czwartek, 19 stycznia 2012

უმბერტო ეკო, ბაუდოლინო და "ქართული მარცვლები"...




არ ვიცი არის თუ არა ქართულად თარგმნილი უმბერტო ეკოს "ბაუდოლინო"... ვისაც გაქვთ წაკითხული ხომ ვერ შეადარებდით ვინმეს ჩვენს თანამედროვეს? "ზღაპრებს" იგონებს ( ქალაქსაც აშენებს ) ბაუდოლინო ფრიდრიხ ბარბაროსასათვის, რომელთაც მითებად და უტოპიად დღემდე, ჩვენამდეც კი მოაღწია, მაგალითად: მეფე-ხუცესი იოანე, გრაალი, ქრისტეს ( ტურინის ) სუდარა და უფრო მეტიც რომანის ერთი თავი გახლავთ " ბაუდოლინო აფხაზეთის ბნელეთში" ( 2010 წელს ეს თავი დაბეჭდილა კრებულში "ქართულად ნათარგმანები" )

ბაუდოლინო შემთხვევის წყალობით ხდება ფრიდრიხ ბარბაროსას შვილობილი ამიტომაც მისი, ჯერ კიდევ უწლოვანის, ფანტაზიები რეალურ მოვლენებში იხლართება. ბაუდოლინო განათლებას სასახლის კარზე და ბრძოლის ველზე ღებულობს; სწავლობს წერა- კითხვას და ეუფლება ხელისუფლებისათვის ბრძოლის მეთოდებს. იგი არაორდინალური პიროვნებაა, ბრწყინვალე წარმოსახვითა და სხარტად მოქნილი რაციონალური გონებით. მას უნიკალური თვისება ახასიათებს - სწრაფად შეისწავლოს უცხო ენები.

ბაუდოლინო საუცხოო მთხრობელია. უყვარს თხრობა და გამოგონება. თანაც რაღაც სასწაულით მისი ფანტაზიის ნაყოფი ხორცს ისხამს ხოლმე. მის მიერ შეთხზული ნებისმიერი მოვლენა მსმენელის მიერ აღიქმება როგორც რაღაც რეალური და ხშირად ისტორიის განვითარებას მიმართულებას უცვლის.

ასე რომ, ერთ მშვენიერ დღეს ბაუდოლინო მამობილის საჭიროებისათვის თხზავს მეფე-ხუცესი იონაეს ლეგენდარულ წერილს, რომელშიც დასავლეთ სამყაროს ჰპირდება აღმოსავლეთის ქრისტიანი მეფის ზღაპრულ ქვეყანას ...


P.S. ისე ეს მეორე წიგნია უმბერტო ეკოსი სადაც ქართული მარცვალია ჩაგდებული. კი ეკუთვნის ამ კაცს ჩვენგან პატივისცემა, არა? ერთი კაი ტაშ-ფანდური და "ოქროს საწმისი"-ს რაინდობა. ჰა, რას იტყვით?


Brak komentarzy:

Prześlij komentarz