wtorek, 8 listopada 2011

ქარტია „2010”-ს განცხადება ბიზნესმენ ბ. ივანიშვილის ქართულ პოლიტიკურ სივრცეზე გამოჩენასთან დაკავშირებით



ქარტია 2010-ს მიერ მიერ გამოქვეყნებულ წერილებში ჩვენ მუდამ გამოვთქვამდით აზრს, რომ ქართულ პოლიტიკაში პროფესიული და კონკურენტუნარიანი პოლიტიკური ძალის გამოჩენას მივიჩნევთ საქართველოსთვის სასიკეთო მოვლენად. სამწუხაროდ ქართული პრესისა და ტელევიზიის საშუალებით, ადრე უჩინარი მეცენატის ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამ დაგვარწმუნა, რომ ნაცვლად ჯანსაღი პოლიტიკური ძალისა, საქმე გვაქვს მეტად სავალალო ფენომენთან.

მიუხედავად ივანიშვილის კატეგორიული მტკიცებისა, რომ იგი რუსეთის კარნახით არ მოქმედებს და მისი ჩართვა ქართულ პოლიტიკაში პირადად მისი გადაწყვეტილებაა, მრავალი ობიექტური და სუბიექტური ფაქტორის გათვალისწინებით, ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ ივანიშვილის მოულოდნელი გამოჩენა დღის სინათლეზე ,,საქარტთელოს გადარჩენის” პრეტენზიიტ, რუსეთის ძალისხმევის შედეგია.

პირველი არხით ტრანსლირებულმა პრესკონფერენციამ თვალნათლივ გვიჩვენა, რომ ჩვენს წინაშეა 90_იანი წლების რუსეთის საქმოსანთა კლანებისითვის მეტად დამახასიათებელი მენტალიტეტითა და რიტორიკით დაღდასმული, სრულიად არაქართული ცნობიერების მქონე პიროვნება.

ბიზნესმენი ივანიშვილი პოლიტიკისა და პოლიტტექნოლოგიის ანბანის ცოდნისგან იმდენად შორს არის, რომ მის ირგვლივ ხელოვნურად შექმნილი ჟრიამული არ მიიპყრობდა ჩვენს ყურადღებას, რომ არა ზოგიერთი დამაფიქრებელი გარემოება.

პირველი _ რუსეთის პრემიერ მინისტრის პუტინის მიერ გაკეთებული განცხადება ევრაზიული კავშირის შექმნის შესახებ, რომელიც, ცხადია, მიზნად ისახავს ამ კავშირში კავკასიის გაწევრიანებას, რაც კიდევ მეტად გააძლიერებს კრემლის ინტერესს. პუტინის პრეზიდენტად არჩევის მომენტისთვის საქართველოში ხელისულება შეიცვალოს ვფიკრობთ, რომ ივანიშვილის გეგმა საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებისა და პრეზიდენტის ვადამდე გადაყენების საპარლამენტო იმპიჩმენტის გზით, კრემლის ამ მიზანს უკავშირდება.

მეორე _ ნატოს მოახლოებული სამმიტი და სამმიტის მოლოდინში მორიგი პოლიტიკური დესტაბილიზაციის მცდელობა საქართველოში.

და ბოლოს, ქართულ ოპოზიციურ პარტიებსა და საზოგადოების გარკვეულ ნაწილში არსებული რუსული ლობი, რომელიც მაქსიმალურად ეცდება გამოიყენოს არსებული სოციალური პრობლემები მოსახლეობის მხარდაჭერის მოსაპოვებლად.

ზემოთთმულიდან გამომდინარე, თუ ივანიშვილის არსებობა ქართულ პოლიტიკაში გასტანს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, უნდა ვიფიქროთ, რომ წინასაარჩევნო კამპანია გადაიქცევა რუსეთ _საქართველოს მორიგ ომად, ამ ბრძოლის წაგების უფლება ქართველ ხალხს არა აქვს.
იმედი გვაქვს, რომ უკანასკნელი ათეული წლების მანძილეზე მრავლის მომსწრე და მხილველი ქართველი ერი შესძლებს ქვეყნის, ეგზომ ძნელად მოპოვებული, სუვერენიტეტის შენარჩუნებას.

ქარტია ” 2010 ”_ის სახელით,

უზენაესი საბჭოს დეპუტატები:

ვიქტორ დომუხოვსკი - პოლონეთი
მედეა თუშმალიშვილი - საფრანგეთი

Brak komentarzy:

Prześlij komentarz