wtorek, 24 marca 2009

Gruzja, listopad 2007 :: საქართველო, 2007 წლის ნოემბერი

ეს არის ჩემი მოსაზრება 2007 წლის ნოემბრის მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც, ასე ვთქვათ, "ცხელ გულზეა" დაწერილი ... მაშინ ვერ მოხერხდა ამ აზრის დაფიქსირება, ჩემგან დამოუკიდებელი ობიექტური მიზეზების გამო, მაგრამ როგორც ხედავთ თვენახევრის შემდგომმა მოვლენებმა სრულიად ცხადყო ამ წერილში მოყვანილი შეფასების საფუძვლიანობა ...

Niestety, mam taką „komfortową” sytuację, że mogę to wszystko, co się dzieje w mojej ojczyźnie, obserwować z daleka. Nie jestem ani zwolenniczką obecnego rządu ani opozycji. Dlatego można powiedzieć, że jestem neutralną obserwatorką. Ale jestem Gruzinką, urodziłam się Gruzinką i tak umrę. Mam w Tbilisi rodzinę: siostrę, brata, ich dzieci i wnuki. Wszystko to sprawia że nie jest dla mnie obojętne to co się tam dzieje. Obserwuję i notuje wszystko: w Internecie, w prasie, rozmawiam z rodziną, ze znajomymi i przyjaciółmi przez telefon albo Skype i wiem że 2 -7 listopada to była próba zamachu stanu - z łaski Bożej nieudana! 

Ale co się stało, co doprowadziło do tego że w Gruzji ogłoszono stan wyjątkowy? Kto jest winny?

Myślę, że obie strony dopuściły się niewybaczalnej nieodpowiedzialności. Mam wrażenie że, i władza i opozycja świadomie zaostrzali sytuację. Listopadowe zamieszki pokazały że obie strony manipulują ludźmi. I dbają tylko o własne interesy. Dlatego nie mogliśmy liczyć na kompromis.

Władza nie zdołała wysłuchać własnego narodu, nie potrafiła wyjść do niego i powiedzieć szczerych słów, nie dała sobie rady z problemami socjalnymi, nie sprostała oczekiwaniom i obiecankom którymi karmiła naród przez 4 lata, natomiast bez wahania użyła wszystkich możliwych środków do pacyfikacji tłumu ludzi, którzy tak naprawdę żądali ludzkich warunków, pragnęli normalnego życia, pracy, jednym słowem ich żądania miały charakter socjalny. 

Dlatego też uważam że, tak naprawdę, to właśnie władza wyprowadziła tych ludzi przed Budynek Parlamentu, a różnego rodzaju opozycjoniści wykorzystali tych ludzi do własnych politycznych i nie tylko politycznych celów.

Nie sposób pominąć interesu Rosji w podjudzaniu zamieszek na terenie Gruzji. Szczególnie jeśli uwzględnimy sytuacje geopolityczną, gruzińską pro zachodnią politykę, oraz możliwość otrzymania w kwietniu MAP, ostatniego kroku do wstąpienia do NATO. A to Rosja odbiera jako utratę swoich wpływów w Gruzji, czyli na całym Kaukazie. 

Można powiedzieć że jest to ostatnia bitwa o uwolnienie Gruzji ze strefy wpływów Rosji. Dlatego też można twierdzić że w wydarzeniach z 2-7 listopada współdziałały różnego rodzaju interesy: polityczne, biznesowe, terytorialne, osobiste etc. etc.

Do osiągnięcia swojego celu potrzebowali oni ludzi do osłonięcia swoich prawdziwych zamiarów. Z kolei do wyprowadzenia tylu ludzi potrzebny był środek medialny. Tu przydał im się wzbogacony, nie całkiem czysty sposób, w Rosji Badri Patarkacyszwili który, w swoim czasie uciekł do Gruzji, bo właśnie za te swoje brudne interesy, był poszukiwany w Rosji. W Gruzji posiada on jedną z najbardziej wpływowych telewizji – IMEDI. Zdjęcia z zamknięcia właśnie tej telewizji obiegły świat i mogliśmy oglądać, ostatnie kadry jej działalności, na żywo. 

Każdy koniec ma swój początek, a każdy skutek ma swoją przyczynę. 
Żadna władza nie może lekceważyć takiej agresji, takiego negatywnego ładunku, tak jawnego wezwania do obalenia władzy, którą telewizja Patarkacyszwilego już od kilku miesięcy emitowała na cały kraj, i której kulminacja przypadła na początek listopada. 

Jestem przekonana, że Patarkacyszwili przyzwyczajony do rosyjskiego olbrzymiego rynku, uważa, że Gruzje jest przyciasna dla powiększania swoich 12 miliardów, marzy mu się powrót do Rosji. 

Ale nie ma powrotu bez odkupienia. 

W tym punkcie krzyżują się interesy Patarkacyszwilego i Rosji. To właśnie do tego potrzebuje Gruzji, jako ofiary za swoje kryminalne grzechy. Właśnie to miał na myśli mówiąc: „wydam ostatni grosz żeby obalić tą władze”. Znalazł ludzi którzy z tej czy innej przyczyny byli niezadowoleni rządem Saakaszwiliego. Właśnie to spowodowało taką „barwność” opozycji, w której mamy kilku zdymisjonowanych ministrów, mamy osoby przyłapane na korupcji, osoby zwolnione z pracy, na skutek różnych reform, osoby uprzywilejowane jeszcze za czasów komunistycznej władzy i oczywiście nie zabrakło „stałych opozycjonistów”, większość z nich obalają już trzecią władze. Ich interesy i problemy zwykłych ludzi są po prostu przeciwstawne. 

Ani od 2 do 7 listopada, ani wcześnie nie ogłosili, jaką mają politykę socjalną, jaki jest ich program ekonomiczny, co zamierzają zrobić dla ulepszenia życia tych ludzi którzy stanęli przed nimi i dlatego było ich coraz mniej i mniej ... dlatego ci opozycjoniści zaczęli głodówkę, bo nie mieli już nadzieje że utrzymają ludzi.

W tej sytuacji akurat pomogła im władza która użyła nieadekwatnej siły dla pacyfikacji zebranych przez TV- Imedi głodujących „obrońców”, wypędzonych rano z placu przed Budynek Parlamentu.

Nie wolno nie zauważyć, że władza mimo wykazanej agresji, mimo niezdolności do dialogu dała jasny przekaz że ma zamiar i jest w stanie uchronić państwo od zagrożenia które mogą doprowadzić do nieodwracalnych procesów. 

Ostatnie działania władzy, kiedy pokazała ona, że jest w stanie rozpocząć dialog z poszczególnymi grupami społecznymi, że ma chęć przekonywać do swoich racji, daje nadzieje że uda się jej obronić ciągłość rozpoczętych reform. Ale reforma jako taka nie może być celem samym w sobie i chciałabym aby władza uświadomiła sobie że lekceważenie własnego Ludu nikomu nie ujdzie na sucho. 

Dzisiejszy kurs polityki zagranicznej Gruzji jest słuszny i wymarzony przez Naród Gruziński. Chciałabym jeszcze raz wyrazić swoją nadzieje że uda się wypracować równie dobrą politykę wewnętrzną i socjalną. 

Rusudan Kikaleishvili - Domukhovska 
„Quartlosi” - diaspora gruzińska w Polsce

14.11.2007, Warszawa

საქართველო, 2007 წლის ნოემბერი
სამწუხაროდ ისეთ "კომფორტულ" სიტუაციაში აღმოვჩნდი, რომ ჩემს სამშობლოში მიმდინარე პროცესებს შემიძლია თვალი შორიდან ვადევნო. არც არსებული ხელისუფლების მომხრე ვარ და არც ოპოზიციის. ამიტომაც შეიძლება ნეიტრალური დამკვირვებელი მეწოდოს, მაგრამ ქართველი ვარ, ქართველად დაბადებული და ასეც მოვკვდები. თბილისში ნათესავები მყვანან: და, ძმა, მათი შვილები და შვილიშვილები. ყოველივე ამის გამო გულგრილი ვერ ვიქნები იმის მიმართ რაც იქ ხდება. თვალს ვადევნებ და ვინიშნავ ყველაფერს: ინტერნეტში, პრესაში, ვესაუბრები ახლობლებს, ნაცნობ-მეგობრებს ტელეფონით თუ სკაიპზე და ვიცი, რომ 2-7 ნოემბერი ეს იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა - ღვთის წყალობით არ შემდგარი!

მაგრამ რა მოხდა, რამ მიიყვანა საქართველო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე? ვინაა დამნაშავე?

ვფიქრობ, რომ ორივე მხარემ დაუშვა მიუტევებელი უპასუხისმგებლობა. ასე მეჩვენება, რომ ხელისუფლებაცა და ოპოზიციაც შეგნებულად ამწვავებდნენ სიტუაციას. ნოემბრის მოვლენებმა გვაჩვენეს, რომ ორივე მხარე მანიპულირებდნენ ხალხით და მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე ზრუნავენ. ამიტომ კომპრომისის იმედი არ არსებობდა.

ხელისუფლება ყრუ იყო საკუთარი ხალხის მიმართ, მასთან უშუალო კონტაქტსა და გულწრფელ საუბარს გაურბოდა, უძლური აღმოჩნდა გადაეჭრა სოციალური პრობლემები, ვერ გაამართლა იმედები და დაპირებები რასაც 4 წელი ურიგდებდა ხალხს. სამაგიეროდ ხელაუკანკალებლად გამოიყენა ყველა შესაძლებელი საშუალება რათა დაემორჩილებინა ხალხის მასა, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ ადამიანური პირობები სწყუროდა, ნორმალურ ცხოვრებას, სამუშაოს ითხოვდა, ერთი სიტყვით მათი მოთხოვნები სოციალურ ხასიათს ატარებდნენ.

სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ ფაქტიურად ეს ხალხი პარლამენტის შენობის წინ თავად ხელისუფლებამ გამოიყვანა, ხოლო სხვადასხვა მასტის ოპოზიციონერებმა ეს ხალხი თავიანთი პოლიტიკური, და არა მხოლოდ პოლიტიკური, მიზნებისათვის გამოიყენეს.

თვალს ვერ დავხუჭავთ რუსეთის დაინტერესებაზე საქართველოს ტერიტორიაზე დესტაბილური პროცესების ინსპირირებაში. განსაკუთრებით კი თუ გავითვალისწინებთ გეოპოლიტიკურ სიტუაციას, საქართველოს პროდასავლურ კურსსა და აპრილში საქართველოსთვის MAP მოპოვების შესაძლებლობას, რაც უკანსკნელი ნაბიჯი იქნება NATO-ში გასაწევრიანებლად. ამას კი რუსეთი აღიქვამს საქართველოში, და ე.ი. მთელს კავკასიაში, თავისი გავლენის დაკარგვად.

შეიძლება ითქვას, რომ ეს არის უკანასკნელი ბრძოლა საქართველოს რუსეთის გავლენის სფეროდან დასახსნელად. სწორედ ამიტომ არც ის იქნება გადაჭარბებული თუ ვიტყვით, რომ 2 - 7 ნოემბრის მოვლენების დროს მოხდა სხვადასხვა სახის ინტერესების თანხვედრა: პოლიტიკურის, ბიზნესის, ტერიტორიალურის, პიროვნულის და სხვა და სხვა.

თავიანთი ჭეშმარიტი მიზნების მისაღწევად კი მათ შირმად ხალხი სჭირდებოდათ. მეორეს მხრივ ხალხის ასეთი მასის გამოსაყვანად აუცილებელი იყო მძლავრი მედია საშუალება. აქ მათ რუსეთში არცთუ სუფთა ხერხებით გამდიდრებული ბადრი პატარკაციშვილი გამოადგათ, რომელიც თავის დროზე რუსეთს საქართველოში გამოექცა, რადგან სწორედ ამ ბინძური ბიზნესის გამო იძებნებოდა რუსეთში. საქართველოში იგი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ტელევიზიის - იმედის მფლობელია, რომლის პირდაპირ ეთერში დახურვის უკანასკნელმა კადრებმა მთელი მსოფლიო მოიარა.

ყოველ დასასრულსა აქვს დასაწყისი და ყოველ შედეგს მიზეზი.

არცერთ ხელისუფლებას არა აქვს უფლება უგულვებელყოს ისეთი აგრესია, ისეთი ნეგატიური მუხტი, ხელისუფლების დამხობისაკენ ისეთი ღია მოწოდება, რასაც პატარკაციშვილის ტელევიზია უკვე რამოდენიმე თვის განმავლობაში გადმოსცემდა მთელს ქვეყანაზე და რომელმაც კულმინაციას ნოემბრის დასაწყისში მიაღწია.

დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის უსაზღვრო ბაზარს დაჩვეულ პატარკაციშვილს ევიწროება საქართველო თავისი 12 მილიარდის კიდევ მეტად გასამრავლებლად, იგი რუსეთში დაბრუნებაზე ოცნებობს.

მაგრამ არ არსებობს დაბრუნება გამოსასყიდის გარეშე.

ამ პუნქტში იკვეთება პატარკაციშვილისა და რუსეთის ინტერესები. სწორედ ამისთვის სჭირდება მას საქართველო, როგორც მისი კრიმინალური წარსულის გამოსასყიდად შეწირული მსხვერპლი. სწორედ ამას გულისხმობდა, როცა ბრძანა: უკანასკნელ თეთრს არ დავიშურებ ამ ხელისუფლების დასამხობადო. დაუკავშირდა ხალხს, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზის გამო სააკაშვილის ხელისუფლებით უკმაყოფილა. ეს არის ასეთი "ფერადოვანი" ოპოზიციის მიზეზი, სადაც ვხედავთ რამოდენიმე დათხოვნილ მინისტრს, კორუპციაში მხილებულ პირებს, რეფორმების შედაეგად სამუშაოდან განთავისუფლებულებს, ჯერ კიდევ კომუნისტების დროს პრიველიგირებულებს და რაღა თქმა უნდა "მუდმივ ოპოზიციონერებს", რომელთა უმრავლესობა უკვე III ხელისუფლებას ამხობს. მათი და ჩვეულებრივი ადამიანების ინტერესები და პრობლემები სრულიად ურთიერთ საპირისპიროა.

ოპოზიციას არც 2 - 7 ნოემბერს და არც უფრო ადრე არ გამოუცხადებია როგორია მათი სოციალური პოლიტიკა, როგორია მათი ეკონომიკური პროგრამა, რის გაკეთებას აპირებენ მათ წინაშე მდგარი ხალხის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და სწორედ ამიტომ იყო ეს ხალხი სულ უფრო და უფრო ნაკლები ... ამიტომ დაიწყეს ოპოზიციონერებმა შიმშილობა, რადგან აღარ ჰქონდათ იმედი, რომ ხალხის შენარჩუნებას შესძლებდნენ.

და აი, ამ სიტუაციაში მათ დაეხმარა ხელისუფლება, რომელმაც ადრე დილით პარლამენტის შენობის წინა მოედნიდან გაყრილი მოშიმშილეების" დასაცავად" იმედის მიერ შეკრებილი ხალხის დასაშოშმინებლად გამოიყენა არა ადეკვატური ძალა.

შეუძლებელია არ ავღნიშნოთ, რომ ხელისუფლებამ გამოხატული აგრესიის მიუხედავად , მიუხედავად დიალოგის უუნარობისა, სრულიად ნათლად აჩვენა, რომ აქვს სურვილი და ძალაც შესწევს დაიცვას სახელმწიფო იმ საფრთხისაგან, რამაც შეიძლება შეუქცევადი პროცესები გამოიწვიოს.

უკანასკნელი დღეების ქმედებები, როცა ხელისუფლებამ აჩვენა, რომ თურმე შესძლებია საუბარი ცალკეულ სოციალურ ჯგუფებთან, რომ სურს მოსახლეობას თავისი მოსაზრებები და ხედვა გაუზიაროს, რაც იძლევა იმედს, რომ დაწყებული რეფორმები გაგრძელდება. მაგრამ რეფორმა თვითმიზანი არ არის. ვისურვებდი, რომ ხელისუფლებამ გაიცნობიეროს - საკუთარი ხალხის უგულვებელყოფა არავის ეპატიება.

საქართველოს საგარეო პოლიტიკის დღევანდელი კურსი სწორია და იგი ქართველი ერის მიერ ნალოლიავებული ოცნებაა. კიდევ ერთხელ გამოვთქვამ იმედს, რომ ხელისუფლება შეძლებს ასეთივე სწორი შიდა პოლიტიკის გამომუშავებას.

რუსუდან კიკალეიშვილი - დომუხოვსკი
QARTLOSI - ქართული სათვისტომო პოლონეთში

14.11.2007, ვარშავა

Brak komentarzy:

Prześlij komentarz