środa, 6 stycznia 2010
"Trzech Króli"... Objawienie Pańskie ... Epifania
XII საუკუნის ეს ფრესკა კაპადოკიიდანაა
დღეს, 6 იანვარს, პოლონეთში "გულუხვი დღე" ანუ მოგვთა თაყვანისცემის დღე.
კათოლიკური ეკლესია მას "უფლის გამოცხადება"-ს უწოდებს და იგი ამთავრებს შობის დღესასწაულებს, რომელიც პოლონეთში 24 დეკემბერის საღამოს (ვიგილია) პირველი ვარსკვლავის (ბეთლეემის ვარსკვლავის სიმბოლოდ) ამოსვლიდან იწყება. მას დასავლეთის ყველა ეკლესია აღნიშნავს და იგი დასვენების დღეა გერმანიაში, ავსტრიაში, საბერძნეთში, ესპანეთში, სლოვაკეთში, შვეიცარიაში, იტალიაში, შვეციასა და ფინეთში.
დასვენების დღე იყო იგი პოლონეთშიც 1960 წლამდე ... მოკლედ კომუნისტებმა გააუქმეს. წელს სეიმმა მიიღო დადგენილება და 2011 წლიდან ისევ დასვენების დღე იქნება.
Mozaika bizantyjska: Trzej Magowie, Bazylika Santi Apollinare Nuovo, Rawenna
ამ დღეს სახლის კედლებზე პოლონელები ნაკურთხი ცარცით აწერენ K+M+B და თუმცა ტრადიცია მიიჩნევს რომ ეს მოგვთა სახელებიდან მოდის (კასპერი, მელჰიორი და ბალთაზარი) სინამდვილეში იგი ასე იკითხება: "Christus Mansionem Benedicat" - ქრისტე, აკურთხე ეს სახლი.
Podróż Magów, James Tissot.
Subskrybuj:
Komentarze do posta (Atom)
Brak komentarzy:
Prześlij komentarz