czwartek, 7 marca 2013

"დომუხოვსკის საქმე" გრძელდება

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს, კომიტეტის თავმჯდომარეს ქ–ნ ეკა ბესელიას.

საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრის (1990–1991), პოლიტემიგრანტის (პოლონეთი, ვარშავა) ვიქტორ დომუხოვსკის პ/ნ.......... რწმუნებულ ზ. ნ - ს პ/ნ .........., ტელ: თბილისი, ......

განცხადება

მიმართვის საფუძვლები:

· საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დებულების მუხლი 2 (მ);

· საქართველოს პარლამენტის კანონის ამნისტიის შესახებ, N202–რს, 28,12.2012 პრეამბულა;

· საქართველოს კანონის საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ, 1997, 11 დეკემბერი. №1160-Iს პრეამბულა,მუხლი 2,3,4(2);

· საქართველოს უზენაესი საბჭოს დადგენილება საქართველოში 1992 წლის 22 დეკემბრიდან განვითარებული მოვლენების პოლიტიკური შეფასების შესახებ, 1992 წლის 13 მარტი, გროზნო;

· საქართველოს პარლამენტის დადგენილება 1991-1992 წლებში დაწყებული სამოქალაქო დაპირისპირების შედეგების აღმოფხვრისა და ეროვნული თანხმობის მიღწევის შესახებ, 2000 წლის 20 აპრილი №262–IIს;

· საქართველოს პარლამენტის დადგენილება 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ, №1104–Iს, 2005 წლის 11 მარტი;

საქართველოს პარლამენტის დადგენილება საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზავიად გამსახურდიას მიმართ აღძრული სასიხლის სამართლის საქმის თაობაზე, 2001 წლის 19 ივნისი. №954–IIს;

· საქართველოს გენერალური პროკურატურის 2004 წლის 18 ივნისის დადგენილება პირის (საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია) მიმართ სისხლის სამართლის საქმის და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ;

· გაეროს, ეუთოს, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნები და რეკომენდაციები პოლიტპატიმარ ვიქტორ დომუხოვსკის შესახებ.

განმცხადებლის ვინაობა

ვიქტორ დომუხოვსკი:

საქართველოს მოქალაქე; უმაღლესი განათლებით, ფიზიკოსი, პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი, 40-მდე სამეცნიერი ნაშრომის ავტორი; დაბადებული – 04.02.1948, ქ.ქუთაისში (იხ.დანართი 1, გვ1.საქართ. მოქალაქის პასპორტი); ცოლშვილიანი, პოლონეთში თავშესაფრის მქონე, ამჟამად ოჯახთან ერთად ცხოვრობს ვარშავაში (იხ.დანართი 1, გვ2–4., პასპორტი, დაზღვევა, თავშესაფრის გაცემის დოკუმენტი);

მსჯავრდებული 06.03.1995 წელს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის სასამართლო კოლეგიის განაჩენით (საქმე 03–1995 ), 14 წლით თავისუფლების აღკვეთით (იხ. http://archive.supremecourt.ge/index.php განაჩენი საქმეზე 03–1995, გვ–202, დანართი 1, გვ 6); პრეზიდენტის განკარგულებით განთავისუფლებული 25.11.1998 (იხ.დანართი 1, გვ.5, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობა);

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი 28.10.1990 – 02.01.1992 (იხ.დანართი 2 ამონაწერი შრომის წიგნაკიდან);

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის 1991 წლის 9 აპრილის აქტზე ხელმომწერი;

1990 წლის 22 ნოემბრის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილებით 1983 წლის 18 ნოემბერს თვითმფრინავის გატაცების მცდელობის შესახებ სსს #201 საქმის შემსწავლელი დროებითი კომისიის წევრი (კომისიის დავალებით მოსკოვში ჩააკითხა ე.შევარდნაძეს და ჩაიწერა მისი, როგორც მოწმის ჩვენება) (იხ. დანართი3);

1989 წლის 9 აპრილს უზენაესი საბჭოს სასახლის წინ დამოუკიდებლობის მშვიდობიანი აქციის მონაწილე, რომელიც დარბეულ იქნა სსრკ სამხედრო–შეიარაღებული ძალების მიერ;

1988–90წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო ინსტიტუტების წარმომადგენელთა სათათბიროს (საზოგადოებრივი გაერთიანება) წევრი;

1991 წლის 26 მაისის საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ნდობით აღჭურვილი პირი;

1991 წლის 22 დეკემბრიდან 1992 წლის 6 იანვრამდე, სამხედრო გადატრიალების დროს იმყოფებოდა უზენაესი საბჭოს სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის გვერდით;

1992 წლის 6 იანვრის შემდგომ დაპატიმრებამდე პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას თანაშემწე, საქართველოს კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენელი აზერბაიჯანში.

ვიქტორ დომუხოვსკის არც წინასწარ ძიებაში არ სასამართლზე თავი დამნაშავედ არ უცნია წაყენებულ ბრალდებებში.

1998 წლის 25.11 განთავისუფლებული იქნა პრეზიდენტის განკარგულებით.

1 კვირაში გაემგზავრა ვარშავაში სადაც უკვე იმყოფებოდა მისი პოლიტდევნილი ცოლ–შვილი.

პოლიტპატიმარი, მსჯავრდებული დანაშაულის ჩადენაში ყალბი ბრალდებით სამხედრო გადატრიალებით დამყარებული არსებული პოლიტიკური რეჟიმის უკანონო ქმედების მიმართ წინააღმდეგობის გამო – სინდისის პატიმარი.

მოთხოვნა

გთხოვთ განიხილოთ მოწოდებული მასალები ვიქტორ პეტრეს ძე დომუხოვსკის შესახებ, ცნოთ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მისთვის მონიჭებული პოლიტპატიმრისა და პოლიტდევნილის სტატუსი და მისცეთ საშუალება თქვენს მიერ მონიჭებული ახალი გარემოებებით, განხილული იქნას სისხლის სამართლის საქმე ვიქტორ დომუხოვსკის მიმართ ხელახლა.

პატივისცემით,

ზ ნი

დანართი: 1 – რწმუნებულება ზ.ნ-ის სახელზე

წინამდებარე განცხადებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები ფრ.