ქვემოთ forum.ge-ზე გაგზავნილი ჩემი ძველი (16.12.2008)პოსტია... ჩემი ერთადერთი ვორნის მიზეზი:
ილია II (ერისკაცობაში ირაკლი ღუდუშაურ-შიოლაშვილი) დაიბადა 1933 წლის 4 იანვარს ქ. ორჯონიკიძეში, ახლანდელი ვლადიკავკაზი.1952 წელს დაამთავრა ქ. ორჯონიკიძის 22-ე საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო მოსკოვის სასულიერო სემინარიაში, რომელიც სერგიევ პოსადში (მაშინდელ ზაგორსკში) მდებარეობს. სასულიერო სეიმარია პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა და მოსკოვის სასულიერო აკადემიის პირველ კურსზე ჩაირიცხა. 24 წლის ასაკში 1957 წლის 16 აპრილს ირაკლი ღუდუშაურ-შიოლაშვილი თბილისის ალექსანდრე ნეველის ტაძარში ეპისკოპოსმა ზინობიმ (მაჟუგა) ბერად აღკვეცეა და სახელად ილია უწოდა.
1959 წლის 10 მაისს წმიდა სერგის მონასტრის ლავრაში (სერგიევ პოსადში, მაშინდელ ზაგორსკში) იეროდიაკონი ილია მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, უწმიდეს ალექსი I მიერ ხელდასხმულ იქნა მღვდელმონაზვნად. იმავე წლიდან ზაგორსკის მონასტერში ჯერ იეროდიაკონია შემდეგ მღვდელმონაზონი, 1960-იდან კი იღუმენი.
1979-1983 მსოფლიო საეკლესიო საბჭოს ერთ-ერთი პრეზიდენტი.
1977 წლის 25 დეკემბერს ილია II
დაინიშნა* [ ე.შევარდნაძის განცხადება 1992 ელის 8 მარტს ქართულ ინტელიგენციასთან შეხვედრაზე თსუ-ში] საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსად.
ტერმინი
"დაინიშნა" ალბათ გამართლებულიც იქნება, თუ გავითვალისწინებთ ქვემოთ მოტანილ დოკუმენტს:
Совет по делам религий при Совете министров СССР
[Генеральный секретарь ЦК КПСС Л..Брежнев, митрополит Алексий (Ридигер), патриарх Пимен (Извеков)и главный раввин московской хоральной синагоги Яков Фишман празднуют годовщину октябрьской революции 1917 г.]
Совет по делам религий при Совете министров СССР - специальный государственный орган по контролю за религиозными организациями в СССР. Создан в 1965 г. в результате объединения двух Советов - Совета по делам Русской Православной Церкви (образован в 1943 г.) и Совета по делам религиозных культов (образован в 1944 г.). Совету вменялось в обязанность всемерно способствовать изживанию религиозности среди населения, угасанию религиозных пережитков, сокращению числа религиозных организаций. Совет являлся центральным государственным органом по делам религий. В союзных республиках имелись свои Советы по делам религий, а в краях, областях и крупных городах СССР имелись уполномоченные Совета со своим аппаратом, которые контролировали религиозную жизнь на местах. Чтобы понять, насколько была сильна власть Совета по делам религий и его уполномоченных, приведем такой пример:
каждый священнослужитель при назначении в ту или иную общину должен был получить т.н. регистрацию - документ, свидетельствующий, что священнослужитель зарегистрирован в этом качестве в конкретной общине. Без этого документа не мог исполнять свои обязанности ни один официальный священнослужитель в СССР.
Лишение регистрации означало для священнослужителя потерю работы и средств к существованию. Это был мощный инструмент давления, которым пользовались как уполномоченные Совета, так и сотрудники КГБ для подчинения себе подведомственного им духовенства.
С Советом согласовывали свои действия все, начиная от Патриарха, который привозил на утверждение в Совет протоколы заседаний Синода, до настоятеля приходской церкви, просившего разрешение на колокольный звон или церковную процессию. Совет по делам религий формально подчинялся Совету министров СССР, но выполнял непосредственные указания, поступавшие от идеологического отдела ЦК КПСС.
Деятельность Совета осуществлялась в непосредственном контакте с КГБ СССР, точнее, с управлением, занимавшемся борьбой с идеологическими диверсиями. В 1991 г., после распада СССР, Совет по делам религий прекратил свое существование.
http://www.religio.ru/lecsicon/17/12.html
[20.11.2011 რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი (ცენტრში), საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე მის მარჯვნივ და რუსეთის პატრიარქი კირილი მარცხნივ, პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის მიტროპოლიტებთან, რუმინეთისა და ბულგარეთის მართლმადიდებლური ეკლესიების დელეგაციების ხელმძღვანელებთან და სხვა მღვდელთმსახურებთან ერთად, 20 ნოემბერს რუსეთის საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე.]
"
ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად" - შოთა რუსთაველი.
1984-ში ილია II გამოვიდა TV-ში და თემურ ჩიხლაძე ასეთი მღვდელი არა გვყავსო...
ის თემურ ჩიხლაძე დახვრიტეს... იქნებ მღვდელი არც იყო, იქნებ მხოლოდ ღვთისმსახური იყო (განაჩენში ასეც წერია - უპარტიო, ღვთისმსახური ) ან იმ ურწმუნო დროში უბრალოდ მორწმუნე ქრისტიანი იყო ... "ეშაფოტზე" რატომ გაუშვა?
შევარდნაძემ, პატრიარქად მისმა დამნიშვნელმა, ასე მოსთხოვა?
ის რომ ზოგიერთი მაშინ 10-12 წლის იყო არ ნიშნავს რომ აღარც სხვებს გვახსოვდეს რა და როგორ მოხდა... ვისი უსიტყვო და ვისი სიტყვიერი ნებართვით ... ძალიანაც მიჭირდეს იქნებ, მაგრამ ყოველთვის ვიტყვი, რომ მარიკა ლორთქიფანიძის მაშინდელი საქციელი გმირობის ტოლფასი იყო ... პატრიარქს კი შეეძლო თუნდაც ერთი და სრულიად უდანაშაულო ადამიანის გადარჩენა.
ასეთი მღვდელი არა გვყავსო კი არ უნდა ეთქვა, არამედ თავდებად დადგომოდა.
1984 წელს, უკვე "სხვა სიო" ჰქროდა, ჩიხლაძის, მღვდელმსახურის, დახვრეტას მაინც ვერ გაბედავდა ედიკა.
თუნდაც სამუდამოც რომ მიესჯათ ცოცხალი იქნებოდა და როგორც აღმოჩნდა პატიმრობაც 6 წლის მეტი არ მოუწევდა ...
" ... საქმეში ფიგურირებს კიდევ ერთი ადამიანი, სასულიერო პირი, მამა თეოდორე, იგივე თეიმურაზ ჩიხლაძე. იგი 1983 წლის 2 თებერვალს აიყვანეს ანტისაბჭოური ტერორისტული ჯგუფის იდეური მხარდაჭერისათვის და სამართალში მისცეს. მამა თეოდორესაც იგივე ბედი ეწია, რაც დანარჩენებს, თუმცაღა მას აღნიშნული დანაშაული არათუ არ ჩაუდენია, თვითმფრინავშიც კი არ ყოფილა ...
1984 წლის 3 ოქტომბერს, ოთხშაბათს, 17:05 საათზე განაჩენი, კახა ივერიელის, პაატა ივერიელის, გერმანე კობახიძისა და მამა თეოდორეს მიმართ, სისრულეში იქნა მოყვანილი... "
გირგვლიანის მკვლელობა მკვლელობა იყო და თემურ ჩიხლაძის დახვრეტა არა?!
ვიმეორებ:
ილია II-მ, ნაცვლად იმისა, რომ თავდებად დადგომოდა ამ ახლაგაზრდა კაცს, თუნდაც არა მღვდელს, თუნდაც არა ეკლესიის მსახურს, არამედ უბრალოდ მორწმუნე ქრისტეანს, პილატესაებრ "ხელები დაიბანა" და მამა თევდორე კომუნისტურ ხროვას დასახვრეტად შეატოვა.
რამდენი ეკლესიის აგება გამოისყიდის ამ ერთი ქრისტეანის უცოდველ სულს?
"
ნუ ენდობით ცრუ წინასწარმეტყველებს ..."
[იოანე პავლე II-ს ქართული სამღვდელოება სიამაყით გადასცემს სამახსოვრო საჩუქარს]
სულზე უფრო რომ "მძორი" სტკიოდათ და ხორცზე უფრო ზრუნავდნენ ვიდრე სულზე, კგბ-სი უფრო ეშინოდათ ვიდრე უფლის - ის ხალხი დღესაც სამღვდელოების უმაღლესი იერარქიები არიან და არც მოუნანიებიათ ერისა და ბერის წინაშე.
ქართულ ეკლესიას არა ერთი ღირსეული შვილი გაუზრდია, არა ერთი "მწყემსი კეთილი" ჰყოლია...განა ერთი და ორი ღირსეული საჭეთმპყრობელი ჰყავდა ქართულ ეკლესიას თუნდაც კათოლიკოს - პატრიარქი, წმიდა მღვდელმოწამე კირიონ II (საძაგლიშვილი)
სული ჩემი ღმერთს ეკუთვნის, გული-ჩემი სამშობლოს, მძორი კი თუნდაც თქვენი იყოსო - უბრძანებია სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქს ამბროსი ხელაიას თავისი ჯალათებისათვის.
9 აპრილს გამთენიისას, დაახლოებით 4 საათისათვის, დარბევამდე სულ რამოდენიმე წუღით ადრე ილიაII მომიტინგეებთან მივიდა.
ყველას გვაქვს ეს კადრები არაერთხელ ნანახი. მე მისი დამფრთხალი თვალები ახლაც თვალწინ მიდგას...
მან მომიტინგეებს მიმართა და სიტყვა-სიტყვით შემდეგი ბრძანა:
«. . .ჩემთან მოვიდნენ და მითხრეს, რომ მოსალოდნელია საშიშროება. . . ამ საშიშროებამდე დარჩა რამოდენიმე წუთი. . . რათა ავიცილოთ საშიშროება, გეძლევათ ლოცვა-კურთხევა ვილოცოთ ქაშუეთის ეკლესიაში. . .»
და ნაცვლად იმისა, რომ ხალხში გადასულიყო და ტაძრისაკენ გაჰყოლოდა მათ, შებუნდა და მილიციის კორდონის გავლით მთავრობის სახლში შევიდა... რადგან შეეშინდა, რომ ავტორიტეტი არ ეყოფოდა და ხალხი მას არ გაჰყვებოდა.
დარწმუნებული ვარ პატრიარქს, რომ ხალხი გაერღვია და გამომყევითო ეთქვა ყველანი გაჰყვებოდნენ, რადგან პირველები მას მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია გაჰყვებოდნენ... პატრიარქის ასეთ საქციელს შეეძლო მიტინგი შეებრუნებინა და ქაშუეთის ეკლესიის გავლით სანაპირომდე გაყვანა,
მაგრამ მან მილიციის კორდონის გავლით მთავრობის სახლს შეაფარა თავი...
ხშირად გაიგონებთ, რომ ერმა რომელმაც სპატრიარქს არ დაუჯერა მიიღო ის რაც ეკუთვნოდაო.
თავად კი ასე აღწერს ამ მომენტს თავის 2006 წლის 9 აპრილის საკვირაო ქადაგებაში:
"...დღევანდელ დღეს დაემთხვა 9 აპრილის ტრაგედია. მახსენდება ის უმძიმესი ღამე, როცა ეს მოხდა. თენდებოდა კვირა დღე, აი, დღესაც დაემთხვა კვირა დღე. მივედი იქ და ვხედავდი, რომ რამდენიმე წუთის შემდეგ დაიწყებოდა ეს საშინელი მკვლელობა. თქვენ იცით და არაერთხელ უჩვენებიათ ტელევიზიითაც, რომ მივმართე ხალხს, შესულიყო ტაძარში. უმრავლესობამ იყვირა, არაო, იქ ყოფნა არჩიეს ტაძარში შესვლას და ამიტომაც მოხდა ეს ტრაგედია. ვუყურებდი იმ საშინელებას და, სამწუხაროდ, ვერაფრით ვშველოდი, ზოგი გარბოდა, ზოგი მართლაც შევიდა ქაშუეთის ტაძარში..."
http://www.orthodoxy.ge/patriarqi/qadagebebi/2006/09-04-2006.htm
უმრავლესობამ იყვირა, არაო - სცრუობს!
იქ მხოლოდ ერთი ხმა ისმის რომელიც ამბობს: არა, არ წავალთ!
გთხოვთ ამასაც მიაქციოთ ყურადღება:
"ვუყურებდი იმ საშინელებას და, სამწუხაროდ, ვერაფრით ვშველოდი" -
მთავრობის სახლის ფანჯრებიდან გადმოჰყურებდა იმ სასაკლაოს... არ ლოცულობდა! უფალს სამწყსოს გადარჩენას არ შესთხოვდა!
ერთი მომენტიც ნიშანდობლივია - იგი ყველგან 17 დაღუპულს ასახელებს. შეხედეთ ამ სურათს და დაითვალეთ... ნურც ის პაწია აკვანი გამოგრჩებათ.
რატომ, რისთვის ამცირებს საქართველოს პატრიარქი 9 აპრილის მსხვერპლს?
"ნუ ენდობით ცრუ წინასწარმეტყველებს ..."
სწორედაც, რომ "მაგ, ზემოთ ნახსენები, ინსტიტუცია გამოვლილისთვის" ღირსეული პუბლიკაა
" ... ბატონ ჯაბას არასდროს არ აშინებდა დასჯა, აშინებს და აშინებდა დარდი. დარდი საკუთარ თავზე კი არა, დარდი სამშობლოზე, ბატონი ჯაბა ის ადამიანია, ვინც გამოიარა ქარცეცხლი, ვინც ნახა სიყვარული და სიძულვილი.
... ბატონი ჯაბას ცხოვრება, მართლაც, ეს არის საქართვლოს ცხოვრება, ეს არის სიხარული და მწუხარება.
... და აი ამ დროს ღმერთმა ინება და მე მივედი ციხეში. წავიღე ნაკურთხი წყალი და სებისკვერი და, როცა ვუთხარი ბატონ ჯაბას, რომ თქვენ უნდა შეწყვიტოთ შიმშილი იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ბევრი საქმე გაქვთ გასაკეთებელი-მეთქი, მიპასუხა, რომ ჩემი შიმშილის შესახებ იცის ყველამ და მე რომ შიმშილი შევწყვიტო.
რას იტყვის? - რომ ჯაბამ დაუჯერა საქართველოს პატრიარქს...
ჯაბამ მიიღო სებისკვერი და ნაკურთხი წყალი....
ასე გადარჩა ჯაბა იოსელიანი. ....
ღმერთმა დალოცოს ჯაბა იოსელიანი, ღმერთმა დალოცოს და გაამთლიანოს საქართველო."
უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართვეელოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, 2001 წ.
გამოქვეყნებულია: „ლიტერატურული საქართველო“, 2006 წლის 7 ივლისი
ჯაბა - ილია II ურთიერთობებს რაც შეეხება - "ჰაქიმი ავადმყოფს სჭირდება"-ო უადგილოა, რადგან მკურნალობა სხვაა და ის რაც ჩვენს თვალწინ ხდებოდა კიდევ სხვა, სულ სხვა, კატეგორიაა.
ეკლესიას კი განწმენდა არგებს - არ ავნებს.
აღსარებაა სნეული სულისა და სხეულის მკურნალი, არა?
მათ, ვისაც 91-92 წლებში საქართველოში დატრიალებული "ცოდვის კითხვის" დროს პატრიარქის დუმილი აშფოთებდათ, ამ ოდნავ ადრეულ ბრძანებას შევახსენებ და ვთხოვ ყურადღების გარეშე ნურც ბრძანების გამოცემისა და ნურც მისი გაუქმების თარიღებს დასტოვებს ყურადღების გარეშე:
ბრძანების თარიღი 1990 წლის 28 ოქტომბერი ( ეროვნული ხელისუფლების არჩევნების დღე) მართლაც ბევრის მთქმელია, მაგრამ
გაუქმების 1992 წელიც არანაკლებ სიმბოლურია.
საგანგებო ბრძანება სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა ვბრძანებ:
დღეიდან ყოველი
ქართველი ადამიანის მკვლელი, მიუხედავად მსხვერპლის (მოკლულის) დანაშაულისა ან უდანაშაულობისა,
გამოცხადდეს ქართველი ერის მტრად.
მკვლელის სახელი და გვარი შეტანილ იქნას საპატრიარქოს სპეციალურ წიგნში და გადაეცეს თაობიდან თაობას, როგორც სამარცხვინო და დასაგმობი.
საგანგებო ბრძანება ესე მიღებულია, რათა საქართველოში იქნას თავიდან აცილებული უმძიმესი ცოდვა და დანაშაული ღვთისა და ერის წინაშე - ძმათა კვლა.
1990 წლის 28 ოქტომბერი
გაზეთ "მადლი" 1990 წლის #16
მოგვიანებით კი "საგანგებო ბრძანების" განმარტებაში ვკითხულობთ:
"... სამწუხაროდ, ჩვენი ერი არ აღმოჩნდა იმ სულიერ სიმაღლეზე, რომ აღესრულებინა კათოლიკოს- პატრიარქის ლოცვა-კურთხევა. ამიტომაც
აღნიშნული ბრძანება 1992 წელს უწმიდესისა და უნეტარესის ილია II განკარგულებითვე გაუქმდა...”
საქართველოს საპატრიარქო.
როგორც ხედავთ ბრძანებაშია "ქართველი ადამიანის მკვლელი ". და ეს აფხაზებთან და ოსებთან ისედაც დაძაბული ურთიერთობებისათვის ცეცხლზე ნავთის დასხმა იყო.
მე ათეისტი არა ვარ. უდიდესი რწმენა მაქვს უზენაესის და ამ რწმენამ გადამარჩინა.
გაბოროტებულიც, რომ არა ვარ ამასაც ხედავს უფალი, რომელიც არის ყოველი ჩვენგანის გულთა და აზრთა მხილველი.
ორპირობა არ მიყვარს, არც არავის "დიპლიპიტოზე" ცეკვა. ასე გამზარდეს. ძალიან ადრეული ბავშვობიდან მახსოვს ჩემი ოჯახი მონარქისტულ-კონსერვატისტულ- ქრისტიანულად ორიენტირებული. ქართველ მეფეთა ცხოვრებას ძილისწინ ზღაპრების ნაცვლად ვუკითხავდი ჩემს შვილებს ... და ახლა, რომ ჩემი მრწამსის, შეხედულებების ფუძემდებელი მცნებების პროფანაციას ვხედავ გული მწყდება.
"ენა, მაული, სარწმუნოება" - გაამასხრეს.
ქრისტიანობა - ჯერ სსრკ-ში და მერე მეორე უკიდურესობაში გადავარდნით - გაშარჟდა.
ახლა ამ მონარქიას ისეთს დამართებენ, რომ მეფე, დინასტია, რაც ასე თუ ისე სუფთად მოუტანია ქართველ ხალხს, და ბაგრატიონების ლამაზი ლეგენდა - ქუჩა-ქუჩა სათრეველად გადაიქცევა.
კვლავ ზემოთ ნახსენებ ინსტიტუციას შეგახსენებთ.
იქაური სკოლა გამოვლილი პატრიარქის გაზრდილი მეფე ვერ არგებს ქვეყანას.
გარდა ამისა ის აღტკინება რითაც პოზიცია -ოპოზიციამ ეს ასე "დროულად" შემოგდებული თემა ესოდენი ენთუზიაზმით აიტაცა, მარწმუნებს, რომ ასპარეზზე კვლავ ხაიდრავა& Co გამოვლენ... აუცილებლად გამოვლენ, რადგან ასეთია მათთვის დასახული ამოცანა.
ხაიდრავას არ მოეწონა ხელისუფლება 91-92 წლებში და ერთ ხელში ავტომატით და მეორეში კამერით იბრძოლა დემოკრატიისათვის ...
არ მოეწონა შევარდნაძე და ხელში ვარდით, თუმცა კი უკამეროდ, ისევ, ამჯერად, "იბრძოლა" ისევ და ისევ დემოკრატიისათვის ...
არც ეს მოეწონა და ისევ დემოკრატიის დამკვიდრებისათვის ბრძოლაში ახლა მკლავზე თეთრი " ლენტი" შეიბა ...
ხაინდრავას სულ ცოტა ხანში კვლავ აღარ მოეწონება ... მონარქია (ეჭვი ხომ არ გეპარებათ, რომ არ მოეწონება? ) ისევ ოპოზიციაში აღმოჩნდება ... და მეფეს დაგვიმხობს ... მასთან ერთად კი ერთადერთ შემორჩენილ სიწმინდესაც ლაფში გაგვისვრის.
ამიტომ სანამ ასე პიტერ ბრეიგერის "ბრმები" გახლავთ ჩვენი ყოფის ილუსტრაცია სიკეთეს არ უნდა ველოდეთ.
მხოლოდ განწმენდა, მხოლოდ წრფელი აღსარება და მონანიება თუ გადაარჩენს ქართულ ეკლესიას, ქართველ ერსა და სახელმწიფოს.
დედა [ეკლესია] არ გვახსოვს შვილებსა, მიტომაც წუთისოფელი სულ მუდამ გვაცოდვილებსა ...
მიტომაც არ აღწევს ამდენი წელია აქაური ვაება და ცოდვის კითხვა უფლამდე, რომ ეკლესიაა გასაწმენდი ...
"კართაგენი უნდა დაინგრეს!"
ეს პოსტი დიმპიტაურიძის (გულბაათ რცხილაძე) მოდერატორობას შეეწირა. თუმცა კი ვერ მითხრა სად რომელი ინფორმაცია იყო ტყუილი ან ფოტომონტაჟი?
დღეს კი დავამატებ, რომ პრეზიდენტობის კანდიიდატმა გამყრელიძემ სად ვუცადოთ მეფის ბავშვობიდან აღზრდას ... სანამ შევარჩევთ, სანამ გაიზრდება და აღიზრდება ილია II-მ შეასრულოს მეფის მოვალეობაო...
მოკლედ აითოლების ირანში უნდათ დაბრუნება ...
Раз уж речь зашла о таких крутых фигурах XX века, мне, конечно, очень хочется спросить о Сталине. Наверное, Вы заметили, что чем дальше от эпохи Сталина в России, тем больше Сталин становится таким олицетворением если не справедливого государственного устройства, то образом чего-то правильного. А в Грузии мне многие говорили, что вообще не считают его даже в полной мере грузином, что он был обрусевшим грузином.
OdpowiedzUsuńНет, он был грузином, и русским в то же время. Он по происхождению был грузин и знал прекрасно грузинский язык, грузинское пение, церковное пение.
Когда он умер, я был студентом Духовной семинарии. И мы все стояли в актовом зале и плакали, когда хоронили его.
Об этой личности, личности Сталина, нам многое рассказывал наш ректор отец Константин Ружицкий. А он слышал это от Святейшего Патриарха Алексия I (Симанского). Алексий I, Патриарх Московский и всея Руси, был исключительным человеком, очень большой культуры и очень большой духовности. Он очень почитал и очень любил Сталина.
Однажды, во время приема, когда Сталин принимал его, Патриарха Сергия, митрополита Николая (Ярушевича) и протопресвитера Николая Колчицкого, то говорит: «В чем вы нуждаетесь?» И они ответили, что мы благодарим, что вы разрешили открыть храмы. А он ответил: «Нет, этого не достаточно. Открывайте Духовные семинарии и академии». Он сам это сказал. Он ведь и сам был семинаристом. Он знал цену духовного образования.
Сталин – это выдающаяся личность. Такие рождаются редко. Он знал значение, мировое значение России.
А что сделал Сталин для Грузии? Мне даже высказывали мнение, что Сталин никак не заботился о Грузии, мог бы сделать для нее больше. Хотя, насколько я знаю, даже храмы были открыты при нем.
Он для всех был одинаковым, ко всем относился одинаково. Он не выделял Грузию как-то особенно. Но во время Второй мировой войны в процентном отношении больше всех погибло грузин. Он был верующим, особенно в конце. Так я думаю.
http://kavpolit.com/byli-bratyami-i-ostanemsya-bratyami/
უმრავლესობამ იყვირა, არაო - სცრუობს! იქ მხოლოდ ერთი ხმა ისმის რომელიც ამბობს: არა, არ წავალთ!
OdpowiedzUsuńსამწუხაროდ აქ გადაჭრბება გაქვთ,იყო ერთი არა და შემდგომ საყოველთაო უარი,
http://www.youtube.com/watch?v=0GvxCxcYp4E