1990წ 28 ოქტომბერს არჩეული უზენაესი საბჭოს დეპუტატების მედეა თუშმალიშვილისა და ვიქტორ დომუხოვსკის განცხადება
საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, როდესაც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ახლა უკვე აშკარად და დაუფარავად იწყებენ „დიალოგს” კრემლთან და მას დახმარებას სთხოვენ, რითაც საქართველოს სახელმწიფოებრიობას სერიოზულ საფრთხეს უქმნიან როგორც ახლო ასევე შორეულ პერსპექტივაში.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ დადგა დრო, დასავლეთში მცხოვრებმა ქართველებმა აქტიურად გამოხატონ თავიანთი პოზიცია საქართველოში მიმდინარე პროცესებისადმი.
იმ მიზნით, რომ ჩვენი დახმარება საქართველოს დასავლეთის სამყაროში ინტეგრაციის პროცესში იყოს უფრო ქმედითი,ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება დაარსდეს პოლიტიკური გაერთიანება „ქარტია 2010”.
მედეა თუშმალიშვილი - საფრანგეთი
ვიქტორ დომუხოვსკი - პოლონეთი
„ქარტია 2010”-ის გამგეობა:
დოდონა კიზირია – აშშ
ირაკლი ხიზანიშვილი – აშშ
რევაზ ბოჭორიშვილი – საფრანგეთი
ჩარლზ ჩხოტუა – ესპანეთი
მაია სიმონია – ჰოლანდია
რენო სირაძე - ფინეთი
2010 წლის მარტი
Subskrybuj:
Komentarze do posta (Atom)
ქალბატონო რუსუდან, სად შეიძლება ვნახოთ "ქარტია 2010"-ის წესდება ან რაიმე სადაც ჩანს ახალი პარტიის მიზანი, არსი და ასე შემდეგ
OdpowiedzUsuńპატივისცემით ...