wtorek, 24 stycznia 2012
თაფლკვერა შემწვარი ვაშლით
თაფლკვერა ნამცხვარი მორთული მაწვნის სოუსში შემწვარი ვაშლით
ცომისთვის საჭიროა:
700 გრ ფქვილი
250 გრ მაწონი
200 გრ თაფლი
100 გრ შაქარი
150 გრ ცხიმი ( ზეთი, მარგარინი, კარაქი )
4 კვერცხი
სოდა და ძმარი ან გამაფხვიერებელი
სანელებლებიდან ( ვანილი, დარიჩინი, მიხაკი, ჯავზი, კარდამონი, ჯანჯაფილი, ანისული, ილი, ლავანდი) რომელიც მოგიხერხდებათ
შემწვარი ვაშლი:
4 ცალი საშუალო ზომის ვაშლი კანიანად დავჭრათ და გავასუფთაოთ. მოვაყაროთ ქიშმიში, შვრია და სელის მარცვლები. ვანილი და დარიჩინი. შევწვათ ღუმელში ან მიკროტალღურში. ცხელსავეს დაუმატოთ 400 გრ მაწონი. ავურიოთ. შეიძლება ცოტაოდენი ძლიერი ალკოჰოლიც გამოვიყენოთ
გაცხიმულ კერამიკულ ფორმაში ჯერ ცომი მოვათავსოთ შემდეგ ვაშლის მასა და საშუალოზე მაღალ ცეცხლზე ვაცხოთ დაახ. 1 სთ.
Subskrybuj:
Komentarze do posta (Atom)
Brak komentarzy:
Prześlij komentarz