środa, 23 listopada 2011

CEZARIA (კესარია) - მაწვნის უგემრიელესი კერძი




ბლომად ზეთში მოვშუშოთ 2 თავი ხახვი და 2 - 3 ცალი დაფნის ფოთოლი. დავამატოთ სიმინდის წმინდა ღერღილი ან მსხვილი ფქვილი. ცხიმს რომ შეიწოვს დავუმატოთ სანელებლები. აქ შეიძლება როგორც ხარჩოს სანელებლები გამოიყენოთ ასებე საცივის. მე ქინძი, კურკუმა, ჯავზი, მიხაკი და დარიჩინი წიწაკა და მარილი + ჩემი გატარებული მწავნილეულობის პასტა დავუმატე ( ამიტომ ნიორი აღარ დასჭირდაებოდა). დავასხი რძის და მაწვნის დაბლენდერებული ნარევი ( 700 მლ მაწონი და 300 მლ რძე) და როცა შესქელდა ცხელი წყალი 2 ლიტრი. ჩავყარე ინდაურის, რგოლებად დაჭრილი სოსისი ( თუ დრო და ხალისიც გვექნება სოსისის ნაცვლად შეიძლება ფრინველის ხორცის ფარშისგან პაწია გუფთა- ბურთები გავაკეთოთ ). ცალკე ათქვეფოლი 2 კვერცხი და ცოტა ძმარი უკვე მზა კერძში ჩავასხათ. ვაცალოთ წამოდუღება და როგორცკი ადუღდება (!!!) გამოვრთოთ. მოვაყაროთ რაიმე სიმწვანე ( მე კამა გამოვიყენე ).

მიირთვით გახუხული პურით... ორცხობილა ან ხრაშუნები კიდევ უკეთესიცაა.

ზამთარში, როცა ცხლად მიირთმევთ არაყი ან ჭაჭა "ზედ დააკვდება" ხოლო ზაფხულში ცივს ჩაციებული ნახევრად ტკბილი თეთრი ღვინო დაამშვენებს.

მაწვნის სუპის კიდევ ერთი ვარიანტი მინდა შემოგთავაზოთ: მაწვნის პიკანტური სუპი მაკარონით.



2 თავი ხახვი, 2 ცალი დაფნის ფოთოლი, ზეთი ოხრახუში, ქინძი, კვლიავი, ყვითელი ყვავილი, უცხო სუნელი, მიხაკი და დარიჩინი, წიწაკა, მაკარონი 200 გრ, 2 ლიტრი წყალი, 2 ცალი კვერცხი, ძმარი, 200 გრ მაწონი, 200 მლ რძე.

დაჭრილი ხახვი დაფნის ფოთოლი და ხმელი სუნელები ( ოხრახუში, ქინძი, კვლიავი, ყვითელი ყვავილი, უცხო სუნელი, მიხაკი და დარიჩინი წიწაკა ) ბლომად ზეთში მოშუშოთ. დავამატოთ წყალი ჩავყაროთ მაკარონი და ვადუღოთ მაკარონის მოხარშვამდე. როდესაც მაკარონი თითქმის მზად იქნება ვამატებთ კარგად დაბლენდერებულ მასას: კვერცხი, მაწონი, რძე და ძმარი. წამოვადუღებთ გავუკეთებთ მარილს და მოვაყრით მწვანე კამას.

Brak komentarzy:

Prześlij komentarz