wtorek, 3 lipca 2012

ქარტია 2010” - ის განცხადება

“ქარტია 2010” - ის განცხადება ვანო მერაბიშვილის საქართველოს პრემიერ მინისტრის პოსტზე დანიშვნასთან დაკავშირებით

„ქარტია 2010” ულოცავს ბატონ ვანო მერაბიშვილს პრემიერ მინისტის პოსტზე დანიშვნას.

მიგვაჩნია, რომ ვანო მერაბიშვილის დანიშვნა პრემიერის პოსტზე არის პრეზიდენტის მიერ მიღებული დროული და მეტად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ვანო მერაბიშვილის სახელი უკავშირდება ისეთ რეფორმებს, რომელთა წარმატებამ განაპირობა საქართველოს წინსვლა და სახელი გაუთქვა ჩვენს ქვეყანას მის საზღვრებს გარეთ.

ჩვენ გვჯერა, რომ ვანო მერაბიშვილის მოღვაწეობა პრემიერ მინისტრის თანამდებობაზე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და სასიკეთო ცვლილებების მომტანი იქნება.

„ქარტია 2010“-ის სახელით 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული უზენაესი საბჭოს დეპუტატები:

მედეა თუშმალიშვილი - საფრანგეთი

ვიქტორ დომუხოვსკი – პოლონეთი

30 ივნისი 2012 წელი

Brak komentarzy:

Prześlij komentarz