środa, 13 stycznia 2010

საქართველოს უახლესი ისტორია ...

ოდესღაც წითელი ყოფილა საქართველო

ჩემო ერთმორწმუნევ, ჩემო რუსეთუმევ,
ოდესღაც საბჭოთა ყოფილა საქართველო.

ყოფილა რკინის სერგო – გასაქვავებელი,
ყოფილან ჩეკისტები – ქართველთყლაპიები,

ყოფილა ბერია და ყოფილა მჟავანაძე,
რასაც მოჰყოლია ედუარდ შევარდნაძე ...

ჩემო ჩეკისტო და ჩემო კომუნისტო,
ოდესღაც წითელი ყოფილა საქართველო.

ყოფილა საბჭოეთის ძმური რესპუბლიკა
ქრთამით და ჩაწყობით გახრწნილი პუბლიკა,

რუსეთის ბაზრებში „ხაროში გვაზდიკა”
საღამოს - ნატაშა, ვობლა და "ბალტიკა" ...

ფიე, კომუნისტებს ჰყოლიათ ვასლები!
თვით კავკასიონში გვირაბის გამჭრელი!

რუსისთვის მიგვიცია ფრესკები გარეჯის,
სროლაში სავარჯიშოდ წითელი ჯარების.

მაგრამ უცაბედად მატლი არეულა,
ბორბალი უკუღმა დატრიალებულა.

ჩვენთვის 9 მარტია პირველი სასჯელი,
მერე 9 აპრილის ცრემლი და სანთლები...

ტურფა საქართველო "მრგვალებს" წაუღიათ,
"ზვიადას" საქართველო "ჯიბეში ჩაუდვია".

ჩაშლილა თვალი და ჯაჭვი ჩარღვეულა,
ლანა და ელდარი, ჯანსუღი დაჩაგრულა.

ოთხ პოეტს
სულ სისხლის ცრემლებით უცრემლია,
ოთხივეს საბრალო პასკვილი უწერია.

დემოკრატია "სულ ისე მოსწყურდა" ...
სულ ჩოქვით ალოკეს ედიკას ნაფურთხი...

ამას მოჰყოლია:
ნოემბერის ვარდები …

ჩემო ერთმორწმუნევ, ჩემო რუსეთუმევ,
ოდესღაც წითელი ყოფილა საქართველო!

მურმან ლებანიძის მოტივზე გურული ფირალის დახმარებით

poniedziałek, 11 stycznia 2010

დარღვეული ტერიტორიული მთლიანობა და ქართული ხალხური ზღაპარი "გვრიტი"


ქართული ხალხური ზღაპრის "გვრიტი" საინფორმაციო ბრძოლის იარაღად გამოყენება ჯერ კიდევ 2006 წელს მიმაჩნდა აქტუალურად.
http://forum.ge/?f=29&showtopic=33692891
დავწერე კიდევაც სცენარი და ვცადე საბავშვო სპექტაკლად მისი მომზადება. მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ ლამაზი, მეგობრობა-თანადგომისა და ჰუმანიზმის კარგი გაკვეთილი იქნებოდა ბავშვებისათვის. ბავშვები კი სპექტაკლებზე უფროსებს დაჰყავთ. აი, ის დედ-მამები, ბებია-ბაბუები კი იმედი მქონდა, რომ მეტსაც დაინახავდნენ ...
დღესაც მგონია, რომ ცუდი არ იქნებოდა დიასპორის, საგარეო საქმეთა, კულტურისა და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროების თანმამონაწილეობით შექმნილიყო ლტოლვილ ბავშვთა პაწია დასი, რომელიც "გვრიტს" მოამზადებდა და სხვადასხვა ქვეყნებში აჩვენებდა მას. აქ უკვე დიასპორები დავეხმარებოდით ტექსტის თარგმნით, ადგილობრივ ენაზე გამართულად მოსაუბრე მთხრობელის პოვნით, საელჩოები საგასტროლო პროგრამის უზრუნველყოფით ...
გვიანი არც ახლაა, ხოლო პრობლემა კიდევ უფრო აქტუალური გახდა ...


აქვე გთავაზობთ "გვრიტის" ჩემს მიერ მომზადებულ სცენარს


გვრიტი

გაისმის “მზე შინა და მზე გარეთა”. იხსნება ფარად. უკანა პლანზე ფონად ტყეა გამოსახული. სცენის შუაგულში ოდნავ შემაღლებულზე დგას დიდი მოწნული ბუდე, რომელშიც ზის ორი ბარტყი. მათ თავს დაფარფატებს დედა გვრიტი ქართულ კაბაში და თან მღერის:
გვრიტი:
გამოვჩეკე ჩიტუნები
და დავზარდე დიდები
ამ სამ დღეში გადავაფრენ
სანავარდოდ ჩვენს ტყეში.

სცენის სიღრმეში ჩანს ყვავი. იგი იმალება და ცდილობს გვრიტს თვალში არ მოხვდეს.

გვრიტი შვილებს მოეფერება, ბუდეს აუფუმფულებს, პაწია კალათას აიღებს და სანოვაგის მოსატანად გადის სიტყვებით:

გვრიტი:

არ იცელქოთ. მალე დავბრუნდები და გემრიელ სასუსნავს მოგიტანთ.

გვრიტი გადის სცენიდან.
ფრთხილი ნაბიჯებით და მოპარვით, გვერდით და უკან მოხედვით სცენაზე შემოდის ყვავი და ამბობს:

ყვავი:
ძლივს არ წავიდა! იფ, იფ! რა მშვენიერი ბარტყებია! ამათგან დიდი ხეირი მექნება!

დაავლებს ბარტყებს ხელს, შეისვამს მხრებზე და ახლა უკვე სწრაფი , მაგრამ ისევ ქურდული ნაბიჯებით გადის სცენიდან.

მოპირდაპირე გასასვლელიდან სცენაზე შემოდის გვრიტი სავსე კალათით და შვილებს ვერ პოულობს. აქეთ-იქეთ აწყდება, ტირილსა და ვიშვიშს იწყებს.

გვრიტი:
ვაიმე რა ვქნა?! ვაიმე რა ვქნა?! სად ვეძებო ბარტყები?!
ვინ დაიდო ჩემი ცოდვა? ვინ მომტაცა შვილები?!

გვრიტი უეცრად ჩერდება და ამბობს:

გვრიტი:
ამ ტირილითა და ვიშ-ვიშით ჩემს გასაჭირს განა რა ეშველება?! ისა
სჯობია შვილების საძებნელად წავიდე.

იცმევს “რკინის ქალამნებს” (ფეხსაცმელს იცვლის) ხელში “რკინის ჯოხს” (რამე ხელჯოხი ) იღებს და სცენიდან გადის.
ფარდა ეშვება. სანამ გვრიტი ფარდის წინ სცენაზე აქეთ - იქეთ გაივლის, ფარდის უკან დეკორაცია იცვლება (აღარ არის საბუდარი – კალათა, მაგრამ ტყის ფონი რჩება) ისმის „ჩიტი გვრიტი მოფრინავდა ....“ რომელიც მთელი „მოგზაურობის” ფონია

გვრიტს წინ შემოეყრება ძაღლი ( უკრაინული ტანსაცმელი ან სხვა სიმბოლიკა):

უკრაინელი ძაღლი:
გვრიტო, გვრიტო სად მიდიხარ რა გაგჭირვებია?
გვრიტი:
ბოროტმა ყვავმა შვილები მომტაცა და იმათ საძებნელად მივდივარ.

უკრაინელი ძაღლი:
წამოგყვები და შენი მშველელი ვიქნები.

გვრიტი:
ძალიან კარგი. მადლობის მეტი რა მეთქმის!

და ერთად გაუყვებისან გზას წინ გვრიტი მიდის და უკან ძაღლი მიყვება. აქეთ – იქეთ ყურადღებით იცქირებიან და ზოგჯერ დააყურებენ კიდევაც.
გადაივლიან სცენას და რომ შემობრუნდებიან წინ წერო ( ლიტვური ტანსაცმელი ან სხვა სიმბოლიკა) დახვდებათ

ლიტველი წერო:
გვრიტო, გვრიტო სად მიდიხართ? რა გაგჭირვებიათ?
გვრიტი:
ბოროტმა ყვავმა შვილები მომტაცა და იმათ საძებნელად მივდივართ.

ლიტველი წერო:
მეც თქვენი მშველელი ვიქნები.

გვრიტი:
ძალიან კარგი. მადლობის მეტი რა მეთქმის!

ახლა სამნი მიდიან: გვრიტი, ძაღლი და ბოლოს წერო. აქეთ – იქეთ ყურადღებით იცქირებიან და ზოგჯერ დააყურებენ კიდევაც.
გადაივლიან სცენას და რომ შემობრუნდებიან წინ კოდალა (ლატვიური ტანსაცმელი ან სხვა სიმბოლიკა) დახვდებათ

ლატვიელი კოდალა:
გვრიტო, გვრიტო სად მიდიხართ! რა გაგჭირვებიათ?
გვრიტი:
ბოროტმა ყვავმა შვილები მომტაცა და იმათ საძებნელად მივდივართ.

ლატვიელი კოდალა:
მეც თქვენი მშველელი ვიქნები.

გვრიტი:
ძალიან კარგი. მადლობის მეტი რა მეთქმის!

ახლა ოთხნი მიდიან: გვრიტი, ძაღლი, წერო და ბოლოს კოდალა. აქეთ – იქეთ ყურადღებით იცქირებიან და ზოგჯერ დააყურებენ კიდევაც.
გადაივლიან სცენას და რომ შემობრუნდებიან წინ ბუ (ესტონური ტანსაცმელი ან სხვა სიმბოლიკა) დახვდებათ

ესტონელი ბუ:
გვრიტო, გვრიტო სად მიდიხართ! რა გაგჭირვებიათ?
გვრიტი:
ბოროტმა ყვავმა შვილები მომტაცა და იმათ საძებნელად მივდივართ.

ესტონელი ბუ:
მეც თქვენი მშველელი ვიქნები.

გვრიტი:
ძალიან კარგი. მადლობის მეტი რა მეთქმის!

ახლა ხუთნი მიდიან: გვრიტი, ძაღლი, წერო, კოდალა და ბოლოს ბუ. აქეთ – იქეთ ყურადღებით იცქირებიან და ზოგჯერ დააყურებენ კიდევაც.
გადაივლიან სცენას და რომ შემობრუნდებიან წინ არწივი (პოლონური ტანსაცმელი ან სხვა სიმბოლიკა) დახვდებათ

პოლონელი არწივი:
გვრიტო, გვრიტო სად მიდიხართ! რა გაგჭირვებიათ?
გვრიტი:
ბოროტმა ყვავმა შვილები მომტაცა და იმათ საძებნელად მივდივართ.

პოლონელი არწივი:
მეც თქვენი მშველელი ვიქნები.

გვრიტი:
ძალიან კარგი. მადლობის მეტი რა მეთქმის!

ახლა ექვსნი მიდიან: გვრიტი, ძაღლი, წერო, კოდალა, ბუ და ბოლოს არწივი. აქეთ – იქეთ ყურადღებით იცქირებიან და ზოგჯერ დააყურებენ კიდევაც.
გადაივლიან სცენას და რომ შემობრუნდებიან წინ მამალი, ლომი და ინდაური (საფრანგეთის, ინგლისისა და აშშ-ს ტანსაცმელი ან სხვა სიმბოლიკა) დახვდებათ.

მამალი, ლომი, ინდაური:
გვრიტო, გვრიტო სად მიდიხართ?! რა გაგჭირვებიათ?

გვრიტი:
ბოროტმა ყვავმა შვილები მომტაცა და იმათ საძებნელად მივდივარ ჩემს მეგობრებთან ერთად.

მამალი, ლომი, ინდაური:
ჩვენც თქვენი მშველელი ვიქნებით.

გვრიტი:
ძალიან კარგი. მადლობის მეტი რა მეთქმის!

ახლა ცხრანი მიდიან: გვრიტი, ძაღლი, წერო, კოდალა, ბუ, არწივი და ბოლოს მამალი, ლომი და ინდაური. აქეთ – იქეთ ყურადღებით იცქირებიან და ზოგჯერ დააყურებენ კიდევაც.
უეცრად ბარტყების ტირილის ხმას გაიგოინებენ და შედგებიან.

გვრიტი:
შვილების ხმა მესმის. აქ არიან ჩემი ბარტყები.

გვრიტს მაშინვე უნდა გაიქცეს შვილების დასახსნელად, მაგრამ თანამგზავრები აჩერებენ. გამოდიან სცენის წინ და მათ უკან ფარდა ეშვება.
( ამ დროს ფარდის უკან დეკორაცია იცვლება. )

ინდაური:
ეგ ყვავი ძლიერი და ბოროტია.
არწივი:
ჩვენ მას ჭკუით და ხერხით უნდა ვაჯობოთ. M
ბუ:
ჯერ მოვიფიქროთ ვის რა შეგვიძლია.
ლომი:
ვინ რას გავაკეთებთ
მამალი:
ღამეს დაველოდოთ და როცა დაიძინებს ბარტყები ჩუმად
ამოვასხათ და გვრიტმა ისინი სახლში წაიყვანოს. ჩვენ კი ყვავს
მათი დაწევის საშუალება არ მივცეთ.

ყველანი ერთად:
კარგი აზრია

ფარდა იხსნება, სცენაზე ნაკლები შუქია (ღამეა) ყვავს სძინავს. ისმის მისი ხვრინვა. მეგობრები შემოდიან და ბარტყებს გალიიდან ანთავისუფლებენ. ბარტყები სიხარულით ჭყლოპინს იწყებენ და ყვავი იღვიძებს.
სანამ ის სანთელს ეძებს და შუქს აანთებს მეგობრები გვრიტს და მის ბარტყებს გადაეფარებიან და ყვავს მიმართავენ:

ძაღლი:
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა შენ ასე ცუდად იქცევი.

წერო:
ჩვენ არ მოგცემთ ნებას, რომ დედას შვილები წაართვა!

კოდალა:
შვილები ხომ შენცა გყავს?!

ბუ:
შენი თავი წარმოიდგინე იმ საბრალო გვრიტის ნაცლად.

არწივი:
ღმერთი მაღალია! ყველაფერს ხედავს! მაგრამ იგი მოწყალეცაა და
თუ შენს ცოდვებს მოინანიებ შეგინდობს და არც ჩვენ გაგრიყავთ
ჩვენი საძმოდან.
ყვავი:
მივხვდი, მივხვდი, მეგობრებო, ჩემს დანაშაულს და პირობას გაძლევთ
ასეთ ცუდ საქციელს აღარასოდეს ჩავიდენ. გვრიტსაც ბოდიშს
მოვუხდი, თუ მაპატიებს.

გვრიტი (ბარტყებით ხელში):
მიხარია, რომ მიხვდი შენს შეცდომას. შენი დასჯა სულაც არ
მინდა, თუმცა ღირსი კი ხარ, მაგრამ მე მხოლოდ ჩემს შვილებში
წყნარად და ტკბილად ცხოვრება მინდა.
ყვავი:
მაშ შევრიგდეთ!
მეგობვრებო, გპირდებით აღარასოდეს აღარ ჩავიდენ ცუდ საქმეს.
დღეიდან მე ბოროტი ყვავი აღარა ვარ. დღეიდან მეც თქვენს მეგობრად
მიგულეთ!

ყველანი ერთად ცეკვავენ და მღერიან:

„წუთისოფელი ასეა
დღეს ღამე უთენებია
რაც მტრობას დაუნგრევია
სიყვარულს უშენებია ...“

ფარდა ეშვება.

środa, 6 stycznia 2010

"Trzech Króli"... Objawienie Pańskie ... Epifania

XII საუკუნის ეს ფრესკა კაპადოკიიდანაა

დღეს, 6 იანვარს, პოლონეთში "გულუხვი დღე" ანუ მოგვთა თაყვანისცემის დღე.

კათოლიკური ეკლესია მას "უფლის გამოცხადება"-ს უწოდებს და იგი ამთავრებს შობის დღესასწაულებს, რომელიც პოლონეთში 24 დეკემბერის საღამოს (ვიგილია) პირველი ვარსკვლავის (ბეთლეემის ვარსკვლავის სიმბოლოდ) ამოსვლიდან იწყება. მას დასავლეთის ყველა ეკლესია აღნიშნავს და იგი დასვენების დღეა გერმანიაში, ავსტრიაში, საბერძნეთში, ესპანეთში, სლოვაკეთში, შვეიცარიაში, იტალიაში, შვეციასა და ფინეთში.

დასვენების დღე იყო იგი პოლონეთშიც 1960 წლამდე ... მოკლედ კომუნისტებმა გააუქმეს. წელს სეიმმა მიიღო დადგენილება და 2011 წლიდან ისევ დასვენების დღე იქნება.

Mozaika bizantyjska: Trzej Magowie, Bazylika Santi Apollinare Nuovo, Rawenna

ამ დღეს სახლის კედლებზე პოლონელები ნაკურთხი ცარცით აწერენ K+M+B და თუმცა ტრადიცია მიიჩნევს რომ ეს მოგვთა სახელებიდან მოდის (კასპერი, მელჰიორი და ბალთაზარი) სინამდვილეში იგი ასე იკითხება: "Christus Mansionem Benedicat" - ქრისტე, აკურთხე ეს სახლი.

Podróż Magów, James Tissot.

wtorek, 5 stycznia 2010

საქართველოს რუკა ი.ჯავახიშვილის რედაქტორობით (1923 წ)



მეორე ნაწილი



მესამე ნაწილი



მეოთხე ნაწილი



მეხუთე ნაწილი



მეექვსე ნაწილი



პუბლიკაციის ავტორი:კობა ჭუმბურიძე http://alternativa.ge/2009/07/03/რუკა-იჯავახიშვილის-რედა/#more-2554

środa, 23 grudnia 2009

Dziękujemy ...

ასე არ გამხარებია არცერთი მოსალოცი რაც კი ოდესმე მიმიღია. წელს პოლონელმა თანამშრომელმა ასე მოგვილოცა შობა-ახალი წელი

wtorek, 15 grudnia 2009

როგორ დაკრძალეს ზვიად გამსახურდია


პრეზიდენტი გამსახურდია უდიდესი პატივით დაკრძალეს ჩეჩნეთში. მთელი ეს დღეები ჩეჩნეთში გლოვა იყო გამოცხადებული და კულტურულ-სანახაობითი ღონისძიები აკრძალული იყო. პრეზიდენტის ცხედარი დასვენებული იყო ჩეჩნეთის მთავრობის სახლში სადაც საპატიო ყარაულში იდგნენ ჩეჩნეთის მთელი მთავრობის წევრები,ეროვნული ხელისუფლების წევრებთან ერთად. მეც ვიდექი საპატიო ყარაულში ... ჩემი ქმრის ნაცვლად,რადგან თბილისში მისი სამართლო პროცესი მიმდინარეობდა მაშინ. პროცესზე საზოგადოებრივი დამცველი ვიყავი,ავედი მოსამართლესთან და ამ დღეებში თბილისში არ ვიქნები და სხდომა არ დანიშნო მეთქი. ვერ დავნიშნავ თუ არ იქნებიო. მერე მაინც ვერ მოითმინა და მკითხა რატომ არ იქნებიო. გროზნოში მივდივარ დაკრძალვაზე მეთქი... ყბა ჩამოუვარდა ... თავ-ბედი იწყევლა ალბათ, რადგან ოთახში მის გარდა სხვებიც იყვნენ ...

თვითმფრინავი ჯოჰარმა გამოაგზავნა. აეროპორტში 3 საათი დაგვაყოვნეს: გროზნოში ისეთი თოვლია თვითმფრინავი ვერ დაჯდებაო. მფრივანმა თავის თავზე აიღო ჩემი რისკით მიმყავს ეს ხალხიო და როგორც იქნა გავფრინდით ... გროზნოში არა თუ არ თოვდა ფიფქიც კი არსად იყო!
დაგვახვედრეს მანქანები და წამოვედით გზაში ხალხი მანქანას აჩერებდა კარებს აღებდა და პირადად გვისამძიმრებდა ...ხალხი უწყვეტ ნაკადად მოდიოდა მთელი დღე ზვიადთან გამოსამსვიდობებლად...
თუმცა ჩეჩნეთის "მთავრობის სახლიდან" 5 წთ-ის სავალი იყო "კოლხური კოშკამდე" მთელი ქალაქი შემოვიარეთ... მღვდლებით, ჯვრებით, საცეცხლურებით ... მუსულმანურ ქალაქში!!!

სანამ ცოცხალი ვარ არასოდეს დამავიწყდება ჯოჰარის გამოსამშვიდობებელი სიტყვები: თქვენ დაკარგეთ პრეზიდენტი, მეგობარი, მამა მაგრამ მე თქვენზე მეტი - მასწავლებელი დავკარგეო. უბედურია ქართველი ერი რომ თავის პირველ პრეზიდენტს საკუთარ მიწაში ვერ კრძალავს და ბედნიერია ჩეჩენი ხალხი, რომ ეს პატივი ჩეჩნურ მიწას ერგოო...



 ჯოჰარ დუდაევი ემშვიდობება თავის მეგობარსა და მასწავლებელს.

თვითონ ჯოჰარს არ ეღირსა ასეთივე პატივით დაკრძალვა

 

საქართველოს უზენაეს მთავარსარდალს სამხედრო წესისამებრ საბრძოლო მანქანაზე გამობმულ ქვემეხის ლაფეტზე დასვენებულ საქართველოს დროშაგადაფარებულ კუბოთი მიასვენებენ

 

საქართველოს უზენაესი მთავარსარდლის კუბოს ჩეჩენი მეომრების საპატიო ყარაული მიაცილებს - ეს სიმბოლოა დროის სიდიადისა და ტრაგიკულობისა

 

კავკასიის მთების ტრადიციისამებრ მებრძოლ პრეზიდენტს დაობლებული ცხენი მიაცილებს

 

სამგლოვიარო პროცესია გროზნის მთავარ მოედანზე სადაც საქართველოს პრეზიდენტს ბოლო პატივს მიაგებს ჩეჩნეთის პრეზიდენტი, ჩეჩნეთის მთავრობა, ათიათასობით ჩეჩენი, ჩეჩნეთის შეიარაღებული ძალები

 

სამგლოვიარო პროცესიას წმინდა ჯვარი მიუძღვის წინ

ასობით ქართველი ჭირისუფლი ჩამოვიდა საქართველოდან თავის პრეზიდენტთან გამოსათხოვრად

 

დახრილი და დამწუხრებული საქართველოს დროშები


გლოვის დღეებში, ჩეჩნეთის ტელევიზიით გადაიცემოდა ქართული საეკლესიო გალობანი, ხოლო დაკრძალვის დღეს, გროზნოს ცენტრში ასევე ჩართული იყო ქართული საგალობლები....



მიხარია რომ ჩემი შვილები და განსაკუთრებით კი უმცროსი, რომელიც მაშინ პატარა იყო, საოცარი განცდით უსმენს აი, იმ ზემოთ დადებულ სიმღერას ...




ჯოჰარ დუდაევის მიმართვა

poniedziałek, 16 listopada 2009

Project "Golden Fleece" - Georgian restaurant abroad

International Business-Science Forum - Tbilisi 2009, 29-31 October



Project goal
The increasing of renown and popularity of Georgia by way of support of Georgian cookery, wine and culture.

Short review of existing situations
Amongst business activities in reality of all countries, the restaurant business is one of most profitable ones, however, not for Georgian cookery abroad. It is a pity, as far as our cookery looks at oneself as a peculiarly paying, and it represents a variety of so widely advertised Mediterranean Sea diet.

Unfortunately, it is the fact, that the high level Georgian restaurants, created according to refined conception, does not exist abroad, and the information about Georgian cookery is very scarce. Because, we consider that a private or state capital have to undertake the elaboration of conception of Georgian restaurant web export to abroad.

Project tasks

Elaboration of conception of Georgian restaurant web export to abroad. By the joint effort of experienced cookery experts, psychologists, physiologists, food technologists, marketing specialists, architects, designers to be elaborated the conception of Georgian restaurant web export to abroad considering the regional peculiarities and meeting the healthy food principles.

Means of project fulfillment

Separate small or average business, are not able to solve the problems, arisen in project. The support on state level or, at list, by powerful capital is needed.

The ways of project fulfillment

• Creation of corporation by conventional name "Golden Fleece";
• Creation of "Experimental-Research Base" for the project;
• Training of professional community for high qualification and modern technology mastering ;
• Establishment of project architecture- design ensuring group;
• Creation of information ensuring group.

1. At apparatus of prime minister to be created the inter-ministry corporation by conventional name "Golden Fleece", subordinated immediately to prime minister.

Included into the corporation presumed ministries of:
• economical development;
• agriculture;
• labour, health and social security;
• finance;
• defense of culture memorials and sport;
• education;
• diaspora.

2. To be created the project "Experimental-Research Base"

In the several countries of the Europe, among them in Poland, on the basis of existing and new established Georgian restaurants should be created objects supporting the testing and realization of research results.
Existing in Poland "ALAVERDI - THE GEORGIAN POINT" that represents the distributor of Georgian wine in Poland and west Europe. The company ready to participate in project, and it is interested by the tourism in Georgia as well.

3. Training of professional community for high qualification and modern technology mastering;

For successful implementation of the project, the college, provided by modern technique and methodology will be needed.

4. Establishment of project architecture- design providing group.

An interior, as well as exterior must serve to the individuality and uniqueness of restaurant. The harmonic ensemble of the form and content can not be achieved without having of professional architects and designers.

5. Establishment of information ensuring group.

• Elaboration and publishing of the academy edition - "Georgian Cooking" in Georgian, English and languages of concrete countries;
• Elaboration and edition of the book "Georgian beverages" (wine, vodka, chacha, brandy, Champaign, beer, lemonade);
• Production of films about Georgian cookery and wine-making;
• Establishment of publishing board in appearance of periodical based on existing journal "Madiani".

6. Tourism - an inseparable part of the project A tourism and measures of culture in Georgia represent the vital part of this project:

• Eco and agricultural tourism with tours - wine- cookery;
• Horse tours;
• Medical-Sanitation tours;
• Festivals;
• Traditional name days and celebrations.

Expected profit of project realization

We are assured that invested money will bring a significant profit:
• The trade mark "Georgian restaurant", being sold as franchising ;
• Common development of Georgian cookery and winemaking ;
• Development of tourism and sphere of service;
• Increasing of renown and popularity of Georgia, popularization of Georgian brands and culture through the world market.

რეპორტაჟი საერთაშორისო ბიზნეს-სამეცნიერო ფორუმიდან:

შეკითხვები - ქალბატონ რუსუდან კიკალეიშვილს, ქართული დიასპორის წარმომადგენელს პოლონეთში.

- რის შემოთავაზებას აპირებთ, ქალბატონო რუსუდან?

- დასავლეთში ძალიან დიდი ყურადღება ექცევა ჯანსაღ კვებას. ქართული სამზარეულო კი ბუნებრივად არის დაფუძნებული სწორი კვების კონცეფციაზე. ჩემი აზრით, საკმაოდ მნიშვნელოვანია ქართული კერძების, (თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით), მსოფლიო ბაზარზე გატანა. სამზარეულო ქვეყნის მატერიალური კულტურის ისეთივე ნაწილია, როგორც გამოყენებითი ან სახვითი ხელოვნება. ქართული კერძების მსოფლიო არენაზე გატანა ხელს შეუწყობს ქვეყნის პოპულარიზაციას. გათვალისწინებული უნდა იყოს ადგილობრივთა მოთხოვნები. ანუ, ამა თუ იმ ქვეყნისა თუ რეგიონისთვის რომელი კერძი იქნება მისაღები. ეს კი ყველაზე კარგად ადგილობრივმა დიასპორამ იცის, ამიტომ აუცილებელია მასთან თანამშრომლობა. ამ პროექტში უნდა ჩავრთოთ ფიზიოლოგები, დიზაინერები, მარკეტინგის სპეციალისტები... ჩემი აზრით, ქართული რესტორანი არ უნდა ასოცირდებოდეს მხოლოდ ფიროსმანის ნახატებსა და ეგზოტიკასთან. ვფიქრობ, საჭიროა რესტორნის მოწყობა თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით. თუ ამ საქმეში სახელმწიფოც ჩაერთვება შესაძლებელი გახდება გამზადებული ტექნოლოგიის ბრენდის სახით გაყიდვა. ეს სახელმწიფოს საკმაოდ დიდ მოგებას მოუტანს.

- რატომ დაარქვით პროექტს „ოქროს საწმისი"?

- თუ ფილოსოფიური თვალსაზრისით ჩავუღრმავდებით, ქართული სამზარეულო ის „ოქროს საწმისია", რომელიც შეგვიძლია დასავლეთს შევთავაზოთ. ქართული სამზარეულო, საუკუნეების განმავლობაში გაჯერებულია ჯანსაღი კვების იმ ელემენტებით, რომლებზეც ძალიან დიდი მოთხოვნილებაა დასავლურ სამყაროში.

- დიდი მადლობა.

http://www.diaspora.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=77&info_id=1265

7. ,,ოქროს საწმისი", რუსუდან კიკალეიშვილი, ვიქტორ დომუხოვსკი (პოლონეთი)
პროექტი ითვალისწინებს ქართული კულინარიული ხელოვნების დახვეწას და ამით მისთვის გავრცელების არეალის გაფართოებას. ამ მიზნით პროექტის ავტორებს მიზანშეწონილად მიაჩნიათ ჩამოყალიბდეს საინფორმაციო უზრუნველყოფის ჯგუფი, გამოიცეს წიგნები და შეიქმნას ფილმები - ,,ქართული სამზარეულო", ,,ქართული სასმელები", აგრეთვე, უკვე არსებული ჟურნალი ,,მადიანის" ბაზაზე შეიქმნას პროექტის ბეჭდვითი ორგანო. პროექტი ითვალისწინებს აგრეთვე სამედიცინო ტურიზმის განვითარებასაც, რომელშიც მოიაზრება გამაჯანსაღებელი ცენტრის შექმნა. პროექტის ავტორთა აზრით, იმისათვის, რომ საქართველომ არ დაკარგოს უნიკალური შესაძლებლობების ქვეყნის იმიჯი, საჭიროა ღვინის, რთველის ფესტივალების ჩატარება, მაგრამ ეს უფრო ფართო საკითხია და მოითხოვს ეკონომიკურ გათვლებს. ავტორების ღრმა რწმენით პროექტი დანახარჯებს აანაზღაურებს.

რუსუდან კიკალეიშვილმა აღნიშნა, რომ პოლონეთში არსებობს ,,ALAVERDI - THE GEORGIAN POINT", რომელიც მოწადინებულია მონაწილეობა მიიღოს პროექტის განხორციელებაში.რუსუდან კიკალეიშვილმა განმარტა, რომ ფირმის მფლობელები ვაჭრობენ მხოლოდ ქართული პროდუქტებით, მათ შორის ქართული ღვინით, მინერალური წყლებითა და საკონსერვო ნაწარმით. ფირმა ქართული სამზარეულოთიც დაინტერესდა. შემდგომ ეტაპზე შეიძლება გაკეთდეს ქართველი მხატვრების, რეწვის გამოფენა, ანუ იგი იტვირთებს კულტურის ცენტრის ფუნქციასაც.

http://diaspora.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=77&info_id=1230

არ მინდა ზედმეტად თვითდარწმუნებული მოგეჩვენოთ, მაგრამ ჩვენი პროექტის, "ოქროს საწმისის" პრეზენტაცია 30 ოქტომბერ შედგა, ხოლო ზუსტად ერთი კვირის შემდეგ, კერძოდ 6 ნოემბერს, ყატარში ვიზიტიდან დაბრუნებული პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ილია ჭავჭვაძის უნივერსიტეტის სტუდენტებს და ლექტორებს შეხვდა და როგორც ქართული მედია საშუალებანი იტყობინებიან:

" ... მან სტუდენტებს და მთლიანად საზოგადოებას მოუწოდა, იზრუნონ ძველ კულტურულ ტრადიციებზე დაყრდნობით ყველა სფეროს, მათ შორის ქართული სამზარეულოს გათანამედროვებაზე, რათა საქართველომ უპასუხოს ახალ მსოფლიო დონის გამოწვევებს ..."

http://www.rustavi2.com/news/news_textg.php?id_news=34325&pg=1&im=main&ct=3&wth=

http://www.amc.ge/news/1257571501.php