niedziela, 25 września 2011

აღარ არის "უცნობი" ...



ეს ფოტო მრავალჯერ გამოქვეყნდა თბილისის ფორუმზე და ყოველთვის ასეთი კომენტარი ერთვოდა:

"ეს სურათი გადაღებული 1993 წლის საახლაწლო სუფრაზე. გარეთ, თბილისის ქუჩებში მათი განკარგულებით ქართველებს ხვრეტენ და დასავლეთ საქართველოს აოხრებენ...
მარცხნიდან მარჯვნივ
სხედან: გია კობახიძე, მამუკა კიკალეიშვილი, ირინა სარიშვილი.
დგანან: დათო ჭეიშვილი, გოგა ხაინდრავა, ვახტანგ გოგუაძე (სახელმწიფო საბჭოს სპიკერი), ჯაბა იოსელიანი (სახელმწიფო მეთაურის პირველი მოადგილე), ედუარდ გუდავა (რადიო "თავისუფლების" დეზინფორმატორი), გია ჭანტურია, გოჩა აბზიანიძე, უცნობი..."

მე კი ეს უცნობი მახსოვს და ვიცი, რომ მაშინ Amnesty International-ის წარმომადგენელი იყო ამიერკავკასიაში (!!!)
დღესაც ამ სფეროში "მოღვაწეობს" თურმე ... ემილ ადელხანოვი (ემანუელ სტაინბერგი), ,,მშვიდობის, განვითარების და დემოკრატიის კავკასიური ინსტიტუტი".

ნუ დავუკარგავთ ნაღვაწ - ნაშრომს შემოვუნახოთ მისი გვარ-სახელი შთამომავლობას ... ნუღარ ვუწოდებთ უცნობს ...



sobota, 24 września 2011

როგორ ფიქრობთ მოიხდის "კვირის პალიტრა" ბოდიშს?!

"ამ პროდუქტის მომხმარებლები არიან ქართველი ემიგრანტები, რომელთაც პროტესტის გრძნობა არც კი უჩნდებათ(!)"-ო
http://www.kvirispalitra.ge/public/6178-saakhaltslo-mzis-dabneleba.html?add=1#comments

წავიკითხე და თავი ძალზედ შეურაცხჰყოფილად ვიგრძენი რადგან რაც ემიგრანტი გავხდით მას შემდეგ ყველგან და ყოველთვის "ვიბრძვით" ჩვენი მწირი შესაძლებლობების ფარგლებში



http://forum.ge/?f=29&showtopic=33857491&st=0

1999 წლიდან ვაგზავნიდით საქართველოს საგარეო საქმეთა, სოფლის მეურნეობის სამინისტროებში წერილებს, ეტიკეტების ქსერო ასლებს ... რეაქცია - 0!!!



I ელჩი კოტე გაბაშვილი გახლდათ - უსაქმური!!!
შემდეგ ცოტა ხნით ფანჯიკიძე და კანდელაკი - ასევე არფერი გაკეთებულა.
შემდეგ დაინიშნა კოტე ქავთარაძე ...
იქნებ არც ამას მოეკლა თავი, მაგრამ 2006 წლის 28 მაისს, საინფორმაციო სააგენტომ GeoHotNews-მა გაავრცელა ინფორმაცია "ქართლოსი"-ს მიერ მიკვლეული "ალბინოსი ქინძმარაულის" შესახებ. 30 მაისს მასალა გადაბეჭდა ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა და გავლენიანმა ქართულმა გაზეთმა "ხვალინდელი დღე" ... და რაც მთავარია კრაკოვში ვიზიტის დროს რომ დაალევინეს სააკაშვილს იქაურ "ქართულ რესტორანში" ვითომ "მუკუზანი" ...

ყველაფერი კი ჩემი მეუღლის აქ ჩამოსვლი მერე დაიწყო. მანამდე ღვინო კი არა თავი არ მახსოვდა - მხოლოდ მისი საქმით ვიყავი დაკავებული...

I ბიძგი კი ძალიან კურიოზული ამბით დაიწყო.
ჩვენი ერთი პოლონელი მეგობარი დოკუმნტურ ფილმს იღებდა ვილნიუსში და სწორედ ბულგარული წარმოების "ხვანჭკარა" ჩამოგვიტანა - გაუხარდებათო.
არ დაილეოდა, მაგრამ მოგეხსენებათ ქართული "ზრდილობა" ... ადამიანს გავახსენდით, სამივლინებო ფულით გვიყიდა, ჩამოგვიტანა და გულს ხომ არ ვატკენთო ...
ფილმის პრეზენტაციაზე ისევ წავიდა ვილნიუსში და ისევ ჩამოგვიტანა "ქართული ღვინო" - აი, მაშინ კი ვუთხარით: მეტი აღარ მიქარო და არ იყიდო...
და უკვე აქაც დავიწყეთ ასეთი ღვინოების ძებნა. ისე საძებარიც არაფერი იყო გავსებული იყო აქაურობა ბულგარული "ქართული ღვინოებით" და უკრაინული "ბორჯომით"

http://www.facebook.com/photo.php?fbid=10150264076007235&set=a.10150263917642235.364310.805337234&type=1&theater

"ქართლოსი"-ს მიერ გამოაშკარავებული ქართული ღვინის ბულგარული ფალსიფიკაციები



http://www.facebook.com/photo.php?fbid=10150264078287235&set=a.10150263917642235.364310.805337234&type=1&theater

Грузия выиграла судебный процесс против болгарских компаний в связи с фальсификацией грузинских вин
02.06.2008

http://www.apsny.ge/news/1​212432443.php

Грузия выиграла иск у болгарских компаний по поводу фальсификации грузинских вин. Об этом сообщают в министерстве сельского хозяйства Грузии.



თუ რომელიმე ჟურნალისტი დაინტერესდება "ქართული ხაჭაპური"-ს თემით გთხოვთ შეგვეხმიანოს ... დავწერე 3 Jun 2008, ... დოკუმენტური მასალაც დავდევი... რეაქცია ისევ 0 იყო ...

środa, 14 września 2011

Irena ... Irka ... ირინოლა


Irena Schirtładze ( ირინე სხირტლაძე ), 16-letnia łączniczka batalionu Parasol zginęła 14 września 1944 roku w czasie próby ratowania rannego dowódcy plutonu pchor. Wacława Dunin- Karwickiego ps. „Luty”.

W sierpniu 1944 r. Irena Schirtladze dołączyła do batalionu Parasol na Woli a następnie przeszła wraz z nim szlak bojowy przez Stare Miasto, Śródmieście aż na Czerniaków.Niemcy zastrzelili ją na ulicy Ludnej.Odznaczona pośmiertnie Krzyżem Walecznych. Spoczywa w kwaterze “Parasola” na Powązkach Wojskowych w Warszawie.

Irena Schirtladze urodziła się w Polsce. Była córką gruzińskiego oficera kontraktowego kpt. pilota Arkadiusza Schirtladze ( არკადი სხირტლაძე ) i Polki – Janiny Schirtladze (z domu Kicińskiej). Dorastała w Dęblinie, gdzie ojciec szkolił lotników.

Kpt. pil. Arkadiusz Schirtładze urodził się 26 stycznia 1902 r. Od stycznia 1930 r. w 62 Eskadrze Liniowej, od lipca 1931 r. do lipca 1933 r. dowódca 54 Eskadry Liniowej, od lipca 1933 r. do stycznia 1935 r. dowodzi 55 Eskadrą Liniową. Od stycznia 1935 r. w 56 Eskadrze Obserwacyjnej, dowodzi plutonem. Od 1937 r. jest kierownikiem wydziału w Dziale Nauk CWL-1 w Dęblinie. Ranny 2 IX 1939 r. podczas nalotu na lotnisko dęblińskie, przewieziony do Szpitala Ujazdowskiego w Warszawie. Po kilku dniach opuszcza szpital, ewakuowany na wschód. Aresztowany w okolicach Brześcia przez NKWD został on zamordowany w Katyniu.

Jedynie matka i siostra “Irki” przeżyły wojnę.

Ten wiersz nazywa się IRINOLA ( czułe zdrobnienie od Irine ) napisał znany poeta Dżansugh Czarkwiani (ჯანსუღ ჩარკვიანი)...

ი რ ი ნ ო ლ ა

ფაშიზმთან ომის დროს პოლონეთში დაღუპულ 16 წლის ირინე სხირტლაძეს

მართლა მჯიღისხელა თუ ხარ, შენი მჯიღის ჭირიმე,
რად არ სწუხხარ, რად არ სწუხხარ, რად არ სწუხხარ ირინეს.

მიწა დასწვეს იმის ცოდვით, ზეცა გაახირიმეს,
ვინ იცნობდით, ვინ იცნობდით, ვინ იცნობდით ირინეს.

გამოცხვება კვერი ობლის, გაუყუჩებთ ტკივილებს,
ოღონდაც თქვით, ვინ იცნობდით, ვინ იცნობდით ირინეს.

მხოლოდ ცეცხლში, მხოლოდ ცეცხლში, ცეცხლში გამოიცადა,
პოლონეთში, პოლონეთშიც საქართველოს იცავდა.

აჯანყდა და მტერი ხოცა, ბინად ჰქონდა სანგარი,
საქართველოვ, შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი...

პოვონსკაში თეთრი გორა მოუჩითავთ გვირილებს,
ირინოლა, ირინოლა, ირინოლა, ირინე.

აჯანყდა და მტერი ხოცა, ბინად ჰქონდა სანგარი,
საქართველოვ, შენ ვინ მოგცა, შვილი დასაკარგავი...

Irena Schirtładze

Irena Schirtładze ps. "Irka" (ur. 7 kwietnia 1928 r. we Lwowie, zm. 14 września 1944 w Warszawie) – gruzinka, w powstaniu warszawskim ochotniczka-sanitariuszka w batalionie "Parasol".

Córka Arkadiusza Schirtładze i Janiny Schirtładze z d. Kicińskiej. W latach 1937-1939 mieszkała w Dęblinie. Jej ojciec był gruzińskim oficerem (kapitanem lotnictwa). W Dęblinie szkolił polskich pilotów. Wziął udział w kampanii wrześniowej. Wzięty do niewoli przez Armię Czerwoną, zamordowany w Katyniu.

Irena Schirtładze dołączyła do batalionu "Parasol" w pierwszych dniach powstania warszawskiego w sierpniu 1944 roku podczas walk tego oddziału na Woli. Przydzielona do 3. kompanii przeszła szlak bojowy "Parasola" z Woli, przez Starówkę, Śródmieście, aż po Czerniaków, gdzie została ciężko ranna przy ul. Ludnej. Zmarła 14 września. Miała 16 lat.

Została odznaczona Krzyżem Walecznych. Pochowana w kwaterach żołnierzy i sanitariuszek batalionu "Parasol" na Powązkach Wojskowych w Warszawie.

http://www.1944.pl/historia/powstancze-biogramy/Irena_Schirtladze

http://pl.wikipedia.org/wiki/Irena_Schirtładze


Tym winem od ALAVERDI - THE GEORGIAN POINT zgodnie z Gruzińską tradycją pokropiłyśmy grób "Irinoli" oraz pod Krzyżem Katyńskim.




http://niezalezna.pl/16178-pamietamy-o-„irce”-schirtladze

(fot. Piotr Ferenc-Chudy)

środa, 3 sierpnia 2011

პიოტრ მიტზნერი: ვერცხლისფერი ნატალია

PIOTR MITZNER: Srebrna Natalia



Konstanty z Natalią, Śledziejowice 1946 r. Fot. H. Hermanowicz

უკვე მესამე, ან შეიძლება მეოთხე თაობაც კი, კონსტანტი ილდეფონს გალჩინსკის (1905 – 1953) „ თავის პოეტად ” თვლის. მკითხველთა შორის უდიდეს წარმატებას თან ახლავს ლიტერატურათმცოდნეთა ერთგვარი დაბნეულობა. მათ ხომ ჯერაც ვერ მოუძებნეს შესაბამისი ადგილი მწერალს, რომელიც დემონსტრაციულად სცილდება ყველანაირ ლიტერატურულ სკოლას.

იგი ლირიკოსი იყო და ხუმარა, სიურეალისტი და უბრალო ხალხის სინამდვილის მომღერალი, ასახავდა პოლონურ ყოველდღიურობასა და ევროპული კულტურის შედევრებს. ამიტომაც გალჩინსკის შემოქმედებაში ყველანი – ახალგაზრდაცა და ხანდაზმულიც, კონსერვატორიცა და მეამბოხეც – პოულობენ რაიმეს სათავისოს. უპირველეს ყოვლისა კი ისინი, ვინც სიყვარულზე ეძებენ ლექსებს. ასეთები კი პოეტის ნაწარმოებებს შორის ცოტა არ არის და ყოველი მათგანი ერთი ქალის, მეუღლე ნატალიასადმი, გრძნობით არის გამთბარი.

1930 წელს დაქორწინდნენ. ჯვარი ვარშავის მართლმადიდებლურ ეკლესიაში დაიწერეს. პატარძალი რუსეთის მეფის არმიის ოფიცრის, კონსტანტინე ავალიშვილის, ქალიშვილი იყო. მისი მეუღლე, ბავშვებთან ერთად, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ პოლონეთში აღმოჩნდა, თავად კი სამოქალაქო ომის დროს რუსეთში დაიკარგა. მრავალი წლის შემდეგ გაირკვა, რომ თურმე გადარჩენილა ბოლშევიკურ ტყვეობასა და ორმოცდაათიან წლებში საქართველოში გარდაიცვალა. ცხადია, არც კი იცოდა, რომ მისი ქალიშვილი პოლონელი პოეტის მუზად იქცა.

* * *

მქონდა ბედნიერება და ვიცნობდი ქალბატონ ნატალია გალჩინსკას. ვყოფილვარ პოეტის ვარშავის ბინაში. და თუმცა თავად იგი უკვე დიდი ხანია ცოცხალი აღარ იყო, აქ მაინც იგრძნობოდა მისი არსებობა, პირველყოვლისა იმაში, თუ რას და როგორ ყვებოდა მისი მუზა. ალეა რუჟზე მდებარე ბინიდანGგამოსლის შემდეგ გავაკეთე ჩანაწერები, რომელთა ფრაგმენტებსაც ახლა გთავაზობთ.

* * *

გესაუბრებათ ნატალია გალჩინსკა:
„ მუსიკა უყვარდა. მას მიუძღვნა მრავალი ლექსი, ხოლო კომპოზიტორებთან, იმათთან, სულეთის ქვეყანაში გარდასულებთან, მეგობრობდა – ბახთან, მოცარტთან, შოპენთან. მის პოეზიაში მუსიკალური და პოეტური სტრუქტურები ერთმანეთში ძალიან ღრმადაა გადახლართული. მაგალითად, კონსტანტის ლექსებში სადღაც მიმალულია შუბერტის „კალმახი”, მაგრამ სად, ეს მხოლოდ მან იცოდა. პოემაში „ნიობე” არის ბურლაკების სიმღერებისა და ბეთჰოვენის „ IX სიმფონიის ” მელოდიების ფრაგმენტები.

შესნიშნავად ამყარებდა კონტაქტს ჩვეულებრივ ადამიანებთან. ერთხელ კალატოზების რამოდენიმე ბრიგადა, სამუშაოს დამთავრების შემდეგ, პოეზიის მოსასმენად შეკრიბეს. ხალხი დაღლილი იყო, მშიერი, გაბოროტებული. აქ კი ვიღაც ლიტერატორები შრომაზე ლექსებით თავსაბეზრებენ, მაგრამ როცა გამოვიდა კონსტანტი და დაიწყო თავისი პოეტური იგავ–არაკების კითხვა, გამხიარულდნენ და უსმენდნენ, მოჯადოებულებივით უსმენდნენ.

როდესაც კონსტანტის საპატივცემლოდ ჩვენ სახლზე მემორიალური დაფა განათავსეს, ერთ–ერთი მუშა ბინაში, მეუღლის ოთახში, შემოვიდა ტახტის წინ დაიხარა და მის კუთხეს აკოცა.

შურიანი კოლეგები მას პოპულარობას ვერ პატიობდნენ, მისი პოეზია კი სოცრეალიზმის ჩარჩოებში ვერ თავსდებოდა. ამიტომაც საჯაროდ ლანძღავდნენ. ერთმა მებრძოლმა აქტივისტმა განაცხადა: –კისერი უნდა მოეგრიხოს იმ ბურჟუაზიულ იადონს, რომელიც გალჩინსკის პოეზიაში ჭიკჭიკებსო. რაზეც პოეტმა ასე მიუგო: ”კი, ბატონო, მაგრამ მაშინ ხომ გალიას ყველანი დაინახავენ ”.

კონსტანტი მხოლოდ ერთი სახეობის რეალიზმს სცნობდა. იგი ამინდთან იყო დაკავშირებული. თუ სარკმლებს მიღმა წვიმა მოდიოდა, ლექსებშიც წვიმდა. იგივე ითქმის თოვლზე, მზეზე.

ადამიანურ სინამდვილეს ისე სცვლიდა როგორც ჯადოქარი, რომელსაც საკუთარი თავიცა და ყველა სხვა, ვისაც ეს სწყურია, შორეულ, ეგზოტიკურ ქვეყნებში გადაჰყავს, ან დროში მოგზაურობას სთავაზობს: ანტიურ ხანაში, შუა საუკუნეებში, შექსპირის კომედიების სამყაროში ”.

* * *

ქალბატონი ნატალია, „ ვერცხლისფერი ნატალია ” ( ასე სწერდა მასზე მეუღლე ), არ იყო მხოლოდ ის მედიუმი ვისი მეოხებითაც შეგვეძლო დავკავშირებოდით საყვარელ პოეტს. იყო არაჩვეულებრივად ლამაზი და ძლიერი პიროვნება. მახსოვს მისი გულმოწყალება, წყნარი და მჟღერი ხმა.

მასაც დარჩა საკუთარი ლიტერატურული ნამუშევრები: თარგმანები ( ჰერცენი, ლესკოვი, ჩეხოვი ), საყმაწვილო სამოგზაურო მოთხრობები და შესანიშნავი ზღაპრების კრებული. პოეტი იყო, თუმცა კი ლექსებს არ წერდა.

ჩემი ჩანაწერები ნატალია გალჩინსკას გარდაცვალებამე ერთი წლით ადრე თავდება ( 1976 წელს გარდაიცვალა ). მის მიერ ნაკარნახები უკანასკნელი ფრაზა მეუღლის ნაწერებიდან მოტანილი ციტატია:

” პოეზია სუფთა, ხალასგულიანი ხალხისთვის არის, ან მათთვის ვისაც პოეზიით სურთ განიწმინდონ ”.


Konstanty z Natalią w Czechach, Podiebrady 1949r.

კონსტანტი ილდეფონს გალჩინსკის სამი ლექსი მიძღვნილი მეუღლე ნატალიასადმი


ვედრება ბედნიერების კუნძულებზე

ბედნიერების კუნძულებზე თან წამიყვანე,
ნაზი სიოთი ყვავილთ დარად მიწეწე თმები,
კოცნით დამახრჩვე, მინანავე, დამაძინე მუსიკის ბანგით,
ბედნიერების კუნძულებზე სიზმრებიდან ნუ გამაღვიძებ.

წყლები მაჩვენე დიდზე დიდი და წყნარზე წყნარი,
მწვანე ტოტებში მასმენინე ვარსკვლავთ ბაასი,
პეპლების ჯარი გულში მინდა ფრთხილად ჩავიკრა,
და წყლის ნაპირზე სიყვარულით მშვიდ ფიქრს მივეცე.

Prośba o wyspy szczęśliwe

A ty mnie na wyspy szczęśliwe zawieź,
wiatrem łagodnym włosy jak kwiaty rozwiej, zacałuj,
ty mnie ukołysz i uśpij, snem muzykalnym zasyp, otumań,
we śnie na wyspach szczęśliwych nie przebudź ze snu.

Pokaż mi wody ogromne i wody ciche,
rozmowy gwiazd na gałęziach pozwól mi słyszeć zielonych,
dużo motyli mi pokaż, serca motyli przybliż i przytul,
myśli spokojne ponad wodami pochyl miłością.
1930


სიზმარში ჰყვირი

სიზმარში ჰყვირი. ლამფა ბოლავს.
ნატალიავ! ნატო!! ნატუნა!!!
რად არ წახვედი სამშობლოში, საქართველოში
მამასთან, ძმებთან და საერთოდ შენიანებთან?

აქ, ხომ ხედავ, ამ დღეების უნიათო რბოლას,
სურდო, ხველა, ასპირინი,
იღრუბლება კიდევ უფრო მეტად.

იქ კი მიგელოდა შენი ციხე – კოშკი,
მარანი და ტაიჭების რემა –
ერთი კია, ასახდენიც არ ახდება ხშირად.

Krzyczysz przez sen

Krzyczysz przez sen. Lampa dymi.
Natalia! Natusia!! Natałka!!!
Czemu, czemu nie uciekłaś na Kaukaz
razem z ojcem i braćmi twoimi?

Tutaj, widzisz, dni niechętne płyną,
z katarami i aspiryną,
a chmury są coraz bardziej trwożliwe.

Tam byś miała maurytański zamek
i winnice, i konie stadami -
oczywiście, gdyby to było możliwe.

1936


ლირიული საუბარი

- მითხარი როგორ გიყვარვარ.
- გეტყვი.
- ჰო, აბა, გისმენ.
- მიყვარხარ მზეში. მოკიაფე სანთელთა შუქში,
ფართე ფარფლიან ქუდშიც, ბერეტშიც.
ქარშიც მიყვარხარ, თეატრშიც და ალუბლებს შორის,
იასამნებში, ჟოლოებში, თეთრ ენძელებში.
მაშინაც როცა გძინავს, როცა მუშაობ.
კოვზის დავარდნაც მიყვარს შენი,
როცა კვერცხს იწვავ.

ყველგან მიყვარხარ ავტობუსში, სახლში და კარში.
ტაქსშიც მიყვარხარ, ქუჩის თავშიც, ქუჩის ბოლოშიც.
საფრთხეში მყოფიც მიყვარხარ და კარუსელებზეც.
მე ისიც მიყვარს სავარცხელით თმას როცა იყოფ.
ზღვაშიც მიყვარხარ, მთებშიც და ტყეშიც.
ქოშებში ხარ თუ ფეხშიშველი მაშინაც გეტრფი.
გუშინ მიყვარდი, დღესაც, ხვალაც, დღისით და ღამით,
როცა მერცხლები მოიყვანენ გაზაფხულს ჩვენთის.

- ზაფხულობით, ზაფხულობით როგორ გიყვარვარ?
- როგორც შეჰფერის ზაფხულის ხვატს მის მცხუნვარებას
- შემოდგომაზე, მოქუფრული ცა როცა გვიმზერს?
- ქოლგა დაკარგო – მეყვარები მე მაინც ისევ.
- ზამთარი როცა შემოჭირხლავს ჩვენს სარკმლის მინებს?
- ბუხრის მხიარულ ცეცხლის ალად შემოგენთები.
მე შენი გულის სიახლოვით თავს მშვიდად ვიგრძნობ.
გარეთ კი თოვლი და იმ თოვლში შემცივნებულ ყვავების გუნდი...

Rozmowa liryczna

- Powiedz mi jak mnie kochasz.
- Powiem.
- Więc?
- Kocham cie w słońcu. I przy blasku świec.
Kocham cię w kapeluszu i w berecie.
W wielkim wietrze na szosie, i na koncercie.
W bzach i w brzozach, i w malinach, i w klonach.
I gdy śpisz. I gdy pracujesz skupiona.
I gdy jajko roztłukujesz ładnie -
nawet wtedy, gdy ci łyżka spadnie.
W taksówce. I w samochodzie. Bez wyjątku.
I na końcu ulicy. I na początku.
I gdy włosy grzebieniem rozdzielisz.
W niebezpieczeństwie. I na karuzeli.
W morzu. W górach. W kaloszach. I boso.
Dzisiaj. Wczoraj. I jutro. Dniem i nocą.
I wiosną, kiedy jaskółka przylata.
- A latem jak mnie kochasz?
- Jak treść lata.
- A jesienią, gdy chmurki i humorki?
- Nawet wtedy, gdy gubisz parasolki.
- A gdy zima posrebrzy ramy okien?
- Zimą kocham cię jak wesoły ogień.
Blisko przy twoim sercu. Koło niego.
A za oknami śnieg. Wrony na śniegu.

1950
ტექსტი და ლექსები თარგმნა რუსუდან კიკალეიშვილი-დომუხოვსკიმ

http://www.kigalczynski.pl/natalia/gruzja/

ანჯეი ვოჟნიაკი: ქართული ემიგრაციის საზოგადოებები და ორგანიზაციები პოლონეთში




ქართულ-პოლონური კონტაქტების ისტორია XV საუკუნის ბოლოდან იწყება და დაახლოებით ხუთას წელიწადს ითვლის. პოლონეთში ქართული ემიგრაციის საკითხი პირველად XVII საუკუნის ბოლოს წარმოიშვა. ჟეჩიპოსპოლიტას ლაშქარში სხვა უცხოელებთან ერთად, ქართველებიც მსახურობდნენ, ისინი ცვალებადმა პოლიტიკურმა სიტუაციამ აიძულა სამშობლო დაეტოვებინათ. ზოგიერთმა ქართველმა ემიგრანტმა დიდი როლი ითამაშა, პოლონეთსა და ირანს შორის არსებულ დიპლომატიურ კავშირში, რომელსაც მიზნად ჰქონდა ამ ქვეყნის ჩართვა ანტითურქულ კოალიციაში. უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია ბოგდან გურჯიეცკი, რომელიც სამეფო ლაშქრის ასეულის მეთაური იყო, ასევე მისი ძმა - ფარსადანი.

XVII საუკუნის ბოლოს პოლონეთმა აქტიური ანტითურქული პოლიტიკა შეწყვიტა. ამასთან ერთად შეწყდა ქართველების პოლონეთში ემიგრაცია და მთელი XVIII საუკუნის განმავლობაში ინფორმაციები პოლონეთში სტუმრად მყოფ ქართველებზე შედარებით იშვიათია.
XIX საუკუნის დასაწყისში, საქართველომ პოლონეთის მსგავსად, დამოუკიდებლობა დაკარგა. 1801 წ აღმოსავლეთ საქართველო (კახეთის სამეფო), შემდგომში კი დასავლეთ საქართველოც (იმერეთის სამეფო, სამეგრელოს, გურიისა და აფხაზეთის სამთავროები) შეუერთეს რუსეთს. რუსეთის სამსახურში მყოფი ქართველები (სამხედროები და მოხელეები), პოლიტიკური დევნილები, მოგვიანებით ასევე ვაჭრები, მეწარმეები და სტუდენტები - სულ უფრო ხშირად ჩნდებოდნენ პოლონეთის მიწა-წყალზე. ნოემბრის აჯანყებამდე მათი რიცხვი პოლონეთის სამეფოს ავტონომიაში შედარებით მცირე იყო. XIX საუკუნის II ნახევარში ქართველების რიცხვმა იმატა. მათი უმეტესი ნაწილი ვრშავაში დამკვიდრდა, რომელიც ადმინისტრაციული, სამხედრო და განათლების ცენტრს წარმოადგენდა.

XIX საუკუნის ბოლოს ქართველების უმეტეს ნაწილს პოლონეთის სამეფოში კვლავ სამხედროები და მოხელეები წარმოადგენდნენ, რომლის უმეტესობა თავს ვარშავაში იყრიდა. Gგამოჩნდნენ ქართველი ვაჭრები და მეწარმეები. სტუდენტური გარემო მცირერიცხოვანი, მაგრამ პოლიტიკურად საკმაოდ აქტიური იყო. იმდროისთვის განათლების ვარშავაში მიღება დიდი პოპულარობით სარგებლობდა პატრიოტულად განწყობილ ქართველ ახალგაზრდებს შორის. ამ პერიოდში წარმოშობილი ქართული დამოუკიდებლობის პარტიები, როგორც ამას იხსენებდა გ. ჩუბინაშვილი თავის ავტობიოგრაფიაში, სწორედ აქ ეძებდნენ მაგალითსა და შთაგონებებს თავიანთი საქმიანობისათვის. XIX საუკუნის 90-იან წლებში პოლონეთში ქართველი სტუდენტების ჯგუფი მოღვაწეობდა, რომლებიც ა. ჯაფარიძის მიერ დაარსებული საქართველოს განთავისუფლების ლიგის წევრები იყვნენ. რუსეთის ხელისუფლებამ ორგანიზაცია გამოამჟღავნა და მათი წევრები დააპატიმრა. მათ შორის დაპატიმრებულ იქნა ვარშავის ვეტერინარული ინსტიტუტის სტუდენტი, მომავალში ცნობილი ქართველი მწერალი - შიო დედაბეროვი (დედაბრიშვილი), ცნობილი როგორც შიო არაგვისპირელი. გასული საუკუნის ბოლოს ვარშავის ვეტერინარულ ინსტიტუტში სხვა ქართველ სტუდენტებთან ერთად ნოე ჟორდანია (1869_1953) სწავლობდა, რომელიც მომავალში საქართველოს დემოკრატიული მთავრობის პრემიერი გახდა. მათ შორის იმყოფებოდა, მომავალში საბჭოთა საქართველოს გამოჩენილი პარტიული მოღვაწე- ფილიპე მახარაძე (1869_1941). სწავლის პერიოდში ნოე ჯორდანიამ ორგანიზება გაუკეთა ორ სამეცნიერო წრეს. ერთი - ქართულ ენაზე ქართველი სტუდენტებისთვის, ხოლო მეორე - რუსულ ენაზე მოსაუბრე ქართველებისა და რუსებისათვის. ცნობილი არ არის ამ სამეცნიერო წრეებში გაერთიანებული სტუდენტების რაოდენობა, და არც ის ეკუთვნოდნენ თუ არა მათ სხვა ინსტიტუტის მსმენელები, მაგრამ სავარაუდოა, რომ საუკუნეთა გასაყარზე ვარშავის უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე ქართველ სტუდენტთა რიცხვი ორიოდე ათეულს არ აღემატებოდა.
ინფორმაცია იმ პერიოდში ვარშავის გარეთ მცხოვრებ ქართველებზე მცირეა. ცნობილია რამოდენიმე ქართველი მოხელის გვარი შედარებით პატარა ქალაქებიდან და ოფიცრებისა, რომლებიც პროვინციულ გარნიზონებში მსახურობდნენ. ზოგიერთ მოგონებებში გვხვდება ქართველი ექიმის გვარი კრესების პატარა ქალაქიდან.

შედარებით გაიზარდა ქართველების ემიგრაცია პოლონეთში ომთაშორის პერიოდში, მაგრამ ამ ფაქტთან დაკავშირებული ჩვენი ცოდნაც არ არის სრულყოფილი. პოლონეთში ქართული სათვისტომოს წარმოშობა, უპირველეს ყოვლისა საქართველოს მიერ მოპოვებული დამოუკიდებლობის დაკარგვასთან იყო დაკავშირებული. 1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამხობის შემდეგ, პოლონეთში აღმოჩნდა ემიგრანტების ჯგუფი, მათ უმეტეს ნაწილს სამხედროები, კერძოდ: ექვსი გენერალი, ოცდათხუთმეტი ოფიცერი და ორმოცდაექვსი სამხედრო სასწავლებლის კურსანტი წარმოადგენდა, რომლებმაც უკვე პოლონეთში მიიღეს ოფიცრის წოდება. ისინი კონტრაქტის საფუძველზე მსახურობდნენ პოლონეთის არმიაში. სამოქალაქო ემიგრანტები სხვადასხვანაირი წარმატებით საქმიანობდნენ თავისი ადრინდელი ან ახლად შეძენილი პროფესიით და ადგილობრივი მკვიდრების მხრიდან გარსშემორტყმულნი იყვნენ კეთილმეგობრული განწყობილებით. ქართველი ემიგრანტების რიცხვი მუდმივად იცვლებოდა: დაბადებები, გარდაცვალებები, ზოგი მიემგზავრებოდა, ზოგი ჩამოდიოდა სხვა ქვეყნებიდან ( მაგალითად 30-იან წლებში საფრანგეთიდან). ეს ყოველივე აძნელებდა მათი ზუსტი რიცხვის დადგენას. გარდა 20-იან _ 30-იანი წლების ემიგრანტებისა პოლონეთში ასევე ცხოვრობდა მცირე ჯგუფი ადრეულ პერიოდში დასახლებული ქართველებისა.

არაზუსტი ინფორმაციებიდან ცნობილია, რომ პოლონეთში მცხოვრებ ქართველთა რიცხვი დაახლოვებით 200 კაცს შეადგენდა. 1939 წლის საქართველოს კომიტეტის წყაროებზე დაყრდნობით, ქართველი ემიგრანტების უმეტესობა თავს ვარშავაში იყრიდა, სადაც დაახლოებით 100 ქართველი ცხოვრობდა. სხვა პოლონურ ქალაქებში მათი რიცხვის შესახებ არავითარი ინფორმაცია არ მოგვეპოვება. სამაგიეროდ ცნობილია, რომ ემიგრანტების მცირე ჯგუფები (უმეტეს შემთხვევაში ოფიცრები და მათი ოჯახის წევრები) ცხოვრობდნენ ასევე პოზნანში, ბიდგოშჩსა და ტორუნში, ხოლო ერთეული ოჯახები გროდნოში , კრაკოვში, ლუბლინში, რუვნოში, სამბოჟში, ჟულკვსა და ისეთ პატარა ქალაქებში, როგორიცაა გრკოლინა, გრაევო და პლეშევი.

XX საუკუნის 20 _ 30-იან წლებში პოლონეთში არსებული ქართული დიასპორა სპეციფიური სტრუქტურის მქონე დემოგრაფიულ და პროგესიულ ჯგუფს წარმოადგენდა. მისი უმრავლესობა - ოფიცრები და სამხედრო სასწავლებლის კურსანტები იყვნენ. “პოლონელი” ქართველების უმეტესობას 20-დან 50 წლამდე ასაკის მამაკაცები წარმოადგენდნენ. მხოლოდ რამოდენიმე იყო უმაღლესი რანგის ოფიცერი, მაგალითად 1860 წელს დაბადებული გენერალი ყაზბეგი. ქართველ ემიგრანტებს შორის ცოტა იყო მოსწავლე ახალგაზრდობა და სტუდენტები, რადგანაც მხოლოდ ერთეულები (მაგ. ზოგიერთი უმაღლესი რანგის ოფიცრები) ჩამოვიდნენ პოლონეთში ოჯახებთან ერთად. ახალგაზრდა, უცოლო ოფიცრებსა და სამხედრო სასწავლებლის კურსანტებს თანამემამულე ემიგრანტთა ოჯახებში მეორე ნახევრების პოვნის დიდი შანსი არ ჰქონდათ. რის გამოც ხშირ შემთხვევაში ცოლად მოჰყავდათ პოლონელები. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ოჯახებით ჩამოსულ ქართველთა შორისაც გვხვდება ეთნიკური თვალსაზრისით შერეული ქორწინებები, მაგალითად - მეუღლე რუსი ან იტალიელი.

პოლონეთში ქართული დიასპორის პროფესიული სტრუქტურა დიფერენცირებული იყო. თუმცა კი უმეტესობას სამხედროები წარმოადგენდნენ, მაგრამ სამოქალაქო პირებს შორის იყვნენ სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები. მნიშვნელოვანი ნაწილი მისდევდა სხვადასხვა დონის ვაჭრობას, იყვნენ აგრეთვე მეცნიერ მუშაკები, მოხელეები, ჟურნალისტები, ექიმები, აგრეთვე სასულიერო პირი _ არქიმანდრიტი, მამა გრიგოლ ფერაძე, რომელიც განსაკუთრებულ შემთხვევებში, ვარშავის ქართულ სათვისტომოში კაპელანის ფუნქციებს ასრულებდა. რამოდენიმე ქართველი უმაღლეს სასწავლებლებში ლექციებს კითხულობდა, ხოლო ახალგაზრდები პოლონურ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობდნენ. როგორც ვხედავთ, ამ ოცწლეულის განმავლობაში პოლონეთში მყოფი ქართველების უმრავლესობას ინტელიგენცია წარმოადგენდა და მათ შორის არ იყვნენ ისეთები, ვინც თავს ფიზიკური შრომით ინახავდნენ.
ომთაშორის პერიოდში ვარშავა იყო პოლონეთში ქართველების არა მარტო უდიდესი თავშეყრის ადგილი. აქ ცხოვრობდა, განსაკუთრებით 20-იან წლებში, ქართული ემიგრაციის თითქმის ყველა გამოჩენილი მოღვაწე და კონტრაქტის საფუძველზე მომსახურე ოფიცრების დაახლოებით 1/3 ( მათ შორის ორი გენერალი ). 1921 წლამდე აქვე იყო საქართველოს დიპლომატიური მისია და კონსულატი, მთელი ომთაშორისი პერიოდის განმავლობაში ფუნქციონირებდნენ ქართული და ქართულ-პოლონური საზოგადოებები და ორგანიზაციები, აქ ისახებოდა თითქმის ყველა კულტურული, საგამომცემლო და პროპაგანდული ინიციატივები. 1919 წლიდან ვარშავაში ფუნქციონირებდა კავკასიის ქვეყნების წარმომადგენლობა თავად ვალერიან სიდამონ_ერისთავის ხელმძღვანელობით, რომელსაც 1920 წლის გაზაფხულზე, საქართველოს დემოკრატიული მთავრობის მიერ, მიენიჭა პოლონეთში საქართველოს დიპლომატიური მისიის რანგი. მან 1921 წლამდე იარსება. შედარებით ხანგრძლივად ფუნქციონირებდა საქართველოს საკონსულო, რომელიც "ნოვი შვიატის" 17 ნომერში მდებარეობდა.

1921 წლამდე პოლონეთში ქართული ემიგრაცია არ იყო დიდი. შემადგენლობით ყველაზე რიცხვმრავალი, ვარშავის საზოგადოება, მხოლოდ რამოდენიმე ათეულ წევრს ითვლიდა. კავკასიის რესპუბლიკების წარმომადგენლის, ხოლო 1920 წლიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ელჩის თავად სიდამონ-ერისთავისა და მისი გარემოცვის გარდა მას მიეკუთვნებოდნენ შედარებით უფრო გვიანდელი ქრთული დამოუკიდებლობითი ემიგრაციის გარემოცვაში კარგად ცნობილი სერგო ყურულიშვილი და კაპ. ალექსანდრე გოძიაშვილი. ქართველების ამ მცირე ჯგუფმა ორგანიზება გაუკეთა თვითგადარჩენის კომიტეტს, რომელსაც სათავეში სიდამონ-ერისთავი ედგა. კომიტეტი 1921 წლამდე ე.ი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაცემამდე არსებობდა.

როგორც 1920 წლის თებერვალში გაზეთ "ვსხუდ პოლსკი”-ში იქნა აღნიშნულ _ ამა წლის დასაწყისში ინჟინერმა ყურულიშვილმა, ბიალესტოკში მოიწვია "პოლონეთის მიწა-წყალზე მყოფი ქართველების ყრილობა". სადაც არჩეულ იქნა ქართული სახალხო საბჭო, რომლის მიზანი ურთიერთ დახმარება, საქართველოსა და პოლონეთს შორის მეგობრული პოლიტიკური და სავაჭრო ურთიერთობების მხარდაჭერა იყო. კრებამ პირველ რიგში მისალმება გაუგზავნა სეიმს ვარშავაში, სადაც პოლონეთისა და მისი ხალხის მიმართ კეთილი სურვილები იქნა გამოხატული.

1921 წელს შეიქმნა ქართულ-პოლონური კლუბი (საქართველო-პოლონეთის კლუბი). კლუბის ორგანიზაციული კომიტეტის მდივნად, ხოლო სტატუსის დამტკიცებისა და ხელმძღვანელობის არჩევის შემდეგ (1920 წელის დეკემბერი), კლუბის დამფუძნებელი საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს სერგო ყურულიშვილი. საზოგადოების ძირითად მიზნად "ქრთველი და პოლონელი ხალხის ეკონომიური და კულტურულ-საზოგადოებრივი დაახლოება " უნდა ყოფილიყო, პრაქტიკულად კი უახლოეს თვეებში კლუბი იძულებულ შეიქნა თავისი მოღვაწეობა საქართველოს შესახებ სხვადასხვა სახის ცოდნის პოპულარიზაციამდე შეეზღუდა. მის ფარგლებში გამოშვებული იქნა ერთჯერადი ჟურნალი "ამირანი", რომელიც ქართველი და პოლონელი ხალხების ისტორიას ეძღვნებოდა. მისი რედაქტორი სერგო ყურულიშვილი იყო.

1921-1922 წლებში საქართველოდან პოლონეთში პოლიტიკური ემიგრანტების დიდი ტალღა დაიძრა. ამ პერიოდში ხელახლა იქნა დაკარგული მოპოვებული დამოუკიდებლობა და სწორედ ეს იყო მიზეზი გაცილებით რიცხვმრავალი ქართული სათვისტომოს ჩამოყალიბებისა პოლონეთში, რომელიც ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტასაც მოითხოვდა.

1922 წლის პირველ ნახევარში ვარშავაში ჩამოყალიბდა პოლონეთის საქართველოს კომიტეტი, რომლის პირველი თავმჯდომარე სერგო კურულიშვილი იყო. მოგვიანებით ამ ფუნქციას: ი. სალაყაია, ა. გოძიაშვილი და კ. იმნაძე ასრულებდნენ. კომიტეტი გარკვეულ ფარგლებში საქართველოს ემიგრაციული მთავრობის (რეზიდენცია პარიზში) ფუნქციებს ასრულებდა, მატერიალურ დახმარებას უწევდა ქართველ ემიგრანტებსა და მათ ოჯახებს, ორგანიზებას უკეთებდა ეროვნული დღესასწაულების აღნიშვნასა და მეგობრულ შეხვედრებს, ეწეოდა საგამომცემლო საქმიანობას, რომელიც ფინანსური სირთულეების გამო საკმაოდ შეზღუდულ იყო. დაიბეჭდა ორი ერთჯერადი ჟურნალი "პროგეორგია" (1922) და "პროპარტია"(1923), ბროშურა შოთა რუსთაველის დაბადების 750 წლისთავთან დაკავშირებით და ფრანგულიდან იქნა თარგმნილ პარიზში მოღვაწე ქართველი ემიგრანტების საერთო ნაშრომი " გრუზია " (ვარშავა 1939წ). ალბათ კომიტეტის მოწადინებით, მაგრამ მისი ფინანსური მხარდაჭერის გარეშე მოგვიანებით გამოცემული იქნა სხვა ქართული ერთჯერადი ჟურნალებიც, როგორც ვარშაული ჟურნალების სპეციალური ნომრები. 1923-1924 წლებში კომიტეტისაგან დამოუკიდებლად, მაგრამ მისი თავმჯდომარის სერგო ყურულიშვილის რედაქტორობით გამოდის ჟურმალი "გლოს ვსხოდუ", რომელიც ძირითადად საქათველოს საკითხებს ეხებოდა. კურლიშვილის გარდაცვალების შემდეგ, მისმა ძმამ იანმა (ვანომ) 1925 წელს სცადა ჟურნალ "ვსხუდ ი პოლსკა”-ს გამოშვება.

ინფორმციები არ მოგვეპოვება პოლონეთში არსებული საზოგადოების “ქართველი სტუდენტური წრის” შესახებ. ცნობილია მხოლოდ ის, რომ 1925 წლის 1 მაისს გამოშვებულ “გლოს პოლსკი”-ში სერგო კურულიშვილის ნეკროლოგს ხელს ისინი აწერდნენ.

შედარებით მეტია ცნობილი პოლონეთში არსებული, კავკასიელი სტუდენტების კავშირზე, რომელიც 1929 წელს აღმოსავლეთის ინსტიტუტის მფარველობის ქვეშ იქნა დაარსებული. მათ მიზანს " პოლონეთის სტუდენტ ახალგაზრდობასთან დაახლოვება და მათში კავკასიის შესახებ ინფორმაციის გავრცელება" წარმოადგენდა. 30-იანი წლების დასაწყისში კავშირის თავმჯდომარე იყო ბატირ ბეგ კაზი-ხანი, თავმჯდომარის მოადგილე და ხაზინის გამგებელნი იყვნენ ქართველები ნიკოლოზ ბაგრატიონი და გრიგოლ კერცელი, ხოლო მდივანი - მურატ ბეი-ბარაგუნი.

1925 წლიდან ვარშავაში არსებული პოლონეთ- საქართველოს საზოგადოების შესახებაც მცირე რამ არის ცნობილი. ამავე წლის დეკემბერში თავმჯდომარედ თავადი პავლე თუმანიშვილი დაინიშნა, მდივანიად პორ. ალექსანდრე ყიფიანი, ხოლო გამგეობის წევრები იყვნენ: სტანისლავ კორვინ-პავლოვსკი, პოლკ. ნიკოლოზ კანდელაკი და მაიორი კონსტანტინე ტერიაშვილი. საზოგადოებას საკმაოდ დახურული ხასიათი უნდა ჰქონდა. არ არის ცნობილი მისი ფორმალური სტატუსი, მოქმედების არეალი, და არც არსებობის ხანგრძლივობა.

II ჟეჩპოსპოლიტის პერიოდში (1917-1939), ქართველები იმ ეთნიკური ჯგუფებს მიეკუთნებოდნენ, რომლებსაც სტატისტიკების უმრავლესობა არ აღნიშნავდნენ. ქართველი ემიგრანტები რიცხობრივი თვალსაზრისით მცირე ჯგუფს მიეკუთნებოდნენ, მაგრამ თავისი დამოუკიდებლობროვი ხასიათის გამო საკმაოდ აქტიურები იყვნენ და განსაკუთრებული, პრივილეგირებული პოზიციები გააჩნდათ, რომელიც ვერც რიცხობრივი შემადგენლობით და ვერც ეკონომიური როლით ვერ აიხსნება. ამ პოზიციას უფრო ემოციური, მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის, პოლონელი და ქართველი ხალხის ისტორიების მსავსება ედო საფუძვლად. ტრადიციულად მეგობრული გრძნობები, რომლებიც პოლონურ საზოგადოებაში ქართველებისადმი არსებობდა, მხარდაჭერას მარშალ პილსუდკის აღმოსავლური პოლიტიკის ფედერალისტურ კონცეფციაში პოულობდა. მართალია რიგის ტრაქტატის ხელმოწერის შემდეგ მან პრაქტიკული მნიშვნელობა დაკარგა, მაგრამ არ გამქრალა იდეოლოგიურ სფეროში, რომლის გაგრძელებასაც პრომეთეიზმი წარმოადგენდა. მისი მიზანი სსრკ-ს შემადგენლობაში მყოფი იმ ხალხების მხარდაჭერა იყო, რომლებმაც I მსოფლიო ომის პერიოდში წამოიწყეს საკუთარი სახელმწიფოს შექმნის მცდელობები, მათ რიგებში შედიოდნენ: უკრაინელები, სომხები, აზერბაიჯანელები, თათრები, კავკასიის მთიელები და ქართველები. ასე რომ პრომეთეიზმს პოლიტიკური ხასიათი ჰქონდა, მაგრამ ამავე დროს ჰქმნიდა ხელსაყრელ პირობებს კულტურული, საზოგადოებრივი საქმიანობისა და ემიგრანტების დამხმარე საზოგადოებებისთვის, მათ შორის ქართველებისა და მათ მხარში მდგომი პოლონელებისთვის. 30-იან წლებში ერთ-ერთი პრომეთეული წრის წარმომადგენელი კლუბი " პრომეთე" იყო, რომლის რიგებში ზოგიერთი ქართველი ემიგრანტებიც შედიოდნენ.

1939 წელს ომის დაწყების შემდეგ, მრავალმა ქართველი კონტრაქტული ოფიცერი, მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტით არ იყვნენ ვალდებულნი, მოხალისედ მონაწილეობდა ომში. ხშირად ურთულეს მონაკვეთებზე უხდებოდათ ბრძოლა, სადაც არა მარტო სიმამაცით, არამედ ორგანიზაციული და მეთაურული ნიჭით გამოირჩეოდნენ. ომის პერიოდში “პოლონელი” ქართველიები "AK"-სა და "PSZ"-ს რიგებში იბრძოდნენ. მონაწილეობა მიიღეს ვარშავის აჯანყებაში. ზოგიერთმა მათგანმა უმაღლესი სამხედრო ჯილდოები დაიმსახურა, მათ შორის "VIRTUTI MILITAI". ფაშისტური ოკუპაციის მძიმე პრიოდში ქართველი ემიგრანტები, მიუხედავად პრივილიგირებული პოზიციისა, რითაც ოკუპანტები ცდილობდნენ მათ გადაბირებას, საერთო ჯამში ლოიალურნი რჩებოდნენ შეძენილი სამშობლოს მიმართ. თუმცა ვარშავის ქართულ დიასპორას არ ასცდა დრამატული, ხოლო ზოგიერთ ტრაგიკული მომენტები დღემდე იწვევენ ღრმა განცდებს. გერმანელების ოკუპანტურმა ხელისუფლებამ, საქართველოს კომიტეტს რეორგანიზაცია გაუკეთა და თავის დაქვემდებარებაში მოაქცია. კომიტეტის მართვა დაევალათ გერმანელების ნდობით აღჭურვილ პირებს.

ომის დამთავრების შემდეგ მხოლოდ ერთეული ქართველები დარჩნენ პოლონეთში. ნაწილი ოკუპაციის დროს დაიღუპა, ბევრმა დატოვა პოლონეთი და დასავლეთისკენ გაემგზავრა. ზოგიერთი, მაგრამ არა ყველანი, მრავალი წლის შემდეგ დაბრუნდა საბჭოური გადასახლებიდან, უმრავლესობა დაავადმყოფებულნი. 50-60-იან წლებსა და მოგვიანებით პერიოდში პოლონელი ქართველების საზოგადოებაში გამოჩნდნენ ახალი სახეები. მათ უმეტესობას ის ქართველები წარმოადგენდნენ, რომლებიც პოლონეთის მოქალაქეებზე დაქორწინდნენ. ქართველი სტუდენტები პოლონეთში იშვიათად ჩამოდოდნენ. განსაკუთრებულ ჯგუფს, ხანმოკლე პერიოდით ჩამოსული მსახიობები, მწერლები და მეცნიერები წარმოადგენდნენ.

სიტუაცია 90-იანი წლების დასაწყისში შეიცვალა. ორივე ქვეყანაში პოლიტიკური წყობის შეცვლის შემდეგ გაცილებით გაადვილდა კონტაქტების დამყარება. აღირიცხება გაცილებით მეტი ქართულ-პოლონური ქორწინებები, მიუხედავად შეზღუდვებისა სულ უფრო მეტი ქართველი ცდილობს პოლონეთში სამუშაოდ ჩამოსვლას, ქართველი ბიზნესმენებიც გამოჩნდნენ.

90-იანი წლების დასაწყისში, საქართველოსთვის პოლიტიკური ცვლილებების მძიმე პერიოდში, პოლონეთში, კერძოდ კი ლოძის , ვარშავისა და მოგვიანებით სხვა ქალაქების სასწავლებლებში, ახალგაზრდა ქართველი სტუდენტების საკმაოდ დიდი ჯგუფი ჩამოვიდა, რომლებიც უმაღლეს სასწავლებლებში ცოდნას ეუფლებოდნენ, ან სადოქტორო ნაშრომებს წერდნენ. მათი უმეტესი ნაწილი თავისუფალ დროს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობას ეწეოდა. იმ დროს მათში ყველაზე აქტიურებს განეკუთვნებოდნენ: დავით ყოლბაია, ანგია კახიანი, გოჩა შათირიშვილი.

ქართველი ახალგაზრდების ეს აქტიურობა დაემთხვა "ქრთველი პოლონელების" გამოცოცხლებას, ისინი ომთაშორის პერიოდის ის ჯერ კიდევ ცოცხალი ემიგრანტები და მათი მემკვიდრეები იყვნენ, რომლებმაც ახალ ხელსაყრელ პირობებში წინა თაობის საქმიანობისა და მიღწევების განახლება მოინდომეს. უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს მაიორი ნიკოლოზ მათიკიშვილი, იეჟი ირაკლი გოძიაშვილი, იეჟი არონიშიძე, სერგო ყურულიშვილი და თამარ ყურულიშვილი-ვოიტკევიჩი. ვარშავაში მათმა საქმიანობამ დიდი მხარდაჭერა ჰპოვა საქართველოს ისტორიისა და კულტურით დაინტერესებული პირების, დამოუკიდებლობის მუზეუმის დირექციისა და მუშაკებისა, თავისუფლების ინსტიტუტისა და ასევე მეცნიერებათა აკადემიის მატერიალური კულტურის ისტორიის ინსტიტუტის მხრიდან.

1991 წლამდე პოლონეთში მცხოვრები ქართველები ერთმანეთთან ხშირ შემთხვევაში მეგობრული კონტაქტებით ისაზღვრებოდნენა, რომელიც ორგანიზაციის ფარგლებში არ გადადიოდა. 1991 წლის 25 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის წლისთავისა და საქართველოში პრეზიდენტის არჩევნების წინა დღეს ვარშავის დამოუკიდებლობის მუზეუმში ჩატარებულ იქნა გამოფენა საქართველო-პოლონეთი, რომელმაც თავი მოუყარა, პოლონეთის სხვადასხვა ქალაქებში მცხოვრები ქართველების ჯგუფს, რაც გახდა იმპულსი მომავალი პატრიოტული საქმიანობისთვის. ამან გამოიწვია ამავე წლის სექტემბერში, ლოძში საქართველო-პოლონეთის საზოგადოების ჩამოყალიბება.

ეს საზოგადოება I და II მსოფლიო ომებს შორის არსებული ქართულ-პოლონური კლუბის ტრადიციების მატარებლად მოგვევლინა. მან თავის რიგებში გააერთიანა პოლონეთში მცხოვრები ქართველები და საქართველოს მეგობრები პოლონელები. მათ სურთ პოლონეთის საზოგადოება გაეცნოს საქართველოს ისტორიასა და კულტურას და აგრეთვე ორი ხალხის სამომავლო კავშირების გაღრმავება. საქმიანობა მთელ პოლონეთს მოიცავს, ფილიალები აქვს ვარშავასა და პოზნანში, ხოლო რწმულებულები კი ჰყავს კროშლინში, ლემბურკსა და ვროცლავში. 1994 წლისთვის საზოგადოება 86 წევრს ითვლიდა, მათი უმეტესი ნაწილი ვარშავაში (30), ლოძში (22), პოზნანში, ბიდგოშჩში, ვროცლავში, კრაკოვსა და სხვა ქალაქებში ცხოვრობენ. მათ უმეტესობას ქართველები ან ქართული წარმოშობის პოლონელები წარმოადგენენ. საზოგადოებას სიცოცხლის ბოლომდე იეჟი არონიშიძე ხელმძღვანელობდა (1998 წელი).

90-იანი წლების პირველი ნახევარი ითვლება საზოგადოების ყველაზე გამოცოცხლებულ პერიოდად, ორგანიზება გაუკეთდა, ხანგრძლივი დროის განმავლობაში მოქმედ, საქართველოსთვის ჰუმანიტარული დახმარების აქციებს. ეწყობოდა გამოფენები, მეგობული შეხვედრები, აღწერილ იქნა პოლონეთის სასაფლაოებზე დასაფლავებული ქართველების საფლავები და ა.შ. 1991-1998 წლებში გამოცემულ იქნა ჟურნალ "პრო გეორგია"-ს რვა ნომერი, რომლის დამაარსებელი და რედაქტორი დავით ყოლბაია იყო, ხოლო მოგვიანებით ანჟეი ვოჟნიაკი და 1994 წლიდან კი _ ვოიჩეხ მატერსკი.

90-იანი წლების დასაწყისში, ხანმოკლე დროით, ფუნქციონირებდა ანგია კახიანის მიერ დაარსებული, საქართველოს სახალხო-დემოკრატიული პარტიის ვარშავის კლუბი, რომელიც ქართველი სტუდენტების წრეში ფუნქციონირებდა, ქართულ-აფხაზური კომფლიქტის პერიოდში მოეწყო რამოდენიმე დემონსტრაცია საქართველოს ტერიტორიალური მთლიანობის მხარდასაჭერად. 1993 წელს, ა. კახიანის რედაქტირებით, კლუბმა გამოსცა ჟურნალ "ჰეროლდის" ერთადერთი ნომერი. მისი მიზანი იყო პოლონელი მკითხველებისთვის "საქართველოს საშინაო და საგარეო სიტუაციის" გაცნობა.


პოლონეთ-საქართველოს საზოგადოების წევრების ჯგუფმა, I და II მსოფლიო ომთაშორის პერიოდში არსებული ქართულ-პოლონური კლუბის ტრადიციებზე დაყრდნობით, 1995 წელს ვარშავაში ჩამოაყალიბა "საქართველოს კლუბი 1920". მისი თავმჯდომარეა სერგო ყურულიშვილი, 20-იან წლებში ცნობილი ემიგრანტი მოღვაწის ძმიშვილი და სეხნია. კლუბის ძირითად მიზანს წარმოადგენს: კონფერენციების, სემინარების, საქართველოში პოლონეთის, ხოლო პოლონეთში საქართველოს შესახებ ცოდნის პროპაგანდის ორგანიზაცია. კლუბი ვარშავაშია, მაგრამ საქმიანობა მოიცავს სრულიად პოლონეთს. 90-იანი წლების დასასრულს ლისტოპადის ქუჩაზე # 29-ში ეწყობოდა შეხვედრები, ვარშავაში მცხოვრები ქართველი მხატვრების გამოფენები.

90-იანი წლების მეორე ნახევარში კვლავ შეინიშნება ყველა ქართული ორგანიზაციების აქტიურობის დაკარგვა, ხოლო საქართველოს სახალხო-დემოკრატიული პარტიის ვარშავის კლუბმა მას მერე რაც მისმა ორგანიზატორებმა დატოვეს პოლონეთი, არსებობა შეწყვიტა. დღესდღეობით ქართული დიასპორა ჩაეფლო ყოველდღიურ ცხოვრებისეულ სიძნელეებში და ამდენად ნაკლები დრო რჩებათ საზოგადოებრივი საქმიანობისთვის.

უკანასკნელ წლებში წარმოშობილ ორგანიზაციებში იგრძნობოდა დიდი გამოცოცხლება. აქ თავს იყრიდნენ პოლონელები, რომლებიც დაინტერესებული იყვნენ საქართველოს კულტურით. განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა 1999 წლიდან არსებული საქართველოს მოყვარულთა წრე, რომელიც ვარშავის განყოფილების პოლონეთის ხალხთმცოდნეობის საზოგადოებასთან დაფუძნდა. მის წევრებს ვარშავის უნივერსიტეტის ეთნოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები წარმოადგენენ იუსტინა დობოშინსკას ხელმძღვანელობით. წრე ორგანიზაციას უკეთებს საქართველოსთვის მიძღვნილ ფოტო გამოფენებს, ფილმების ჩვენებებს, აღნიშნავს წლისთავებს. მისი ინიციატივიტ 2000 წლის მაისში მოეწყო სამეცნიერო სესია საქართველოს თემაზე. წრის წევრები არიან მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორები, რომელიც ან თემას მიუძღვნეს.

მსგავს ხასიათს ატარებს 2000 წლის აპრილში ვროცლავში დაარსებული წმინდა იეჟის სახელობის პოლონეთ-საქართველოს მეგობრობის საზოგადოება, რომელიც თავის საქმიანობით სრულიად პოლონეთს მოიცავს. საზოგადოების თავმჯდომარეა, ცნობილი ვროცლაველი არქეოლოგი პროფესორი ბოგუსლავ გედია. მის რიგებში რამოდენიმე ათეული წევრი ირიცხება, რომელთა უმეტესობას პოლონელი სტუდენტები წარმოადგენენ. საზოგადოების მიზანია: საქართველოს შესახებ ცოდნისა და მასთან კონტაქტების გაღრმავება. საზოგადოება ვროცლავში საქართველოს კულტურის ცენტრის გახსნას აპირებს, მიმდინარეობს მცდელობები შენობის შესაძენად.

შედარებით სხვა მიზნები ამოძრავებს ვარშავაში 2000 წლის შემოდგომაზე ჩამოყალიბებულ "გადარჩენის" ფონდს, რომლის დამაარსებელი და თავმჯდომარეა დოროთა პარჟიმიესი. ფონდის სურვილია დაეხმაროს ამიერკავკასიის “პოლონია”-ს, ამასთან ამიერკავკასიის ქვეყნების ისტორიისა და კულტურის შესახებ ცოდნის გაღრმავებასაც ითვალისწინებს.

ვარშავა, დეკემბერი, 2000 წელი

SACEBELI już oznacza sos ...


Czasami trafiają mi się dziwne połączenie słów np. sos Sacebeli a jeszcze dziwniejsze Sacybeli. Dziwnie bo polskie słowo „sos” na język gruziński tłumaczy się gruzińskim „sacebeli”. Sacebeli to jest ogólna, zbiorowa nazwa od słowa „czacoba” czyli "maczać"... np. maczać szoti ( gruziński chleb ) w pyszni sacebeli KINDZMARI .

„sos sacebeli” brzmi tak bardzo absurdalne ...



A ja tymczasem polecam sos ISRIMI tz. sok z niedojrzałych winogron (Verjuice )w dwóch postaciach: z Maconi (jogurt naturalny typu greckiego) i ISRYM – MAKWALI tz. z jeżyną oraz orzechami włoskimi( można i bez orzechów )



Smacznego!

P.S. Verjuice (from Middle French vertjus "green juice") is a very acidic juice made by pressing unripe grapes...In the Middle Ages, it was widely used all over Western Europe as an ingredient in sauces, as a condiment, or to deglaze preparations... it is still used in a number of French dishes as well as recipes from other European and Middle Eastern cuisines, and can be purchased at some gourmet grocery stores... Modern cooks most often use verjuice in salad dressings as the acidic ingredient, when wine is going to be served with the salad. This is because verjuice provides a comparable sour taste component, yet without "competing with" (altering the taste of) the wine the way vinegar or lemon juice would. Its acidity is very mild...



Picking green grapes for making verjuice. Tacuinum Sanitatis (1474). Paris Bibliothèque nationale.

http://en.wikipedia.org/wiki/Verjuice

niedziela, 10 lipca 2011

W POSZUKIWANIU ZŁOTEGO RUNA - Współczesna GASTRONAUTYKA

Consummatum est! არის აღსრულდა ... ოცნება!




Będzie książka o Gruzji od kuchni. Jest prawie gotowa. Moja Polszczyzna mogła być lepsza, ale nie martwcie się...
მზადა მაქვს როგორც იქნა წიგნი ქართულ სამზარეულოზე, ღვინოსა და მინერალურ წყლებზე. მოგეხსენებათ ჩემი დევიზია: ქართული კვების კულტურა არის ის თანამედროვე "ოქროს საწმისი" რომელიც შეგვიძლია დღევანდელ არგონავტებს , უფრო სწორად კი გასტრონავტებს შევთავაზოთ ...

Dlaczego GRUZJA?!

"... złote runo wielu badaczy i naukowców uważa za symbol specjalnej szczególnej wiedzy. Każda epoka czy cywilizacja ma własne symbole takiego rodzaju. Dziś w epoce McDonald’sów i niezdrowego odżywania, plagi nadwagi i otyłości z jednej strony i kultu szczupłej sylwetki, doprowadzającego sporą część młodzieży do anoreksji - z drugiej takim symbolem może być zdrowe żywienie i zdrowy styl życia. W tej książce chcemy zapoznać państwo z Kuchnią gruzińską, która jest i zdrowa i smaczna, polecić nasze rodzime wina i wody mineralne, ekologiczne czyste produkty i nie boimy się nazwać to współczesnym Złotym Runem. Zapraszamy współczesnych Argonautów , a raczej gastronautów, w podróż do nowoczesnej Gruzji spadkobierczyni dawnej Kolchidy..."
[" ... მრავალ მკვლევარსა და მეცნიერს მიაჩნია ოქროს საწმისი განსაკუთრებული სპეციფიკური ცოდნის სიმბოლოდ. ყოველ ეპოქასა თუ ცივილიზაციას ამ სახის საკუთარი სიმბოლოები გააჩნია: ოქროს საწმისი, პალადიუმი, გრაალი, ფილოსოფიური ქვა და მისთ. დღეს ერთის მხრივ McDonald’s-ებისა და არაჯანსაღი კვების, ეპიდემიად ქცეული ჭარბი წონისა და სიმსუქმის მეორეს მხრივ გამხდარი ფიგურის კულტის, რომელიც ახალგაზრდობის საგრძნობ ნაწილს ბულიმია ანორექსიის მსხვერპლად ხდის, პირობებში - ასეთ სიმბოლოდ შეიძლება იქცეს ჯანსაღი კვება და ცხოვრების ჯანსაღი სტილი. ამ წიგნში გვინდა გაგაცნოთ ქართული სამზარეულო, ქართული გასტრონომიული ხელოვნება, რომელიც ჯანსაღიცაა და გემრიელიც, შემოგთავაზოთ ჩვენი მშობლიური ღვინოები და მინერალური წყლები, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები და სულაც არ გვეშინია ამას თანამედროვე ოქროს საწმისი ვუწოდოთ. ვეპატიჟებით თანამედროვე არგონავტებს უფრო სწორად კი გასტრონავტებს უძველესი კოლხეთის მემკვიდრე თანამედროვე საქართველოსში სამოგზაუროდ..."]

Bibere humanum est, ergo bibamus
czyli pić to rzecz ludzka, a wiec pijmy ... pamiętając, że najstarszą kiść, najstarszej winorośli wyciśnięto 8000 lat temu w Kolchidzie.

nie ma innego kraju, gdzie wino jest bardziej czczone i kultura wina tak dopracowana i pielęgnowana. Śmiało można powiedzieć że wino jest duszą Gruzji, stół biesiadny „supra” – ołtarzem, a toast jest modlitwą wygłoszoną za kraj ojczysty, za przodków, za rodzinę, za gości, za miłość i przyjaźń, za słonce i księżyc, za ziemie i za woła który orze tą ziemię ..."




აქ კი წიგნის სარჩევი მინდა შემიფასოთ
A oto i spis treści:



W POSZUKIWANIU ZŁOTEGO RUNA
Współczesna gastronautyka



Moim świętej pamięci babciom: „Pani Barbarze” i „Szanownej Aleksandrze ”.
Szkoda że byłam taka młoda i głupia ...





SPIS TREŚCI

WSTĘP შესავალი

KUCHNIA GRUZIŃSKA - z czym to się je? ქართული სამზარეულო - რა ხილია?

SUPRA, GOŚCIE i TAMADA
სუფრა, სტუმრები და თამადა

IN VINO VERITAS, IN AQUA SANITAS

Bibere humanum est ergo bibamus დალევა ადამიანური რამაა - მოდი დავლიოთ
Wino a Zdrowie - ღვინო და ჯანმრთელობა
Winny savoir – vivre - ღვინის savoir – vivre
Wino i potrawy czyli z czym się to je? - ღვინო და კერძი ანუ რას რა უხდება
Jesteś Winnicą Kwitnącą... - "შენ ხარ ვენახი" ...
Gruzińskie wina - Multum non multa ... - ქართული ღვინოები - მრავალი და არა ბევრი

ECCE AQUA აჰა, წყალი!
BORJOMI
NABEGLAVI
LUGELA
SHOVI
SAIRME
SKURI

CELEBRYCI
ცნობადები

CHACZAPURI – ze wszystkich zakątków
ხაჭაპური ამ მთისა და იმ ბარისა
SACYWI to nie sos
საცივი სოუსი არ გახლავთ
CHINKALI je się rękoma
ხინკალი ხელით იჭმევა
CZURCZCHELA - nam też nić nie smakuje -
ჩურჩხელა - ძაფს არც ჩვენ გეახლებით

MTSWADI SZAMFURI MAKALI czyli BARBECUE
მწვადი შამფური მაყალი - ბარბექიუ

SOSY to gruzińska specjalność
საწებლები ქართული ხელობაა

KECY - gruziński pierwowzór „Dutch Oven”-a
კეცი „Dutch Oven”- ის წინაპარი

Czy jednowarzywne PHCHALI, to przekąska? ფხალი საუზმეა?

To ma być ZUPA?.. ამას ჰქვია სუპი?

JEDNOGARNKOWYCH nie oddamy Niemcom ერთქვაბიანებს გერმანელებს არ დავუთმობთ

MIĘSO każdego rodzaju ყველა სახის ხორცეული

RYBY morskie i słodkowodne do garnka!
ზღვისა და მტკნარი წყლის თევზებო ქვაბისაკენ!

SER, MACONY ... czas na nabiał
ყველი, მაწონი ... რძის პროდუქტების ჯერიც მოვიდა

GOMI, ELARDZI, CZWISZTARI bo mąka nie tylko pszenna
ღომი, ელარჯი, ჭვიშტარი რამეთუ ფქვილი არა მხოლოდ ხორბლისა

GOZYNAKI – czekając na słodką starość czyli DESERY i SMAKOŁYKI
გოზინაყი - ტკბილი სიბერის მოლოდინში - დესერტები და ჩაროზები

Zamarynować i ukisić można wszystko
ყველაფრის ჩამუჟუჟებ-ჩამწნილება შეიძლება

Muraba - owoce i warzywa we własnej słodkiej zalewie
მურაბა - ხილი და ბოსტნეული საკუთარ ვაჟინში

STARZY ZNAJOMI W NOWYCH SZATACH czyli Gruzińskie przyprawy w Polsce
ძველი ნაცნობები ახალ სამოსელში ანუ ქართული სანელებლები პოლონეთში

Drugie śniadanie bez mistrzów czyli brunch time
II საუზმე დიდოსტატების გარეშე ანუ ბრანჩ თაიმი

Menu na obiad tak zwany PROSZONY
წვეულების მენიუ

KUBEK, SZKLANKA, FILIŻANKA pogadanki przy herbacie
ტოლჩა, ჭიქა, ფინჯანი გეპატიჟებით ჩაიზე

Słownik tam i z powrotem
ლექსიკონი იქეთ-აქეთ