niedziela, 30 stycznia 2011

ღია წერილი გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკა"-ს მთავარ რედაქტორს

ღია წერილი გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკა"-ს მთავარ რედაქტორს
ბატონ ალეკო ასლანიშვილს

ბატონო რედაქტორო,

თქვენი გაზეთის ფურცლებზე გამოქვეყნდა თქვენი სტატია `რატომ მონათლა სააკაშვილმა ანტიფაშისტი ფაშისტად?~ ვინაიდან წერილი ეხება საფრანგეთის გმირს დიმიტრი ამილახვარს, ბუნებრივია, მან დიმიტრი ამილახვარის შთამომავალთა და საფრანგეთში მცხოვრებ ქართველთა ყურადღება მიიპყრო. ჩვენ გთავაზობთ ჩვენს პასუხს თქვენს სტატიაზე და იმედს გამოვთქვამთ, რომ თქვენ პატივს სცემთ ოპოზიციურ აზრს გამოთქმულს ჩვენს მიერ თქვენი სტატიის მიმართ და ჩვენს საპასუხო წერილს უცვლელად გააცნობთ თქვენს მკითხველს.

ალ. ასლანიშვილის სტატიაში `რატომ მონათლა სააკაშვილმა ანტიფაშისტად ფაშისტი?~, ბ-ნი ალეკო ასლანიშვილი აღშფოთებით წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მას პრესის მეშვეობით მრავალგზის გაუფრთხილებია პრეზიდენტი თავი შეეკავებინა ისტორიული წიაღსვლებისაგან, პრეზიდენტს ყურად არ უღია ასლანიშვილის გაფრთხილება, კვლავაც ისტორიულ თემას შეხებია და საფრანგეთის გმირის დიმიტრი (ბაზორკა) ამილახვარის სახელი ფრანკოს სახელთან დაუკავშირებია.

სტატიაში ვკითხულობთ:

"აი, იმ დღესაც _ 13 სექტემბერს, ქუთაისში კადეტთა კორპუსის სასწავლო ცენტრის გახსნაზე პრეზიდენტი გამოვიდა ჟრუანტელისმომგვრელი პატრიოტული სიტყვით: მსოფლიო ისტორიიდან რამოდენიმე აღმატებული მაგალითი გაიხსენა და ის ცნობილი ადამიანები (ქართველები) ჩამოთვალა, რომლებიც სხვა ქვეყნებისა და მმართველებისათვის წირავდნენ თავს და გამარჯვებას მოუპოვებდნენ. უპირველესად ესპანეთის დიქტატორი ფრანკოს მამაცი ოფიცერი, პოლკოვნიკი ამილახვარი დაასახელა. პრეზიდენტის ეს დახასიათება იმავე დღეს გადაიცა "რუსთავი 2"-ის ეთერით და სახტად დატოვა სრულიად საქართველო" _ წერს ბ-ნი ასლანიშვილი. ძნელი სათქმელია დარჩა თუ არა "სრულიად საქართველო სახტად", მაგრამ ჩვენ რომ სახტად დაგვტოვა ბ-ნ ა. ასლანიშვილის ცრუ-ბრალდებამ, ეს უეჭველია!

საქმე ის გახლავთ, რომ პრეზიდენტმა კადეტთა კორპუსის გახსნის ცერემონიალზე ახსენა არა დიმიტრი ამილახვარი, არამედ ალექსანდრე ამილახვარი, რომელიც ნამდვილად გახლდათ ესპანეთში 30-იან წწ. სამოქალაქო ომის დროს და ქართველ თავადებთან: ელიზბარ ვაჩნაძესთან, მერაბ ჯორჯაძესთან და ნიკოლოზ ჩხოტუასთან ერთად იბრძოდა წითელი ტერორის და ბოლშევიზმის წინააღმდეგ. ისინი იყვნენ არა `ფაშისტები~, არამედ როიალისტები და იბრძოდნენ ესპანეთში მონარქიის გადასარჩენად.



Князь Амилахвари Александр Владимирович
Родился 1879 в Гори, окончил Тифлисский кадетский корпус, Пажеский корпус 1901. Полковник Собственного Е.И.В. Конвоя. Георгиевский кавалер. Командир сформированного им Грузинского драгунского полка. В эмиграции в Испании, доброволец армии ген. Франко. После 1945, на 1954.02. - в Перу,


с 1957 в США, председатель Союза Инвалидов в Нью-Йорке. Жена Регина Павловна (бар. Гротгус, ум. 1934.01.29 в Париже).Ум. 1968.08.21 в Нью-Йорке.

"Донские казаки в борьбе с большевиками"
http://old.elan-kazak.ru/fotogalleriportret.htm


მარცხნიდან სხედან ქაქუცა ჩოლოყაშვილი და გენერალი სპირიდონ მიხეილის ძე ჭავჭავაძე. დგანან ლელო ჩიქოვანი, ელიზბარ ვაჩნაძე, რაფო ერისთავი, ალექსანდრე სულხანიშვილი


მერაბ ჯორჯაძე


ნიკოლოზ ჩხოტუა

თავის დროზე, საინტერესო ცნობა მოგვაწოდა ქართული ემიგრაციის ისტორიის შესანიშნავმა მცოდნემ, საფრანგეთში მცხოვრებმა ისტორიკოსმა გიორგი მამულიამ _ საფრანგეთის არქივში დაცული ცნობის მიხედვით, 1937 წელს ესპანეთში მძიმედ დაჭრილი იტალიის ტახტის მემკვიდრე გაეტან დე ბურბონი გადაურჩენია ალექსანდრე ამილახვარს და საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ესპანეთიდან იტალიაში ჩაუყვანია.

გვინდა აგრეთვე რამოდენიმე სიტყვით შევეხოთ წერილის ავტორის მიერ ბატონ პრეზიდენტისათვის შემოთავაზებულ დ. ამილახვარის `ოჯახის წევრთა შემდგომ ბედის~ ვერსიას. ბატონი ასლანიშვილი გვამცნობს, რომ დიმიტრის მეუღლე, მეუღლის და და დიმიტრის შვილები დაპატიჟებულები იყვნენ დიმიტრი ამილახვარის თანამებრძოლების მიერ `ქელეხზე ქართული წესის მიხედვით~ (დ. ამილახვარი დაიღუპა 1942 წლის 24 ოქტომბერს). საინტერესოა სად მოიძია ავტორმა ეს ინფორმაცია და რა `ქელეხი~ უნდა ყოფილიყო საფრანგეთში ომის დროს 1944 წლის 25 დეკემბერს?

დიმიტრი ამილახვარის მეუღლე ირინა, მისი და ელისო დადიანი და დიმიტრის შვილები ოთარი და თამარა მოწვეულები იყვნენ 1944 წლის 25 დეკემბრის შობის დღესასწაულზე უცხოეთის ლეგიონის ხელმძღვანელობის მიერ. გზაში ავტოკატასტროფა მოხდა, ორივე და დაიღუპა, ბავშვები კი გადარჩნენ.

სიმართლეს არ შეესაბამება აგრეთვე დიმიტრი ამილახვარის დის დოდო ამილახვარის დაღუპვის ისტორია. დოდო ამილახვარის ტრაღიკული ბედი (იგი დაიღუპა 1946 წელს) არავითარ კავშირში არ არის დები დადიანების ტრაღიკულ დაღუპვასთან 1944 წლის დეკემბერში.

რაც შეეხება თვით დიმიტრი (ბაზორკა) ამილახვარის დამოკიდებულებას 30-იანი წწ. ესპანეთის სამოქალაქო ომის მიმართ, როგორც მისი ქალიშვილი თამარ ამილახვარი-კინსკი ყვება, ბაზორკა ამილახვარისთვის ერთ-ერთ სამხედრო პირს შეუთავაზებია ფრანკოს წინააღმდეგ ბრძოლებში მონაწილეობა, რაზეც დიმიტრი ამილახვარს ცივი უარი უთქვამს _ `კომუნისტების გვერდით ვერ დავდგებიო...~

საზოგადოდ, არის ხოლმე ისტორიაში ისეთი რთული მომენტები, როცა არჩევანი კეთდება არა ცუდსა და კარგს შორის, არმედ ცუდსა და ნაკლებად ცუდს შორის. ფაქტია, რომ გენერალმა ფრანკომ ესპანეთში კომუნისტების მიერ გაჩაღებულ სამოქალაქო ომში დიდი სისასტიკე გამოიჩინა და დიქტატორის სახელი დაიმკვიდრა ისტორიაში. მაგრამ, ისიც ფაქტია, რომ ესპანეთის 30-იანი წწ. სამოქალაქო ომი ფინანსდებოდა და იმართებოდა კრემლის მიერ. სტალინს დიდი იმედი ჰქონდა `რევოლუციის ექსპორტის~ დასავლეთ ევროპაში მის მიერ პროვოცირებული სამოქალაქო ომის მეშვეობით.

ჩვენი წერილის მიზანი არ არის ფრანკოს ავ-კარგიანობის შეფასება. ჩვენ სხვა საკითხი გვაწუხებს: _ გულწრფელად გვეგონა, რომ ის დრო, როდესაც საქართველოში გრიგოლ რობაქიძეს ფაშისტად მოიხსენიებდნენ ისტორიას ჩაბარდა. სამწუხაროდ, ბატონი ასლანიშვილის წერილი თავისი პათოსით საბჭოთა პერიოდის სტატიას მოგვაგონებს. ბატონი ასლანიშვილი, რომელსაც, როგორც ჩანს, პრეტენზია აქვს ემიგრაციის ისტორიის კარგი მცოდნისა, თავისი წერილის ბოლო აბზაცში წერს:

`თუ ბატონი პრეზიდენტი თავისი მდიდარი, სხვისთვის ხელმიუწვდომელი წყაროებიდან მაინც ფლობს საიდუმლო ინფორმაციას ვინმე `ესპანელი ამილახვარის~ შესახებ, გულწრფელად მოვუხდი ბოდიშს მის აღმატებულებას და მადლობას ვეტყვი ქართული ემიგრაციის ამ უცნობი გმირის წარმოჩენისთვის. ოღონდაც წინასწარ ვიტყვი, ამის იმედი არა მაქვს~.

ვფიქრობთ, ბატონ ასლანიშვილს ისღა დარჩენია `სრულიად საქართველოს~ წინაშე ბოდიში მოუხადოს საქართველოს პრეზიდენტს და მადლობა უთხრას `უცნობი გმირის~ წარმოჩენისათვის, ჩვენ კი დიდი მოწიწებით ვიხრით თავს ქართული ემიგრაციის ისტორიაში კარგად ცნობილ ალქსანდრე ამილახვარისა და მისი თანამებრძოლების ხსოვნის წინაშე.

და ბოლოს, გვინდა შევნიშნოთ, რომ ოპოზიციური აზრის გამოთქმა ხელისუფლების მიმართ არ უნდა იყოს თვითმიზანი, რადგან ხშირად, ხელისუფლებასთან დაპირისპირების ცდუნება იმდენად დიდია, რომ უვიცობა-სიბრძნედ საღდება, _ უხამსობა კი `სიტყვის თავისუფლებად~.

დიმიტრი ამილახვარის ოჯახის სახელით
მიკა კობიაშვილი

"ქარტია 2010"-ის სახელით
მედეა თუშმალიშვილი

საფრანგეთი, 2011 წ , იანვარი



დაინტერესებულთათვის:
საქართველოს რესპუბლიკა, 2010-09-22, ავტორი: ალეკო ასლანიშვილი

http://www.opentext.ge/index.php?m=12&y=2010&art=19024

რატომ მონათლა სააკაშვილმა ანტიფაშისტი ფაშისტად?! ანუ ამილახვარი, რომელიც ის არ იყო, ვინც სინამდვილეში იყო ყველა ადამიანს რაიმე გატაცება აქვს, ჰობი, ასე ვთქვათ.

ზოგი ასანთის კოლოფებს ან საფოსტო მარკებს აგროვებს, ზოგი - ასიგნაციებს, უმეტესწილად - მიმოქცევაში არსებულს, ზოგიც - ძველებურ სპილენძის სამოვრებსა და ქვაბებს. უფროსი მეგობარი მყავს, სიტყვებზე ნადირობს, ცოცხალი მეტყველებიდან უკვე ამოვარდნილ ლექსიკურ ერთეულებს ეძიებს და მათს რეანიმაციას ცდილობს.ჩვენი პრეზიდენტი, მისი აღმატებულება მიხეილ სააკაშვილი კი ისტორიზმით არის გატაცებული, უფრო სწორად, შეპყრობილი. თავის უხვ საჯარო გამოსვლებს, სჭირდება თუ არა, ისე მოავარაყებს ხოლმე ისტორიული "ფაქტებით", როგორც კარგი ოქრომჭედელი. ოღონდ ძალიან ხშირად, როგორც წესი, ეს ვარაყი ბრწყინვით ბრწყინავს, მაგრამ ოქროსი არ არის, თითბრისაა. თითბერი კი, მოგეხსენებათ, რა უმალ ჰკარგავს ელვარებას და შავდება.ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო, ნათქვამია. ჰოდა, ბატონი მიშა, არავინ რომ არ აძალებს და არ ექაჩება ენაზე, მოულოდნელად ისეთს დაახეთქებს ხოლმე, ასაკოვან და ამდენად, გარკვეული ცოდნა-გამოცდილებით დაყურსულ ადამიანებს, თმები საბოლოოდ უჭაღარავდებათ.რამდენჯერ ვთხოვეთ გაზეთით მასაც და მის თანაშემწე-მრჩევლებსაც, რომლებსაც პრეზიდენტის საჯარო გამოსვლებზე თვალყურის დევნება ევალებათ (უნდა ევალებოდეთ!), დაანებეთ ამ ისტორიას თავი, მეტი პატივი ეცით წინაპრებსა და მსმენელებსო, მაგრამ გაგიგონია!..აი იმ დღესაც - 13 სექტემბერს, ქუთაისში კადეტთა კორპუსის სასწავლო ცენტრის გახსნაზე გამოვიდა ჟრუანტელისმომგვრელი პატრიოტული სიტყვით: მსოფლიო ისტორიიდან რამდენიმე აღმატებული მაგალითი გაიხსენა და ის ცნობილი ადამიანები (ქართველებიძ ჩამოთვალა, რომლებიც სხვა ქვეყნებისა და მმართველებისთვის წირავდნენ თავს და გამარჯვებას მოუპოვებდნენ. უპირველესად ესპანეთის დიქტატორ ფრანკოს მამაცი ოფიცერი, პოლკოვნიკი ამილახვარი დაასახელა, რომლის არჩევანიც მთლად მოსაწონი არ იყო, რადგან ფრანკოს ედგა მხარში, რამდენიმე გამარჯვება მოუტანა. იგი ბრძოლაში დაიჭრა და ამ ჭრილობებისგან გარდაიცვალაო - პრეზიდენტის ეს დახასიათება იმავე დღეს გადაიცა "რუსთავი-2"-ის ეთერით და სახტად დატოვა სრულიად საქართველო. ასეთივე რეაქცია გამოიწვია პრეზიდენტის ამ გამოსვლის გამეორებითმა ჩვენებამ შაბათს, 18 სექტემბერს მეორე არხის ეკრანით.რაკი ტელეარხებმა ასე ერთსულოვნად აიტაცეს მისი აღმატებულება მიხეილ სააკაშვილის ისტორიულ-ჰეროიკული წიაღსვლა, ბუნებრივია, მიიჩნიეს, რომ კარგი საქმე გაუკეთეს მაყურებელს - თვით პრეზიდენტის ხელდასხმით თვალსაწიერი გაუმდიდრეს უძვირფასესი ისტორიული ცოდნით.მაგრამ ეს ასე არ არის. არც ერთი ფაქტი, გარდა იმისა, რომ ამილახვარი ქართველი და მამაცი იყო, მართალი არ არის, მეტიც - თუ სულაც სიმართლეს ვიტყვით, თავანკარი სიცრუეა, ოღონდ არ ვიცი, სათავეს საიდან იღებს: არცოდნიდან თუ შეგნებული გაყალბებიდან. ალბათ მაინც არცოდნიდან. ეტყობა პრეზიდენტს მოსწავლეობის წლებში რაღაც-რაღაცებისთვის ყური მოუკრავს. შემდეგ აღარაფერი დაუმატებია, დროის გასვლის პარალელურად პირიქით, ზოგი რამ დაავიწყდა, ზოგი რამ აურია და მაინც, სადაც არ ეზარება, მაშინვე გადმოალაგებს ხოლმე.ახლა კონკრეტულად ამილახვარზე. თუ მაგალითად მოჰყავდა, აი, რა უნდა სცოდნოდა და ეთქვა მასზე:დიმიტრი ამილახვარი 1906 წელს დაიბადა თერგის ოლქის სოფელ ბოზორკინოში (ახლანდელი ჩერმენი, ჩრდ. ოსეთი), სადაც მისი მშობლები გიორგი ამილახვარი და ნინო ერისთავი ერთი წლით ადრე გადასახლდნენ. დაბადების ადგილის მიხედვით, ზედმეტ სახელად "ბაზორკას" ეძახდნენ. 14 წლამდე საქართველოში იზრდებოდა, შემდეგ ოჯახთან ერთად საზღვარგარეთ წავიდა, პარიზში. 1924-1926 წლებში სწავლობდა სენ-სირის სამხედრო სასწავლებელში, მისი დამთავრების შემდეგ მსახურობდა ჩრდილო აფრიკაში მდგარ საფრანგეთის უცხოურ ლეგიონში. 1936 წელს "განსაკუთრებული არჩევანით" კაპიტნის წოდება მიანიჭეს. ამ ჩინით იგი ყველაზე ახალგაზრდა ოფიცერი იყო მთელ საფრანგეთში.მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში, 1940 წლის თებერვალში, დიმიტრი ჩაირიცხა ალჟირში, სიდი-ბელ-აბესში შექმნილი უცხოური ლეგიონის მე-13 ნახევარბრიგადაში. თავი ისახელა ნორვეგიაში, ნარვიკის ბრძოლაში 1940 წლის მაის-ივნისის დამდეგს. გერმანელთა მიერ ჩრდილოეთ საფრანგეთის ოკუპაციისას ლეგიონი ინგლისში გადავიდა, სადაც თავისუფალი საფრანგეთის შეიარაღებული ძალების პირველი ბირთვი შეადგინა.კაპიტანი ამილახვარი მონაწილეობდა ერიტრეის კამპანიაში, განსაკუთრებით გამოიჩინა თავი 1941 წ. 7 აპრილს ქ. მასაუის აღებისას, სადაც მოულოდნელი შეტევით ხელთ იგდო იტალიელთა რამდენიმე საესკადრო ნაღმოსანი და მრავალი ტყვე. მონაწილეობდა სირიის კამპანიაში და დამასკოს აღებაში.მას მოუხდა ვიშის კოლაბორაციონისტული მთავრობის სამხედრო ნაწილების წინააღმდეგ ბრძოლაც. ფაშისტებმა და ვიშის მთავრობამ დაუსწრებლად მიუსაჯეს სიკვდილი, პარიზში დარჩენილ მის ცოლ-შვილს (ცოლად ჰყავდა იოსებ იულონის ძე დადიანის ასული ირინეძ სდევნიდა გესტაპო და პოლიცია.დიდი სამხედრო დამსახურებისთვის დიმიტრი ამილახვარს ლეიტენანტ-კოლონელის წოდება მიენიჭა და თავისი - უცხოური ლეგიონის ნახევარბრიგადის მეთაურად დაინიშნა. ამ სამხედრო შენაერთმა გენერალ მ.პ. კენიგის ბრიგადის შემადგენლობაში გმირული წინააღმდეგობა გაუწია გენერალ ე.რომელის გერმანულ არმიას 1942 წ. 26 მაისი - 10 ივნისს "უდაბნოს ვერდენად" წოდებულ ბირ-ჰაკეიმის 16-დღიან ბრძოლაში. იქ გამოჩენილი მამაცობისთვის დაჯილდოვდა "განთავისუფლების ჯვრით", რომელიც თვით გენერალმა დე-გოლმა დააბნია მკერდზე და საფრანგეთის ეროვნულ გმირად გამოაცხადა.დიმიტრი დაიღუპა ჩრდილოეთ ეგვიპტეში, ელ-ალამაინის ბრძოლის დასაწყისში 1942 წ. 24 ოქტომბერს. სიკვდილის შემდეგ დააჯილდოვეს საპატიო ლეგიონის ჯვრით. დაკრძალეს ლიბიის უდაბნოში. 1956 წელს დ. ამილახვრის სახელი მიენიჭა სენ-სირის სამხედრო სასწავლებლის 143-ე გამოშვებას.ბატონო პრეზიდენტო, ბარემ მისი ოჯახის შემდგომ ბედზეც გიამბობთ: დიმიტრის გარდაცვალების შემდეგ მისმა თანამებრძოლებმა დაღუპულ მეთაურს ქელეხი ქართული წესის მიხედვით გადაუხადეს და მისი ოჯახის წევრებიც მიიპატიჟეს. გაემგზავრნენ დიმიტრის ქვრივი ირინე დადიანი, ცოლისდა და შვილები თამრიკო და ოთარი. გზაზე მანქანა მოცურდა, ხეს შეეჯახა და ირინე და მისი და ადგილზე გარდაიცვალნენ, ბავშვები გადარჩნენ. როდესაც დადიანის ასულთა ცხედრები სახლში მიასვენეს, დიმიტრის დამ - დოდომ, რომელსაც ძმისწულებიც დაღუპული ეგონა, მდ. სენაში დაიხრჩო თავი.დე-გოლმა დიმიტრი ამილახვრის შვილები საფრანგეთის შვილებად გამოაცხადა და დიდად იზრუნა მათი აღზრდა-განათლებისთვის.და ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლას თავშეწირული ეს კაცი, ჩვენი პრეზიდენტის მსუბუქი ხელით, უფრო სწორედ მსუბუქი ენა-პირით, ფაშისტების მხარდამჭერი მოფაშისტო კაუდილიო ფრანკოს თანამოაზრედ და თანამებრძოლად გამოცხადდა!ახლა კიდევ ერთი ინფორმაცია, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ძალზე ბევრმა არ იცის.დიმიტრი ამილახვრის ძმა გახლდათ გმირი ოთარ ამილახვრისა, რომელიც 1924 წლის სექტემბერში, აჯანყების დამარცხების შემდეგ მასობრივი რეპრესიების დროს დახვრიტეს ბოლშევიკებმა.ეს ოპერაცია ღამით ჩატარდა, გორის სიახლოვეს. ოთარი მარცხენა მხარში დაჭრილა და გული წასვლია. მკვდარი ჰგონებიათ და სხვებთან ერთად ჩაუფლავთ. ასეთი მასობრივი ჟლეტების დროს ორმოები გვამებით პირამდე ისე ივსებოდა, რომ წაყრილი მიწა ძლივს ფარავდა. გამთენიისას გონს მოსულა, საძმო საფლავიდან წამომდგარა, გორის გარეუბანში თავისი სკოლის ამხანაგის სახლში მისულა და შველა უთხოვია. კარგად მიუღიათ: ჭრილობა შეუხვევიათ, დაუპურებიათ კიდეც... ამასობაში კი ამხანაგს "სადაც ჯერ არს" იქ უცნობებია და პურობის დროს, როცა ოთარი მასპინძლებს თავს გადახდენილს უამბობდა, ჩეკისტები წამოსდგომიან. სიკვდილს ერთხელ სასწაულებრივად გადარჩენილი ოთარ ამილახვარი იქვე, ეზოში დაუხვრეტიათ.აი თითქმის ყველაფერი, რაც ცნობილია დიმიტრი ამილახვარზე. ვფიქრობ ეს სურათი სრულიად განსხვავდება იმისგან, რაც ბატონმა მიხეილმა დაგვიხატა.თუ მაინცდამაინც ესპანეთში უნდოდა მოეძებნა ფრანკოს ქართველი თანამებრძოლი, შეეძლო დაესახელებინა სახელგანთქმული დიპლომატი ნიკოლოზ (ნიკიძ შალვას ძე ჩხოტუა (ჭყონიაძ - იუსტიციის გენერალი, ესპანეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი (ჩილე, მალტა), იგი 1905 წელს დაიბადა ბათუმში, 1921 წლიდან ემიგრაციაში წავიდა. ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ჯერ საფრანგეთში, შემდეგ - ესპანეთში, სადაც წარმატებული კარიერა გაიკეთა. იყო მალტის ორდენის კავალერი და საპატიო წევრი. გარდაიცვალა 1984 წ. განისვენებს შვეიცარიაში, ლოზანაში. ანდერძის თანახმად, მისი გული თბილისში დაკრძალეს 1988 წლის 26 მაისს.დაბოლოს: თუ ბატონი პრეზიდენტი თავისი მდიდარი, სხვისთვის ხელმიუწვდომელი წყაროებიდან მაინც ფლობს საიდუმლო ინფორმაციას, ვინმე "ესპანელი ამილახვარის" შესახებ, გულწრფელად მოვუხდი ბოდიშს მის აღმატებულებას და მადლობას ვეტყვი ქართული ემიგრაციის ამ უცნობი გმირის წარმოჩენისთვის.ოღონდ, წინდაწინ ვიტყვი, ამის იმედი არა მაქვს!

sobota, 22 stycznia 2011

რამოდენიმე შეკითხვა ევროპარლამენტის თავჯდომარეს ბატონ ეჟი ბუზეკს

ბატონო თავჯდომარევ !
პრესიდან შევიტყეთ, რომ ევროპარლამენტმა შესაძლოა ბელორუსს აუკრძალოს მონაწილეობა მომავალ ოლიმპიადებში და საფეხბურთო ჩემპიონატებში.

ამ ცნობასთან დაკავშირებით, ჩვენ გაგვიჩნდა რამოდენიმე შეკითხვა:

ბატონო თავჯდომარევ, მიგაჩნიათ თუ არა თქვენ, რომ რუსეთს, რომელიც 2014 წელს უმასპინძლებს ზამთრის ოლიმპიადას და 2018 წელს, მსოფლიო ჩემპიონატს ფეხბურთში, მეტი იურიდიული და მორალური უფლება აქვს ჩაერთოს მსოფლიო მასშტაბის სპორტულ ზეიმებში, ვიდრე, მაგალითად, ბელორუსს?

რუსეთი არის ქვეყანა, სადაც ნაციონალიზმი სახელმწიფო რანგშია აყვანილი. რუსეთის დედაქალაქში, ფაშისტური ორგანიზაციები სრულიად დაუსჯელად არბევენ არარუსულ მოსახლეობას.

რუსეთი არის ქვეყანა, სადაც პოლიტიკურ ოპონენტებს ფიზიკურად უსწორდებიან.

რუსეთი არის ქვეყანა, სადაც “ურჩ” ჟურნალისტებს კლავენ.

რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში აწყობს სახელმწიფო გადატრიალებებს და აღვივებს ეთნიკურ კონფლიქტებს.

რუსეთი არის ქვეყანა, რომლის იმპერიულ ამბიციებს შეეწირა ათასობით ჩეჩენი და რომელმაც 2008 წლის აგვისტოში, ყველა საერთაშორისო ნორმის დარღვევით მოახდინა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია.

ჩვენ ვსვამთ კითხვას, ბატონო თავჯომარევ, რატომ არის შესაძლებელი ევროპის პარლამენტის გადაწყვეტილებით მიღებულ იქნას სანქციები ბელორუსის წინააღმდეგ, რომელიც, გეთანხმებით, არ არის დემოკრატიის მოდელი (მაგალითი), მაშინ როცა რუსეთის მიმართ, რომელიც პოსტ-საბჭოთა პერიოდშიც “ბოროტების იმპერიის“ რანგშია, ევროპის პარლამენტს შესატყვისი სანქციაები არ დაუწესებია.

ნიშნავს თუ არა ყოველივე ზემოთქმული, რომ გაერთიანებული ევროპის პარლამენტი, რომელიც უნდა იყოს მაღალი მორალისა და კანონიერების მაგალიის მომცემი, მოქმედებს ორმაგი სტანდარტით –
სჯის უფრო სუსტს, თავს უხრის უფრო ძლიერს,

” ის რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს” ?!


პატივისცემით, “ქარტია 2010” სახელით,
საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატები:
მედეა თუშმალიშვილი - საფრანგეთი,
ვიქტორ დომუხოვსკი - პოლონეთი
2011 წლისს 14 იანვარი

czwartek, 23 grudnia 2010

ტიბუ :: Tibu - lekarstwo na przeziębienie

Smaczny domowy sposób leczenia od najdawniejszych czasów starożytności

ეს ძველ მეგრული, მარტივი და გემრიელი ფაფა გაცივებულზე უებარი საშუალებაა. მარტივი რადგან მის მოსამზადებლად არც ტექნოლოგიური მრავალფეროვნება მოგეთხოვებათ და არც დიდად დახვეწილი უნარ-ჩვევები .

საკმარისია 1 თავი ნიორი, 2 სუფრის კოვზი ქონდრი, ცოტა ცხარე წიწაკა და სიმინდის ფქვილი სულ ესაა და ეს

თუ არასრულწლოვანისთვის ამზადებთ ძმარი მიაშველეთ თუ არა და ჭაჭის არაყი. ფაფა თბილი უნდა მიირთვათ რაც ფაფის სახელშივეა ნათქვამი, რადგან მეგრული "ტიბუ" ქართულად ითარგმნება როგორც "თბილი"

გაცივებულზე უებარი საშუალებააო დავწერე და უნდა გითხრათ, რომ პროფილაქტიკური მნიშვნელობაც არა ნაკლები აქვს.

მოკლედ, შეგაცივათ, შეგაჟრიალათ? მაშ 1 ლიტრ მდუღარე წყალში ჩაასხით წინასწარ ცივ წყალში გახსნილი 4 სუფრის კოვზი [წინასწარ მოხალულ] სიმინდის ფქვილი. აცალეთ ფქვილს მოხარშვა, მაგრამ ყურადღებით იყავით, რომ არ ჩაგისქელდეთ - ტიბუს ფაფის კონსისტენცია უნდა ჰქონდეს! დაამიქსერეთ, თუ ნაყვის თავი არა გაქვთ ან უბრალოდ გეზარებათ, 1 თავი ნიორი და კარგა ბლომად ქონდარი, ნამეტანიც არ მოგივიდეთ, 2 სუფრის კოვზი ხმელი ქონდარი სრულიად საკმარისია; წითელი ცხარე წიწაკა.

მდუღარე ფაფა შეკმაყეთ ამ საკმაზით წამოადუღეთ 2 - 3 წუთი, დაუმატეთ [ზღვის] მარილი და 2 სუფრის კოვზი ღვინის ძლიერი ძმარი.

შეგიძლიათ გემოვნების მიხედვით დაუმატოთ თაფლი, გატარებული ნიგოზი , ჩაახეხოთ ყველი ან სხვა "ფოკუსები" ჩაატაროთ. ჩემს პატარა საიდუმლოსაც გაგიმხელთ - მე ტიბუში ცოტა ზეთსაც ვამატებ. მოკლედ, გამრავალფეროვნება თქვენი გემოვნებით შეგიძლიათ, მთავარია ძირითადი სამკურნალო "პრეპარატები" არ დააკლოთ, ესაა: ღომის ღომის, ჩვენს რეალობაში კი სიმინდის ფქვილის, ნივრიან ქონდრიანი ცხარე შეჭამანდი ... მეგრელებს, ძველ კოლხთა შთამომავლებს, ხალხურ მედიცინაში ნამდვილად დაეჯერებათ აკი ნიორსა და ქონდარს ჯერ კიდებ მედეას მამიდა კირკე ზრდიდა თავის ჯადოსნურ ბაღჩა - ბაღში.

wtorek, 14 września 2010

Открытое письмо Президенту Российской Федерации


Париж, сентябрь 2010 г.

Господин Президент!

Обращаюсь к Вам от имени «Хартии 2010» - политического объединения грузин, проживающих на Западе. Вопрос касается ситуации, сложившейся в российско-грузинских отношениях вследствие августовской войны 2008 года.

Вы не раз заявляли, господин Президент, что «в случае смены власти в Грузии будут восстановлены российско-грузинские отношения в полном объеме». В подтверждение Ваших слов идентичная точка зрения не раз высказывалась и премьер-министром Российской Федерации, и рядом других политиков разного уровня. Так позвольте спросить: что Вы имеете в виду под «полным восстановлением» отношений между Россией и Грузией? Согласитесь, господин Президент, что это вопрос принципиально важный, исторически важный. Вы имеете в виду экономическое сотрудничество? Возобновление авиарейсов? Возвращение «Хванчкары» к праздничным застольям россиян? Или – полную деоккупацию Грузии и вывод российских войск с территории Абхазии и Цхинвальского региона? Судя по Вашим контактам с господами Кокойты и Багапшем (даже, в ту пору, когда Россия полыхала в огне лесных пожаров) и поспешности наращивания военного потенциала в этих регионах Грузии, говоря о восстановлении грузино-российских отношений «в полном объеме», Вы, очевидно, имели в виду возвращение грузинских вин на российский рынок. Не более того. Смею заметить, господин Президент, что Вы недостаточно информированы о том, какова реальная ситуация в Грузии. Во-первых, в Грузии нет серьезной реальной политической силы, ориентированной на Россию, которая была бы способна прийти к победе путем выборов. И второе, главное: грузинский народ никогда не смирится с русским сапогом на своей исконной земле…

Народы Грузии сделали свой выбор и не изменят своего стремления стать полноценным членом Западного сообщества, стать свободными навсегда, и пути назад нет. Мосты сожжены. Руководимой Вами стране пора понять, что быть Михаилу Саакашвили президентом Грузии или не быть, - это дело народов Грузии. А народ подавляющим большинством своим сказал свое слово на выборах дважды: быть Михаилу Саакашвили президентом Грузии до конца своего мандата.

В августе 2008 года Россия пыталась сменить власть в Грузии путем военной интервенции. Запад, зная реальную обстановку в Грузии, воспрепятствовал осуществлению далеко идущих кремлевских планов. Однако и сегодня Кремль не отказывается от навязчивой идеи сменить власть в Грузии. Россия развернула масштабную информационную войну против Грузии и ее президента: изо дня в день десятки материалов появляются в прессе России, пытаясь путем передергивания фактов, подкупа, дезинформации очернить грузинское руководство. С помощью живущих в России грузинских бизнесменов, особо приближенных к Кремлю, финансируются некоторые грузинские оппозиционные «политические деятели», что, естественно, никак не способствует росту их весьма низкого рейтинга.

Смеем заверить Вас, господин Президент, что чем больше непристойных фильмов и передач создадут Ваши подручные, чем больше будут засорять Интернет Ваши «правдолюбивые» журналисты, тем сплоченней станет грузинская нация, тем большей поддержки добьется она со стороны свободного мира.

Господин Президент, в интервью, данном Вами во время встречи с южно-африканским президентом Джайкобом Зума, Вы сказали по поводу августовской войны: «Без прессы, в узком составе, наши партнеры признают и факт агрессии, и правомерность наших отношений, но в силу ряда причин они не могут заявить об этом публично». Господин Президент, что это за такие «причины», по которым сильные мира сего, т. е. мировая политическая элита, вынуждены поддерживать президента маленькой страны против «мировой державы»?! Боятся Саакашвили? Не боясь при этом назвать Россию оккупантом? Силен же Саакашвили, «запугавший» до смерти весь Запад! А не кажется ли Вам, господин Президент, что Запад прекрасно осведомлен о причинах начала боевых действий России на территории Грузии в августе 2008 года? Западные политики и военные эксперты прекрасно понимают, что за одну ночь невозможно осуществить такие широкомасштабные армейские передвижения (тем более, извините, для российской армии), какие «осуществила» Ваша 58-я? И опять же, прошу прощения, господин Президент, не кривите душой, говоря, что война 2008 года ничуть не повредила имиджу России и что «партнерские отношения Запада с Россией ничуть не пострадали». Увы, господин Президент, именно «политический труп», как Вы выразились в адрес президента Грузии, пользуется все растущей поддержкой демократического мира, пожать руку «политическому трупу» поспешили в Грузию вице-президент США Джозеф Байден, госсекретарь США Хилари Клинтон, главы МИД Франции и Польши, вице-президент Еврокомиссии баронесса Кэтрин Эштон, делегации разных уровней – список велик. Не говорит ли этот факт безусловной политической поддержки, оказанной Грузии Западом после августовской войны, о том, что России пора пересмотреть свою политику по отношению к Грузии? Августовская война России с Грузией убедила мир, что сегодняшняя Россия, к великому сожалению, является преемником «Империи Зла», способной посылать свои хотя и полуголые, деморализованные, голодные, но огромные полчища к заведомо слабым (в силу малочисленности) соседям, прибирать к рукам всё новые и новые чужие земли, являясь одновременно территориально самой большой страной планеты. Кадры, повествующие о жестокости, мародерстве и вседозволенности российской «армии», обошли весь мир. Августовская война нанесла также большой урон российской дипломатии – признав независимость Абхазии и так называемой Южной Осетии, она потерпела полное фиаско. Чавес, Хамас и Науру – вот единомышленники России. Как говорят в России: «за державу обидно»! А что касается «партнерских отношений», которые Вас так радуют, то они сведены к купле-продаже газа и нефти. Разве Россия, страна действительно больших культурных традиций, родина великих писателей и мыслителей, не заслуживает более глубоких и достойных взаимоотношений с Западом, нежели те, в основе которых лежит мечта стать сырьевым придатком, например, Китая?! К сожалению, сегодняшнее отношение к России Западного мира есть результат российской политики, определяемой анархичным, имперским мышлением. Постсоветская Россия могла бы стать желанным союзником для всего бывшего соцпространства, если б не провоцируемые ею государственные перевороты и искусственные этноконфликты, убийства нежелательных президентов, бесконечные манипуляции энергоресурсами и т.д. и т. п. Разве это стиль поведения сильного союзника? Россия в течение последних двадцати лет сделала все возможное и невозможное, чтобы оттолкнуть от себя всех и всякого.

Напомню Вам, что в 2004 году, когда Михаил Саакашвили был выбран президентом Грузии, его первый официальный визит состоялся именно в Россию, где на встрече с тогдашним президентом Владимиром Путиным Саакашвили предложил начать взаимоотношения «с чистого листа». В ответ на это мирное предложение участились обстрелы и провокации в Абхазии и Цхинвальском регионе, обстановка в этих регионах Грузии дошла до кипения, и вот – война!

В чем вы видите причину всего этого, господин Президент? Не сама ли Россия подтолкнула Грузию к единственному пути спасения – НАТО? Действительно ли Грузия, в силу своей взбалмошной сути, бежит от России? Так позвольте спросить, господин Президент, а кто не бежит? Оглянитесь вокруг, Дмитрий Анатольевич… Не мечтайте менять президентов! Проблема не в Михаиле Саакашвили, как вам, видимо, думается. Проблема в Ваших танках на грузинской земле.

«Граждане, Отечество в опасности! Наши танки на чужой земле», - пел Александр Галич в советские времена. Так спасайте Отечество, спасайте Россию, господин Президент! Власть в Ваших руках.


От имени «Хартии 2010»

Медея Тушмалишвили,
бывший депутат Парламента Грузии


ღია წერილი რუსეთის პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს

"ბატონო პრეზიდენტო!

მოგმართავთ "ქარტია 2010"-ის – საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველთა პოლიტიკური გაერთიანების სახელით. საქმე ეხება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შექმნილ სიტუაციას. თქვენ არაერთხელ განაცხადეთ, რომ "საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში რუსულ-ქართული ურთიერთობები სრული მოცულობით აღდგება". თქვენი სიტყვების დასამტკიცებლად მსგავსი მოსაზრება არაერთხელ გამოთქვა რუსეთის პრემიერ-მინისტრმაც და სხვადასხვა დონის რიგმა პოლიტიკოსებმა. ნება მოგვეცით, გკითხოთ: რას გულისხმობთ საქართველო-რუსეთის ურთიერთობების სრული მოცულობით აღდგენაში?

დაგვეთანხმეთ, ბატონო პრეზიდენტო, ეს საკითხი პრინციპულად და ისტორიულად მნიშვნელოვანია. ეკონომიკურ თანამშრომლობას გულისხმობთ? ავიარეისების აღდგენას? რუსების სადღესასწაულო მაგიდაზე "ხვანჭკარას" დაბრუნებას, თუ საქართველოს სრულ დეოკუპაციას და აფხაზეთის ტერიტორიიდან და ცხინვალის რეგიონიდან რუსეთის ჯარების გაყვანას? თქვენი ბატონ კოკოითთან და ბაღაფშთან ურთიერთობებისა და (მაშინაც კი, როდესაც რუსეთი ცეცხლის ალში იყო გახვეული) და საქართველოს ამ რეგიონებში სამხედრო პოტენციალის დაჩქარებულად განლაგების ფონზე საქართველოსთან ურთიერთობების სრული მოცულობით აღდგენის შესახებ საუბრისას თქვენ, ალბათ, რუსულ ბაზარზე ქართული ღვინის დაბრუნებას გულისხმობდით. აღვნიშნავ, რომ თქვენ, ბატონო პრეზიდენტო, არასაკმარისად ხართ ინფორმირებული იმის შესახებ, როგორი სიტუაციაა რეალურად საქართველოში. პირველ რიგში, საქართველოში არ არიან რუსეთზე ორიენტირებული ისეთი სერიოზული პოლიტიკური ძალები, რომლებიც არჩევნების გზით გამარჯვების მიღწევას შეძლებდნენ. მეორე და მთავარი: ქართველი ერი საკუთარ ძირძველ მიწაზე რუსულ ჩექმას არასოდეს შეეგუება! ქართველმა ხალხმა გააკეთა თავისი არჩევანი და არ შეცვლის მისწრაფებას, გახდეს სამუდამოდ თავისუფალი, დასავლური საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი და უკან არ დაიხევს. ყველა ხიდი დამწვარია!

დროა, თქვენმა ქვეყანამ გაიგოს, რომ იქნება თუ არა მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი, ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, ხალხის უმრავლესობამ კი თავისი სათქმელი არჩევნებზე ორგზის თქვა: მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი მანდატის ამოწურვამდე იქნება!

2008 წლის აგვისტოში რუსეთმა საქართველოს ხელისუფლების სამხედრო ინტერვენციის გზით შეცვლა სცადა. დასავლეთი, რომელმაც საქართველოში შექმნილი რეალური სიტუაცია იცოდა, კრემლის შორსმიმავალ გეგმებს შეეწინააღმდეგა, თუმცა კრემლი საქართველოში ხელისუფლების შეცვლის აკვიატებულ იდეაზე უარს არც დღეს ამბობს. რუსეთმა საქართველოსა და მისი პრეზიდენტის წინააღმდეგ საინფორმაციო ომი გააჩაღა. ყოველდღიურად ათობით მასალა ჩნდება რუსულ პრესაში: ფაქტების გაყალბებით, მოსყიდვით და დეზინფორმაციით საქართველოს ხელისუფლებისთვის იმიჯის შელახვას ცდილობენ. ამის კიდევ ერთი გზაა რუსეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენების დახმარებით, განსაკუთრებით - მათი, ვინც კრემლთან არის დაახლოებული რამდენიმე ქართული ოპოზიციური "პოლიტიკური მოღვაწის" დაფინანსება, რაც ნამდვილად არ უწყობს ხელს მათი საკმაოდ დაბალი რეიტინგის ზრდას.

გარწმუნებთ, ბატონო პრეზიდენტო, რომ რაც უფრო მეტ უღირს ფილმსა და გადაცემას გააკეთებენ თქვენი ქვეშევრდომები, რაც მეტად დააბინძურებენ თქვენი "სიმართლისმოყვარული" ჟურნალისტები ინტერნეტ-საიტებს, მით უფრო შემჭიდროვდება ქართველი ერი და მით მეტ მხარდაჭერას მიაღწევს თავისუფალი მსოფლიოს მხრიდან.

ბატონო პრეზიდენტო, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტთან ჯაიკობ ზუმასთან შეხვედრის დროს ინტერვიუში თქვენ აგვისტოს ომზე თქვით: "პრესის გარეშე, ვიწრო წრეში, ჩვენი პარტნიორები აღიარებენ აგრესიის ფაქტსაც, ჩვენი ურთიერთობების სამართლიანობასაც, თუმცა რიგი მიზეზების გამო ამის შესახებ სახალხოდ არ საუბრობენო”. რა არის ეს "მიზეზი", რომლის გამოც ძლიერი ქვეყნები, უფრო ზუსტად, მსოფლიო პოლიტიკური ელიტა იძულებულია, პატარა ქვეყანას "მსოფლიო დერჟავას" წინააღმდეგ მხარი დაუჭიროს? - სააკაშვილის ეშინიათ?! და ამავდროულად არ ეშინიათ, რუსეთს "ოკუპანტი" უწოდონ?! იმდენად ძლიერია სააკაშვილი, რომ მთელი დასავლეთი შეაშინა?! არ გეჩვენებათ, რომ დასავლეთი 2008 წლის აგვისტოში საქართველოს ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების დაწყების მიზეზებზე მშვენივრად არის ინფორმირებული? დასავლელ პოლიტიკოსებს და სამხედრო ექსპერტებს კარგად ესმით, რომ ერთ ღამეს ისეთი ფართომასშტაბიანი სამხედრო გადაადგილების (მითუმეტეს, რუსული არმიისთვის) განხორციელება შეუძლებელია, როგორიც თქვენმა 58-ე არმიამ განახორციელა! ბოდიშს გიხდით, მაგრამ ნუ თვალთმაქცობთ, როდესაც ამბობთ, რომ 2008 წლის ომმა რუსეთის იმიჯი ოდნავაც არ დააზარალა და რომ "დასავლეთსა და რუსეთს შორის პარტნიორული ურთიერთობები ოდნავაც არ დაზარალებულა". სწორედ "პოლიტიკური გვამი", როგორც თქვენ, ბატონო პრეზიდენტო, არაერთხელ უწოდეთ საქართველოს პრეზიდენტს, სარგებლობს დემოკრატიული მსოფლიოს მზარდი მხარდაჭერით, "პოლიტიკური გვამის" ხელის ჩამოსართმევად ჩავიდნენ საქართველოში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, საფრანგეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ბარონესა ქეტრინ ეშტონი და სხვადასხვა დონის დელეგაციები, რომელთა ჩამონათვალი ძალიან დიდია. არ მეტყველებს ეს ფაქტი დასავლეთის მიერ საქართველოსთვის აგვისტოს ომის შემდეგ აღმოჩენილ უპირობო პოლიტიკურ მხარდაჭერაზე? რუსეთ-საქართველოს ომმა დაარწმუნა მსოფლიო, რომ დღევანდელი რუსეთი, "ბოროტების იმპერიის" მემკვიდრეა, რომელსაც შეუძლია, საკუთარი დემორალიზებული, მშიერი, ნახევრადშიშველი, თუმცა უზარმაზარი საჯარისო დანაყოფები რიცხოვნობის თვალსაზრისით იმთავითვე სუსტ მეზობელთან გააგზავნოს, ახალ-ახალი მიწები მიითვიოს, იმის მიუხედავად, რომ პლანეტაზე ტერიტორიულად ყველაზე დიდი სახელმწიფოა! რუსული "არმიის" სისასტიკის, მაროდიორობისა და ყოველგვარ ზღვარს გასულობის ამსახველი კადრები მთელმა მსოფლიომ ნახა. აგვისტოს ომმა დიდი დარტყმა მიაყენა ასევე რუსულ დიპლომატიასაც - აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებით მან სრული ფიასკო განიცადა. ჩავესი, ჰამასი და ნაურუ – ისინი არიან რუსეთის თანამოაზრეები. როგორც რუსეთში ამბობენ, "за державу обидно"! რაც შეეხება "პარტნიორულ ურთიერთობებს", რომელიც თქვენ ასე გახარებთ, ისინი გაზისა და ნავთობის ყიდვა-გაყიდვაზეა დამოკიდებული. ნუთუ რუსეთი - ნამდვილად დიდი კულტურული ტრადიციების, დიადი მწერლებისა და მოაზროვნეების სამშობლო, არ იმსახურებს დასავლეთთან გაცილებით ღრმა და ღირსეულ ურთიერთობებს?! სამწუხაროდ, რუსეთის დღევანდელი ურთიერთობა დასავლეთთან რუსული პოლიტიკის შედეგია, რომელსაც ანარქიული, იმპერიული აზროვნება განსაზღვრას. პოსტსაბჭოთა რუსეთს შეეძლო, სასურველი მოკავშირე ყოფილიყო მთელი ყოფილი სოციალური სივრცისთვის, რომ არა მის მიერ სახელმწიფო გადატრიალებებისა და ხელოვნური ეთნოკონფლიქტების პროვოცირება, არასასურველი პრეზიდენტების მკვლელობები, ენერგოსისტემების უსასრულო მანუპულაციები და ა.შ. - ნუთუ ეს ძლიერი მოკავშირის მოქმედების სტილია?! რუსეთმა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაფერი გააკეთა - შესაძლებელიც და შეუძლებელიც, რათა მისგან ყველა და ყველაფერი გაერიყა!

შეგახსენებთ, რომ 2004 წელს, როდესაც მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტად აირჩიეს, მისი პირველი ვიზიტი სწორედ რუსეთში შედგა, სადაც მაშინდელ პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე მან რუს კოლეგას ურთიერთობების "სუფთა ფურცლიდან" დაწყება შესთავაზა. ამ მშვიდობიანი შეთავაზების საპასუხოდ აფხაზეთშა და ცხინვალის რეგიონში სროლები და პროვოკაციები გახშირდა, საქართველოს ამ რეგიონებში სიტუაციამ პიკს მიაღწია და ომიც დაიწყო!

რაში ხედავთ ამ ყველაფრის მიზეზს, ბატონო პრეზიდენტო? თავად რუსეთმა არ უბიძგა საქართველოს გადარჩენის ერთადერთი გზისკენ – ნატო-სკენ? ნუთუ თავადაც გჯერათ რუსეთის ხელისუფლების პირველ პირთა არაერთგზის განცხადების, თითქოს "საქართველო, მისი გაუწონასწორებელი არსის გამო რუსეთისგან გარბის"?! მაშინ ნება გვიბოძეთ, გკითხოთ, ბატონო პრეზიდენტო, ვინ არ გარბის?! - მიმოიხედეთ ირგვლივ, დიმიტრი ანატოლევიჩ!... ნუ იოცნებებთ პრეზიდენტის შეცვლაზე! პრობლემა არა მიხეილ სააკაშვილიშია, როგორც თქვენ გგონიათ, არამედ თქვენს ტანკებში ქართულ მიწაზე!

"მოქალაქეებო, მამული საფრთხეშია! ჩვენი ტანკები უცხო მიწაზეა", - მღეროდა საბჭოთა პერიოდში ალექსანდრე გალიჩი. ასე, რომ, გადაარჩინეთ სამშობლო, გადაარჩინეთ რუსეთი, ბატონო პრეზიდენტო! ხელისუფლება თქვენს ხელშია".


"ქარტია 2010"-ის გამგეობის სახელით,
მედეა თუშმალიშვილი
1990წ 28 ოქტომბერს არჩეული უზენაესი საბჭოს დეპუტატი


"ქარტია 2010"-ის გამგეობა: მედეა თუშმალიშვილი და რევაზ ბოჭორიშვილი (საფრანგეთი), დოდონა კიზირია და ირაკლი ხიზანიშვილი (აშშ), ვიქტორ დომუხოვსკი (პოლონეთი), რენო სირაძე (ფინეთი), ჩარლზ ჩხოტუა (ესპანეთი), მაია სიმონია (ჰოლანდია)

niedziela, 1 sierpnia 2010

პროექტი „თემატური სოფლები” - ქვეყანა სოფელზე დგას

უბედურება ეკალსა ჰგავს, გვერდს ჩაუვლი თუ არა, იგი თავად წამოგედება, ხოლო ბედნიერება - ბულბულს, შესაძლოა ჩვენ გვერდით ჩავუაროთ, იგი გაიტვრინოს და ბოლოს შეუმჩნევლად შორს გაფრინდეს - კონსტანტინე გამსახურდია

პროექტის მიზანი

თემატური სოფლების გუნდების მოდელირებითა და ხორცშესხმით

· რეგიონებში მცხოვრები სოფლის მოსახლეობის დასაქმების ბაზარში ჩართვა;
· სოფლად საბაზრო ეკონომიკის განვითარებისთვის საჭირო მომხმარებელთა და მეწარმეთა კონტინგენტის ურთიერთ დაახლოდება;
· აგროტურიზმის განვითარება;
· საქართველოს მოსახლეობის კერძო სექტორში დასაქმების შესაძლებლობის გაზრდა.

მოკლე მიმოხილვა
თემატური სოფელი არის სოფელი, რომელსაცა აქვს განვითარების საკუთარი, ორიგინალური ჩანაფიქრი. ასეთი სოფლების შექმნით, სხვაგვარად ვფიქრობთ საკუთარ თავზე, საკუთარ ოჯახზე, მეზობლებზე, ადგილზე სადაც ვცხოვრობთ. სოფელი ხდება ძალიან საინტერესო ადგილი, იქმნება ახალი შესაძლებლობები, თემატური სოფლების შემომქმედებს ოცნებები, ფართო თვალსაწიერი, სხვადასხვა, ერთის შეხედვით ერთმანეთისაგან ძალზედ დაშორი-შორებული, მოვლენების, შემთხვევების და ინფორმაციების დაკავშირების უნარი ესაჭიროებათ.

„თემატური სოფლები” განვითარების შანს აძლევს ისეთ სოფლებსაც რომელსაც ჩვეულებრივი ტურიზმით შემოსავლის მოპოვების ნაკლები საშუალება გააჩნიათ, სადაც არ არის ტურიზმის განვითარების სტანდარტული პირობები: ისტორიული ძეგლები, ლამაზი და საინტერესო მიდამოები. თემატურ სოფლებში მიმზიდველ მაგნიტად იქცევა არჩვეულებრივი განცდები მაგ. ბუნებაში თამაშით გამოწვეული თავგადასავლები ან არაორდინალური უნარების ( მჭედლობა, პურისცხობა, ცხვრის პარსვა) დაუფლება.

ასეთი „თემატური სოფლის” მოსახლეობა სულ უფრო ხშირად თანამშრომლობს მეცნიერებთან, სტუდენტებთან, რაც საჭიროა სოფლის პროდუქტის ცოდნითა და ინფორმეციით უფრო მეტად დასატვირთად. თუ სოფლებმა უნდა ასწავლონ და ზემოქმედება მოახდინონ ემოციებზე, მაშ სოფლის მაცხოვრებლებიც უნდა სწავლობდნენ, თვალყური უნდა მიადევნონ კონკურენტებს, შეისწავლონ ახალი მიმდინარეობანი, მოიპოვონ ინფორმაცია, რაც თავის მხრივ სოფლის მოსახლეობის ცხოვრების ხარისხისა ზრდის საფუძველი იქნება.

პროექტის ამოცანები
თემატური სოფელი ვითარდება ერთობლივად გამომუშავებული იდეის გარშემო და მისწრაფებულია იქცეს კვაზი ფირმად, რომელსაც გააჩნია კომპლექსური პროდუქტი. ამის შესაქმნელად შეიძლება გამოყენებული იქნეს მატერიალური და არამატერიაური რესურსები, უნარები, ჩვევები და ტრადიციები, რომელთა მნიშვნელობა, ამ კუთხით, ადრე გათვალისწინებული არ იყო.

თემატური სოფლის შექმნა გულისხმობს სოფლის საზოგადოებრივ სისტემაში ინტერვენციას, სწავლებისა და შემოსავლების გამომუშავების სფეროს ჩამოყალიბებას, სოფლის მოსახლეობის ჩართვას ცოდნაზე დაფუძნებული მეურნეობაში. პროექტის ფარგლებში ტესტირებას გაივლის შემოსავლების მიღების ახალი დარგი ე.წ. ემოციებზე დაფუძნებული ეკონომიკა და სწავლებისა და მუშაობის ახალი ფორმები

პროექტის ამოცანები
ერთმანეთში თანამშრომელი სოფლების გუნდების შექმნა, რაც შემდეგი აუცილებლობითაა განპირობებული:

· თემატური სოფლის მოდელის გამოცდა მსგავს ტერიტორიაზე არსებული რამოდენიმე განსხვავებული სოფლის პირობებში;
· თემატური სოფლების მოსახლეობის ურთიერთ თანამშრომლობა და სასწავლო პროცესების მხარდაჭერა;
· ბაზარზე ზემოქმედებისა და მოდელის „სიცოცხლისუნარიანობის” გაზრდა თემატური სოფლების გუნდების ე.წ. cluster–ების, შექმნით.

კონკრეტული ამოცანები
· თემატური სოფლის გუნდის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ორგანიზაციული და საგნობრივი გარემოს შესაქმნელი მეთოდების გამომუშავება და გამოცდა
· სოფლის განვითარების რესურსების განსაზღვრა და შეფასება მათი ტურიზმსა და განათლებაში გამოყენების კონტექსტში – სამუშაო პაკეტის მომზადება ზეეროვნული თანამშრომლობის ფარგლებში
· ბენეფიციანტების საზოგადოებრივ-პროფესიული აქტიობის მოდელის შექმნა და გამოცდა მათთვის დასაქმების ბაზარზე შესვლის მიზნით და ცოდნაზე დამყარებული მეურნეობის პირობებთან მორგებული თემატური სოფლის პროდუქტის შექმნის შესაძლებლობის გამოძებნა

პროექტის განხორციელების გზები
პარტნიორობა „Eurovillage” არის ზეეროვნული პარტნიორობა, რომელიც შექმნილია პროგრამის ელემენტით პარტნიორებად გვევლინებიან კონკრეტული პარტნიორი ქვეყნები.
პარტნიორობა „Eurovillage”-ის მიზანია ქვეყნის შიგნით პრობლემის გადაჭრის ინტეგრირებული მოდელის შექმნა, რომელიც დაფუძვნებული იქნება ქვეყნის ზოგად პოლიტიკასა და საქმიანობაზე ადგილობრივი განვითარების სფეროში, განსაკუთრებით კი პერიფერიულ სოფლებთან მიმართებაში. საკითხის მოდელური გადაჭრები არ იქნებიან შემოფარგლულნი მხოლოდ ქვეყნის შიდა ასპექტებით, ისინი ასევე მოიაზრებენ თანამშრომლობის მყარი ქსელის განვითარებას პარტნიორობის მონაწილე სხვა ქვეყნებთან, როგორებიც არიან მაგალითად:
პარტნიორობა „Diomede”, იტალია
პარტნიორობა „Florestar - Sustentabilidade da Floresta”, პორტუგალია
პარტნიორობა „Požitavie”, სლოვაკია
პარტნიორობა „Razem”, პოლონეთი

პროექტის განხორციელების გზები
ყოველ რაიონს თუ სოფელს თავისი ფუნქცია და დატვირთვა უნდა ქონდეს, რაც მას თავისუფალი ბაზრის პირობებში გადარჩენის და შემოსავლის წყაროს გაუჩენს. ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად კონკრეტული სოფლებისათვის უნდა დამუშავდეს შესაფერისი თემატიკა. მაგალითად:
· ისტორიული ბრძოლების რეკონსტრუქცია;
· ფარდაგები;
· ოქრომკერდი;
· ხატები და ფრესკები;
· ზღაპრები: დევები, ქონდრისკაცები, მზეჭაბუკები, ფასკუნჯები;
· მღვიმეები და გამოქვაბულები;
· ჯანმრთელობის კერები;
· ძველი ხელობები;
· მეღვინეობა;
· მეცხოველეობა;
· ალპინიზმი;
· ნაოსნობა
და სხვა და სხვა

დასაწყისისთვის საჭირო, რომ ამ პროექტით დაინტერესებულ ჯგუფს ჩაუტარდეს ტრენინგები ევროპის სათანადო ცენტრებში, რათა შეისწავლონ არსებული მეთოდიკა, რომელიც შემდგომში ადაპტირებული უნდა იქნეს ქართული რეალობის გათვალისწინებით

ამ მიზნით კავშირი შეიძლება დამყარდეს ვარშავაში არსებულ კულტურათაშორისი განათლების ფონდთან

Fundacja Edukacji Międzykulturowej
Kontakt: fundacja@miedzykulturowa.org.pl
Agnieszka Dziarmaga-Czajkowska
Dorota Górska
Patrycja Prześlakiewicz-Rohozińska

პროექტის განხორციელების გზები
სოფლად უამრავი მატერიალური და არამატერიალური სიმდიდრეა, რომელსაც უბრალოდ დანახვა და გამოყენება სჭირდება. ერთ თემას მოვიტანთ თვალსაჩინოების სახით:

აბესალომი მურმანს ცხრაწყაროდან უკვდავების წყლის მოტანას სთხოვს. ცხრაწყარო საქართველოში რამოდენიმეა. ჩხოროწყუც ხომ ცხრაწყაროდ ითარგმნება და თანაც მდინარე ხობისწყლის ხეობაში მოედინება ცნობილი სამკურნალო მინერალური წყალი ლუგელა. უძველესი ქართული წარმართული წარმოდგენები, ეთნოგრაფიული და ფოლკლორული მასალები (შელოცვები) კი ადასტურებენ, რომ არსებობდა სამკურნალო მცენარეთა ჯადოსნური ბაღი, ხოლო ბერძნული წყაროები არგონავტების შესახებ კი მიუთითებენ, რომ კოლხეთში მდგარა ჰეკატეს, აიეტის დის, ქანდაკება და ყოფილა ღვთაებრივი ბაღი, რომელშიც უამრავი მომაკვდინებელი და სამკურნალო მცენარე ხარობდა და რომ მედეას სწორედ მამიდა ჰეკატემ ასწავლა ჯადოსნური წამლების დამზადებას. ამგვარად სპეციალიზაციაც გამოიკვეთა: ჯანმრთელი ცხოვრება და უკვდავება მით უმეტეს თუ არც ტბა "ტობავარჩხილი" დაგვავიწყდება, რომელში განბანილების გაახალგაზრდავება ადგილობრივ მოსახლეობაში ეჭვს არ ბადებდეს

პროექტის განხორციელების მიზანსეწონილობა
ყოველი სოფელი მისთვის დამახასიათებელს და უნიკალურ თემას ირჩევს, მაგალითად რომელიმე სოფელმა გურიაში კრიმანჭულის სიმღერის სწავლება, რომ აირჩიოს, ან გიდელების დაწვნა, სადმე სხვაგან სალამურის თლა, ან ფანდურ –ჩონგურის აწყობა, სხვაგან თონეში შოთის პურების ჩაკვარა, ლახტაობა და ლელო-ბურთი.

ჩამოდის ხალხი ვისთვისაც ეს ეგზოტიკაა, ადგილოვბრივები მათ ამ თავიანთი „სოფლის პროდუქტს” თამანედროვედ „შეფუთულს” მიაწვდიან ანუ ასწავლიან მათ, სუფთა ჰაერზე ათამაშებენ, თავისი ხელით დერგს გამოაძერწვინებენ ან ნალს გამოაჭედინებენ. ისინიც ხალისობენ, ამათაც დამატებითი შემოსავალი უჩნდებათ და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ძველი ხელობები, ზღაპარ –თქმულებები, სიმღერა-ცეკვა და თამაშობანიც არ იკარგება

კონტაქტი:
რუსუდან კიკალეიშვილი
Ul.Ząbkowska 22/24/26, M.24
03-735 Warszawa
Poland
Tel: 004822 6700293
Mail: domuch@ifpan.edu.pl

ანა კიკალეიშვილი
თბილისი

sobota, 31 lipca 2010

ზვიად გამსახურდიას სახელობის ფონდი

საქართველოს ხელისუფლებას პოლიტიკური ალღო და ნება რომ ჰქონდეს, გამომდინარე "ერთიანი კავკასიის" გამსახურდიასეული პრინციპებიდან, დააარსებდა ზვიად გამსახურდიას სახელობის ფონდს გარკვეული სოლიდური საწყისი კაპიტალით ქართულ ბანკში და ქართულ საბანკო სივრცეში სამოქმედო პროგრამით.

ფონდის პრეროგატივა იქნებოდა ზვიად გამსახურდიას სახ. საერთაშორისო პრემიის მინიჭება შემდეგ დარგებში:
1.მეცნიერება
2.ლიტერატურა
3.ხელოვნება - მერაბ კოსტავას სახელობის
4.სამხედრო საქმე - ჯოხარ დუდაევის სახელობის

ფონდი დააწესებდა ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდიებს კავკასიელი ახალგაზრდა მეცნიერებისა და სტუდენტებისათვის უცხოეთის სამეცნიერო ცენტრებში განათლებისა და სამეცნიერო მოღვაწეობის გასაგრძელებად

niedziela, 25 lipca 2010

პოლონეთი საქართველო NATO და EU

TBILISIS FORUMI > პოლიტიკა > პოლონეთი საქართველო NATO და EU

Posted by: August 13 Jul 2010, 14:44
ვუძღვნი რადოსლავ შიკორსკის ვიზიტს wink.gif

"ნატოსა და ევროკავშირი ინტეგრაციის კუთხით პოლონეთი საქართველოს ყოველთვის დაეხმარება. ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა როდისლავ სიკორსკიმ საქართველოს საგრეო საქმეთა მინისტრთან გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედროს შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა..."
http://ghn.ge/news-18797.html

ცოტა რამ არცთუ ისე შორეული წარსულიდან biggrin.gif
თარიღებს მიაქციეთ ყურადღება ... ქრონოლოგიურადაა დაწყობილი ...

QUOTE (August @ 18 Feb 2008, 18:13 )
იაროსლავ კაჩინსკი:
J. Kaczyński: uznanie niepodległości Kosowa niezwykle skomplikowane
może być tak, iż uznanie niepodległości Kosowa stanie się asumptem do bardzo agresywnych działań Rosji np. w państwach kaukaskich ...
w sprawie uznania niepodległości Kosowa należy się "bardzo, ale to bardzo zastanawiać". Uznanie Kosowa nie jest odważnym posunięciem antyrosyjskim. (...) Przyłączam się do tych, którzy apelują, aby w tej sprawie nie spieszyć się - podkreślił Jarosław Kaczyński.

http://wiadomosci.wp.pl/wiadomosc.html?kat=1342&wid=9670168&rfbawp=120334998&ticaid=15621

მოკლედ ძალიან რთული საკითხიაო... თუნდაც იმიტომ რომ კოსოვოს აღიარებამ შეიძლება რუსეთის მხრიდან დიდი აგრესიული ქმედებები გამოიწვიოს მაგალითად კავკასიის სახელმწიფოების მიმართ ... აჯობებს ამ საკითხში არ ავჩქარდეთო...
მიყვარან ეს ძმები -  "კაჩიორები"
* * *
ეს კიდევ ლეხია, მისი ძმა, ზუსტად ერთი წლის წინ
- Kosowo powinno zachować szeroką autonomię w ramach Republiki Serbskiej. Nie chcemy natomiast przyjąć zasad, które mogłyby wywołać efekt domina w takich krajach jak np. Gruzja - powiedział wczoraj "Gazecie" prezydent Lech Kaczyński, który m.in. o Kosowie rozmawiał wczoraj w Bukareszcie.
კოსოვომ უნდა მიიღოს ფართე ავტონომია სერბეთის შემადგენლობაში. არ გვინდა იმის საფუძველი შევქნმათ, რაც დომინოს პრინციპს გამოიწვევს ისეთ ქვეყნებში როგორიცაა მაგალითად საქართველოო...

http://mamuli.net/qartlosi/bpg/publication_view.asp?iabspos=1&vjob=vdocid,12009

http://forum.ge/?showtopic=33747685&view=findpost&p=8574545

QUOTE (August @ 4 Mar 2008, 15:23 )
გუშინდელი ვიზიტის შემდეგ პოლონურ პრესაში ფართოდ შუქდება საქართველო ნატოში და პოლონეთის მხარდაჭერა...

იხილეთ განსხვავება PO-სა და  PiS-ს შორის:

Pytany, czy Polska będzie głównym promotorem wejścia Gruzji do NATO Sikorski nie udzielił jednoznacznej odpowiedzi. Te decyzje w tej chwili się wykluwają - powiedział minister. Mamy perspektywę szczytu NATO za miesiąc i do tego czasu musimy podjąć decyzję, czy jest większość, czy jest zgoda w Sojuszu na zaoferowanie Gruzji pakietu dla tzw. MAP (Planu Działań na Rzecz Członkostwa w NATO) - mówił szef polskiej dyplomacji... Nie kryję, że Polska wspiera tego rodzaju rozwiązanie dla Gruzji już w najbliższym czasie, że wspiera przynależność Gruzji do NATO, że przychylnie jest nastawiona i wspiera także perspektywę unijną dla naszych partnerów - zadeklarował z kolei Lech Kaczyński.

საგარეო საქმეთა მინისტრი შიკორსკი არაერთმნიშვნელოვნად პასუხობს კითხვაზე იქნება თუ არა პოლონეთი საქართველოს მთავარი ლობისტიო... ბუქარესტამდე ერთი თვეაო და უნდა გავარკვიოთ არის თუ არა უმრავლესობაო, კავშირი (ნატო) არის თუ არა თანახმა რომ საქართველოს მაპი შესთავაზოსო...
მოკლედ თუ ყველა თანახმაა და "საცდელი" არაფერია, თუ ისედაც გვიღებენ მაშინ შიკორსკიც არ იქნება უარს...

აი, კაჩინსკი კი ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე აცხადებს, რომ მხარს გვიჭერს, რომ საქართველო უმოკლეს დროში გახდეს ნატოს წევრი, რომ კეთილგანწყობილია და მხარს უჭერს  ევროკავშირში ჩვენი მიღების პერსპექტივას...
http://mamuli.net/qartlosi/bpg/default.asp


http://forum.ge/?showtopic=33747685&view=findpost&p=8719282

QUOTE (August @ 30 Mar 2008, 18:57 )
დიდი ომი იყო გაჩაღებული პოლონეთის ორ მთავარ პარტიას PO-სა და PiS-ს შორის ლისაბონის ტრაქტატის (კერძოდ "ძირითადი უფლებების ქარტიის" რამოდენიმე პოზიციდან გამომდინარე ) რატიფიკაციასთან დაკავშირებით  ...

დღეს ბედნიერი სახით გამოცხადდა რომ სამშაბათს, 1 აპრილს, მოხდება რატიფიკაცია ... რადგან პრეზიდენტ კაჩინსკის ძლიერი პოზიცია სჭირდება ბუქარესტში უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების დებატებზეო ...

w Bukareszcie odbędzie się szczyt NATO. Lech Kaczyński będzie tam bardzo istotną postacią w debacie na temat natowskiej przyszłości Ukrainy, Gruzji. Bardzo by nam zależało, aby pozycja polskiego prezydenta była jak najmocniejsza .
http://wiadomosci.wp.pl/kat,1342,wid,9804430,wiadomosc.html

მიყვარს ეს კაჩინსკი  და რა ვქნა ... თავისი ლისაბონი დასთმო ჩვენი ბუქარესტისთვის!!!


http://forum.ge/?showtopic=33747685&view=findpost&p=9023595
QUOTE (August @ 15 May 2008, 18:24 )
Лех Качиньский намерен потребовать от НАТО защитить Грузию от российской агрессии
15.05.2008  18:19  http://www.apsny.ge/news/1210897184.php

Президент Польши Лех Качиньский по окончании встречи с президентом Грузии Мхаилом Саакашвили в Израиле заявил журналистам, что "НАТО должно четко зафиксировать то, что против любого акта агрессии в отношении Грузии у нее будет адекватная реакция".

"Мы говорили о ситуации в Абхазии. Хочу подчеркнуть, что моя страна поддерживает территориальную целостность Грузии. Абхазия - часть Грузии. События, развернувшиеся там в последнее время, противоречили международным нормам. Мы говорили о том, что развернувшиеся в Абхазии события - аннексия этой пятой части Грузии. Поэтому НАТО должно четко зафиксировать то, что против любого акта агрессии в отношении Грузии у нее будет адекватная реакция", - заявил Лех Качиньский.

"В Грузии обязательно сохранение стабильности, поскольку она - важнейший энергетический коридор между Востоком и Западом", - подчеркнул президент Польши.

აჭრელდა აქაურობა საქართველოთი და კაჩინსკით
Lech Kaczyński rozmawiał z prezydentem Gruzji

http://forum.ge/?showtopic=33747685&view=findpost&p=9621345

მე არ მაქვს შიკორსკის და კომოროვსკის იმედი. შენ?!

Posted by: August 13 Jul 2010, 14:44
minister spraw zagranicznych kpił z prezydenta „wałęsającego się po górach Kaukazu”
საგარეო საქმეთა მინისტრი დასცინოდა პრეზიდენტს [კაჩინსკის], " კავკასიის მთებში მოხეტიალეს"

ბრონისლავ კომოროვსკის "როგორი ვიზიტიც ისეთი ტერაქტიც" უკვე ისე გაცვდა რომ სახსენებელიც კი აღარაა ... ეს კაჩინსკის რომ ესროლეს ცხინვალთან მაშინ გააკეთა ასეთი კომენტარი ...

მე არ მაინტერესებს მიშა - გრიშა ...
ეგ დრესაა და ხვალ არ იქნება ... ქვეყანა კი უნდა დარჩეს და თუ ვინმე ჩემს თბილისს დაბომბვისგან გადაარჩენს იმის სახელს სანთლად შემოვევლები ...

აი, მაგ შიკორსკის კი სულ არ ანაღვლებს გუშინ რას ამბობდა და დღეს რას იტყვის ... რასაც უბრძანებენ იმას გაიმეორებს ...

აზრი შეიძლება შეიცვალო ადამიანმა მით უმეტეს პოლიტიკოსმა სიტუაციის და მიხედვით მაგრამ პრინციპი, კრედო, მსოფლმხედველობა?
ამიტომ არ ვენდობი ... ამიტომ არ მაქვს იმედი რომ ჩვენი ინტერესების ლობირებას ისურვებს ...

ბევრი რამ შეიცვალა თუ დააკვირდით აშშ-ში სააკაშვილის აპრილის თვეში ასე ხანგრძლივი ვოიაჟის შემდეგ ... ჩამოდიან და ჩამოდიან ... ახლა შიკორსკიმაც გამოყო ფეხი "მეც ნახირ-ნახირაო" ...

სხვა მხრიდან დაუბერავს "ბახმაროს ნიავი" და ეგეც სხვანაირად ამრერდება .... არა, ბიჭო კაჩინსკივით თავს გადადებს თავისი პოლიტიკური მრწამსის თუ გეოპოლიტიკური ხედვის გამო ...
* * *
sandroia
QUOTE
ყოველთვის გარეულის იმედი უნდა გვქონდეს ხომ?


სამწუხაროდ ჩვენი მდგომარეობა ასეთია რომ სხვისი მოიმედეობა გვიწევს ... რაც არ ნიშნავს საკუთარი ინტერესები გაცნობიერებული არ გქონდეს და არ იცავდე ...

ჩვენ სხვა გამოსავალი არა გვაქვს ... არა ვართ იმ მასშტაბის ქვეყანა დამოუკიდებელი პოლიტიკა ვაწარმოოთ ... ამდენად მეგობარი ქვეყნების გუნდი ჩვენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია ... ხოლო მაცდური მეგობარი მტერზე უარესია ... შიკორსკი როდის გიგანებს არ იცი ... მაშინ როცა რუსეთი ისედაც იცი რაც არის ... რბილად რომ ვსთქვათ გვერდში არასოდეს დაგვიდგება ...