czwartek, 15 marca 2012

Batumi, ech, Batumi, herbaciane pola w Batumi ...


Batumi, ech, Batumi, herbaciane pola w Batumi.
Cykadami dźwięczący świt świadkiem był szczęścia chwil.

ჩინეთში ღვთაებრივ სასმელად მიჩნეული ჩაი ჩინურ ქრონიკებში ჯერ კიდევ ძვ. წ. III ათასწლეულშია მოხსენიებული. “ნორჩი ფოთლის” აღმნიშვნელი ჩაის სახელი ჩრდილოეთ ჩინური დიალექტიდან მომდინარეობს, რადგან თუმცა დიდი ხნის შემდეგ, IV-V საუკუნეებში, მაგრამ სწორედ იქ, ჩინეთის ჩრდილოეთში, შეამჩნიეს, რომ ყველაზე კარგი ჩაი ამ მცენარის ნორჩი, ქორფა ფოთლებისგან მზადდებოდა.

ჩაის ბუჩქების წარმოშობის შესახებ რამდენიმე ვერსია არსებობს. უძველესი ჩინური ლეგენდის მიხედვით ბუდისტმა მოძღვარმა დარამამ, რომელსაც თვალმოუხუჭავი ლოცვის აღთქმა ჰქონდა დადებული, უძილობას ვერ გაძლო და მედიტაციის დროს ჩაეძინა. ჩაის ბუჩქი სწორედ იმ ადგილას ამოვიდა სადაც გაწბილებულმა ბერმა საკუთარი ხელით დაძრობილი წამწამები მიწაზე დაყარა.

ჩაის ინტენსიური მოხმარება ჩინეთში V საუკუნეში დაიწყეს. X საუკუნისთვის ჩაის უკვე ეროვნული პროდუქტის სტატუსი ჰონდა და მისი საზღვარგარეთ გატანა დაიწყეს. ჩვეულებრივ მოვლენად იქცა ჩაით ვაჭრობა. ამავე პერიოდში ჩაის სმის ტრადიცია და ცერემონიალი ჩინეთიდან იაპონიაშიც გავრცელდა.

ევროპელებს ჩაი ჰოლანდიელებმა და პოტრუგალიელებმა გააცნეს. 1664 წელს ჩაის ლობისტმა ინგლისელმა ვაჭრებმა 2 ფუნტი ჩაი მეფეს ძღვენის სახით მიართვეს. მოკლე ხანში ჩაი ინგლისელების საყვარელ სასმელად იქცა, თუმცა რიგითი მოქალაქეებისთვის იგი ჩაიზე გადასახადის შემცირების შემდეგ გახდა ხელმისაწვდომი. 1706 წელს ლონდონის ცენტრში პირველი ჩაის კაფე გაიხსნა. უფრო მოგვიანებით კი ჩაის წარმოება აქტიურად განვითარდა ბრიტანეთის იმპერიის კოლონიებში, განსაკუთრებით ინდოეთში.


gruzińska herbata artystyczna [ KWITNĄCA ZIELONA HERBATA ] ... chaczapuri w tłe

ჩაი საქართველოში
საქართველოში ჩაის შემოსვლის თარიღად XIX საუკუნის 30 წლებს ასახელებენ. თუმცა ჩაისთან პირველ ქართულ კონტაქტად მაინც ეკატერინე II-ის მიერ ერეკლე II-სათვის მოძღვნილი სამოვარი და ჩაის სერვიზი ითვლება. ეს არ უნდა გავიგოთ ისე თითქოს მანამდე საქართველოში „ბალახეული ჩაი” ანუ ნაყენი არ მოიხმარებოდა. შწორედ რომ პირიქით ფართედ იყო გავრცელებული და კარგადაც იცნობდა ქართველობა ისეთ ნაყენ/ნახარშებს როგორებიცაა მაგ: ასკილის ნახარში/ნაყენი, მოცვის, კომშის, პიტნის, გვირილის, კამის და სხვა მრავალი.

ჩინეთიდან რუსეთის იმპერიაში გასაშენებლად ჩამოტანილმა და ყირიმში დარგულმა ჩაის ბუჩქმა ვერ იხარა. თუმცა 1840 წელს სოხუმის ბოტანიკურ ბაღში გადარგვამ გაამართლა და ეს თარიღი უნდა ჩაითვალოს საქართველოში ჩაის დებიუტად.

დებიუტი კი მართლაც წარმატებული გამოდგა. ჩაი ბუჩქმა ზუგდიდშიც იხარა - დადიანების მამულში, ასევე ოზურგეთის საცდელ სანერგეში, საიდანაც იაკობ მარის რჩევით, თავად მიხაკო ერისთავის ჩაის ბუჩქი თავის მამულში გორა-ბერეჟოულშიცწაუღია. მანვე პირველმა საქართველოში, პრიმიტიული წესით შექმნა ჩაის პროდუქტი და 1864 წელს ტფილისში გამართულ სასოფლო-სამეურნეო გამოფენაზეც გაიტანა.

1872 წელს დაარსებულმა სააქციო საზოგადოებამ კალკუტიდან გამოიწერა სპეციალისტი და მასთან ერთად, ჩაის ნერგებიც. ჩაის კულტურების გაშენებას საუფლისწულო საზოგადოებამაც მოჰკიდა ხელი, შეისყიდეს 16 ჰექტარი მიწა ჩაქვში, გაგზავნეს ექსპედიცია ჩინეთსა და ინდოეთში და 1895 წელს გააშენეს კიდეც პლანტაცია. ნინო დაღუნდარიძე წიგნში “ჩაის კულტურის სათავეებთან საქართველოში” არნიშნავს, რომ აშშ-ს კონგრესის ბიბლიოთეკაში შენახულია იმპერატორის კარის ფოტოგრაფის, სერგეი პროკუდინ-გორსკის, ფოტო ნამუშევრები, რომლებზეც ჩაქვის ჩაის პლანტაციის ფონზე აღბეჭდილია საუფლისწულო ექსპედიციის მიერ ჩინეთიდან მოწვეული სპეციალისტი ლაო ჯონჯაო.


ფოტოზე: ლაო ჯონჯაო ჩაქვში [სერგეი პროკუდინ–გორსკის ფოტო]

ლაო ჯონჯაომ საქართველოში თავისი 34 წლიანი მოღვაწეობის მანძილზე ბევრი წარმატება მოიპოვა და პატივისცემა დაიმსახურა. მოგვიანებით ლაო ჯონჯაოს უმცროსმა ვაჟმა თავად ზაქარია თუშმალიშვილის ქალიშვილი ნონა შეირთო ცოლად. დღეს თბილისში ცხოვრობს ლაო ჯონჯაოს შვილიშვილი ქალბატონი ლიუ, სახელგანთქმული ქართველი მხატვრის, გივი ყანდარელის, მეუღლე, რომლის დიდი ბებია ჩაქვის სასაფლაოზეა დაკრძალული.

1898/99 წლებში საქართველოში აშენდა ინგლისური მანქანებით აღჭურვილი ორი ქარხანა. ცნობილი ენთუზიასტი აგრონომი, ქართული ამპელოგრაფიისა და მევენახეობის მოამაგე, თავადი ერმილე ნაკაშიძე ოზურგეთში ჩაის საკუთარი პლანტაციის პროდუქციას, მისივე დამღიან “ერმილიტა”-ს უშვებდა.

1900 წელს საქართველოში უკვე 23 საცდელი ნაკვეთი იყო ზუგდიდის, ოზურგეთის, სენაკის, ქუთაისის მაზრებსა და სოხუმის ოლქში. 1901 წელს ჩაის კულტურის პირველი პრაქტიკული სახელმძღვანელოც გამოიცა.

1895 – 1925 წლებში ჩაის პლანტაციები 16 – დან 1292 ჰექტარამდე გაიზარდა.



მწვანე ჩაი - "კაი ჩაი" ...

დღეს ჩემი საყვარელი სასმელი მწვანე ჩაი გახლავთ, მაგრამ კარგად მახსოვს, რომ უშაქრო მწვანე ჩაის დალევის პირველი მცდელობა, რომელსაც ასეთი სასმელის ჯანმრთელობისათვის სასარგებლო თვისებების შესახებ საკმაოდ ხანგრძლივი ლექცია ჰქონდა წამძღვარებული - კრახით დამთავრდა. "მომხსენებელი" ჩვენი ოჯახის ახლობელი გახლდათ. იგი საქართველოს ჩაით ვაჭრობის სამმართველოს უფროსი იყო და ჩაის გასაღების ყველა სარეკლამო ტრიუკი ზედმიწევნით ჰქონდა ათვისებული. ხელსაყრელ შემთხვევას ხელიდან არ უშვებდა, რომ მისი ხელქვეითების მიერ დამუშავებული სარეკლამო პროდუქტის ქმედითუნარიანობა ჩვენზე, ანუ ახლობლებზე, არ გამოეცადა. შედეგად სხვისი არ ვიცი და მე მის დანახვაზე ვიმალებოდი. არ მომწონდა მის მიერ განდიდებული მწვანე ჩაის არც გემო, არც არომატი, არც ტანინები, სიმწკლარტე და ხამსას გემო... მოკლედ ყველაფერი ის რაც დღეს ასე ძალიან მიყვარს და რასაც ასე ძალიან ვაფასებ.

ქართული მწვანე ჩაის საუკეთესო სახეობები დახვეწილი არომატითა და გემური მუხტის ტევადობით კარგ ჩინურ თუ ცეილონურ ჩაის არაფრით ჩამოუვარდებიან. გამოირჩევიან ხავერდოვანი ტანინებითა და სასიამოვნო სიმწკლარტით. საინტერესოა, რომ საქართველოში შავზე მეტი მწვანე ჩაი იწარმოებოდა. ზოგადად საბჭოთა პერიოდში წარმოებული ჩაის ასორტიმენტი საკმაოდ ვრცელი იყო და მათ შორის უმაღლესი ხარისხის “საქართველოს თაიგული” №95, №125 და “ექსტრა” საუკეთესო მსოფლიო ნიმუშებს არაფრით ჩამოუვარდებოდნენ.



ჩაის სიკეთე ისედაც კარგადაა ცნობილი და ამაზე ბევრს არ გავაგრძელებ მხოლოდ ორიოდე სიტყვით შეგახსენებთ რომ ჩაი ლიდერია ანტიმჟანგავ სასმელებს შორის. თავისუფალი რადიკალების გასანეიტრალებლად ჩაი სამჯერ უფრო ეფექტურია, ვიდრე ვაშლის წვენი. 2 ფინჯანი ჩაის ეფექტი ისეთივე იქნება რაც 1 ჭიქა წითელი ღვინის ან 7 ჭიქა ფორთოხლის წვენის.

გახსოვდეთ სასარგებლოა მხოლოდ ახალდაყენებული ჩაი.

მწვანე ჩაი ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს ისეთ დაავადებათა წინააღმდეგ, როგორიცაა ღვიძლის ქრონიკული ანთება, დიზენტერია, სისხლის მომატებული წნევა, მწვავე ნეფრიტი. ჩაი შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, ეთეროვან ზეთებს, ცილოვან ნივთიერებებს, თავისუფალ ამინომჟავებს, ორგანულ მჟავებს, ფერმენტებს, პექტინურ ნივთიერებას, ნახშირწყლებს და ვიტამინებს. განსაკუთრებით მდიდარია იგი ჩ და P ვიტამინებით. ჩაი შეიცავს სპეციფიკურ ნივთიერებას - თეოტანინს, რომელსაც უნარი აქვს შეზღუდოს და მოსპოს არა მარტო ლპობის გამომწვევი ბაქტერიები, არამედ სპეციფიკური მიკრობებიც, როგორიც არის დიზენტერიის, ტიფის, პარატიფის ჩხირები, ყვითელი და ოქროსფერი სტრეპტოკოკი.

მწვანე ჩაი აფერხებს კიბოს განვითარებასაც. შეუძლია შეამციროს ქოლესტერინის დონე სისხლში. მწვანე ჩაი მდიდარია ვიტამინებით. აღნიშნულის წყალობით იგი არეგულირებს წნევას, ამცირებს ათეროსკლეროზის განვითარების რისკს, ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს, აძლიერებს იმუნურ სისტემას. მწვანე ჩაი აგრეთვე დადებით გავლენას ახდენს სისხლმბად ორგანოებზე და არეგულირებს სისხლის წნევას. ამავდროულად მწვანე ჩაი უსაფრთხო გასახდომი საშუალებაცაა.

ჩაის შემადგენლობაში შედის ჩაის კოფეინი ანუ თეინი, რომელიც აღაგზნებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას და თავის ტვინის ქერქს, ამაღლებს განწყობილებას, ხელს უწყობს აზროვნებას, ზრდის შრომისუნარიანობას და აუმჯობესებს ორგანიზმის რეაქციას. თეინი არ გროვდება ორგანიზმში, ამიტომ ჩაის არა აქვს გვერდითი მოვლენები. ამას გარდა, ჩაი ხელს უწყობს ძვლების გამაგრებას, სისხლის წარმოქმნას, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებას. განსაკუთრებით ეფექტურია ასაკოვანი და ხანდაზმული ადამიანებისთვის.

ჩაი ლიდერია ანტიმჟანგავ სასმელებს შორის. თავისუფალი რადიკალების გასანეიტრალებლად ჩაი სამჯერ უფრო ეფექტურია, ვიდრე ვაშლის წვენი. 2 ფინჯანი ჩაის ეფექტი ისეთივე იქნება რაც 1 ჭიქა წითელი ღვინის ან 7 ჭიქა ფორთოხლის წვენის. გახსოვდეთ სასარგებლოა მხოლოდ ახალდაყენებული ჩაი.




მე ჯერ კიდევ იმ თაობას მივეკუთნები როცა ოჯახი საღამოობით დიდი მაგიდის ირგვლივ იკრიბებოდა ჩაის დასალევად, რამოდენმე საათის ერთად გასატარებლად. ასეთი საღამოების აუცილებელი ატრიბუტი იყო ზამთარში ცხელი და ზაფხულში ცივი ჩაი, ბებიების ნახელავი მურაბებით, დედას შინაური ნამცხვრით ან უბრალოდ სახელდახელოდ დაბრაწული ხაჭაპურით, ხმელი ხილით ან ფინიკით. სხვა ოჯახებში თუ ბებიები უყვებოდნენ ზღაპრებს შვილიშვილებს ჩვენთან ეს როლი ბაბუამ იკისრა. დიაფილმების გაშვება მამიკოს მოვალეობა იყო, დედა წიგნებს გვიკითხავდა. უყვარდა როცა სულგანაბულნი ვუსმენდით მის მიერ ზეპირად დეკლამაირებულ ლექსებსა და პოემებს. სითბო და სიყვარული სუფევდა ირგვლივ. განა არსებობს რაიმე უფრო მშვიდი უფრო სასიამოვნო ვიდე ოჯახის წევრებთან, ახლობლებისა და მეგობრების სასიამოვნო გარემოცვაში ძალდაუტანებელი საუბრების თანამდევი ერთობლივი ჩაის სმა.

კარგად ცნობილი FIVE O'CLOCK (ang. tea time) - ყველაზე ცნობილი და გავცრელებული ნაშუადღევის ჩაის სმა დედოფალ ვიქტორიას ფრეილინამ, ბედფორდის მეშვიდე ჰერცოგინიამ, ლედი ანამ, შემოიღო. ლანჩსა და სადილს შორის შიმშილის გრძნობით შეწუხებულმა ერთხელაც მისთვის ჩაისა და მცირე რამ ტკბილეულის ბუდუარში მიტანა მოითხოვა. მალე ნაშუადღევის ჩაის სმა მოდური გახდა და გავცრელდა როგორც მაღალი კლასის ასევე დაბალ ფენებშიც. ვიქტორიანულ ერაში თუ მას ფორმალური სახე ჰქონდა, მოგვიანებით იგი არაფორმალური გახდა და მიირთმევენ ნებისმიერ ადგილას იქნება ეს სამზარეულო, ბაღი, ფანჩატური თუ აივანი. მთავარია კარგი ჩაი, კომფორტული და სასიამობნო ატმოსფერო.

თუმცა 90-იანი წლების საქართველო ასეთს ნამდვილად არ მიეწერებოდა მაინც ვახერხებდით ერთად შეკრებას. ბინის გასათბობად გახურებულ ღუმელზე ჩაის მოდუღებას რასაც კუბიკებად დაჭრილი და იმავე ღუმელში გამომშრალი პურით, შემწვარი კომშით, ვაშლით, გოგრით ან სულაც „კარგი ცხოვრებიდან” შემორჩენილი კონფიტურით „თავმოგიჟიანებულები” გეახლებოდით. რაც მთავარია ერთმანეთს ახალ ამბებს ვუზიარებდით, ვამხნევებდით და უკეთესი მომავლის რწმენას არ ვკარგავდით. ეს ნამცხვარი იმ დროს შეიქმნა როცა ყველანი მილიონერები ვიყავით ( ერთი პური ღირდა სამი მილიონი კუპონი) და მას, იუმორის გრძნობით სავსე ქართველმა დიასახლისმა, ქვეყნის ასეთ კოლაფსში ჩამგდები პრემიერის, თენგიზ სიგუას, სახელი უწოდა. მაშ ასე სმენა იყოს და გაგონება:



იყო და არა იყო რა! 90-იან წლებზე უარესი რა იქნებოდა?! მაშინ კვერცხი, კარაქი, შაქარი და სხვა "დელიკატესები" ძნელად იშოვებოდა. ერთმა ქართველმა დიასახლისმა "მტრის ჯინაზე ცხრაჯერ მწარედ გაიცინა" გახეხილ ვაშლს პურის ფქვილი გადაურია, ცოტაოდები ზეთიც ჩააწვეთა. დღეს აღარავის ახსოვს, მაგრამ იქნებ შავი დღისთვის გადანახული ერთი-ორი კოვზი შაქრიც კი შემოივლო თავზე ... ვინ იცის?.. თუ არა და ცოტა სოდას და კიდევ უფრო ცოტა მარილს მაინც გაიმეტებდა. ექსპერიმენტის ბედი შეშის ღუმელს მიანდო ... და 40-45 წუთის შემდეგ ფორტუნას თვალი კიდე ერთხელ, ამჯერად, ნიშნისმოგებით, ჩაუკრა და ნამცხვარს სახელად "სიგუა" დაარქვა

წავიდა ის დრო და ჩვენც ნუღარ გავიხსენებთ მით უმეტეს რომ დღს საქართველო ნამდვილად დიდი პერსპექტივებისა და შესაძლებლობების ქვეყანაა, სადაც ძალიან კარგად იციან როგორ მოამზადონ ჩაი - ეს სასარგებლო და სასიამოვნო სასმელი არა მხოლოდ ჩაის ფოთლებისაგან არამედ სხვა მეტად სასარგებლო მვენარეევის, ბალახებისა თუ ხილისაგან და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია როგორ და როდის მიირთვან იგი.
გახსოვდეთ, რომ:
· ჩაის დალევა არაა რეკომენდირებული უზმოზე ანუ მშიერ კუჭზე.
· ჩაი არ უნდა იყოს არც ძალიან ცხელი და არც ძალიან ცივი.
· არ არის რეკომენდირებული, მუდმივად ერთი ფერის ჩაის მიღება. იდეალურია თუ მწვანეს, შავსა და სხვადასხვა ხილის არომატიან სასმელს ერთმანეთს მოვუნაცვლებთ. ამგვარად კი დღეში შეგიძლიათ ოთხი, ხუთი ჭიქაც კი დალიოთ.
· ჩაი ხელს უწყობს ცხიმიანი საკვების მონელებას და სასურველია ის ჭამის შემდეგ ერთ ან ორ საათში მივირთვათ.
· როდესაც მის მომზადებას დაიწყებთ, გაითვალისწინეთ, ჩაიდანი რაშიც უნდა მოდუღდეს სამელი, რომ არავითარ შემთხვევაში მეტალის არ უნდა იყოს! კარგი იქნება თუ მას შუშის, ფაიფურის, კერამიკის ან თიხის ჭურჭელში დავაყენებთ.
· ჩაის ბევრი სახეობები არსებობს და ამ თითოეულ სახეობებს სპეციფიური მომზადება ჭირდება. მწვანე ჩაი ნაკლებ კოფეინს შეიცავს და მისი დაყენება 80 გრადუსზე უნდა მოხდეს
· შავი ჩაისათვის აუცილებელია 95 გრადუსამდე გამთბარი წყალი.



ჩაის დაყენების კლასიკური მეთოდი
ყველა ერს ჩაის დაყენების თავისი მეთოდი, ადათ-წესები, ტრადიციები და რიტუალები გააჩნია. ჩაის დაყენება შემოქმედებითი პროცესია და ამიტომაც, “საყვარელი ნაყენის” გემო დამოკიდებულია ადამიანზე, რომელიც მას ამზადებს. ჩვენ გთავაზობთ ჩაის დაყენების როგორც კლასიკურ და ასევ ე ქართულ მეთოდს.
1. თბილ და მშრალ ჩაიდანში (ან სხვა ჭურჭელში) ჩაის შესაბამისი პორციის მოთავსება. სხვადასხვა ჩაის ტიპისთვის ნორმები განსხვავებულია:
· შავი ჩაისთვის – ერთი სავსე ჩაის კოვზი ერთ ჭიქაზე
· მწვანე ჩაისთვის – ერთი არასავსე ჩაის კოვზი ერთ ჭიქაზე

რამოდენიმე პორციის ერთდროულად დამზადების შემთხვევაში,
ჩვეულებრივ ნორმას უნდა დაუმატოთ ერთი ჩაის კოვზი ჩაიდანზე. თუ
იყენებთ ფოთლისებრ ჩაის საჭიროა სავსე ჩაის კოვზი, ხოლო ნატეხი
ჩაის შემთხვევაში არასავსე.
2. მშრალ ჩაის ფოთლებს დაასხით ადუღებული წყალი, ჭურჭლის ზედა კიდიდან დაახლოებით ერთი სანტიმეტრით ქვევით.
3. სხვადასხვა ტიპის ჩაის დასამზადებლად გამოიყენება განსხვავებული ტემპერატურის წყალი:
· მწვანე ჩაისთვის გამოიყენება ადუღებული წყალი, რომელიც დუღილის 1 სტადიაზეა. ანუ, როდესაც წყალი იწყებს დუღილს.
· განსაკუთრებული მწვანე და თეთრი ჩაი უმჯობესია დამზადდეს უფრო ნაკლები ტემპერატურის წყლისგან (50-70 C).
· ულუნის ტიპი უნდა დამზადდეს 80-90 C წყლით, ხოლო შავი ჩაი 95 C.
4. დაახურეთ თავი ჩაიდანს და გადააფარეთ ტილოს ხელსახოცი, ისე რომ იგი ფარავდეს ჩაიდანის ცხვირის ნახვრეტს და თავსახურთან არსებულ ნაპრალებს. ამგვარად, არომატიზირებული ზეთები, რომლებიც წარმოადგენენ სასმელის არომატის წყაროს შენარჩუნდება.
5. ჩაის დამზადებისთვის საჭირო დრო:
· შავი ჩაი - 4-6 წთ.
· მწვანე და თეთრი - 3-7 წთ.
· ულუნი - 5-6 წთ.
· ჩაი დანამატებით - 3 წთ.
· როიბუში და ბალახისებრი ნარევები - 4-6 წთ.
6. ჩაი უნდა დამზადდეს საჭირო კონცენტრაციით და ჭიქებში დასხმისას არ უნდა გაზავდეს წყლით. მხოლოდ ასე ხდება სასმელის სრული გემოსი და არომატის შენარჩუნება.
7. ჩაი უნდა დაილიოს დამზადებისთანავე (15 წუთის განმავლობაში), სანამ გაცივდება.

ჩაი ქართულად

მშრალ ჩაის დასაყენებელ ჩაიდანს ვახურებთ ცხელი ორთქლის ნაკადზე 120 გრადუსამდე, ვათავსებთ შიგ შავ ჩაის (1,5 ჩაის კოვზი ერთ ჭიქაზე), ვუმატებთ მდუღარე წყალს და ვაჩერებთ არაუმეტეს 3 წუთისა).

ცივი ჩაი პიტნით და ვაშლით
შემადგენლობა
· პიტნა - 30 გრ
· შაქარი - 60 გრ
· ლიმონი - 1/2 ცალი
· შავი ჩაი - 10 გრ (2 ჩ/კ)
· ვაშლი - 1 ცალი

ქართული (თაფლიანი ჩაი)
მასალა:
· ჩაი 500 მლ.
· თაფლი 100 გრ.
· არაყი ...

ჩაი ფორთოხლის და პიტნის არომატით
მასალა:
· 16 პორციაზე:
· 8 ჭიქა წყალი
· 14 პიტნის ფოთოლი

ჩაი ყინულით - კლასიკური რეცეპტი
მასალა:
· 1 ლიტრა წყალზე:
· 10 ს/კ. შავი ჩაი
· ყინულის კუბიკები

ცივი ჩაი ხილით
მასალა:
· 750გრ. შერეული ხილი (ვაშლატამა, ბანანი, მსხალი, მოცხარი)
· 1 ლ. ხილის ჩაი
· 2 ლ. ვაშლის წვენი.
მომზადების წესი:
ცოცხალი ხილი დავჭრათ,
ხილის ჩაი დავასხათ და ნახევარი საათი გავაჩეროთ.
შემდეგ კარგად გაცივებული ვაშლის წვენი დავასხათ.
ბავშვებს მოეწონებათ, თუ ცივ ჩაის გამჭირვალე ჭურჭელში ჩავასხამთ.
ხილისგან კი შეგვიძლაია სხვადასხვა ფიგურები ამოვჭრათ და ისე ჩავყაროთ.

ატმის გამაგრილებელი სასმელი
შემადგენლობა
· ატამი - 4 ცალი
· შაქარი - გემოვნებით
· ჩაი - 1 ჭიქა (ჩაის ფერი)
· ლიმონი - გემოვნებით
· წყალი - 2 ლიტრი
მომზადება
რეცეპტი უმარტივესია: ატმები გავრეცხოთ, დავჭრათ და ჩავყაროთ გრაფინში. დავასხათ თბილი წყალი, ჩავყაროთ შაქარი გემოვნებით. ცალკე გავაკეთოთ ჩაის ფერი 1 ჭიქა და დავამატოთ გრაფინში. დავჭრათ ლიმონი და ჩავყაროთ გრაფინში.
შევდგათ მაცივარში და გავაციოთ.

ალუბლის ჩაი კონიაკით
მასალა:
· 1-2 ჩაის კოვზი ჩაი
· 1 ფინჯანი წყალი
· 2 ჩაის კოვზი კონიაკი
· 2-3 ცალი ალუბალი
· ლიმონის წვენი
მოვხარშოთ ჩვეულებრივი ჩაი, ჭიქის ნაპირები ლიმონით დავასველოთ და შაქრის ფხვნილში ჩავაწოთ. შემდეგ ჭიქაში ყინულის ნაჭრები და წვრილად დაჭრილი ალუბლები ჩავაწყოთ, მომზადებული ჩაი დავასხათ, კონიაკი დავუმატოთ და საწრუპით გემრიელად მივირთვათ.
ჩაი - ყველაზე პოპულარული სასმელია მსოფლიოში წყალის შემდეგ. ნებისმიერი ჩაი, ეს იქნება შავი თუ მწვანე წარმოადგენს ანტიოქსიდანტს.

* * *

ჩაი – უნივერსალური სასმელია, როგორც ხალხში ამბობენ „ასი დაავადების წამალი“. ჩაის სამშობლოში - ჩინეთში თავდაპირველად ჩაი გამოიყენებოდა, როგორც წამალი, და შედარებით გვიან დაიწყეს მისი გამოყენება, როგორც ჩვეულებრივი სასმელი.
ჩაის ხშირი გამოყენება ჯანმრთელობის საწინდარია;
ჩაი იცავს გულს ინფარქტისგან და სხვადასხვა დაავადებისგან.
ჩაი ამაგრებს სისხლძარღვებს და კაპილარებს,ხდებიან რა ისინი უფრო მოქნილი და ელასტიურები.
მწვანე ჩაი შლის ცხიმოვან დანალექებს ორგანიზმში და ხელს უშლის ცხიმების დაგროვებას და ლიპიდების წარმოქმნას სისხლძარღვების კედლებზე ორგანიზმში.
ჩაი ხელს უწყობს სისხლის მომოქცევას, აფართოვებს და წმინდავს ტვინის და გულის სისხლძარღვების კაპილარებს.
ჩაი აწესრიგებს არტერიულ წნევას
ჩაი შეიცავს უნიკალური რაოდენობის ერთად თავმოყრილ ვიტამინებს, მიკროელემენტებს და ცილების ნაერთებს.
ჩაი -არაჩვეულებრივი ოფლმდენი საშუალება გაციების დროს.
მწვანე ჩაი ყველაზე უკეთ კლავს წყურვილს და იცავს ორგანიზმს სიცხისგან.
ჩაის ახასიათებს მკვეთრად გამოხატული მთრმილავი, ანტისეპტიკური და ანტიბაქტერიული მოქმედება.
ჩაი ანეიტრალებს ტოქსინებს. კუჭში თრგუნავს და სპობს სხვადასხვა ტიპის ბაქტერიებს.
ჩაი შეიცავს ისეთ მიკროელემენტებს (ფტორი, კალციუმი, ფოსფორი და სხვა.) რომელიც აუცილებელია ძვლების და კბილების ფორმირებისთვის.
ჩაი უებარია კბილის ტკივილის დროს, და ასევე პირის ღრუში აქრობს არასასიამოვნო სუნს.
ჩაი ასევე არის შარდმდენი, მისი რბილი მოქმედება ამავე დროს არ აღიზიანებს ნერვულ სისტემას და თირკმელებს
ჩაის ახასიათებს სისხლისშემაჩერებელი, ანტიანთებითი და ანტიბაქტერიული მოქმედება. მაგარი ჩაით შეიძლება ჭრილობის მობანვა.ის ადეზინფიცირებს და აჩქარებს შეხორცებას.
ჩაის იყენებენ დამწვრობის დროს, და რაც მნიშვნელოვანია, ძლიერი დამწვრობის დროსაც.
ჩაი რეკომენდებულია სიმსივნური დაავადებების პროფილაქტიკის დროს.
ჩაის აქვს თვისება ორგანიზმიდან გამოდევნოს რადიოაქტიური ნივთიერებები, ტოქსინები, ქიმიური ნივთიერებები და პრეპარატები, მათ შორის ნარკოტიკული და ალკოჰოლი.
ჩაი აძლიერებს ფილტვების ვენტილაციას, აიოლებს სუნთქვას, ძალიან სასარგებლოა ბრონქიტების, ტრაქეიტების და ფილტვების ანთების დროს.
ცხელი ჩაი სურდოს და გაციების დროს უებარი საშუალებაა. სასარგებლოა მისი მიღება ანგინის, ტონზილიტების და სხვა ცხვირ-ხახის დაავადებების დროს.
ჩაის უნიკლური თვისებაა ასევე ის, რომ იგი მხედველობას აუმჯობესებს, ამაგრებს ნერვულ სისტემას, აძლიერებს რეაქციის სისწრაფეს, ხელს უწყობს მეხსიერების ამაღლებას, აიოლებს ახალი ინფორმაციის ათვისებას.

* * *

თავშავას ჩაი
1 სუფრის კოვზ მშრალ თავშავას ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს, აჩერებენ 10 წთ ან წამოადუღებენ. სვამენ ჩაის სახით. ძალიან სასარგებლო, გემრიელი და არომატული ჩაია.
თავშავა არეგულირებს არტერიულ წნევას, აქვს დამამშვიდებელი მოქმედება, იყენებენ სასუნთქი გზების გაციების დროსაც.

ცაცხვის ყვავილების ჩაი
1 სუფრის კოვზ ცაცხვის ყვავილს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს. (უმჯობესია თერმოსში). 20 წუთის შემდეგ სვამენ ჩაის სახით. ეს ნაყენი არომატული და სასიამოვნოა.
ცაცხვის ყვავილების ნაყენი გამოიყენება გაციების დროს. აქვს ოფლმდენი, ანტიმიკრობული, ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება.

კუნელისა და ძახველის ჩაი
კუნელისა და ძახველის მწიფე ნაყოფებს ჩეჩქვავენ, ათავსებენ თერმოსში. თითო სუფრის კოვზ ორივე ნაყოფს ასხამენ 2 ჩაის ჭიქა მდუღარეს. დილით გაწურავენ და ღებულობენ ჩაის სახით.
კუნელი და ძახველი უხდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, აქვს დამამშვიდებელი და წნევის დამგდები მოქმედება.

ასკილის ჩაი
ასკილის მწიფე ნაყოფებს ჩეჩქვავენ. ღამით თერმოსში ასხამენ მდუღარე წყალს (1 სუფრის კოვზ ასკილზე 1 ჩაის ჭიქა). დილით მიირთმევენ თბილი სახით.
ასკილის ნაყოფში არის c ვიტამინი, ამიტომ მისი ჩაის ხშირი მიღება შესვენებებით ამაღლებს იმუნიტეტს.
თუ სისხლში მომატებულია პროთრომბინი, ასკილის ჩაის მიღება არ შეიძლება!

კრაზანას ჩაი
კრაზანა მიჩნეულია ბუნებრივ ანტიბიოტიკად. ადუღებენ 5 წთ. (1 ს.კ. ბალახი 1 ჩაის ჭიქა წყალზე) ღებულობენ ჩაის სახით.
კრაზანას ჩაის მიღება 2 კვირის განმავლობაში, აქრობს ანთებებს ორგანიზმში, არეგულირებს კუჭის წვენის მაღალ მჟავიანობას, წმენდს ნაღვლის ბუშტს.

პიტნის ჩაი
1 სუფრის კოვზ პიტნას ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს, აჩერებენ 10-15 წთ. ღებულობენ ჩაის სახით.
პიტნას აქვს დამამშვიდებელი მოქმედება. ღებულობენ კუჭ-ნაწლავის, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადების დროს.

დეკას ჩაი
დეკას 1-2 ფოთოლს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა წყალს და ადუღებენ 10 წთ. ღებულობენ ჩაის სახით.
დეკას აქვს შარდმდენი მოქმედება და იყენებენ თირკმელების დაავადებების, ჰიპერტონიის დროს.

კომშისა და ალუბლის ფოთლების ჩაი
კომშისა და ალუბლის ფოთლებს ადუღებენ 5 წუთით. უმატებენ ცოტა ლიმონის წვენს და მიირთმევენ დილა-საღამოს ჩაის სახით.
ეს ჩაი პროთრომბინს აქვეითებს სისხლში. ამიტომ მისი მიღება 1 კვირაზე მეტ ხანს არ შეიძლება ანალიზის გარეშე.

ჟოლოსა და მოცვის ფოთლების ჩაი
ჟოლოსა და მოცვის ფოთლებს ხარშავენ 2-3 წუთით. 20 წუთის შემდეგ სვამენ ჩაის სახით.
ამ მცენარეთა ფოთლებს აქვს ოფლმდენი, სიცხის დამწევი მოქმედება და ღებულობენ გაციების დროს.

მარწყვის ფოთლების ჩაი
მარწყვის ხმელ ფოთლებს ხარშავენ 5 წუთით და ღებულობენ ჩაის სახით.
მარწყვის ფოთლებს აქვს ორგანიზმიდან მარილების გამომდენი და ელენთის სამკურნალო თვისებები.

ურცის ჩაი
1 სუფრის კოვზ ურცს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარეს. 10 წუთის შემდეგ სვამენ ჩაის სახით.
ურცი ამშვიდებს ნერვულ სისტემას, იყენებენ აგრეთვე სასუნთქი გზების გაციების დროს.

ჭინჭრის ჩაი
ჭინჭრის გამხმარ ფოთლებს ასხამენ მდუღარე წყალს და წამოადუღებენ 1-2 წუთით.
ჭინჭარი წნევას მაღლა სწევს და უხდებათ ჰიპერტონიკებს. წმენდავს სისხლს. ამაღლებს იმუნიტეტს, აჩერებს სისხლდენებს მთელ ორგანიზმში.

მატიტელას ჩაი
1 სუფრის კოვზ მშრალ, მატიტელას ასხამენ 1 ჩაის ჭიქა წყალს, ხარშავენ 5 წუთით და სვამენ ჩაის სახით.
მატიტელას აქვს ღვიძლის ფუნქციის აღმდგენი მოქმედება, ამიტომ იყენებენ ბოტკინის დაავადების დროს და შემდგომ პერიოდში, უხდება კუჭ-ნაწლავისა და თირკმელების დაავადებებს. ორგანიზმიდან გამოაქვს მარილები.

ბეგქონდარას ჩაი
1 სუფრის კოვზ ბეგქონდარას ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს. 20 წუთის შემდეგ სვამენ ჩაის სახით. არის არომატული და სასიამოვნო ჩაი.
ბეგქონდარა უხდება თირკმელებსა და საჭმლის მომნელებელ ორგანოებს, იყენებენ აგრეთვე სასუნთქი გზების გაციების დროსაც.

სამკურნალო ჩაის სახით მისაღებად შევარჩიეთ ისეთი მცენარეები, რომელთაც სასიამოვნო გემო და არომატი აქვთ. რადგან მათ სამკურნალო დანიშნულებაც გააჩნიათ, თითოეული მცენარის ჩაის მიღება სასურველია 2 კვირის განმავლობაში, შემდეგ უნდა შეიცვალოს მცენარე.





Brak komentarzy:

Prześlij komentarz