środa, 4 kwietnia 2012

LA TORTA PASQUALINA იტალიური სააღდგომო ღვეზელი


LA TORTA PASQUALINA იტალიური სააღდგომო ღვეზელი.
ეს, ჩემს მიერ მომზადებული "მასალა", ჟურნალმა "მადიანი" 2010-ში სპეციალურ - სააღდგომო გამოცემაში დაბეჭდა.

ღვეზელი პასკუალინა იტალიის, უფრო სწორად კი ლიგურიის სიმბოლოა, მას ძალიან ძველი, 1400 წლიანი, ისტორია აქვს და მტკიცედაა დაკავშირებული აღდგომის დრესასწაულთან. ამიტომაცაა, რომ იგი 33 ფენისაგან უნდა შედგებოდეს, როგორც იესოს მიწიერ ასაკზე მითითება. თუმცა ამჟამად პრაქტიკულად 8-10 ფენით კმაყოფილდებიან.

ეს მარილიანი ღვეზელი ადრეულ საუკუნეებში ჭარხლით, ხაჭოთი და კვერცხით მზადდებოდა, მაგრამ ამჟამად ისპანახსა და რიკოტას ანიჭებენ უპირატესობას და არც ცომის უზომოდ გაბრტყელებით იწუხებენ მაინცა და მაინც თავს –ცომი ფილო ხომ ნებისმიერ სუპერმარკეტში იყიდება.
ქართულ სინამდვილეში კი ალბათ ფახლავის ცომი და ნადუღი ყველაზე მეტად გამოდგება.

დაგვჭირდება:

520 გრ ფქვილი, 0,5 ჩ/ჭიქა ზეითუნი, 500 გრ ისპანახი, 1 კბილი ნიორი, 300 გრ რიკოტა (ან ნადუღი), 4 ს/კოვზი რძე, 50 გრ კარაქი, 5 კვერცხი, 30 გრ დახეხილი პარმეზანის ტიპის მაგარი ყველი, ოხრახუში, თავშავა, მარილი და პილპილი.

მომზადება:
500 გრ ფქვილით, 2 ს/კ კარაქით, მარილითა და 1 ჭიქა წყლით ელასტიური ცომი მოვზილოთ. გავყოთ 8 ნაწილად დავდოთ დაფაზე, გადავაფაროთ ნესტიანი ტილო და გავაჩეროთ 20 წთ.

ამასობაში მოვხარშოთ ისპანახი, გავწუროთ და დავკეპოთ, რის შემდეგაც ნიორთან და დაჭრილ ოხრახუშთან ერთად 1 კოვზ კარქაში მოვშუშოთ

მარილი და პილპილი მოვაყაროთ, გადმოვდგათ ცეცხლიდან დავახეხოთ პარმეზანი დავამატოთ ცოტა თავშავა ჯამში ავურიეთ ერთმანეთში რიკოტა 1 ს/კოვზი ფქვილი, რძე და დავამატოთ მარილი და პილპილი

ცომის ბურთები გავაბრტყელოთ. ფორმა გავცხიმოთ ჩავაფინოთ ერთი ფენა ცომი, გადავუსვათ ზეითუნი და ჩავაფინოთ ცომის მეორე ფენა და ასე ჩავდოთ 4 ფენა ცომი. შემდეგ ჩავდოთ გამზადებული ისპანახი, ზემოდან დავადოთ ყველის მასა და ჯვრის ფორმაზე გავაკეთოთ 5 პატარა ღრმული

ყოველ ღრმულში ჩავდოთ ცოტა კარაქი და ჩავახალოთ ერთი კვერცხი გადავაფაროთ ცომის მეხუთე ფენა რომელსაც ისევ გადავუსვათ ზეითუნი და სხვა ფენებიც ასევე გადავახუროთ რიგრიგობით

გვერდები ამოვუკეცოთ, გადავუსვათ ზეითუნი, დავჩხვლიტოთ ჩანგლით და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 45 წუთის განმავლობაში.

შენიშვნა: ზოგჯერ ღვეზელს ზემოდან ცომისგან ჯვრის ან მზის სიმბოლურ გამოსახულებასაც უკეთებენ ხოლმე.

Brak komentarzy:

Prześlij komentarz