środa, 26 maja 2010
იაროსლავ კაჩინსკის ვიდეომიმართვა და რუსი დისიდენტების ღია წერილი
ПО ПОВОДУ ОБРАЩЕНИЯ ЯРОСЛАВА КАЧИНСКОГО К РОССИЯНАМ
Открытое письмо
Уже несколько сот тысяч человек просмотрело в интернете Обращение к россиянам кандидата в президенты Польши Ярослава Качинского, в котором он сумел найти искренние и теплые слова благодарности русским людям, проявлявшим сочувствие и помогавшим полякам в самое трудное для обоих наших народов время.
Российские власти не сочли возможным ни опубликовать текст этого обращения, ни необходимым – ответить на него. Своим молчанием российские власти еще раз продемонстрировали, что их официальные слова и знаки соболезнования по поводу гибели президента Леха Качинского и сопровождавших его лиц являлись формальной отговоркой и шли не от сердца (как некоторым из нас хотелось верить), а из конъюнктурных соображений. Увы, этому не приходится удивляться.
Но мы удивлены и серьезно обеспокоены ходом следствия, призванного выяснить причины крушения Ту-154 под Смоленском. Складывается впечатление, что в то время как российские власти не заинтересованы в выяснении всех причин катастрофы, польские власти заверяют о полной «открытости» российской стороны, фактически ничего от нее не требуя и лишь терпеливо ожидая, пока из Москвы пришлют давно им обещанные материалы.
Трудно избавиться от впечатления, что для польского правительства сближение с нынешними российскими властями оказывается важнее, чем установление истины в одной из крупнейших национальных трагедий. Кажется, польские друзья проявляют некоторую наивность, забывая, что интересы нынешнего российского руководства и народов соседних с Россией государств не совпадают.
Мы обеспокоены тем, что в таких условиях независимость Польши и сегодня, и завтра может оказаться под серьезной угрозой.
Мы надеемся, что граждане Польши, ценящие свободу своей страны, сумеют ее защитить.
В том числе – и у избирательных урн.
Александр Бондарев
Владимир Буковский
Наталья Горбаневская
Андрей Илларионов
Виктор Файнберг
ღია წერილი რუსებისადმი იაროსლავ კაჩინსკის მიმართვის შესახებ
ინტერნეტის საშუალებით უკვე რამდენიმე ათასმა ადამიანმა ნახა პოლონეთის პრეზიდენტობის კანდიდატის იაროსლავ კაჩინსკის მიმართვა, რომელშიც მან თბილი და გულწრფელი სიტყვების მოძებნა…შესძლო იმ რუსი ადამიანებისთვის, რომლებიც ორივე ერისთვის უმძიმეს მომენტში პოლონელებს ეხმარებოდნენ. თავის მხრივ, რუსეთის ხელისუფლებამ იაროსლავ კაჩინსკის ვიდეომიმართვის ტექსტის გამოქვეყნება და მასზე პასუხის გაცემა საჭიროდ არ ჩათვალა. ამ დუმილით მან კიდევ ერთხელ მოახდინა იმის დემონტსრირება, რომ პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის დაღუპვასთან დაკავშირებით კრემლის ოფიციალური სიტყვები და თანაგრძნობა არა გულწრფელად (როგორც გვინდა, გვჯეროდეს), არამედ კონიუნქტურული თვალსაზრისით იყო გამოთქმული. სამწუხაროდ, ეს არ უნდა გვიკვირდეს. ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის ავიაკატასტროფის მიზეზების საგამოძიებო კომისიის მუშაობით გაკვირვებულები და შეშფოთებულები ვართ. იქმნება შთაბეჭდილება, რომ მაშინ, როდესაც რუსეთის ხელისუფლება ტრაგედიის მიზეზების გამოძიებით არ არის დაინტერესებული, პოლონეთის ხელისუფლება რუსეთის მხარის გახსნილობის შესახებ ირწმუნება და პრაქტიკულად არაფერს ითხოვს. ისინი მოთმინებით ელოდებიან, როდის გადაუგზავნის მოსკოვი დაპირებულ მასალებს. ასეთ პირობებში ძალიან ძნელია, გათავისუფლდე იმ შთაბეჭდილებისგან, რომ პოლონეთის ხელისუფლებისთვის რუსეთის დღევანდელ რეჟიმთან დაახლოება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ნაციონალური ტრაგედიის შესახებ სიმართლის დამტკიცება. მიგვაჩნია, რომ პოლონელი მეგობრები გარკვეულ გულუბრყვილობას იჩენენ და ავიწყდებათ, რომ რუსეთის მოქმედი ხელისუფლებისა და რუსეთის მოსაზღვრე ხალხების ინტერესები ერთმანეთს არ ემთხვევა. ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმით, რომ ასეთ პირობებში, ხვალ თუ ზეგ, პოლონეთის დამოუკიდებლობა შეიძლება, საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ პოლონეთის მოსახლეობა, რომელიც საკუთარი ქვეყნის თავისუფლებას აფასებს, შესძლებს საკუთარი დამოუკიდებლობის დაცვას, მათ შორის - საარჩევნო ურნასთან.
ალექსანდრე ბონდარიოვი,
ვლადიმერ ბუკოვსკი
ნატალია გორბანევსკაია
ანდრეი ილარიონოვი
ვიქტორ ფაინბერგი
List otwarty rosyjskich dysydentów po katastrofie smoleńskiej
Kilkaset tysięcy osób zna już z Internetu orędzie do Rosjan, w którym kandydat na prezydenta Polski pan Jarosław Kaczyński potrafił wyrazić szczere i serdeczne podziękowania tym Rosjanom, którzy w najbardziej trudnym dla obu naszych narodów czasie okazywali Polakom współczucie i pomoc.
Władze rosyjskie nie uznały za stosowne ani opublikować tekstu tego orędzia, ani na nie odpowiedzieć. Swoim milczeniem jeszcze raz udowodniły, że wszystkie ich oficjalne słowa i wyrazy współczucia z powodu tragicznej śmierci prezydenta Kaczyńskiego i towarzyszących mu osób były jedynie pustą formalnością i brały się nie ze szczerego serca (jak niektórzy z nas chcieli wierzyć), lecz ze względów czysto koniunkturalnych. Niestety, nie ma się tutaj czemu dziwić.
Natomiast jesteśmy zdziwieni i poważnie zaniepokojeni przebiegiem śledztwa, które miało wyjaśnić okoliczności i przyczyny katastrofy Tu-154 pod Smoleńskiem. Powstaje wrażenie, że władze rosyjskie nie są zainteresowane wyjaśnieniem wszystkich przyczyn katastrofy, zaś władze polskie powtarzają zapewnienia o "pełnej otwartości" strony rosyjskiej, niczego się od niej faktycznie nie domagając i tylko cierpliwie oczekują, aż z Moskwy nadejdą dawno obiecane im materiały.
Trudno się pozbyć wrażenia, że dla rządu polskiego zbliżenie z obecnymi władzami rosyjskimi jest ważniejsze, niż ustalenie prawdy w jednej z największych tragedii narodowych. Wydaje się, że polscy przyjaciele wykazują się pewną naiwnością, zapominając, że interesy obecnego kierownictwa na Kremlu i narodów sąsiadujących z Rosją państw nie są zbieżne.
Jesteśmy zaniepokojeni tym, że w podobnej sytuacji niezależność Polski i dzisiaj, i jutro może się okazać poważnie zagrożona. Mamy nadzieję, że obywatele Polski ceniący swoją wolność potrafią ją obronić. Także przy urnach wyborczych.
Aleksander Bondariew (dziennikarz, tłumacz, publikował w "Nowej Polszy")
Władimir Bukowski (dysydent w czasach komunistycznych, także obecnie krytyk polityki Kremla)
Wiktor Fajnberg (dysydent, w 1968 r. razem z Natalią Gorbaniewską brał udział w demonstracji w Moskwie przeciwko inwazji na Czechosłowację)
Natalia Gorbaniewska (działaczka demokratyczna, poetka, dziennikarka, tłumaczka literatury polskiej)
Andriej Iłłarionow (ekonomista, były doradca Putina, obecnie krytyk polityki Kremla)
http://www.rp.pl/artykul/484507.html
რუსეთის მოქალაქეებისადმი პოლონეთის პრეზიდენტობის კანდიდატის იაროსლავ კაჩინსკის 9 მაისის ვიდეომიმართვა
ტექსტი: ბატონებო და ქალბატონებო, რუსო მეგობრებო! დღეს 2010 წლის 9 მაისია და წითელ მოედანზე ჩემი საყვარელი ძმა, პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი უნდა ყოფილიყო. მე ვიცი, რომ იგი სიამაყის გრძნობით შეხედავდა, როგორ გაივლიდნენ პოლონელი ჯარისკაცები აღლუმზე, ასევე იფიქრებდა იმ მილიონ რუს ჯარისკაცზე, რომლებიც მესამე რაიხის წინააღმდეგ ბრძოლაში დაიღუპნენ. გარდა ამისა, იფიქრებდა კატინზეც, რომელმაც 70 წლის წინ ჩვენი ხალხები გაყო. ვიცი, რომ რუსეთის მიწაზე სტალინის ტერორის შედეგად დაღუპული რუსი და სხვა ეროვნების წარმომადგენლები განისვენებენ. ვიცი, რომ სტალინიზმი და სტალინიზმის საბოლოო შედეგი ორივე ქვეყნის პრობლემაა. ვიცი ასევე, რომ ახლის შენება მხოლოდ სიმართლეზე დაყრდნობით შეიძლება. ჩვენ ეს სიმართლე მაშინაც უნდა გავითავისოთ, როდესაც ის ძალიან მწარეა. პოლონელებს ახსოვთ დარბევები და "ენკავედე" - ს ტყვიები, მაგრამ ასევე ახსოვთ ის, რომ ასეთ საშინელ მდგომარეობაში ბევრი რუსი დახმარებას გვიწევდა. ახსოვთ, რომ ბევრმა რუსმა შესძლო იმის გაყოფა, რაც მათ ჰქონდათ, მიუხედავად იმისა, რომ მათ არცთუ ისე ბევრი რამ გააჩნდათ. ვიცი, რომ ბაბუაჩემს ალექსანდრე კაჩინსკის რუსი ეროვნების ადამიანმა უთხრა: "ალექსანდრე პეტროვიჩ, გაიქეცითო", რითაც მან ბებიაჩემის, მამაჩემისა და საკუთარი თავის გადარჩენა მოახერხა. მიმდინარე წლის 10 აპრილს საშინელი ტრაგედია დატრიალდა. მილიონობით რუსის თანაგრძნობა და სიმპათიები პოლონელების მიერ სათანადოდ შეფასდა. ჩვენ მადლიერებას გამოვხატავთ ყოველი ცრემლის, ყოველი ანთებული სანთლისა და თანაგრძნობის თითოეული სიტყვის გამო. ისტორიაში ისეთი მომენტები დგება, რომლებსაც შეუძლიათ, ყველაფერი, მათ შორის თავად ისტორიის მსვლელობა შეცვალონ. მე და ჩემთან ერთად მილიონობით პოლონელი იმედოვნებს, რომ ასეთი მომენტი ახლოვდება. ჩვენთვის, ჩვენი შვილებისთვის, შვილიშვილებისთვის ეს უდიდესი, საჭირო ცვლილება იქნება.
კიდევ ერთი საკითხი,საინტერესოა რისთვის უნდა დასჭირვებოდა "გაზეტა ვიბორჩას" რუსი დისიდენტების ამ ღია წერილის "ჟეჩპოსპოლიტადან" გადმობეჭდვა:
Rosyjscy dysydenci: Dla polskiego rządu zbliżenie z Rosją ważniejsze niż prawda
Pięciu rosyjskich dysydentów w liście otwartym, opublikowanym dziś w "Rzeczpospolitej", krytykuje władze w Moskwie za przebieg śledztwa w sprawie katastrofy smoleńskiej. Stronie polskiej zarzuca zaś naiwność i to, że daje sobą manipulować.
List podpisało pięciu przeciwników obecnej polityki Kremla: Aleksander Bondariew (dziennikarz, tłumacz, publikował w "Nowej Polszy"), Władimir Bukowski (dysydent w czasach komunistycznych), Wiktor Fajnberg (dysydent), Natalia Gorbaniewska (działaczka demokratyczna, poetka, dziennikarka, tłumaczka literatury polskiej) oraz Andriej Iłłarionow (ekonomista, były doradca Putina, obecnie krytyk polityki Kremla).
Dysydencie przypominają internetowe orędzie Jarosława Kaczyńskiego do Rosjan, które władze rosyjskie miały zignorować. "Swoim milczeniem jeszcze raz udowodniły, że wszystkie ich oficjalne słowa i wyrazy współczucia z powodu tragicznej śmierci prezydenta Kaczyńskiego i towarzyszących mu osób były jedynie pustą formalnością i brały się nie ze szczerego serca" - napisano w liście.
Zdaniem piątki opozycjonistów, władze rosyjskie zachowują się tak, jakby nie były zainteresowane wyjaśnieniem wszystkich przyczyn katastrofy z 10 kwietnia, "zaś władze polskie powtarzają zapewnienia o "pełnej otwartości" strony rosyjskiej, niczego się od niej faktycznie nie domagając i tylko cierpliwie oczekują, aż z Moskwy nadejdą dawno obiecane im materiały" - czytamy.
"Trudno się pozbyć wrażenia, że dla rządu polskiego zbliżenie z obecnymi władzami rosyjskimi jest ważniejsze, niż ustalenie prawdy w jednej z największych tragedii narodowych. Wydaje się, że polscy przyjaciele wykazują się pewną naiwnością, zapominając, że interesy obecnego kierownictwa na Kremlu i narodów sąsiadujących z Rosją państw nie są zbieżne" - podkreślają autorzy listu.
Dysydenci sugerują także, że "niezależność Polski może się okazać poważnie zagrożona". "Mamy nadzieję, że obywatele Polski ceniący swoją wolność potrafią ją obronić. Także przy urnach wyborczych" - brzmi zakończenie listu.
http://wiadomosci.gazeta.pl/Wiadomosci/1,80277,7931208,Rosyjscy_dysydenci__Dla_polskiego_rzadu_zblizenie.html
როცა 22 მაისს თავადაც მიიღო იგივე წერილი?
არაერთხელ მითქვამს არც ლეხი იყო და არც იაროსვლავი არის რუსოფობი. რუსულ კულტურაზე არიან გაზრდილები. ვისოცკის და ოკუჯავას სიმღერები აახლოებდა იმ თაობას რუსეთთან. დღევანდელმა ახალგაზრდებმა არ იციან როდის და სად წარმოიშვა "ჩვენი და თქვენი თავისუფლებისათვის" ...
ყოველმხრივ მოზომილი და გააზრებული სიტყვა , სადაც ყოველ ნიუანსს თავისი დატვირთვა აქვს, ვარშავის აჯანყების მუზეუმის კაფეშია ჩაწერილი და XX საუკუნის 20-30-იანი წლების ინტერიერი უდევს ფონად. ერთი შეხედვით თითქოს რა უნდა მანდ მაგ ჩაიდანს? თუმცა ძმები ვართ. ჩაი ჩვენც გვიყვარსო, მაგრამ აქცენტირებულია არა სამოვარი არამედ ელეგანტური ჩაიდანი. უკან პიანინო და გადაშლილი ნოტები კულტურულ კავშირებზე მიუთითებს, კლასიკურ, სერიოზულ სულიერ მომენტებსა და უკვდავ ფასეულობებზე. წიგნები და ჩართული ლამფა - განათლებაზე ...
არის ხალხი ვინც ამას აღიქვამს და ვისზეც იყო გათვლილი იმათ გაიგეს. ამიტომაც დაიწერა ეს წერილი. რუსეთმა კი ამ გზავნილის უგულვებელყოფით აჩვენა, რომ არავითარ მეგობრობაზე და ურთიერთობების დათბობაზე არც კი უფიქრია.
უდიდესი საქმე გააკეთა იაროსლავმა ამ მიმართვით. აჩვენა, რომ "მეფე შიშველია"
ამიტომ "აღელვდა" ზოგიერთი აქაური ჟურნალისტი: "რუს მეგობრებს" მიმართა, თორემ ნახეთ, ერთხელაც არ უხსენებია რუსეთის ხელისუფლება, არც პუტინი და არც მედვედევიო.
piątek, 14 maja 2010
გეოპოლიტიკის რომანტიკოსი
ჭადრაკში არსებობს პატის მცნება, როცა გაქვს სვლის უფლება მაგრამ რეალურად ყველა შენი ფიგურა უქმია. ალბათ ასე შეიძლება დახასიათდეს სმოლენსკის შემდგომი საერთაშორისო ურთიერთობები ევროპის პოლიტიკურ დაფაზე.
ბოლო წლებში მოძლიერებული რუსეთი, რომელსაც დაუსჯელად შერჩა 2008 წელს საქართველოში განხორციელებული ოკუპაცია და ანექსია, დარწმუნდა რომ ფაქტიურად შიშსა „მორჩილებს ყოველი, იგიცა ვინც ძლიერია”, რომ „შიში შეიქმს სიყვარულსა”, რომ ეს შიშიც ყველას სხვადასხვაგვარი შეიძლება გააჩნდეს - ზოგს III მსოფლიო ომის და ზოგს ზამთარში უგაზობის – დაინახა და ბევრიც არ დაახანა: გააპროტესტა ამერიკის სარაკეტო ბაზის მშენებლობა პოლონეთში, შემდეგ იყო Nord Stream-ი, ყირგიზეთი, ნარინჯისფერების დამარცხება უკრაინაში და სევასტოპოლში შავი ზღვის ფლოტის ბაზირების ხელშეკრულების, უკვე იანუკოვიჩისეულ პარლამენტში, გაფორმება და სხვა და სხვა. ეს ყველაფერი გახლავთ სწორედ ის პატური მდგომარეობა რაშიც ჩააყენა ევროპა რუსეთ-გერმანულმა თანამეგობრობამ, ჯერ შროდერის პირადმა ინტერესებმა და შემდეგ კი მისი მემკვიდრის, მერკელის, რუსოფილიამ თუ პოლიტიკურმა ახლომხედველობამ.
სმოლენსკის კატასტროფაც სწორედ ამ კუთხით უნდა იქნეს განხილული: ვის უშლიდა ხელს პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი და მისი გუნდი? ცხადია, რომ რუსეთის იმპერიულ ამბიციებს მხოლოდ კაჩინსკი ვერც ძმასთან (რომელიც თავადაც უნდა ყოფილიყო იმ თვითმფრინავში, მაგრამ 86 წლის დედის, რომელმაც ჯერ კიდევ არ იცის ვაჟიშვილის დაღუპვის შესახებ, მძიმე ავადმყოფობის გამო დარჩა ვარშავაში) ან თუნდაც გუნდთან ერთად ვერ შეაფერხებდა, მაგრამ სულ უფრო მეტი ქვეყანა ცენტრალურ და სამხრეთ -აღმოსავლეთ ევროპაში აცნობიერებდა მათი ქვეყნების ერთ ბლოკად შეკვრის პერსპექტივას. ამ ქვეყნების რუსეთის გავლენის სფეროდან საბოოლოოდ თავის დაღწევის შესაძლებლობა, ამ ქვეყნების გაერთიანება და ერთ მძლავრ ბლოკად ჩამოყალიბება, ძველი ევროპის ეგოცენტრისტული პოლიტიკის უსიტყვო სტატისტებიდან მათი რეალურ მოთამაშეებად გარდაქმნა კი გახლდათ სწორედ პრეზიდენტ კაჩინსკის მიერ წარმოებული საერთაშორისო ურთიერთობებისა და საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედი.
პოლონეთს პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი ასეთი ბლოკის ცენტრალურ ფიგურედ განიხილავდა და დარწმუნებული იყო რომ პოლონეთს ამის რეალური პოტენციალი გააჩნდა როგორც ტერიტორიულ-მოსახლეობრივი თუ კულტურულ-ცივილიზაციური ასევე პოლიტიკურ-ეკონომიკური რესურსის თვალსაზრისით. ცხადია პოლონეთის პრეზიდენტის ასეთი აქტიურობა მხედველობიდან არ გამორჩენია არც რუსეთსა და არც დასავლეთ ევროპას, რომელიც, ამერიკისგან განსხვავებით, სულაც არ მიესალმებოდა მეორე მსოფლიოს ქვეყნების მიერ საკუთარი ინტერესების წინა პლანზე წამოწევას. სასწრაფოდ უნდა მოძებნილიყო საპირწონე და მოიძებნა კიდეც პრაგმატულ-ამბიციური, მორალურ-ეთიკურ მუხრუჭებს მოკლებული ძალა, რომელმაც საოცარი მონდომებით და არანაკლები ახლომხედველური პოლიტიკით ფაქტიურად ნებაყოფლობით იტვირთა რუსეთის გავლენის სფეროში დაბრუნება.
ეს იყო ის წინაპირობა რამაც შესაძლებელი გახადა, რომ რუსეთს პოლონეთშივე ეპოვა ის დასაყრდენი რომელიც მისი ამბიციების ფრონტის პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებიდან ე.წ. სახალხო დემოკრატიის ქვეყნებზე გავრცელებას უზრუნველყოფდა..
ცხადია მოსახლეობას ეს ყველაფერი სათანადოდ შეფუთული უნდა მიწოდებოდა. სწორედ ამას ემსახურებოდა პრეზიდენტის წინააღმდეგ აგორებული დისკრედიტაციისა და გაშარჟების აღვირახსნილი პოლიტიკა რომელსაც აქაური ჟურნალისტები ჯერ დასავლეთში თავად გადასცემდნენ და შემდეგ კი დასავლეთის პოლიტიკოსების თუ მასმედიის მოსაზრებებად უკან დაბრუნებულს ციტატებად აწვდიდნენ მკითხველებს, მაყურებლებსა თუ მსმენელებს, რაც გლობალიზაციის დღევანდელ პირობებში დიდ შრომას და გონებამახვილობას არ საჭიროებდა.
რა მოხდა კატინში? კატინი ეს პოლონელი ერის მოუშუშებელი ჭრილობა რომელიც 70 წლის განმავლობაში ტაბუ დადებული იყო და რომელსაც რუსეთი გერმანელებს აბრალებდა, მაგრამ როცა გორბაჩოვსა და ელცინს დასავლეთში დემოკრატიზაციის ნიღბად დასჭირდა ოდნავ ხილაბანდი აუწია, ამჯერადაც სატყუარად გამოიყენა. პრეზიდენტი და მისი გუნდი კატინში განხორციელებული გენოციდის მთელი სიმართლის გამჟღავნებისა და პასუხისმგებლობის საკითხს ცალსახად აყენებდნენ, რადგან მიაჩნდათ, და სამართლიანადაც, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობას ტყუილი და გადუჭრელი პრობლემები სასიკეთოს არაფერს ჰმატებენ.
ის ხალხი, ვისაც თავი პრაგმატულ პოლიტიკოსებად მიაჩნიათ და სინამდვილეში კი ვერ აცნობიერებენ ან არ სურთ გააცნობიერონ არადემოკრატიზირებული, არამოდერნიზებული რუსეთის გაძლიერების საფრთხე დიდი მონდომებით ჩაერთო რუსეთის მიერ შემოთავაზებულ თამაშში და ისიც რუსული წესებით. ამ ხალხთან ისურვა პუტინმა კატინის 70 წლისთავის აღნიშვნა 7 აპრილს და ამ ღონისძიებაზე პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი არ მიიწვია. ამიტომ გახდა იძულებული ლეხ კაჩინსკი და მასთან ერთად პოლონური საზოგადოების უმშვენიერსი და საუკეთესო ნაწილი 10 აპრილს, ისევე როგორც ადრე ყოველწლიურად არაოფიციალურ ვიზიტად გამგზავრებულიყვნენ კატინის ტყეში კეფაში ტყვიით დახვრეტილი პოლონელი ოფიცრების, შლიახტისა და სამღვდელოების, იმდროინდელი პოლონეთის უერთგულესი შვილების (ზოგადად კი კატინში დახვრეტილი იქნა პოლონეთის უმაღლესი განათლების მქონე მოსახლეობის 25% ) საფლავების მოსალოცად.
სმოლენსკის სამხედრო აეროდრომი „სევერნი”, სრულიად უქმი წელიწადის უმეტეს დროს, აბსოლუტურად მოკლებულია ნავიგაციის თანამედროვე ტექნიკას, რომელიც პუტინ-ტუსკის ვიზიტის დროს იქ სპეციალურად იქნა მიტანილი და მათი წასვლის შემდეგ დემონტირებული თუმცა კარგად იყო ცნობილი რომ 10 აპრილს ანუ 2 დღის შემდეგ იმ საქათმის მსგავს ნაგებობას რასაც ფრენის საკონტროლო კოშკს ძნელად თუ დაარქმევს ადამიანი უნდა უზრუნველყო მეზობელი სახელმწიფოს უმაღლესი პირის უსაფრთხო მიღება. ამიტომ კატასტროფის პირველი წუთებიდანვე რუსეთი საინფორმაციო ქაოს და ვაკუუმს ჰქმნის. იგი ცდილობს დაამტკიცოს რომ:
1. სმოლენსკის აეროდრომი და ფრენის საკონტროლო სისტემა პრეზიდენტის მისაღებად მზად და წესრიგში იყო;
2. სავარაუდო მიზეზებიდან გამორიცხოს თვითმფრინავის კაპიტალური რემონტი, რომელიც სამარაში (რუსეთი) 2009 წლის მაისიდან დეკემბრამდე იქნა ჩატარებული.
ამავე დროს გულისამაჩუყებელი სცენებით ყურადღება სხვა მიმართულებით გადაიტანოს, რათა პოლონელებს რაც შეიძლება მეტად დამწუხრებულად მოაჩვენოს თავი. თუმცა ეს სულ უფრო და უფრო ნაკლებ შედეგიანია.
პოლონელები დღეს უკვე ხმამაღლა მოითხოვენ საკუთარი ხელისუფლებისგან პასუხებს იმ კითხვებზე რაც ამ ერთი თვის განმავლობაში დაგროვდა და დღემდე პასუხგაუცემელია:
1. რატომ არ აამოქმედა ტუსკის ხელისუფლებამ რუსეთსა და პოლონეთს შორის 1993 წელს დადებული ორმხრივი ხელშეკრულება, რომელიც სამხედრო თვითმფრინავების ავიაკატასტროფების ერთობლივ კვლევას ითვალისწინებს და რატომ დაუქვემდებარე პოლონეთის ბორტი #1, რომელიც სამხედრო მანქანა გახლდათ, რომელზეც დაიღუპნენ პოლონეთის პრეზიდენტი, ამავე დროს სამხედრო მთავარსარდალი, და მასთან ერთად პოლონეთის შეიარაღებული ძალების ყველა სახეობის ჯარების სარდლები და უმაღლესი ოფიცრები
2. რატომ არ განიხილავს პოლონეთის მხარე მის საკუთრებაში არსებულ თვითმფრინავს საკუთარ ტერიტორიად როგორც ეს მიღებულია საერთაშორისო სამართალში
3. რატომ არ ითხოვა პოლონეთმა, NATO-სგან, რომლის წევრიც არის, დახმარება თუნდაც სატელიტური რუქებისა და ჩანაწერების სახით
ეს არის უმთავრესი საკითხი, რასაც უნდა განესაზღვრა კატასტროფის კვლევისა და გამოძიების ( ორი სხვადასხვა სფეროა) დაქვემდებარების სამართლებრივი ასპექტი.
დღეს კი მდგომარეობა წარმოუდგენლად უცნაურად მიმდინარეობს – კატასტროფიდან ერთი თვის თავზე ჯერ კიდევ არ არის დადგენილი კატასტროფის ზუსტი დრო. თავდაპირველად იყო დასახელებული 8:56 ვარშავის დროით, მაგრამ ცნობისმოყვარე ჟურნალისტებმა გამოქექეს და ხელისუფლებაც იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ კატასტროფა 8:41-ზე გვიან ვერ მოხდებოდა. ბუნებრივია ისმის კითხვა: ვის დასჭირდა ეს 15 წთ და რისთვის?
რატომ ითქვა, რომ მფრინავმა რუსული არ იცოდაო, როცა სრულყოფილად ფლობდა რუსულ ენას?
რატომ ითქვა, რომ დაფრენის ოთხი მცდელობა იყო, როცა აღმოჩნდა რომ თვითმფრინავი პირველსავე მცდელობაზე ჩამოვარდა?
რატომ ცვლიდნენ რუსი სამხედროები აეროდრომის საფრენი ბილიკის მიმმართველი განათების ნათურებს კატასტროფის შემდეგ?
რატომ და ვინ არ მიაწოდა ეკიპაჟს სათანდო მეტეოროლოგიური ინფორმაცია დროულად?
როგორ აღმოჩნდა თვითმფრინავი ასეთ დაბალ სიმაღლეზე და ასაფრენ-დასაფრენი ზოლიდან ასე დაშორებით, ანუ რატომ ჰქონდა თვითმფრინავს ასეთი უჩვეულო დაშვების ტრაექტორია. დახრილი სწორი ხაზის ნაცვლად მიწასთან მიახლოვებული ჰიპერბოლა. დასაჯდომ ბილიკამდე 2 კმ-ით ადრე სიმაღლე ჰქონდა უკვე 10 მ. ასეთი სიმაღლე უნდა ჰქონდეთ უკვე დასაჯდომ ზოლზე, თანაც ზოლს 150 მ და 45 გრადუსით როგორ ასცდა ისეთი გამოცდილი ეკიპაჟი როგორიც მართავდა TU–154M -ს?
როგორ წამოედო თითქმის 12 მეტრის სიმაღლის მქონე თვითმფრინავი ხეს 6-7 მეტრის სიმაღლეზე?
6 – 7 მეტრის სიმაღლეზე ხეს წამოდებული თვითმფრინავის ნამსხვრევები როგორ გაიფანტა 800-900 მეტრის სიგრძეზე?
როგორ მოხდა, რომ ასეთი დაბალი სიმაღლიდან ჩამოვარდნილი თვითმფრინავის მგზავრებიდან არა თუ არავინ გადარჩა, არამედ ცხედრების 85,4%-ის ამოსაცნობად გენეტიკური ანალიზი გახდა საჭირო?
რა მიზნით ჯდებოდა სმოლენსკის აეროდრომზე პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავის თითქმის თანადროულად რუსული სამხედრო IL-76
ტექნიკური ხასიათის კითხვები ძალიან ბევრია, მაგრამ უმთავრესი ალბათ მაინც პოლონეთის ხელისუფლების კვლევა-გამოძიების სამართლებრივი საკითხში გამოჩენილი უუნარობაა. ამიტომაც დაარსდა საზოგადოებრივი მოძრაობა „10 აპრილი“, რომელიც აცნობიერებს საზოგადოებრივი აზრით მანიპულირების მცდელობას მწვავედ სვამს კითხვებს და მოითხოვს საეთაშორისო გამოძიებას.
პოლონური ფონდის „კატინი”-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის პროფესორ იაცეკ ტრზნადელის მიერ პოლონეთის პრემიერის დონალდ ტუსკის სახელზე შედგენილ მიმართვაში, რომელიც გავრცელდა ინტერნეტითაც და რომელსაც 9 მაისს პრეზიდენტის სასახლის წინ ათეულ ათასობით ადამიანმა მოაწერა ხელი, ნათქვამია:
„2010 წლის 10 აპრილს, სმოლენსკში მომხდარ კატასტროფას, რომლის დროსაც პოლონეთის პრეზიდენტი და ქვეყნის უმთავრესი ინსტიტუტების უმაღლესი პირები დაიღუპნენ, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქვეყნისათვის, რადგან ეს კატასტროფა მოხდა არა პოლონეთში, არამედ უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე, მოგმართავთ, ბატონო პრემიერო, კატასტროფის გამომწვევი მიზეზების გამოსაძიებლად, შეიქმნას დამოუკიდებელი, საერთაშორისო საგამომძიებოლო კომისია. მსოფლიოს საუკეთესო ექსპერტებისაგან შემდგარი კომისიის დასკვნა მნიშვნელოვანი იქნება საზოგადო აზრისა და ისტორიისათვის...”
„შეთქმულების თეორიის“ გაშარჟება ახლა სამთავრობო მასმედიაში ძალიან აქტუალურია, თუმცა ეს ვერ შველის ამდენ პასუხგაუცემელ კითხვას, ხოლო კატინის ერთხელ უკვე გადმოცემული მასალების ხელმეორედ გადმოცემის ფაქტით აღფრთოვანება, ინტელექტუალებისა და, როგორც აქ უწოდებენ, III ჟეჩ პოსპოლიტას სალონისტების რუსეთისადმი უეცრად გაღვიძებული სიყვარული და საბჭოთა ჯარისკაცების საფლავებზე სანთლების დანთების აქციები ბევრი, კიდევ უფრო სერიოზული, კითხვების მიზეზი ხდება. პოლონეთის მოსახლეობა ყველა ამ კითხვაზე ეძებს პასუხს, რაზეც მეტყველებს თუნდაც ისეთი ფაქტიც, რომ პოლონეთში 10-ჯერ გაიზარდა ამ დღეებში ინტერნეტით სარგებლობა. რამდენჯერმე გაიზარდა იმ გაზეთების გასაღება, რომლებიც ობიექტურად ცდილობენ ამ ტრაგედიის გამოძიებას.
პოლონეთის ტელევიზიამ გადაიღო დოკუმენტალური ფილმი „სოლიდარნი 2010“, სადაც ნათლად ჩანს სიყვარულისა და გულწრფელი გლოვის ის ატმოსფერო, რომელიც სუფევდა ვარშავის ქუჩებში. მართველმა ელიტამ დაიწყო ამ ფილმის ავტორების უსასტიკესი დევნა. ზოგიერთი ინტელექტუალი თავს იმის უფლებასაც აძლევს, რომ განსხვავებული აზრი დაგმოს ან გააშარჟოს მაინც, რაც სმოლენსკის ტრაგედიის შემდეგ წინა პლანზე წამოსული სამოქალაქო საზოგადოების ერთსულოვნებისა და სოლიდარობის შემცირებას ისახავს მიზნად. მათ აშინებთ საზოგადოების ასეთი მძაფრი რეაქცია ამ მართლაც გაუგონარ ტრაგედიაზე.
მე ვერ დავსწარი საქართველოს პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაკრძალვას. ბედმა ასე ინება, რომ შევძელი პატივი მიმეგო პოლონეთის პრეზიდენტს ლეხ კაჩინსკისათვის და მინდა გითხრათ ჩემთვის ისინი თავისუფლების, დამოუკიდებლობის, სუვერენული სახელმწიფოებრიობის ერთნაირი სიმბოლოები არიან. როცა აქ დაიწერა, რომ თანამედროვე ისტორიას არ ახსოვს მართალი პოლიტიკოსის ასეთი დევნაო, ამან ჩემში პროტესტის გრძნობა დაბადა – ახსოვს! როგორ არ ახსოვს! ზვიად გამსახურდია, ჩემი ქვეყნის პრეზიდენტიც ასე გარიყეს და გაიმეტეს. ალბათ იმიტომ რომ ორივენი „დინების წინააღმდეგ მიცურავდნენ“ უპირველესი ღირებულების, ჭეშმარიტების სათავის ამოსაცბობად. საოცარია, კიდევ ერთი პოლონელი, ღირსეული პიროვნება, პაპი იოანე პავლე II, თავის ლექსში მოუწოდებდა, ჭეშმარიტებას მოწყურებულებმა დინების საწინააღმდეგოდ უნდა იცუროთო.
18 აპრილს ლეხ ალექსანდერ კაჩინსკი და მისი უსათნოესი მეუღლე მარია ჰელენა მაცკევიჩ-კაჩინსკა თვითმფრინავის ფრთების ქნევით (ეს იყო დაუვიწყარი სურათი) დაემშვიდობნენ საყვარელ ქალაქ ვარშავას და კრაკოვის ვაველში, მის გულის-გულში ერთად, ერთ სარკოფაგში დაიკრძალნენ. ერისაგან პიროვნების, პრეზიდენტის უფრო მეტი პატივი და დაფასება წარმოუდგენელია. დაიკრძალა მისი პოლიტიკური იდეალის იუზეფ პილსუდსკის აკლდამაში პოლონეთის დედოზარის “ზიგმინდის” სამრეკლოს მიწისქვეშა კელიაში. უამრავი ხალხი, სრული სამხედრო ღირსებითა და ფარდაგად დაფენილი ყვავილებით მიაცილებდა უკანასკნელ გზაზე და საოცრად ამაყი ვიყავი, რომ ოჯახის წევრების გარდა მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს ერგო პატივი სარკოფაგში ჩასვენების ცერემონიასაც დასწრებოდა. ამაყი ვიყავი, რომ მაშინ როდესაც ბევრი უცხოელი ლიდერი ვერ ან არ ჩამოვიდა, ლეხ და მარია კაჩინსკების წინაშე ვალში მყოფი პატარა საქართველოს ხუთ ქვეყანა გამოვლილმა და თითქოს მართლაც გადაულახავი წინააღმდეგობის დამძლევმა პრეზიდენტმა მათ წინაშე მეგობრისა და ადამიანის ვალი პირნათლად მოიხადა.
ძმები კაჩინსკები, ეს ტყუპი ძმები, ინტელიგენტურ და პატრიოტულ ოჯახში გაიზარდნენ. მათი მამა მეთაურობდა იმ ბატალიონს, რომელიც ვარშავის აჯანყების დროს პირველი გადავიდა შეტევაზე. საქართველოს სიყვარულიც მამამ შთააგონათ. უყვებოდა მათ, რომ ქართველები საოცარი ხალხია, რომ 200 ქართველი გმირულად იბრძოდა პოლონელების გვერდით. ლეხ კაჩინსკიმ, როცა იგი ვარშავის პრეზიდენტი იყო, ააშენა ვარშავის აჯანყების მუზეუმი, რომლის ეზოში გახსნა (უკვე პოლონეთის პრეზიდენტის რანგში) პოლონეთის ჯარში მებრძოლი ქართველი ოფიცრების მემორიალური ობელისკი. მის გახსნაზე საქართველოს პრეზიდენტიც დაპატიჟა და როცა ქართველმა თარჯიმანმა წაიფორხილა ლეხ კაჩინსკიმ თავად წააშველა სიტყვა: ”პოლონეთის პრეზიდენტის პილსუდსკის მრჩეველი სამხედრო საკითხებში გენერალი ანდრონიკაშვილი”. ზეპირად იცოდა ქართველი მეომრების გვარები და უაქცენტოდაც გამოთქვამდა მათ.
საოცარი კაცი იყო. ბევრი პოლიტიკოსი პოლონეთშიც და ევროპაშიც არ იზიარებდა მის ანგაჟირებას საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში, მაგრამ იგი მიზანდასახულად აგრძელებდა თავის მისიას. ბუქარესტში NATO -ს შეკრებაზე საქართველოსა და უკრაინასთვის მაპის მინიჭებისთვის როგორ იბრძოდა – ეს შეიძლება საქართველოში ბევრმა არც იცის - მხოლოდ მერკელს 3-ჯერ ელაპარაკა. გადმოიბირა კიდევაც ჩვენ მხარეზე რამდენიმე ქვეყანა. ბოლოს კი პირდაპირ, ღიად სთქვა: „საფრანგეთმა და გერმანიამ ჩრდილოეთატლანტიკურ იდეას უღალატეს“
ლეხ კაჩინსკი ხშირად იმეორებდა: „ჩემი ხალხის ტრადიცია არის ბრძოლა ჩვენი და თქვენი თავისუფლებისთვის”. მისი დევიზი იყო: „უფალი, ღირსება, სამშობლო”, საერთაშორისო პოლიტიკა კი სამ უნივერსალურ ფასეულობას ეფუძნებპდა: სოლიდარობა, თავისუფლება, უსაფთხოება. თავის მთავარ მისიად ამ პრინციპების გატარებას თვლიდა არა მხოლოდ ცენტრალური ევროპისთვის, არამედ სამხრეთ-აღმოსავლეთისთვისაც. საგულისხმოა მისი 2008 წლის 18 აგვისტოს (ომის შემდეგ ერთ კვირაში) „Newsweek”-სთვის მიცემული ინტერვიუ: „პრეზიდენტ სარკოზის ჰქონდა უფლება წამოეყენებია ინიციატივა (რუსეთის ხელისუფლებასთან მოსალაპარაკებლად), მაგრამ უკეთესი იქნებოდა ევროკავშირისთვის, პოლონეთისთვის, და ვფიქრობ საქართველოსთვისაც, ჯერ კონსულტაციები ჩაეტარებინა ... სარკოზის უნდა ესმოდეს, რომ ევროკავშირი მხოლოდ საფრანგეთი და გერმანია არ არის ...”
ერთ-ერთმა ცნობილმა პოლონელმა პოლიტიკურმა ექხპერტმა მარეკ მაგიეროვსკიმ მას ”გეოპოლიტიკის რომანტიკოსი” შეარქვა და თავის სტატიას სათაურით “სურდა მხოლოდ რომ ევროპა ყოფილიყო ცოტა უფრო სოლიდარული” ეს სურათი დაურთო
შეუძლებელია არ მოვიყვანო 2008 წ. 12 აგვისტოს თბილისში წარმოთქმული მისი სიტყვები: ”აქ ვართ რათა ბრძოლა წამოვიწყოთ. პირველად, დიდი ხნის შემდეგ, ჩვენმა მეზობელმა აჩვენა თავისი ნამდვილი სახე, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ საუკუნების მანძილზე. მას ჰგონია, რომ მეზობელი ერები მას უნდა ემორჩილებოდნენ. ჩვენ ვამბობთ არა!”
იმდენად თვალნათლად აჩვენა საკუთარი პრინციპების ერთგულება, ვაჟკაცობა და სიმამაცე, რომ თვითონ ადამ მიხნიკი, საკუთარ თავს რუსოფილს რომ უწოდებს, ძმები კაჩინსკების დაუძინებელი იდეური მტერი (“გაზეტა ვიბორჩას” მთავარი რადაქტორი), რომელსაც წლების მანძილზე კაჩინსკის წიმააღმდეგ ომი ჰქონდა გამოცხადებული, 2008 წლის 10 სექტემბერს თავის გაზეთში დაწერს დაუჯერებელ, წარმოუდგენელ სიტყვებს:
”ძალიან დიდად ვაფასებ პრეზიდენტ კაჩინსკის ჩასვლას თბილისში. პირველად ვიგრძენი სიამაყე, რომ ჩემი სახელმწიფოს პრეზიდენტმა ასე კარგად გამოხატა, პოლონური და აგრეთვე ჩემი წარმოდგენა თავისუფლების ეთოსზე, ღირსებაზე, ისტორიული ტრადიციებზე და პოლიტიკური სიბრძნეზე საქართველოში ვიზიტის დროს. კაჩინსკიმ გააკეთა მაქსიმუმი იმისა რაც შეიძლებოდა იმ მომენტში გაკეთებულიყო. ეს იყო არაჩვეულებრივი სიტუაცია, რადგან იბომბებოდა საქართველოს ქალაქები. ამ სიტუაციაში საჭირო იყო საოცარი პასუხი და კაჩინსკიმ ის მონახა.
ეს სურათი სამუდამოთ დარჩება ჩემს მესიერებაში: ლეხ კაჩინსკი დაბნეული, დაღლილი, მაგრამ მებრძოლი. პატარა მამაკაცი, რომელიც დგას თავისი უფრო მაღალი მეგობრების: სააკაშვილის, იუშენკოს და ესტონეთის პრეზიდენტის ხენდრიკ ილვესის ფონზე. პატარა პოლონელი რაინდი, რომელიც რამდენიმე წუთის განმავლობაში იყო ნაპოლეონი, დალაილამა, მანდელა, რონალდ რეიგანი და მარშალი პილსუდსკი ერთდროულად...”
საოცარია, მაგრამ გლოვის დღეებში მიხნიკისავე “გაზეტა ვიბორჩამ” ლეხ კაჩინსკის შესახებ ბევრი, რბილად რომ ვთქვათ, კრიტიკული სტატია დაბეჭდა და ატეხა ისტერიული კამპანია, არ უნდა დასაფლავდეს კრაკოვის პანთეონში – ვაველზეო, და იქვე, იგივე მიხნიკი მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, სარედაქციო სტატიაში სათაურით: “НАШИ СЕРДЦА ДРОГНУЛИ”, მადლობას უხდის რუსეთს - ერთ გვერდზე, ორ ენაზე: რუსულად და პოლონურად, სურათით, სადაც “მწუხარე” პუტინი პოლონეთის პრემიერს ტუსკს გადახვევია და მხარზე ხელს უთათუნებს. ამის კომენტარი შეუძლებელია
ძმებმა კაჩინსკებმა დიდი იმპულსი მისცეს პოლონეთს. საგულისხმოა, რომ პოლონეთი ერთადერთია ევროპაში ვისაც ეკონომიკაში დადებითი ზრდა აქვთ. ეს წინა ხელისუფლების, PiS-ის დამსახურებაა. თვითონ სახელმწიფოს ჯერ არაფერი ემუქრება, მაგრამ პოლონეთის განვითარება შენელდება თუ მარტო ტუსკის პარტია „პლატფორმა ობივატელსკა” (PO) დარჩება ხელისუფლებაში. პოლონეთში პრაქტიკულად ყალიბდება ორპარტიული სისტემა, რადგან ეს ორი პარტია ჯამში ხმების 80-85 %-ს იღებს. მართალია პარლამენტში ამჟამად კიდევ 2 პარტიაა, მაგრამ მათ მხოლოდ 5-7% აქვთ.
საბედნიეროდ, იაროსლავ კაჩინსკიმ შეძლო ძალების მოკრება და 26 აპრილს, კანონით განსაზღვრულ ვადამდე 2 საათით ადრე შეატანინა ცსკო-ში საბუთები (თვითონ მისი პარტიის წევრის ბოლო დაკრძალვაზე იმყოფებოდა) და გაავრცელა განცხადება, რომ გრძნობს პასუხისმგებლობას დაღუპულების წინაშე და მათ საქმეს გააგრძელებს. ეტყობა მაინც იმედოვნებდნენ, რომ თავის კანდიდატურას არ წარადგენდა, რადგან როგორც იაროსლავ კაჩინსკი პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინეს, პოლონურ, რუსულ და დასავლურ პრესაში ერთხმად დაიწყო მტკიცება, რომ მას შანსი არ აქვს. თუმცა ჩემთვის მოულოდნელი არ იყო ასეთი ისტერიული რეაქცია. ასეთივე კამპანია იყო ლეხ კაჩინსკის წინააღმდეგ 5 წლის წინათ. იაროსლავ კაჩინსკიმ 9 დღეში მოაგროვა 1.7 მილიონი მხარდამჭერის ხელმოწერა, რაც ბრწყინვალე შედეგია! ბრონისლავ კომოროვსკიმ, რომელიც PO -ს კანდიდფატია ( პარლამენტის სპიკერი და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელიც), 15 დღეში 690 ათასი ხელმოწერა შეაგროვა. ეს კარგად ახასიათებს ხალხის განწყობას. ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა სთქვა: „ეს ფორმალური აქცია არ არის, ეს სახალხო მოძრაობაა”. უკვე მხოლოდ 10% ჩამორჩება პარტია PO-ს კანდიდატს – ბრონისლავ კომოროვსკიხ. საქმე იმაშია, რომ ი.კაჩინსკის რეიტინგი ამ ბოლო დროს 10% გაიზარდა, ბ.კომოროვსკისა კი 10% დაიკლო. 20 ივნისს არის დანიშნული პირველი ტური. ბრძოლა ამ ორ კანდიდატს შორის იქნება. თუ ასეთი ტენდენცია შენარჩუნდება, მაშინ იაროსლავ კაჩინსკის დიდი შანსი აქვს მეორე ტურში მაინც, მოიპოვოს გამარჯვება.
იაროსლავ კაჩინსკის გამარჯვება საჭიროა პოლონეთისთვის. ჯერ ერთი იმისათვის, რომ ლეხ კაჩინსკის პოლიტიკა გაგრძელდეს, მეორე კი – ბალანსი შენარჩუნდეს ხელისუფლების შტოებს შორის. მეორე მხრივ, პოლონეთში ბევრს ეშინია, რომ ტუსკის მთავრობის და კომოროვსკის პრეზიდენტად არჩევისას პოლონეთი მოხდება რუსეთის გავლენის ქვეშ. ტუსკის პარტია PO აწარმოებს პრაგმატულ ლიბერალურ პოლიტიკას, მათთვის პირველ ადგილზე დგას კარიერა და ხელისუფლების შენარჩუნება ნებისმიერი ხერხით, თუნდაც ეროვნული ინტერესების დათმობის ხარჯზე. ძმები კაჩინსკებისა და პარტია PIS-თვის პირველ ადგილზე დგას პოლონეთის ეროვნული ინტერესები.
ლეხ კაჩინსკიმ ინტერვიუში ასე შეაფასა თავისი როლი: ეჭვი არ მეპარება, რომ მე ვარ ის ზღუდე რაც არ იძლევა ისეთი სახელმწიფოს აშენების საშუალებას, რომელშიც მთლიანად განმეორებული იქნებაოდა ყველაფერი ის, რაც უარესი იყო III რესპუბლიკაში*.აი, ასეთ რთულ ვითარებაში ხდება ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები, მაგრამ იმედი ვიქონიოთ, რომ პოლონელი ხალხი გააკეთებს სწორ არჩევანს...
* - პოლონეთის II რესპუბლიკა იყო II მსოფლიო ომამდე. კომუნისტების დროს იყო პოლონეთის სახალხო რესპუბლიკა, III კი – 1990 წ-დან. 2005-2007 წწ. PIS-ს, ლეხ და იაროსლავ კაჩინსკებს პროგრამული გეგმა ჰქონდათ მე-IV რესპუბლიკის აშენება.
ვიქტორ დომუხოვსკი,
1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული უზენაესი საბჭოს დეპუტატი,
„ქარტია 2010”-ს წევრი, პოლიტემიგრანტი პოლონეთში
ვარშავა, 15.05.2010
Etykiety:
ვიქტორ დომუხოვსკი,
ლეხ კაჩინსკი,
პოლონეთი,
სმოლენსკის კატასტროფა
Subskrybuj:
Posty (Atom)