საჭირო მასალა:
1 კგ ცხვრის ხორცი, 250 გ მუხუდო, 6-8 ცალი კარტოფილი, 2 მოზრდილი თავი ხახვი, 80-90 გ ერბო, 1-2 ჩ.კ. ფქვილი, 4-5 პამიდორი ან 1-2 ს.კ. ტომატპასტა, 200-300 გ ხილი - ალუჩის ჩირი, მჟავე ვაშლი, ჭერმის ჩირი და კომში, 1 საშუალო კონა მწვანილი - ქინძი, ტარხუნა, რეჰანი, ოხრახუში. მარილი, პილპილი - გემოვნებით.
მომზადება: წინა დღით წყალში ჩავალბოთ მუხუდო და რამდენჯერმე გამოვუცვალოთ წყალი. მეორე დღეს დავასხათ წყალი და ვხარშოთ ნელ ცეცხლზე, ქაფის მოხდით, დარბილებამდე, შემდეგ გავუწყოთ მარილი. ხორცი ნახევრად მოვხარშოთ, ამოვიღოთ ბულიონიდან და დავჭრათ პატარა ნაჭრებად. ცალკე ქვაბში მოვათავსოთ ერთი ცალი დაჭრილი ხახვი და მოვშუშოთ ერბოში. ჩავუმატოთ ხორცის ნაჭრები, ფქვილი და გავაგრძელოთ შუშვა, ვიდრე ხორცი არ მომზადდება. დავასხათ გადაწურული ბულიონი, დავუმატოთ კარტოფილი, მუხუდო თავის წყლიანად და ნელ ცეცხლზე ვადუღოთ.
მეორე ხახვი დავჭრათ და ერბოში მოვშუშოთ, დავუმატოთ კანგაცლილი და დაჭყლეტილი პამიდორი ან 1 ჭიქა ბულიონში გახსნილი ტომატპასტა და ვშუშოთ ნელ ცეცხლზე 20 წუთის განმავლობაში, შემდეგ ჩავამატოთ წვნიანს თბილ წყალში დამბალ ჩირსა და ხილთან ერთად.
როცა მომზადდება, ჩავყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანილი და წამოვადუღოთ.
Состав блюда:
грудинка баранья
1 ст. горох-нут
картофель или каштаны (или и то и другое)
2 шт. репчатого лука
2-3 шт. помидор (или томатная паста — 1 ст.л.)
1 ст.л. измельченной свежей зелени петрушки
1 ст.л. измельченной свежей зелени кинзы
1 ст.л. измельченного свежего базилика
красный и черный перец (молотый)
эстрагон, мята, шафран – каждого по щепотке
5 шт. айвы (можно без нее)
1 шт. яблоко кислое (можно без него)
5 шт. алычи (можно без нее)
5 шт. кураги
5 шт. чернослива
сок 1-го лимона
сливочное или топленое масло
растительное масло
Приготовление блюда:
Нут необходимо замочить на ночь.
Мясцо кладём в кастрюльку с водой, доводим до кипения, снимаем пену и сразу же кидаем замоченный нут, варим 2,5-3 часа.
Нарезаем картофель и репчатый лук кубиками.
Когда мясо сварилось, то выкладываем его, нарезаем кусочками и обжариваем на растительном и сливочном масле.
Добавляем нарезанный репчатый лук и продолжаем жарить.
Пока жарится мясо с луком, кладем в кастрюлю с бульоном и нутом картофель.
Когда картофель сварился, а мясо с луком поджарилось, то добавляем мясо с луком в бульон, затем кладем курагу и чернослив. Добавляем нарезанные помидоры.
Добавляем нарезанное яблоко, алычу и айву без косточек.
Когда все закипит, томим 10 минут, затем добавляем зелень, специи, выдавливаем сок одного лимона. Даем прокипеть пару минут. Выключаем.
Даем настояться в течение 20-30 минут.
ბოზბაში მარტივად
500 გრ ცხვრის ან ბატკნის ხორცი, 50 გრ დუმა, 100 გრ თავი ხახვი, ქინძი, ოხრახუში, პილპილი და მარილი - გემოვნებით.
ცხვრის ხორცი გავასუფთავოთ, გავრეცხოთ, დავჭრათ, ჩავდოთ ქვაბში, დავამატოთ წვრილად დაჭრილი დუმა, ქინძის კონა, დავასხათ წყალი, დავახუროთ სახურავი და შემოვდგათ ცეცხლზე, მოვქაფოთ, დავამატოთ დაჭრილი ხახვი და ვხარშოთ მზადყოფნამდე. ხარშვის ბოლოს დავამატოთ პილპილი, წვრილად დაჭრილი ქინძი და ოხრახუში
Subskrybuj:
Komentarze do posta (Atom)
Brak komentarzy:
Prześlij komentarz