wtorek, 31 stycznia 2012
„ატამი მელბა” – უნიკალური ნაყინი უნიკალური სოპრანოსათვის
„ატამი მელბა”
კულინარული ხელოვნების ეს შედევრი, ორი გენიოსის სახელს სამუდამოდ აკავშირებს ერთმანეთთან. ნელი მელბა XIX -XX საუკუნეების მიჯნის გენიალური სოპრანო, ბრიტანეთის იმპერიის ორდენის პირველი ქალბატონი კომანდორი, დიდი ჯვრის პირველი ქალბატონი და ჟორჟ ოგუსტ ესკოფიე, ვისთვისაც გერმანიის აღფრთოვანებულ იმპერატორ ვილჰელმ II-ს უბრძანებია: მე გერმანიის იმპერატორი ვარ, ხოლო შენ – მზარეულებისო.
ქალბატონი ნელი მელბა
1892 წელს ცნობილმა მეწარმემ და მილიონერმა, პორტერ-ამსტრონგმა, გადაწყვიტა მეუღლის, ნელი მელბას, საპატივცემლოდ წვეულება ლონდონის სასტუმრო სავოიეში გადაეხადა.იქაურ სამზარეულოში კი იმ დროს ესკოფიე მეფობდა.
ჟორჟ ოგიუსტ ესკოფიე
ქალბატონმა მელბამ კულინარიის მეტრი ქოვენტ გარდენში, სამეფო ოპერის თეატრში, მიიწვია სადაც იგი ვაგნერის "ლოენგრინში" ელზას პარტიას ასრულებდა. მეორე დღეს წვეულებაზე გამოჩნდა ლოენგრინითა და ქალბატონი მელბას განუმეორებელი, იმდენად უნიკალურით, რომ კრისტალურს უწოდებდნე, სოპრანოთი შთაგონებული და დღეს უკვე საქვეყნოდ ცნობილი დესერტი Pêche Melba. ოგუსტ ესკოფიეს მემუარებმა შემოინახეს ნაყინიდან გამოქანდაკებული გედის კუდიანი შედევრის შექმნის ისტორიაც და მისი ორიგინალური რეცეპტიც.
მასალად საჭიროა:
6 მწიფე ატამი რამოდენიმე წუთით მდუღარეში თავსდება და შემდეგ კიდევ რამოდენიმე წუთით ცივ წყალში რათა კანი ადვილად გასძვრეს გაწმენდილ ატამს ოდნავ მოაყრიან შაქრის პუდრს და ცივ ადგილას ათავსებენ ასევე საჭიროა 1 ლიტრი საუკეთესო ვანილის ნაყინი, 250 გრ ახალი და მწიფე ჟოლოს კარგად გაცივებული მუსი და 150 გრ შაქრის პუდრი
მაღალფეხიანი ვერცხლის ფიალა გავავსოთ ნაყინით, ზემოდან ფრთხილად მოვათავსოთ ატამი და მოვასხათ ჟოლოს პიურე. მოვრთოთ ნუშის რამოდენიმე ფანტელით.
თანამედროვე ვარიანტი ოდნავ განსხვავებულია
კან-კურკაგაცლილი და ორად გაჭრილი 4 ცალი ცოცხალი ან კონსერვირებული ატამი; 500 გრ დაბალი ცხიმოვნების ვანილის ნაყინი; 8 ნაჭერი ბისკვიტი
გარგარის სოუსისთვის კი - 250 გრ გარგარის ჩირი და შაქარი გემოვნებით
სოუსისათვის გარგარის ჩირს ალბობენ მცირე რაოდენობის წყალში როდესაც დაიბერება ამავე წყალში ხარშავენ და გაამიქსერებენ ნახარშსაც დაუმატებენ და შაქარს გემოვნებით ისევ წამოადუღებენ და გააცივებენ.
კანგაცლილ ატმებს ორად ჭრიან და კურკას აცლიან. ბისკვიტის ნაჭერზე მოათავსებენ ჯერ ნაყინს, შემდეგ ატმის ნახევარს, მოასხამენ გარგარის სოუს და მორთავენ დათლილი (მოხალული) ნუშით
ზოგიერთი კულინარი ორიგინალიდან კიდევ უფრო “შორს” წავიდა და რეცეპტს თეთრი ღვინო, ლიმონის წვენი და დარიჩინიც კი დაამატა.
ამ ვარიანტისათვის საჭიროა:
ვანილის ნაყინის 4 ბურთი, 4 ატამი (შეიძლება დაკონსერვებულიც), 0,5 ჭ თეთრი ღვინო, 2 ს/კ ლიმონის წვენი, ერთი ნატეხი დარიჩინი, 1 ს/კ შაქარი, 1-2 ფოთოლი პიტნა ან ბარამბო დეკორირებისათვის
სოუსისათვის:
200 გრ ჟოლო, 1-2 ს/კ საქრის პუდრი, 1 ცალი ვანილის შაქარი
კან და კურკაგაცლილ და ნაწილებად დაჭრილ ატმებს ორად ჭრიან. ქვაბში აცხელებენ ლიმონის წვენს, შაქარს, დარიჩინსა და ღვინოს, რაშიც ათავსებენ ატმებს და თავდახურულს დაბალ ცეცხლზე აჩერებენ. შემდეგ ამოიღებენ ატმებს და აცივებენ. ჟოლოს დასრისავენ და თუშფალანგში გატარებულს ცოტაოდენ ნაყენს, შაქრის პუდრსა და ვანილს უმატენებ.
ნაყინი და ატმები ფიალაში თავსდება ზემოდან სოუსი მოესხმება, ნუშითა და პიტნით ან ბარამბოთი მოირთვება.
ეს კი ჩემი „მელბა“
Subskrybuj:
Komentarze do posta (Atom)
Brak komentarzy:
Prześlij komentarz