poniedziałek, 6 kwietnia 2009

ხელისუფლება უნდა შეცვალო არჩევნებით და არა მორიგი პუტჩით თუ რევოლიუციით


1.რატომ იყენებს ოპოზიცია 9 აპრილს ? რატომ არა 8 და რატომ არა 12 აპრილს ? დასვენების დღეს, 9 აპრილს გამოსული ხალხის რაოდენობის გამოყენება უნდათ ? ეს ხომ არაეტიკურია ?

- ჩემი აზრით, მხოლოდ იმიტომ, რომ ოპოზიცია საქართველოში ანტიქართულად არის განწყობილი და რაც კიდევ უფრო უარესია – პრორუსულად! თუ არ ვცდები 2009 წლის 9 აპრილის იდეის ავტორი არის ნინო ბურჯანაძე, რომლისთვის 1989 წელს 9 აპრილი მისი საბჭოური იდეალების კრახია! ამიტომაც, ზუსტად, ბურჯანაძესა აქვს რუსეთის მიერ ( მე კი მგონია რომ ინიციატივა თვითონ გამოაჩინა ! ) დავალებული იარაღიანი პროვოკაციის მოწყობა.
ჩემთვის, როგორც 1989 წლის 9 აპრილის აქციის აქტიურ მონაწილისათვის, ეს მხოლოდ არაეთიკური კი არა ცინიკური, დანაშეულებრივი და ქართველი ხალხის, ქართული სახელმწიფოს მიმართ მტრული აქციაა !!!
9 აპრილი მისიის ასრულებით გაბრწყინებული ტრაგიკული თარიღია. 89-ში დაღვრილი უდანაშაულო მსხვერპლის წმიდა სისხლი შეიწირა უფალმა და 91-ში გლოვის დღე სიხარულად მოგვიძღვნა.
მაგრამ ამათ კი ეს განწმენდილ გაბრწყინებული ტრაგიზმი ისევ უკან სურთ მიაბრუნონ. არ ესმით, რომ ქართული ხელისუფლების წინააღმდეგ ავადმყოფიურ ზიზღზე არ შეიძლება დააფიქსირო საკუთარი არსებობა საქართველოს პოლიტიკურ სცენაზე ?! უვიც - უქნარები, სხვისი ხელისშემყურენი, რუსეთის სპეცსამსახურების აგენტები (უმრავლესობა), რომელთაც 2003 წლიდან ყველა არჩევნები წააგეს !!! არა და თავის დროზე სწორედ მათ შეუწყეს ხელი სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლას. ეგონათ რომ მერე მოუვლიდნენ მას. მაგრამ მოხდა პირიქით: სააკაშვილმა მოუარა მათ ! აღმოჩნდა მათზე ჭკვიანი და რაც მთავარია ”დინების თანმხვედრად მცურავი”!
ნურავინ ფიქრობს, რომ მე დღევანდელი ხელისუფლების მომხრე ვარ. მათგან განსხვავებით ჯერ კიდევ 2003 წლის 23 ნოემბერს დავწერე ქართულ პრესაში, რომ “ ხელისუფლებაში ნეო-ბოლშევიკები მოვიდნენ…”. მათ -ახალგაზრდებს აბსოლიუტურად არ აინტერესებთად, რომ თუნდაც კარგი მიზნების მისაღწევად კანონიერ ჩარჩოებში ემოქმედათ ?! ხშირად იღებდნენ ვოლიუნტარისტულ გადაწყვეტილებებს ?! ამის გამო ბევრი შეცდომა დაუშვეს, მაგრამ იმასაც ვერ უარვყოფ, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ბევრს მიაღწიეს.
საკუთარ შეცდომებზე ბევრი რამ ისწავლეს, უკეთესად მართავენ პროცესებს, ბევრი ცდის მერე ახლა როგორც იქნა ნორმალური პრემიერ-მინისტრი დანიშნეს. შეიძლება ითქვას გაარტყეს 100%-ში. ნიკა გილაური კი ნამდვილად უნიჭიერესი მმართველია (ამჟამინდელი ტერმინოლოგიით– მენეჯერი ).
ჩემი მთავარი თეზაა, საქართველოში უნდა მორჩეს პუტჩისტური მუდამმომქმედი ბანდის თარეში. ხელისუფლება უნდა შეცვალო არჩევნებით და არა მორიგი პუტჩით თუ რევოლიუციით. უნდა შეწყდეს კიტოვანების, ხაინდრავების, ძმები ბერძენიშვილების, ზურაბიშვილების (1990 წლებში აქტიურად გამოდიოდა ემიგრანტულ პრესაში ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ !), ნათელაშვილების და მაგათნაირების, საქართველოს მტრების, ანტისახელმწიფოებრივი მოღვაწეობა. ეს ოპოზიცია არ არის. ოპოზიცია იგებს არჩევნებს და ცვლის ხელისუფლებას. ეს არის რუსეთის მიერ გააქტივებული აგენტურა !!!
გული მწყდება მხოლოდ კოკო გამსახურდიაზე და მიკვირს მამამისის მკლელებთან ერთად ჯდომა როგორ შეუძლია. ხალხს ვერ მოატყუებ! როგორ ვერ მიხვდა, როცა აბაშაში ვიღაც უცნობთან უდიდესი უპირატესობით წააგო არჩევნები! ამ შემთხვევაში ხომ არ შეიძლება ლაპარაკი ფალსიფიკაციაზე, იმდენად დიდი იყო სხვაობა. უბრალოდ ხალხმა არ აპატია ზვიად გამსახურდიასა იდეალებისადმი ღალატი ! ადრეც დამიწერია, სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველომ დაკარგა დიდი მეცნიერი და საშუალო დონის პოლიტიკოსიც კი ვერ შეიძინა.

2. რა პარალლელს ხედავთ 1991 წლის და 2008 წლის აგვისტოს შორის. ღა შეიძლება გათამაშდეს აპრილში ?

- 1991 წლის და 2007-2009 წლებს შორის ვხედავ სრულ ანალოგოას, რუსეთი მართავს ანტისახელისუფლო ძალებს. 2007 წლის 7 ნოემბერს ხელისუფლებამ შეძლო პროვოკაციის განეიტრალება და იმედი მაქვს 9 აპრილსაც დაიცავს სახელმწიფო წყობილებას და არჩევნები ჩატარდება კანონის გათვალისწინებულ ვადაში ! ხელისუფლება საქართველოში, ჩემი აზრით ცუდია და უნდა შეიცვალოს, ოღონდ მხოლოდ არჩევნების გზით. იმედი მაქვს არჩევნებამდე საქართველოში ჩამოყალიბდება ნორმალური, ჯანსაღი ოპოზიცია. დრო კიდევ არის ! დღევანდელი ოპოზიცია კი თავის უმეტეს ნაწილში მტრულად არის გამწყობილი საქართველოს სახელმწიფოს მიმართ და მისი ადგილი ისტორიის სანაგვეზეა !!!
2008 წლის აგვისტოს კი ვთლი გარდაუვალ პროცესად, რუსეთმა გადაისროლა საქართველოში თავისი ჯარის ყველა ბრძოლისუნარიანი ნაწილი. მეამაყება, რომ ქართულმა ჯარმა გმირულად იბრძოლა. გმირი ჯარისკაცები გვყავს ! ერთად-ერთი რაც დაგვაკლდა ეს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემაა. ამას კი წლები უნდა. იგი ძვირადღირებულია არა მხოლოდ ფინანსური თვალსაზრისით მის ათვისებას წლები დასჭირდება.
აი, გაიძახიან, რატომ წამოეგო პროვოკაციას ??? რა პროვოკაცია ? ეს იყო თავდასხმა საქართველოზე და გეგმაში იყო თბილისის აღება, საქართველოს ხელისუფლების დამხობა და მარიონეტული ხელისუფლების „ დანიშვნა“ საქართველოში! ამიტომაც აირჩიეს ეს დრო, როცა ოლიმპიადა იხსნებოდა და ყველა დასავლეთის ლიდერი იყო პეკინში. ბლიცკრიგი იყო დაგეგმილი, მარში თბილისზე! მ.სააკაშვილს შემიძლია ბევრი პრეტენზია წაუყენო, მაგრამ ცხინვალის კონფლიქტი გარდაუვალი იყო. ხალხი ვინც გამსახურდიას ბრალად სდებდა „აპარტეიდული კანონის მიღებას“ აფხაზეთის წინააღმდეგ, ვინც დანისპირზე მობალნსე ხელისუფლებას აფხაზეთთან დიალოგის პოლიტიკას უწუნებდა ვინც ხელისუფლების უზურპირების შემდეგ პირველი რაც ჩაიდინა „ფსოუს წყლის დასალევად“ გაეშურა, რომლებიც „ერთსტადიონ ხალხს“ ფაქტიურად მასხრად იგდებდა. დღეს მათი მიერ მოწყობილი მარადიორობის გამო მთელ ქართველ ხალხის სახელით „ჰატამზაიტობს“. რა უფლებით?
ეს თქვენ იყავით რუსების მარიონეტები მაშინ და ეს ისევ თქვენ დასცინით და მასხრად იგდებთ ჯერ კიდევ „ჩვილობის ასაკის“ ქართულ არმიას. ქართულ არმიას რომელმაც მართლაც აჩვენა რომ ჯარია და არა ბანდიტ –კრიმინალ-ნარკომანთა ხროვა რომელსაც გენერლად „ტაუ“-ს ლეიტენანტი უდგას და რუქა და გლობუსი ვერ გაურჩევია ერთმანეთისაგან.
დღეს ეს ხალხი უკანა რიცხვით იწუნებს ქართული არმიის საბრძოლო მოქმედებებს და მათ მხარს უბამს სალომე ზურაბიშვილი რომელიც წითელი უბნის დაბობვასაც არ აღიარებდა და ქართველებს აბრალებდა საკუთარი თავი თავად დაიბომბესო. სირცხვილია !

3. რატომ ვერ პოულობს ოპოზიცია საერთოს? რა სჭირს ?

- იმიტომ, რომ ეს არ არის ბრძოლა ხალხის კეთილდღეობისათვის, ეს არის პირადული ბრძოლა ხელისუფლებისთვის, სკამისთვის ! ამიტომ შეუძლებელია მოლაპარაკება, როცა იდეა და გეგმა საქართველოს გადარჩენის არა გაქვს, როცა ყველას თავისი ამბიცია აქვს თანამდებობის დაკავებაზე. პარლამენტის მანდატებზე მხოლოდ იმიტომ თქვეს უარი, რომ პარლამენტში კანონებზე მუშაობაა საჭიროა. იქ „კაი ბიჭები” კანონშემოქმედებით საქმიანობას „ჯიგრულად” ვერ აწარმოებენ. წარმოიდგინეთ, რომ „გრეჩიხამ” წაიკითხოს რაიმე კანონი და შენიშვნები გააკეთოს გარდა „შეგინება-დაგინების” განმარტებისა?
თენგიზ სიგუას, თენგიზ კიტოვანს, ჯაბა იოსელიანს, ედუარდ შევარდნაძეს და სხვა პუტჩისტებს რა უნდოდათ რუსეთის დავალების შესრულების გარდა? სიგუას ეგონა თავად მოდიოდა ხელისუფლებაში და სიცრუეს სიცრუეზე აბამდა, მაგრამ აღმოჩნდა, და ეს ბეიკერმა 92 წლის იანვრის თვეშივე შეაგნებინა, რომ თურმე შევარდნაძის მოსაყვანად „გამოიყენს”, ისევე როგორც კიტოვანი, როგორც ჯაბა და მისი კრიმინალები.

4.აგვისტოში რომელიმე ოპოზიციონერი პრეზიდენტი რომ ყოფილიყო, რას მოიმოქმედებდა ?

- ე.ი. 2008 წლის 5 იანვარს თუ ოპოზიციონერს აირჩევდნენ („გრეჩიხა”, ან ბ.პატარკაციშვილი, ან შ.ნათელაშვილი ან დ. გამყრელიძე), იანვარში თუ ვერ მოასწრებდა, თებერვაში მაინც მოაწერდა ხელს რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულებას ( ე.წ. ახალ გეორგიევსკის ტრაქტატს კიდევ უფრო უარესი რედაქციით). ამიტომ აგვისტომდე საქმე არ გაიწელებოდა და აგრესია რუსეთს არ დასჭირდებოდა !

5. ხო თუ არა აგვისტოს ეს ომი გარდაუალი იყო ?

- დიახ, ბატონო, აგვისტოს ომი გარდაუალი იყო ! რუსეთს არ აწყობდა ნატოში შესვლის მოსურნე საქართველოს ხელისუფლება ! დააპირა მისი დამხობა სამხედრო ძალით, რადგან ოპოზიციამ თავი ვერ გაართვა ვერც საპრეზიდენტო და ვერც საპარლამენტო არჩევნებს

6. იყო თუ არა გამსახურდიას დამხობა გარდუვალი და როგორ აფასებთ კიტოვანის რუსეთის მოქალაქედ გახდომას ?

- ბევრი ჩემი მეგობარი თვლის რომ გარდაუვალი იყო ! ჩემი აზრით შეიძლებოდა ხელისუფლების დაცვა, მაგრამ იმდენი ფარული, ღია და გავლენის აგენტი იყო, რომ მათ შეძლეს ძალოვანი სტრუქტურების პარალიზება და ხელში ჩაგდება. ამაში ყველაზე დიდი სამარცხვინო მოღალატური როლი შეასრულეს ვაჟა ადამიამ, დილარ ხაბულიანმა და რომან გვენცაძემ. მიუხედავათ ყველაფრისა, დეკემბრის ბოლოს პუტჩისტები პრაქტიკულად განადგურებულები იყვნენ. მხოლოდ რუსეთის ჯარის პირდაპირმა ჩარევამ გადაარჩინა ისინი სრული კრახისაგან! შეშინებულები თენგიზ სიგუა და თენგიზ კიტოვანი ღამეს ბეპაევის კაბინეტში ათენებდნენ ?!
დაუფასა „ხაზეინმა” კიტოვანს ღვაწლი, ეტყობა სამხედრო პენსიასაც უხდის. ამის წინათ, ვნახე ტელევიზიით, ეტყობა ღმერთმა უკვე დასაჯა და პარალიზებულია, ენას ძლივს ატრიალებს, სადღაც შემეცოდა კიდევაც. ეჰ, თენგო, არ ჯობდა ჯაბასთან ერთად მომკვდარიყავი? ახლა დიდუბეში იქნებოდი ...

7. ამ გადასახედიდან მაშინდელი მთავრობის რა შეცდომებს ამჩნევთ ?

- პირველი შეცდომაა, რომ ვერ შევძელით კანონიერი ხელისუფლების დაცვა, ვერ დავიცავით სახელმწიფო. დანარჩენს არა აქვს პრინციპული მნიშვნელობა. მეორე და მთავარი შეცდომა იყო, რომ ვერ დავიცავით დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი. საერთოდ, ჩემი აზრით, არ უნდა ჩამოსულიყო დასავლეთ საქართველოში, ეს იყო საბედისწერო შეცდომაა! მაგრამ ბედნიერი ვარ რომ ჩემს პრესიდენტს ვერავინ დააბრალებს ქართველებს ესროლაო. არადა სულ მარტივი იყო თბილისის ზღვაზე “გამაგრებული” თენგიზების ლიკვიდაცია. თუმცა არსებობს სხვა მოსაზრებაც, რომ იქნებ მაშინ საქართველო 92-93 წლები თავიდან აიცილებდაო. არ ვარ დარწმუნებული, რომ რუსეთი ასე მარტივად დათმობდა სამხრეთ კავკასიაში ჰეგემონიას. ჩვენი ხელისუფლება უმწვავეს ცაიტნოტში მოქმედებდა, მაგრამ გადახედეთ იმ დროს მიღებულ კანონებს და ნახავთ, რომ მძიმე ნაბიჯებით, მაგრამ მიზანდასახულად მივიწევდით სრული დამოუკიდებლობისაკენ. დღევანდელი გადასახედიდან ხომ ნათლად სჩანს, რომ არა ხელისუფლების შეცდომები, არამედ სხვადასხვა ინტერესების მცირერიცხოვანი, მაგრამ რუსული იდეოლოგიურ-საინფორმაციო-ფინანსურ-სამხედრო უზრუნველყოფით წელგამაგრებულმა ვაი-ოპოზიციამ დაამხო არა გამსახურდია და ეროვნული ხელისუფლება არამედ ეროვნული სახლმწიფო.…

8. როგორ აფასებთ სააკაშვილის ყოფილი თანაგუნდელების გაოპოზიციონერებას, რამდენად სანდოა მათი პრინციპები ?

- ვისზე ვისაუბროთ პროფესსიონალ დამამხობლებზე? ხაინდრავაზე, რომელიც გადაყენებიდან სამი დღე იყო ატუზული სააკაშვილის მისაღებში და გამაგებინოს რატომ გადამაყენაო? კგბ-ეს გენერლის შვილსა და უშიშროების თანამშრომელზე რომელსაც აგერ ორი დღის წინ ახელია თვალები? შევარდნაძის “ასინეთა” კუკავაზე? ფიქრია ჩიხრაძეზე, რომელსაც მისსივე სიტყვებით უნივერსიტეტის ბაღში უნდა მოეკლა თავი თუ საქართველოში შევარდნაძე დაბრუნდებოდა? უპრინციპო რესპუბლიკელებზე თუ გამყრელიძეზე, რომლებიც საკუთარი საპარლამენტო რესპუბლიკა თუ კონსტიტუციური მონარქია დავიწყებიათ და საპრეზიდენტოდ გამზადებულ ალასანიას ჩაბმიან იქნებ გაგვათრიოსო. ალასანიას მთელი დამსახურება და მიღწევა კი დღემდე მხოლოდ სხვისი დაწერილი ტექსტის გაეროში წაკითხვით ამოიწურება. ნინო ბურჯანაძეზე და სალომე ზურაბიშვილზე ზევით დავწერე, მაკვირვებს მხოლოდ ერთი რამ: საიდან ასეთი ზიზღი ქართული სახელმწიფოს მიმართ? მაგრამ მეორეს მხრივ არც იმის აღქმა შემიძლია, რომ წარმოუდგენელია საგარეო საქმეთა მინისტრად გყავდეს საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის მოქალაქე. ასეთი რამ ეტყობა მხოლოდ დღევანდელ საქართველოშია შესაძლებელი.

9. როგორ ფიქრობთ, რატომ არ აცხადებს ოპოზიცია თავის პროგრამას ანუ რას მოიმოქმედებს იგი თუ სააკაშვილი გადადგა და როგორ აპირებს მიტაცებული ტერიტორიების დაბრუნებას?

- ასე ვუპასუხებ:
1. არა აქვთ ეს პროგრამა.
2. იციან, რომ არ გადადგება (არც უნდა გადადგეს !), ამიტომაც იძახიან, ჯერ ჩავიგდოთ ხელში ხელისუფლება, მერე ვიმსჯელოთ რა ვქნათ ?!
და მერე უკვირთ ხალხი 3 და 4%-ს მეტს რომ არ აძლევთ. მე კი არ მიკვირს, რადგან ხალხი ხედავს, რომ ამათ ქვეყანა და ხალხის სოციალური პრობლემები კი არ ადარდებთ, არამედ ამ ხალხის მასას ამოფარებულებს, სურთ მათი ხელებით ნარის გლეჯა და ხელისუფლებაში მოსვლა, ახლა ჩვენი ჯერიას პრინციპით.

10. 31 მარტს სრულდება 18 წელი რეფერენდუმიდან. რას მიაღწია საქართველომ და რა დაკარგა მან ამ 18 წლის განმავლობასჰი?

- საქართველომ აღადგინა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, გახდა გაეროს წევრი, ბევრი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი. არის კანდიდატი ნატოს წევრობის და ევროკავშირთან აქვს განსაკუთრებული ერთიერთობები !
დროებით დავკარგეთ ტერიტორიები, მაგრამ აღვადგენთ კონტროლს და საქართველო ისევ ერთიანი და განუყოფელი იქნება! ასრულდება მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას ოცნება.
სხვათა შორის 31 მარტი განსაკუთრებული დღეა. იგი ხომ საქართველოს, მისი დამოუკიდებლობისათვის, ზვარაკად შეწირული პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეა. ზვიადი წელს 70 წლის გახდებოდა. ბედნიერი და ამაყი ვარ რომ მისი იდეების ერთგულების გამო “ზვიადისტი” მქვია.


11. როცა ევროპამ, ფაქტობრივად, ზურგი შეგვაქცია, რა რჩება საქართევლოს? ვფიქრობ, რომ აბსურდია იმაზე საუბარი, რომ ჩვენ შევძლებთ მარტოკამ დავიცვათ დამოუკიდებლობა.

- არ არის ისე მარტივად საქმე, ევროპის მხარდაჭერა არის და იქნება, უბრალოდ დასავლეთი ეძებს რუსეთზე ზემოქმედების ტაქტიკურ საშუალებებს. ეს რთული პროცესია და იმედი მაქვს ყველაფერი კარგად იქნება ! გაზის კონფლიქტის შემდეგ დასავლეთი ბევრ რამეს “მიხვდა”, უფრო ბრძენი გახდა, გაუქრა ბოლო ილუზიები რუსეთის დემოკრატიზაციისა. ჩვენ მარტონი არა ვართ. ევროკავშირი, აშშ და თურქეთიც გვიდგას მხარში. საქმე ისაა ჩვენ რამდენად მიზნმიმართულნი ვიქნებით, რამდენად მოვახერხებთ საკუთარი ინტერესების დაცვას და მსოფლიო პოლიტიკის ძირითად კურსთან თანხვედრას. ჩვენ ჩვენი უნდა ვაკეთოდ და ერთიანები უნდა ვიყოთ, როგორიც ვიყავით 1989 წლის 9 აპრილს !

12. როგორ აფასეთ მონარქიის აგდგენის სურვილსა და ჯერ კიდევ არ დაბადებულ ბავშვითვის ქარიზმისა და ზებუნებრივი ძალების მინიჭების მცდელობას? ფიქრობთ, რომ მეფემ, როგორი "სუპერმანი" ან "სუპერვუმენიც" არ უნდა იყოს იგი, შესძლებს სამაჩაბლოსა და აფხაზეთის დაბრუნებას? ხოლო რაც შეეხება სამეფო კარის შენახვას, ვინ შეინახავს მას? მე აქ ძალიან ბევრ ქართველს ვესაუბრე. მათ განაცხადეს, რომ წლობით ოჯახიდან შორს გადავარდნილნი, თავის ოჯახს ძლივს არჩენენ და არანაირი სურვილი არ აქვთ, რომ კიდევ ვინმე არჩინონ, ვინც არ უნდა იყოს იგი. მათ შორის საქართველოს მეფე.

- კიდევ ერთი დაპირისპირების კერის შექმნა რა საჭიროა, არ მესმის. აღვადგინეთ მონარქია, და მეორე დღეს გამოჩნდება “ოპოზიციური ჯგუფი” და აქციების მოწყობას დაიწყებს – მეფე გადადგეს ?! 1992 წელს გადააყენეს კანონიერად არჩეული პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია.. 2003 წელს ჩამოაგდეს თვითმარქვია, უკანონოდ არჩეული პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე. ეხლა არ უნდათ ორჯერ არჩეული პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
ერეკლემ II არ მოაწერა ხელი გიორგიევსკის ტრაქტატს და შეუშვა რუსეთი სამხრეთ კავკასიაში ?! მონარქია გახდა მატყუარა იდეა-ფიქსი ზოგიერთი საზოგადოებრივი ჯგუფებისთვის. ამით უბრალოდ გაურბიან აქტუალური პრობლემების გადაწყვეტას. ეს უვიცობა და უბრალოდ თანამედროვე პოლიტიკური წყობილების არცოდნაა. ერთგვარი სენია სხვისი მოიმედეობის, რომ მოვა ვიღაც და ის გვიშველის. არ არის აქ მხოლოდ მატერიალური პრობლემა. ყველა ქვეყანაში სადაც მონარქია არსებობს ეს ევოლუციის გზით გაუმჯობესებული საზოგადოებრივი წყობაა. აბსოლუტურიდან კონსტიტუციურში გადასვლა, ანუ პროგრესი. ჩვენ კი ავად თუ კარგად გვაქვს უკვე თანამედროვე რესპუბლიკა და უკან რისთვის უნდა დავბრუნდეთ. ბულგარელებმაც კი სამართლიანობის აღდგენის მოტივით მონარქია კი არ აღადგინეს მეფე პრემიერად მოიყვანეს. ვთვლი რომ დღეს პრეზიდენტის უფლებები უნდა შეიკვეცოს და უნდა დავუბრუნდეთ სახელმწიფოს მართვის შერეულ სისტემას: შეკვეცილი საპრეზიდენტო მმართველობა ძლიერი პარლამენტით.

ვიქტორ დომუხოვსკი, უზენაესი საბჭოს დეპუტატი,
პოლიტპატიმარი და პოლიტემიგრანტი,
ვარშავა, 2009 წლის 29 მარტი

გაზეთი “კვირის ქრონიკა” 6 – 12 აპრილი, 2009 წელი
ინტერვიუს უძღვება ჟურნალისტი ია მერკვილაძე

sobota, 4 kwietnia 2009

MUSKAT ROSE


MUSKAT ROSE
Producent: KINDZMARAULI MARANI
Winnica: Kvareli; Strefa mikroklimatyczna: Kachetia, GRUZJA
Wino różowe, półwytrawne gronowe o niezwykle bogatym aromacie herbacianej róży. W smaku pełne i harmonijne.
Importer: Winnice Krymu www.kmwine.eu , www.winnicekrymu.com.pl tel/fax: 022 642 07 80; tel: 498 87 88

Jestem Grużinką i już dawno przekroczyłam pięćdziesiątkę. Właśnie to zobowiązuje mnie abym dobrze się znała na Gruzińskich winach. Każdy zachwala swoje ulubione wina czy też potrawy i w sumie o gustach się nie dyskutuje, ale polecam państwu do spróbowania różowy Muskat, który produkuje „Kindzmarauli Marani”. Jestem przekonana, że i państwo docenią i zakochają się w niecodziennym i doskonałym winie które na rynek Polski weszło całkiem niedawno. Na początek zachwyci państwa jego wyśmienity kolor, bogaty i wyrafinowany aromat, zaraz potem już po pierwszym łyku przekonają się państwo, że ta uczta jest nie tylko dla oczu, że tak eleganckie, delikatne i posiadające tak nie powtarzalny styl wino nie powinno być tak tanio sprzedawane, ze naprawdę państwo mieli szczęście z tym Muskatem.

Różowe wino
Wino różowe było znane już bardzo dawno temu. Na świecie powstaje wiele ciekawych win różowych, choć w porównaniu z klasycznymi kolorami ich produkcja jest stosunkowo najmniejsza. Jednym z ważnych powodów małej produkcji wina różowego jest to, że wino to najrzadziej i najgorzej nadaje się do długotrwałego przechowywania. Przyjmuje się, że poza szczególnymi wyjątkami wino różowe powinno być wypite w ciągu dwóch lat od daty fermentacji.

Wino różowe nie powstaje z różowych winogron i nie jest mieszanką wina białego i czerwonego. Różowe wino produkuje się z ciemnych (nazywanych czarnymi) winogron bardzo podobnie do wina czerwonego. Zgniata się więc na początku procesu winogrona, aby umożliwić dostęp moszczu do skórek, które są źródłem czerwonego koloru. Inaczej jednak niż w przypadku czerwonego wina po maceracji fermentacja ze skórkami trwa bardzo krótko - kilka do kilkunastu godzin. Fermentujący moszcz odcedza się i odciska podobnie do metody stosowanej w produkcji białego wina i dalej fermentuje już jak białe wino. Powoduje to, że do alkoholu przedostaje się tylko bardzo niewielka ilość barwnika. Tak więc wino nabiera koloru różowego. Cechą charakterystyczną tego wina jest to, że posiada częściowo walory smakowe zarówno białego wina (fermentowanego bez skórek) jak i czerwonego (fermentowanego ze skórkami).

Różowe wina doskonale pasują do dań gruzińskiej kuchni, rozmaitych warzyw z orzechami, przystawek zaprawianych sosem vinaigrette, włoskiej kuchni czyli pizzy, pasty, spaghetti czy innymi makaronami z sosami pomidorowymi, owocami morza oraz potrawami z kurczaka i indyka. Różowe wina są doskonale do. W zależności od charakteru potrawy i wina można spróbować podać je nawet do tłustych potraw (wina o wysokiej kwasowości) czy pasztetu z wątróbek z rodzynkami i miodem (wina słodkie). Oczywiście różowe wino jest doskonałe jako aperitif, świetne pasuje do owoców, rozmaitych deserów, no i do samodzielnego wypicia w gorące dni.

KORPORACJA KINDDMARAULI MARANI
Wielki wkład w tworznie i rozwój winnic Kindzmarauli Marani został włożony przez Givi Sesiashvili, agronoma, jednego z najbardziej słynnych specjalistów.

Aby wino było gotowe do butelkowania musi się zestarzeć. Towarzyszy temu niejednokrotne podlewanie, usunięcie wody itp. Jak wino nabierze smaku, woń, kolor i klarowność dopiero wtedy jest ono butelkowane. Niektóre marki przed butelkowaniem starzeją się w dębowych beczkach.Nowoczesny przebieg produkcji wina jest ogromną gałęzią przemysłu polegającego na najnowszych osiągnięciach nauki i technologii. Wytwarzanie wina jest nierozłączne od uprawy winorośli. Procedura od winogrona do wina jest bardzo długa i wymaga różnorodnych działań, technik i w końcu, serca i duszy, łączących w całość proces tworzenia wina.Producent Kindzmarauli Marani została zaprojektowana przez utalentowanych gruzińskich architektów, a schemat winiarni jest bardzo podziwiany przez wielu specjalistów. Wydajność winiarni to przetworzenie pięciu tysięcy ton winogron.

Krąży baśń mówiąca, że Święta Nino niosła krzyż zrobiony z winorośli powiązany jej własnymi włosami. Zakon Świętej Nino, w którym została pochowana wciąż funkcjonuje w Kakheti, skąd pochodzi wino gruzińskie. A winorośl zawsze jest wspominana w gruzińskich baśniach, opowiadaniach i piosenkach.Niepowtarzalny aromat win Kindzmarauli Marani tkwi w odpowiednim zebraniu winogron, w zależności od tego, jakiej marki wino ma być wykonane. Produkty uzyskane w czasie wstępnego etapu produkcji są nazywane półproduktem.Korporacja Kindzmarauli Marani zaczęła budowę winiarni na placu własnych winnic Kindzmarauli w 2003 roku i ukończyło ją przed końcem 2005. Winiarnia jest cała wyposażona nowoczesnym sprzętem wykonanym przez włoskie firmy Della Toffola i Flimmer.

Początki firmy Kindzmarauli Marani zaczęła się w roku 2000. Od samego początku przyjęła strategię rozwoju włączającą pełną kontrolę nad całym procesem technologicznym. Aktualnie przedsiębiorstwo posiada 500 hektarów ziemi, włączając 435 hektarów winnic i około 50 hektarów wykorzystywanych do obsługi i jako grunty winiarni. Kindzmarauli Marani produkuje wina gruzińskie czerwone białe i różowe. Warunki klimatyczne, żyzna dolina i brak wyjątkowych zmian temperatur to ważne czynniki, które mają duży wpływ na uprawianie winogron. Aktualnie Gruzja jest na czwartym miejscu pod względem produkcji wina pośród byłych Republik Radzieckich.Delta Toffola jest pierwszą firmą, która po mistrzowsku opanowała najważniejsze etapy procesu produkcji wina. Osprzęt przerabiający winogrona pozwala na zachowanie pierwotnego składu i cech jakościowych winogrona. Osprzęt techniczny winiarni umożliwia produkcję różnego rodzaju wysokiej klasy wina.

Importer win gruzińskich Kindzmarauli Marani ma również profesjonalne laboratorium, pozwalające na wykonywanie wszystkich możliwych badań na każdym etapie cyklu produkcji. Winiarnia ma wysokiej jakości beczki zrobione z francuskiego dębu o pojemności 15000 dekalitrów, w których niepowtarzalne rodzaje gruzińskich win są przechowywane.
http://ml.poligrafia.org.pl/n-1655-wina_gruzinskie.html

მუსკატი ვარდისფერი
მწარმოებელი: ქინძმარაულის მარანი
ვენახი: ყვარელი; მიკროკლიმატური რეგიონი: კახეთი
ყურძნის ნახევრადმშრალი ვარდისფერი ღვინო ჩაის ვარდის არაჩვეულებრივად მდიდარი არომატით. გემოთი სრული და ჰარმონიული.

ქართველი ვარ და ორმოცდაათს კარგა ხანია გადავცდი. ამდენად მოვალეცა ვარ, რომ ქართულ ღვინოებში კარგად ვერკვეოდე. ყველა თავის „გულისწორ“ ღვინოს აქებს და გემოვნებაზე არ კამათობენო, მაგრამ გირჩევთ გასინჯოთ ვარდისფერი მუსკატი, რომელსაც „ქინძმარაულის მარანი“ აწარმოებს. დარწმუნებული ვარ თქვენც დააფასებთ და შეგიყვარდებათ პოლონეთის ბაზარზე არცთუ დიდიხნის წინ შემოსული ეს არაორდინალური და მართლაც ჩინებული ვარდისფერი ღვინო. ჯერ მისი ფერი მოგხიბლავთ, სურნელის დახვეწილი მრავალფეროვნება, შემდეგ კი პირველივე ყლუპით მიხვდებით, რომ არა მხოლოდ „თვალი სჭამს და თვალი სვამს“, რომ ასეთი ელეგანტური, ფაქიზი და საკუთარი სტილის მქონე ღვინო ასე იაფად არ უნდა იყიდებოდეს, რომ მუსკატში ძალიან გაგიმართლათ.

ვარდისფერი ღვინო
ვარდისფერი ღვინო ოდითგან არის ცნობილი. ქვეყნად მრავალი საინტერესო ვარდისფერი ღვინოა, თუმცა კლასიკურ ფერებთან შედარებით ამ სახის ნაწარმი შედარებით მცირერიცხოვანია. ვარდისფერი ღვინის წარმოების სიმცირის ერთ ერთი მთავარი მიზეზი გახლავთ მისი ხანგრძლივი შენახვის პრობლემატურობა. ითვლება, რომ ვარდისფერი ღვინო, განსაკუთრებული გამონაკლისების გარდა, ფერმენტაციიდან ორ წელიწადში უნდა შეისვას

ვარდისფერი ღვინო არ იწარმოება ვარდისფერი ყუეძნისგან და არც წითელი და თეთრი ღვინოების ნარევს წარმოადგენს. მას ამზადებენ შავი ყურძნის ჯიშებისგან და წითელი ღვინოების მსგავსად თავდაპირველად ჭაჭაზე იწყებს ფერმენტაციას. პროცესი ძალზედ ხანმოკლეა და გრძელდება სულ რამოდენიმე დღე, სანამ შავ ყურძნის კანიდან სასურველი ფერი “გამოიწოვება”. შემდეგ ჭაჭას გადაიღებენ და პროცესი თეთრი ღვინოების დაყენების ფრანგული ტექნოლოგით გრძელდება. ამდენად ალკოჰოლი მხოლოდ მსუბუქად შეიფერება და ღვინო ღებულობს ვარდისფერს. სწორედ იმიტომ არის ეს ღვინო განსაკუთრებით საინტერესო, რომ მას ახასიათებს როგორც თეთრი ღვინის ( ჭაჭის გარეშე ფერმენტაცია), ასევე წითლის (ჭაჭით ფერმენტირებული) მომხიბვლელობა, მისი ბუკეტი და არომატი კი განსაკუთრებულია.

ვარდისფერი ღვინოები საუცხოოდ ეხამება ქართული სამზარეულოს, ვინიგრეტის სოუსიან თუ ნიგვზიან ბოსტნეულის კერძებს, იტალიურ სამზარეულოს (პიცა, პასტა, სპაგეტი და პომიდორიანი სხვა მაკარონები), ზღვის პროდუქტებს, ქათმისა და ინდაურის კერძებს. ღვინის ხასიათიდან გამომდინარე შესაძლებელია მათი შეთავსება ცხიმიან კერძებთან (მაღალი მჟავიანობის ღვინოები), ქიშმიშითა და თაფლით შეკაზმულ ღვიძლის პაშტეტებთან ( ტკბილი ღვინოები). ვარდისფერი ღვინო უეჭველად გამოდგება აპერიტივად, საუცხოოა ხილთან, დესერტების მთელ გამასთანთან და ბოლოს ცხელ დღეებში იგი ნამდვილად უალტერნატივოა უარაფლოდაც კი.