niedziela, 22 kwietnia 2012

CZRIANTALI – gruzińska zupa owocowa

ჭრიანტალი

გასული საუკუნის 90-იან წლებში უფრო სწორად 1990 წელს გამოვეცით სამარხო კერძების ძველი რეცეპტების პაწია კრებული. მას შემდეგ მაქვს აკვიატებული ორი სიტყვა ბოღლიწო და ჭრიანტალი. ბოღლიწოზე არ შევჩერდები უბრალოდ ღვინოში ჩამბალი პურია, მაგრამ ჭრიანტალს კი ვერ გამოვტოვებ კარგი რამაა განსაკუთრებით ზაფხულში განსაკუთრებით კი არა სწორედ რომ ზაფხულის შეჭამანდია; გრილი, მსუბუქი, ადვილად ასათვისებელი და მარგებელი ვიტამინებისა და მიკრო ელემენტების საბადო, ნაბახუსევის სინდრომის უებარი წამალი. ამ ბოლო ინფორმაციას, გულახდილად გამოგიტყდებით, გარეშე წყაროებზე დაყრდნობით გაწვდით და ამდენად მის უტყუარობაზე თავს ვერ დავდებ.

ჭრიანტალის მოსამზადებლად ყველა მომჟავო ხილი გამოდგება, მაგრამ მაყვლისა და ალუბლისას პირველობას სხვა ვერცერთი ჩამოართმევს, თუმცა ალუჩისაც კარგი რამეა და ჭერმისაც. mტექნოლოგია მეტად მარტივია: მომჟავი ხილი ისრისება და სათანადოდ იკმაზება.

ჩემი საყვარელი მაყვლის ჭრიანტალი

მასალა:

500 გრ მაყვალი

2 ჭიქა წყალი

პრასი 1 ცალი ( მხოლოდ თეთრი ნაწილი)

ზეთი 1 ს/კ

1 – 1 ცალი ვაშლი, მსხალი, ატამი

2 - 2 ცალი ჭერამი, გარგარი, ქლიავი

3-3 ძირი ქინძი. კამა, პიტნა და ბარამბო

1/2 ჭიქა გატარებული თხილი ან ნიგოზი

1 ს/კ სელის მარცვალი

სანელებლები: დარიჩინი, ჯავზი, ილი, ბაჰარი და მარილი გემოვნებით

მაყვალი დასრისეთ და საწურში გაატარეთ. დაასხით 2 ჭიქა წყალი და წამოადუღეთ. დაუმატეთ წმინდად დაკეპილი და ძალაინ ცოტა ზეთში მოთუშული პრასი. წვრილად დაჭრილი ვაშლი, მსხალი, ატამი, ჭერამი, გარგარი, ქლიავი (ყველანაირი ხილი რაც გეშოვებოდეთ). ძალიან წმინდად დაჭრილი ცოცხალი მწვანილი: ქინძი. კამა, პიტნა და ბარამბო. მოაყარეთ სელის მარცვალი, გატარებული თხილი ან ნიგოზი, ცოტა დარიჩინი და ჯავზი, კიდევ უფრო ცოტა ილი და ბაჰარი. ჰო, მარილი არ დაგავიწყდეთ

ალუჩის ჭრიანტალი

0,5კგ ალუჩა მოხარშეთ იმდენ წყალში, რომ დაიფაროს, გახეხეთ, ჩააჭერით შიგ ყველანაირი მწვანილი _ მწვანე და თავი ხახვი, ნიორი, ქინძი, ოხრახუში, კამა, ცერეცო, პიტნა, ტარხუნი, შაშკვლავი, ნიახური, რეჰანი, მწარე და ტკბილი წიწაკა, პრასი, კიტრი, შეკაზმეთ მარილით. თუ ძალიან გინდათ ცოტა ზეთიც შეიძლება, მაგრამ კარგი - ზეითუნის.

ალუბლის ჭრიანტალი

მასალა:

ალუბალი 500გრ.

გატარებული ნიგოზი 1/2 ჭიქა

ხახვი 1 თავი

ტარხუნა, კამა 3-4 ძირი

დაფქვილი წითელი წიწაკა და მარილი გემოვნებით.

მომზადება:

ალუბალი გავრეცხოთ, ჩავაწყოთ ქვაბში, დავასხათ 1,5 ლ. წყალი და ვხარშოთ 15 წუთის განმავლობაში, შემდეგ გავცხრილოთ. მიღებული მასა გადავასხათ ქვაბში, დავამატოთ მთლიანი ხახვი და ავადუღოთ (თავზე არ დავახუროთ) ვხარშოთ 1–2 წუთი. დავამატოთ წვრილად დაჭრილი მწვანილები, მოვაყაროთ მარილი, წიწაკა, ავურიოთ და გადმოვდგათ გაზქურიდან, (ხახვი ამოვიღოთ). საწებელი გავაჩეროთ 5–6 წუთი, შემდეგ ავურიოთ ნიგოზი და მზადაა.

Brak komentarzy:

Prześlij komentarz