czwartek, 25 marca 2010

ახალი პოლიტიკური გაერთიანება „ქარტია 2010”

1990წ 28 ოქტომბერს არჩეული უზენაესი საბჭოს დეპუტატების მედეა თუშმალიშვილისა და ვიქტორ დომუხოვსკის განცხადება

საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, როდესაც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ახლა უკვე აშკარად და დაუფარავად იწყებენ „დიალოგს” კრემლთან და მას დახმარებას სთხოვენ, რითაც საქართველოს სახელმწიფოებრიობას სერიოზულ საფრთხეს უქმნიან როგორც ახლო ასევე შორეულ პერსპექტივაში.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ დადგა დრო, დასავლეთში მცხოვრებმა ქართველებმა აქტიურად გამოხატონ თავიანთი პოზიცია საქართველოში მიმდინარე პროცესებისადმი.
იმ მიზნით, რომ ჩვენი დახმარება საქართველოს დასავლეთის სამყაროში ინტეგრაციის პროცესში იყოს უფრო ქმედითი,ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება დაარსდეს პოლიტიკური გაერთიანება „ქარტია 2010”.

მედეა თუშმალიშვილი - საფრანგეთი
ვიქტორ დომუხოვსკი - პოლონეთი

„ქარტია 2010”-ის გამგეობა:
დოდონა კიზირია – აშშ
ირაკლი ხიზანიშვილი – აშშ
რევაზ ბოჭორიშვილი – საფრანგეთი
ჩარლზ ჩხოტუა – ესპანეთი
მაია სიმონია – ჰოლანდია
რენო სირაძე - ფინეთი

2010 წლის მარტი