხვავებით სხვა პარტიებისა, გააჩნია სტრატეგიული ხედ­ვა. 2012 წლის ოქტომბერში ნაციონალური მოძრაობა საპარლამენტო არჩევნებში ხმების უმრავლე­სობას მიიღებს და ჩვენ ამ ფაქტს მივესალმებით.

- როგორი იქნება “ქარტია 2010-ის" როლი ამ პროცესში?

- “ქარტია 2010-ის” განცხადებებში ჩვენ მრავალგზის აღვნიშნეთ, რომ საქართველოსთვის მთავა­რი საკითხი მისი სუვერენიტეტის შენარჩუნებაა, რის გარანტიასაც ნაციონალური მოძრაობა იძ­ლევა. ამიტომაც, ამ პარტიას უპირობოდ დავუჭერთ მხარს.

- “ქართული ოცნების მიტინგებზე ნატო-სა და ევროკავშირის დროშებიც ფრიალებს...

- ქართული ოცნების ლიდერიცა და მის გვერდით მდგომნიც ძირითადად პრორუსული ორიენტა­ციის ძალებია. საზოგადოდ, როდესაც რომელიმე პოლიტიკოსი ამბობს - არც რუსეთი მინდა და არც ნატო, საქართველო ნეიტრალური უნდა იყოსო, არ დაიჯეროთ, იგი რუსეთზე ორიენტირებუ­ლია, ვინ პოლიტიკური და ვინ ფინანსური ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა ნეიტრალიტეტს გამორიცხავს. ან ვის უნახავს, ოკუპირებული ტერიტორიების მქონე ქვეყანა ნეიტრალიტეტს აცხადებდეს? რა მივიღეთ 1921 წელს ნეიტრალიტეტის გამოცხადებით, ყველამ ვიცით. რაც შეეხება ნატო-ს დროშების ფრიალს ივანიშვილის მიტინგზე, ეს იყო დასავლე­თის თვალისთვის გამიზნული იაფფასიანი ფანდი. საბედნიეროდ, ამ “პროდასავლური" სიმბოლი­კის სიმრავლემ დასავლეთის პოლიტიკური ელიტა შეცდომაში ვერ შეიყვანა.

- ივანიშვილის მომხრეები ავრცელებენ ხმებს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია. ეს მისმა მეუღ­ლემაც დაადასტურა თამარ ჩიქოვანის საავტორო გადაცემაში

- არ ვიცი, რამდენად პროფესიულია ივანიშვილის დაცვა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თუ მის უსაფრთხოებას რაიმე დაემუქრება (რაც მაეჭვებს), მას ყველაზე უკეთ საქართველოს უშიშროების სამსახური დაიცავს, რადგან ეს ხელისუფლების უპირველესი ინტერესია. საერთოდ, მრავალ­რიცხოვანი დაცვა, ტყვიაგაუმტარი მანქანები და შუშები და მსგავსი საშუალებები ემსახურება პო­ლიტიკური იმიჯის შექმნას და რაც უფრო სუსტია პოლიტიკოსი, მით მეტი აქცენტი კეთდება დაც­ვის მანქანების რაოდენობაზე. ეს აპრობირებული და გავრცელებული პიარტექნოლოგიაა.

- დასავლეთის ინტერესი რომ საკმაოდ დიდია, ეს ნატო-ს სამიტმაც და ჰილარი კლინტონის ვი­ზიტმაც დაადასტურა. როგორ შეაფასებდით ამ ვიზიტსა და იმ გზავნილებს, რომლებიც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა გააჟღერა?

- ამერიკის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი, ისე როგორც სხვა მაღალი რანგის პოლიტიკოსთა სტუმ­რობა საქართველოში, კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, რომ დასავლეთის ინტერესი და მისი მხარ­დაჭერა საქართველოს მიმართ უცვლელია. ჩვენ ყოველთვის ვიყავით იმ აზრის და დღესაც მეტად ვრწმუნდებით, რომ ამერიკის პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის მიერ დაწყებული “გა­დატვირთვის" პოლიტიკა რუსეთთან, მხოლოდ რიტორიკაა და არაფერს ცვლის, არც რუსეთ-ამე­რიკის ურთიერთობებში და არც დასავლეთის დამოკიდებულებაში საქართველოს საკითხის მი­მართ. ჰილარი კლინტონის ვიზიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დასავლეთი არ ცნობს რუ­სეთის უფლებას, ჰქონდეს პრეტენზია გავლენის სფეროებზე, კერძოდ, სამხრეთ კავკასიაში. მეო­რე მნიშვნელოვანი მომენტია, რომ ამერიკამ აღიარა - საქართველოს უსაფრთხოებისთვის სჭირ­დება საზღვაო და საჰაერო დაცვა, რასაც აქვს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ პოლიტიკური დატ­ვირთვა.

- ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ საქართველოში უნდა მოხდეს ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა. ოპოზიციის ინტერპრეტაციით, მან იგულისხმა ოპოზიციისთვის ხელისუფლების გადა­ცემა.

- კლინტონმა თქვა ის, რასაც იტყვის ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნის პოლიტიკოსი. მან აღ­ნიშნა, რომ მხოლოდ არჩევნების გზით უნდა მოხდეს ძალაუფლების გადაცემა. მაგალითად, საფ­რანგეთში მემარცხენე პარტია ხელისუფლების სათავეში 14 წლის განმავლობაში იყო, მემარჯვენე - სულაც, თვრამეტი წელი. ნიკოლა სარკოზის დამარცხების შემდეგ, ისევ მემარცხენეები მოვიდ­ნენ. ე.ი. ამ წლების განმავლობაში იცვლებოდნენ პრეზიდენტები, მაგრამ თუ პარტია იმარჯვებდა, იგი რჩებოდა ხელისუფლებაში. ასე უნდა იყოს საქართველოშიც. თუ საპარლამენტო არჩევნებში ისევ ნაციონალური მოძრაობა გაიმარჯვებს, ბუნებრივია, იგი დარჩება ხელისუფლებაში. ხოლო პრეზიდენტი, რომლის ვადაც 2013 წელს ამოიწურება, გადასცემს ძალაუფლებას მას, ვინც გაიმარ­ჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებში. ეს არის ის, რაც თქვა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა.

- და ბოლოს, როგორი იქნება რუსეთის რეაქცია ამ მხარდაჭერაზე და რა საფრთხეები არსებობს?

- რუსეთი რომ საქართველოსთვის მუდმივი საფრთხეა, ეს აქსიომაა და რომ საქართველოს უსაფ­რთხოების გარანტი შეიძლება იყოს მხოლოდ მისი მაქსიმალური დაახლოება დასავლეთთან, ესეც ფაქტია. არსებობს აზრი, რომ რუსეთი ისევ სამხედრო ძალას მიმართავს საქართველოში ხე­ლისუფლების შეცვლის მიზნით. არა მგონია, რომ რუსეთმა კვლავ გაიმეოროს 2008 წლის აგვის­ტოს სცენარი. ვფიქრობ, ის შეეცდება, ქვეყნის დესტაბილიზაციისთვის გამოიყენოს ოქტომბრის არჩევნები, ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის დახმარებით. თუმც, რუსეთმა ისიც იცის, რომ და­სავლეთი ფხიზლად ადევნებს თვალს საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების მო­მენტს.

თუ ჩვენ თავად არ გამოვიჭრით ყელს, რაც ისტორიულად გვჩვევია, საქართველო ამ კრიზისსაც დაძლევს და ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობა და მისი ნორმალური განვითარება შეუქცევად პროცესად იქცევა.

ესაუბრა ქეთევან ქურდოვანიძე

სტატიის მისამართი: http://24saati.ge/index.php/category/news/2012-06-25/30034.html

niedziela, 24 czerwca 2012

WARIACJE NA TEMAT ADŻAPSANDALI

Przepisów na adżapsandali jest niezliczona ilość. Każdy przyrządza w swój oryginalny sposób, ale zasadniczo są dwie grupy: z ziemniakami lub bez, oraz z dodaniem wody lub bez. Jest jeszcze najbardziej wykwintna adaptacja tej potrawki – kiedy to składniki najpierw osobno są podsmażane na patelni i dopiero potem połączone w jednym naczyniu. Ale podstawa: bakłażany, pomidory oraz cebula są nie do zastąpienia, a reszta to „kwestia smaku”.

Składniki: 1 kg bakłażanów ½ kg pomidorów ½ kg ziemniaków 1 czerwona papryka 4 cebule 2–3 ząbki czosnku 3–4 łyżek oliwy do smażenia (nie używać zbyt dużo oliwy, gdyż bakłażan szybko ją chłonie) po 2 garście świeżych listków bazylii, natki pietruszki, kolendry, koper. 1 łyżeczka tymianku lub kilka świeżych gałązek 2–3 liście laurowe sól i pieprz lub czuszka do smaku

Sposób przyrządzania: Bakłażany pokroić w talarki. Cebulę pokroić w plasterki. Podsmażyć w oleju w rondlu. W międzyczasie pomidory obrać ze skórki i pokroić w kostkę. Dorzucić liście laurowe i pokrojone ziemniaki oraz paprykę. Całość dusić ok. 20 min. Doprawić posiekanymi świeżymi ziołami, czosnkiem i przyprawami. Gotować, aż ziemniaki się ugotują.

UWAGA! Można wzbogacić potrawę fasolką szparagową, nawet można przyrządzić z mięsem. Co prawda, to już nie będzie adżapsandali, ale będzie równe bardzo smaczny eintopf.

Składniki: 1/2 kg gulasz wołowiny 4-6 ziemniaków (w zależności od ilości osób) 2 papryki czerwone jeden bakłażan 3-4 pomidory 1-2 cebule 3 ząbki czosnku 2–3 liście laurowe pęczek natki pietruszki i troczą zielone liście selera, kolendra, bazylia, cząber, oregano papryka słodka, 2–3 łyżki oleju sól i pieprz do smaku

Przyrządzanie:

Wołowinę pokroić w kostkę, przyprawić pieprzem, solą, papryką słodką i kurkumą. Na patelni rozgrzać olej i wrzucić posiekaną w kostkę cebulę i jeden posiekany czosnek, a następnie wołowinę. Podsmażyć ok. 5-10 minut. Międzyczasem pomidory obrać ze skórki i pokroić w kostkę. Dorzucić do wołowiny liście laurowe i pokrojone ziemniaki oraz paprykę. Bakłażan pokroić w kostkę. W rondelku chwilę podusić na małym ogniu, aż zrobi się miękki. Bakłażan następnie przelać do wołowiny, dodać pokrojoną zieleninę, cząber i oregano. Gotować jeszcze chwilę na wolnym ogniu, doprawić pieprzem i solą, przykryć i dusić około 30-40 minut na wolnym ogniu (w razie potrzeby uzupełniać wodę, ale sos powinien być dość gęsty).

Składniki: ½ kg bakłażana 4 cebuli 2 papryki 2–3 ząbki czosnku ½ kg pomidorów krojonych 2 liście laurowe 2 łyżki oleju zielenina: natka pietruszki, selera, kolendra, oregano, majeranek, bazylia, koper sól i pieprz do smaku

Przyrządzanie:

Bakłażany ze skórką smażone bez tłuszczu obrać po usmażeniu i podzielić w podłużne części. Pokroić cebulę kółkami dodać oleju i podsmażyć. Dodać pomidory bez skórki i pokrojone, utłuczony czosnek, obraną ze skórki paprykę oraz liście laurowe. Po 5–10 minutach dodać smażone bakłażany, a na sam koniec drobne posiekaną zieleninę. Doprawić solą i pieprzem. Podawać na zimno.

środa, 6 czerwca 2012

პროტოქართველი პელაზგები ...

კნოსოს სასახლე: უძველესი მუშაითები მინოსური ეპოქიდან ადასტურებს რომ კრეტაზე უსისხლო გართობა-თამაშები ტარდებოდა. კნოსოს სასახლე ცნობილმა ევანსმა აღმოაჩინა

Sir Arthur John Evans (8 July 1851 – 11 July 1941) was a British archaeologist most famous for unearthing the palace of Knossos on the Greek island of Crete and for developing the concept of Minoan civilization from the structures and artifacts found there and elsewhere throughout the eastern Mediterranean. Evans was the first to define Cretan scripts Linear A and Linear B, as well as an earlier pictographic writing.

Bezkrwawe igrzyska na Kriecie w okresie minojskim ... Malowidło ścienne z ruin pałacu w Knossos ( 2000–1400 p.n.e.) zwanego pałacem Minosa lub labiryntem kreteńskim.

კრეტის ისტორიის სამი პერიოდი: ადრემინოსური , შუამინოსური და გვიანმინოსური.

ადრემინოსური მოიცავდა ძვ.წ 3000 - 2200 წლებს , შუამინოსური - 2200 - 1600 წლებს , გვიანმინოსური კი ძვ.წ 1600 - 1250 წლებს.

კრეტული - მინოსური ცივილიზაცია შექმნეს პელაზგებმა. პელაზგები პროტოქართველთა მონათესავე ხალხია. თუმცა პელაზგების შესახებ წერს ჰეროდოტე მაინც ცნობები მწირია. ჰეროდოტე აღნიშნავს, რომ ისინი ანატოლიიდან მოვიდნენო ისტორიული გენოგეოგრაფიით დადასტურდა მათი კავშირი პროტოქართულ ტომებთან. არსებობს ცნობები ეტრუსკების და პელაზგების გენეტიკურ კავშირზე. პელაზგები არ იყვნენ ინდოევროპელები - მათი ენა არაინდოევროპულია რისმაგ გორდეზიანის მიხედვით სიტყვა "პელაზგი "ლაზების მიწას" ნიშნავს. პე-ლაზგი: პე = მიწა ; ლაზ(გ)ი = ლაზი

ზევსი აქ დაიბადა.ზევსს გამოქვაბულში კვებავდა თხა ამალთეა. ყრმას კოლხი ქურუმი კურეტები ყარაულობდნენ - ბავშვის ტირილის ხმას იარაღის კაკუნითახშობდნენ,რათა კრონოსს არ გაეგო. კრეტას მეფე მინოსს ცოლად ჰყავდა აიეტის და პასიფაე. ტრადიციულად კრეტის ცივილიზაცია დაკავშირებული იყო კოლხეთთან. კრეტის სამხედრო ფლოტის დამაარსებლი მეფე მინოსი გახლდათ ეგეოსის ზღვის და კიკლადის კუნძულების მბრძანებელი.ის ზევსისა და ევროპეს შვილი იყო. მომდევნო მეფეებსაც მინოსი ერქვათ,ვინაიდან ეს სახელი მოგვიანებით ტიტულად იქცა.

piątek, 1 czerwca 2012

BORANI z portulaki დანდურის ბორანი



Portulaka po Gruzińsku დანდური ( cz.danduri) była doceniana już w starożytnym Egipcie. Pochodzi z Europy i Azji. Występuje głównie na półkuli południowej, a także w strefie umiarkowanej półkuli północnej. Pędy są grube, brunatnoczerwone, osiągają do 30-60cm długości. Z łodygi portulaki wyrastają duże, mięsiste liście. Portulaka jest rośliną ciepło- i światłolubną.Rośnie na przydrożach oraz polach uprawnych. Lubi suche podłoże, takie jak piasek.

Sposób przygotowania

Liście możesz przygotować podobnie do szpinaku, a łodygi do szparagów. Pędy portulaki zbierane są tuż przed zakwitnieniem rośliny. Rozłogi należy dokładnie umyć przed dalszą obróbką. Najlepiej smakują surowe. W smaku przypominają roszponkę. Najczęściej podawane są w sałatkach i surówkach. Dodaje się je również do zup i dresingów. Można przygotować je tak samo jak szpinak. Marynowane pączki portulaki przypominają w smaku kapary.

Sposób przechowywania

Świeże pędy należy przechowywać w chłodnym i zacienionym miejscu.

Wpływ na organizm

Pędy portulaki zawierają dużo orzeźwiającego soku o właściwościach lekko oczyszczających. Ponadto wspomagają trawienie. Portulaka jest bogata w antyoksydanty, kwasy tłuszczowe z rodziny omega-3, ale również witaminę A, C, Fe, Ca, K, Mg, Na. W lecznictwie stosowana w nadkwasocie, zgadze, wzdęciach. Ma działanie moczopędne.

DUSZONA PORTULAKA

Umytą portulakę pokroić na 2-3-cm-owe kawałki i razem z posiekaną cebulą włożyć do rondla z gorącą olejem, skropić łyżką octu, dusić pod przykryciem na małym ogniu 5-8 min, dodać roztarty z solą czosnek i czuszkię (lub paprykę) i dobrze wymieszać. Dusić jeszcze 5-7 min. Podawać jako dodatek do pieczonych mięs, smażonych ryb, kotletów bądź makaronu.

Ale można roztrzepać jajka i wlać do portulaki, wymieszać i podgrzewać, aż się zgęstnieje, posypać natką... w taki sposób będziemy mieć bardzo smaczną i pożywną potrawę BORANI z portulaki.

ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში იყო დიდად დაფასებული მცენარე. ფოთლები გამოიყენება ისპანახის მსგავსად ხოლო ღეროები სატაცურივით. ქებულია ცოცხლად დრესინგებიან სალათებში, ძალიან უხდება გარნირებად, როგორც ნედლი ასევე ჩაშუშული, ფრინველის ღვიძლს, მოხარშულ ხორცს თუ ტევზს, კატლეტებსა თუ სოკოებს. მდიდარია მაცოცხლებელი წვენით, ასევე ოქსიდანტებითა და omega 3-ის ოჯახის ცხიმებით. გამოირჩევა A, C ვიტამინებისა და Fe, Ca, K, Mg, Na სიჭარბით, მედიცინაში გამოიყენება ჭარბმჟავიანობის, ძმარვის, გაზების წინააღმდეგ, შარდმდენია.ხელს უწყობს საჭმლის მონელებას