wtorek, 1 stycznia 2013
2013 წელი წყლის შავი გველის წელიწადი
ჩინური კალენდრის მიხედვით წყლის შავი გველის წელიწადი 2013 წლის 10 თებერვალს იწყება.
გინდ ცრურწმენა და გინდ სიბნელე ეძახეთ, მაგრამ ერთი რამ ძალიან მყარად მიზის გონებაში. 1988 წლის 31 დეკემბერი. საახალწლო სუფრაა ისეთი ჩიტის რძე არ აკლიაო რომ იტყვიან ... ერთგან ხილის ხონჩაზე პლასტმასის პატარა გველუკა დაკლაკნილა რადგან 1989 წელი გველისააო. შუა ტაშ-ფანდურში მამამ შეამჩნია და ამას აქ რა უნდაო გამოაღო ფანჯარა და ქუჩაში მოისროლა. ჩვენ კი წავივიშვიშეთ, მაგრამ მხრიარულება გავაგრძელეთ. მამამ კარგი მოლხენა იცოდა. ბევრს არ სვამდა. არც ძალიან ტრადიციული სადღეგრძელოები უყვარდა, მაგრამ მღეროდა, უკრავდა, გვაცინებდა და თავად იცინოდა გულღიად და ალალად ...
16 თებერვალს შუადღეს რომ ინფარქტმა დაარტყა ის იყო სახლიდან გასვლას აპირებდა ... ვერ აგიწერთ როგორ მენატრება...
31დეკემბერსაც დავუდგი რძე და 10 თებერვალსაც დავუდგამ წლევანდელ წყლის შავ გველცუნცულას ... იქნებ მოვთაფლო და მშვიდად გადავაგოროთ
გველი არის სიმშვიდის, სიბრძნის, წინდახედულობის და ინტუიციის ნიშანი.
გველი-მატერიალისტია და ძალიან აფასებს ფინანსური სტაბილურობის აღდგენის ან გაძლიერების სურვილს. ამ ნიშანმა ყოველთვის ნათლად იცის რა სურს და აჯილდოვებს მათ ვისაც აქვს სწორი პრიორიტეტები. აუცილებელია შეურიგდეთ ყველას, რადგან გველს არ უყვარს სკანდალები და იგი უპირატესობას ანიჭებს სიმშვიდეს და სტაბილურობას.ჰარმონია ოჯახში, ურთიერთგაგება და დღესასწაულის აღნიშვნა ვიწრო, ოჯახურ წრეში. ეს ალბათ უფრო მეტად ესიამოვნება გველს, ვიდრე ხმაურიანი თავყრილობა. გველს არ მოსწონს დიდი და ხმაურიანი კომპანიები ღია სივრცეში. ხმამაღალი სიცილი, მუსიკა და ცეკვები აღიზიანებს მას. ოჯახურ ღირებულებებს დიდ უპირატესობას ანიჭებს. ამიტომ იდეალური იქნება თუ გველის წელიწადს ოჯახურ სიმყუდროვეში შეხვდებით.
გველი ძალიან სუფთაა და იგი წელიწადში რამდენჯერმე იცვლის ტყავს, ამიტომ ჩინელი ბრძენები გვირჩევენ, რომ სახლში სერიოზული დასუფთავება ჩაატაროთ ახალ წლამდე და ამით ყველა წარუმატებლობას გაატანთ ძველ წელიწადს.
გველის წელი იწყება 10 თებერვალს, ამიტომ 31 დეკემბრის ღამეს წინა პლანზე ისევ დრაკონი იქნება, ამიტომ უმჯობესია, რომ საახალწლო მაგიდაზე წინა პლანზე მოვათავსოთ დრაკონი და მისი გამოსახულება და ცოტა უკან დავწიოთ გველი. გველს გევრდით დავუდოთ ჭურჭლით წყალი, რადგან წყლის სტიქიის გველია და მეორე მხარეს კი დავუდოთ რძე, რადგან გველს ის ძალიან უყვარს. ამით ორივე სიმბოლიკას პატივს მივაგებთ. საახალწლო სუფრა აუცილებლად უნდა იყოს ლამაზი ქსოვილისგან, არანაირი მყვირალა ფერები. მაგიდაზე სასურველია, რომ იყოს ნამცხვრები, კვერცხი, თევზეული, ბოსტნეული, რძის პროდუქტები და ნაკლებგრადუსიანი ალკოჰოლი.რადგან 2013 წლის იღბლის სიმბოლო წყლის ელემენტია, კარგი იქნება თუ გამოვიყენებთ წყლის მინი შადრევანს.
მნიშვნელოვანია, რომ ნაძვის ხე არ იყოს გადატვირთული. გველის წელიწადისთვის იდეალური იქნება, თუ ნაძვის ხეს ერთ ფერში მორთავთ.
გველის წელიწადში მთავარი ფერები იქნება ლურჯი და შავი. შემდგომ აქსესუარების სახით შეიძლება გამოვიყენოთ ლურჯის კომბინაცია – ცისფერი, ოქროსფერი. ასევე გველს უყვარს ხე და შესაბამისად, მისი ფერებიც – ბაცი ყავისფერი, ჩალისფერი, მწვანე იქნება აქტუალური, ხოლო წითელ ფერს ჩინური ტრადიციის მიხედვით ყოველთვის მოაქვს ბედნიერება, ამიტომ წითელი ყოველთვის აქტუალურია. ლითონი არის ელემენტი, რომელიც აძლიერებს წყლის სტიქიას, ამიტომ ლითონისფერები – ვერცხლისფერი, ნაცრისფერი, თეთრი შეიძლება გამოყენებულ იქნას, ოღონდ აქსესუარების სახით. რაც შეეხება ქვებს, ძალიან კარგი საჩუქარი იქნება ლურჯი ან შავი საფირონი, ლურჯი ცირკონი, მარგალიტი, ზურმუხტი, მარჯანი, განსაკუთრებით შავი მარჯანი. ამასთან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ხე არის ერთ-ერთი დამცველი ელემენტი გველისა, ამიტომ ხის ნაკეთობები რაც მეტი იქნება, მათ შორის ხის ჭურჭელი, უკეთესია. ამავდროულად, რაც მეტად მისტიურ და მაგიურ ელფერს მივცემთ ახალი წლის ღამეს, გველის წელს მით უმეტეს მოეწონება. მაგალითად, მისაღებია ყავაზე მკითხაობა. ასევე კარგი იქნება, თუ სუფრაზე ლურჯ სანთელს ავანთებთ, 15 წუთით ადრე, სანამ 2013 შემობრძანდება, მადლობა უნდა გადავუხადოთ სამყაროს წინა წლისთვის და აუცილებლად უნდა ჩავუთქვათ, თუ რა გვინდა, რომ მომავალ წელს მოხდეს. მომავალი წლის ერთ-ერთი სიმბოლიკაა ციფრი – 6.
Subskrybuj:
Komentarze do posta (Atom)
Brak komentarzy:
Prześlij komentarz