piątek, 2 listopada 2012

ზბიგნევ ჰერბერტი: არაქნე

არაქნე საღებავების ვაჭრის ქალიშვილი იყო ერთ იონურ ქალაქში. უმაღლესი განათლება ათენის ხელოვნების ღვთიური აკადემიაში მიიღო ქსოვა-ბეჭვის დარგში, სადაც summa cum laude დიპლომთან ერთად თავბრუდამხვევი კარიერც უწინასწარმეტყველეს. განა ვინ წარმოიდგენდა, რომ ეს წინასწარმეტყველება ასეთი კატასტროფით ასრულდებოდა.

საგნის არსი – არამდგრადი ძაფები

თუმცა უმეტესად არაქნეს უგუნურ თავში. ფეიქრის სახელი მამამისმა, ჩვეულებრივი რეკლამის მიზნით, ცასა და ქვეყანას მოსდო, ასე რომ ორივენი მხარი-მხარ მიუყვებონენ ბარბაროსებს გამოგლეჯილ იონურ მიწას, რაღაც დროით თითქოს ღრუბლების ზეციურ სითეთრეში დააბიჯებდნენ, სინოპის ოხრაში, სორენტოს ლაჟვარდსა და ტინტორეტოს ზურმუხტში, რაც მართალია ჯერ არ იყო ხორცშესხმული, მაგრამ მისი მოწევნადობა უკვე იგრძნობოდა.

მოუთოკავი და უზომოდ ხმაურიანი სახელი ხელოვნების მფარველ ათენას ყურებსაც მისწვდა და მან არაქნე, რომლის სახელოსნოში გადაცმული მივიდა, შეჯიბრში გამოიწვია. ორივეს უნდა მოექსოვა ფარდა ბანალური, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, მაცდური სახელწოდებით. არაქნემ საფრთხე ვერ განჭვრიტა და ღმერთების ეროტიკული ცხოვრების მსუყე სცენები მოქსოვა. მისი ცოდნა ეროტიკული ფიგურებისა და სხვა წვრილმანების, რაც არ დაიშურა ღმერთების გამოსახვისას, ჭეშმარიტად მდიდარი და შემაშფოთებლად თამამი იყო.

ათენას, მგრძნობიარეს ხელოვნების სინამდვილესთან პირადული კავშირისადმი, მაინც არ სურდა, რომ ხელოვნება წესიერებას დაპირისპირებოდა, ხელაღებით დაიწუნა თამამი სცენები ნაფლეთებად აქცია არაქნეს ქსოვილი და სწორედ მასზე ჩამოიხრჩო კიდეც თავი გაბედულმა არაქნემ. სხვა ვერსიით კი ათენამ არაქნე ობობად აქცია.

დიეგო ველასკეს და სილვა ის შემოქმედი იყო რომელმაც შეუდარებლად მოახერხა ცხოვრების დაპირისპირებული ფაზების, ხელოვნებისა და სასახლის კარის დიდებულის, ერთგულების და ღალატის, ცეცხლისა და ყინულის, ერთმანეთში მორიგება. დიდებულ ტილოზე „Las Hilanderas“ ვხედავთ წმიდა ელისაბედის სახელობის სამეფო სახელოსნოს, სადაც ახალგაზრდა ქალიშვილები ძაფებს ართავენ. სცენა სიღრმეში, შეიძლება გამოხატავდეს ათენას მიერ არაქნეს ქსოვილისთვის გამოტანილ განაჩენს. არ გამოხატავს. ის კი არა უცნაურად განზე გააქვს. და მაინც იგრძნობა აქ იმ უჩვეულო სასამართლოს საიდუმლო – აბსტრაქცია, სიკვდილი, გეომეტრია, მოკვეთა ყოველგვარი, ცხოვრების ნებისმიერი ფორმისაგან.

Brak komentarzy:

Prześlij komentarz