środa, 15 sierpnia 2012

კარტოფილის ყაურმა

კარგი ლუდი არ არის აუცილებელი ტარანთან ან შებოლილ ნეკნებთან ერთად მიირთვათ. კარგად მომზადებულ კარტოფილის ყაურმას კარგი ლუდი ზედ დააკვდება. ამისთვის კი ბევრი არაფერი დაგჭირდებათ - აგერ რასაც ხედავთ :

მსხვილად დაჭრილი კარტოფილი... სხვათა შორის ხახვიც ასე მსხვილად ანუ ოთხად გაჭერით

კომბოსტოს სალათა წითელი ბულგარულითა და სტაფილოთი, ნიორთან ერთად ჩაშუშული პამიდორი, მსხვილი მარილი, დაფნა, დაფქვილი წითელი წიწაკა და სუნელები ... მე ოხრახუში, კამა, ცერეცო, ქინძი და ბექონდარა გამოვიყენე

ზეითუნი და ძმარი ბალსამიკო და აი, ასეთი შევაბრძანე გაზქურაში დავაცდი სადღაც 1 საათი რომ კარგად "ჩაშუშდეს"

თუ უფრო წვნიანი გენებოთ ღვინო წააშველეთ უკიდურეს შემთხვევაში წყალი

Brak komentarzy:

Prześlij komentarz