środa, 13 stycznia 2010

საქართველოს უახლესი ისტორია ...

ოდესღაც წითელი ყოფილა საქართველო

ჩემო ერთმორწმუნევ, ჩემო რუსეთუმევ,
ოდესღაც საბჭოთა ყოფილა საქართველო.

ყოფილა რკინის სერგო – გასაქვავებელი,
ყოფილან ჩეკისტები – ქართველთყლაპიები,

ყოფილა ბერია და ყოფილა მჟავანაძე,
რასაც მოჰყოლია ედუარდ შევარდნაძე ...

ჩემო ჩეკისტო და ჩემო კომუნისტო,
ოდესღაც წითელი ყოფილა საქართველო.

ყოფილა საბჭოეთის ძმური რესპუბლიკა
ქრთამით და ჩაწყობით გახრწნილი პუბლიკა,

რუსეთის ბაზრებში „ხაროში გვაზდიკა”
საღამოს - ნატაშა, ვობლა და "ბალტიკა" ...

ფიე, კომუნისტებს ჰყოლიათ ვასლები!
თვით კავკასიონში გვირაბის გამჭრელი!

რუსისთვის მიგვიცია ფრესკები გარეჯის,
სროლაში სავარჯიშოდ წითელი ჯარების.

მაგრამ უცაბედად მატლი არეულა,
ბორბალი უკუღმა დატრიალებულა.

ჩვენთვის 9 მარტია პირველი სასჯელი,
მერე 9 აპრილის ცრემლი და სანთლები...

ტურფა საქართველო "მრგვალებს" წაუღიათ,
"ზვიადას" საქართველო "ჯიბეში ჩაუდვია".

ჩაშლილა თვალი და ჯაჭვი ჩარღვეულა,
ლანა და ელდარი, ჯანსუღი დაჩაგრულა.

ოთხ პოეტს
სულ სისხლის ცრემლებით უცრემლია,
ოთხივეს საბრალო პასკვილი უწერია.

დემოკრატია "სულ ისე მოსწყურდა" ...
სულ ჩოქვით ალოკეს ედიკას ნაფურთხი...

ამას მოჰყოლია:
ნოემბერის ვარდები …

ჩემო ერთმორწმუნევ, ჩემო რუსეთუმევ,
ოდესღაც წითელი ყოფილა საქართველო!

მურმან ლებანიძის მოტივზე გურული ფირალის დახმარებით

Brak komentarzy:

Prześlij komentarz