niedziela, 8 września 2013
Игорь Оболенский: УРОКИ ГРУЗИНСКОГО - Дворец с единорогом
czwartek, 8 sierpnia 2013
თანამედროვე სახელმწიფო და მისი სუვერენიტეტი გლობალიზირებულ მსოფლიოში
czwartek, 23 maja 2013
Quo vadis ... ქართულო სამღვდელოებავ?
Совет по делам религий при Совете министров СССР
[Генеральный секретарь ЦК КПСС Л..Брежнев, митрополит Алексий (Ридигер), патриарх Пимен (Извеков)и главный раввин московской хоральной синагоги Яков Фишман празднуют годовщину октябрьской революции 1917 г.] Совет по делам религий при Совете министров СССР - специальный государственный орган по контролю за религиозными организациями в СССР. Создан в 1965 г. в результате объединения двух Советов - Совета по делам Русской Православной Церкви (образован в 1943 г.) и Совета по делам религиозных культов (образован в 1944 г.). Совету вменялось в обязанность всемерно способствовать изживанию религиозности среди населения, угасанию религиозных пережитков, сокращению числа религиозных организаций. Совет являлся центральным государственным органом по делам религий. В союзных республиках имелись свои Советы по делам религий, а в краях, областях и крупных городах СССР имелись уполномоченные Совета со своим аппаратом, которые контролировали религиозную жизнь на местах. Чтобы понять, насколько была сильна власть Совета по делам религий и его уполномоченных, приведем такой пример: каждый священнослужитель при назначении в ту или иную общину должен был получить т.н. регистрацию - документ, свидетельствующий, что священнослужитель зарегистрирован в этом качестве в конкретной общине. Без этого документа не мог исполнять свои обязанности ни один официальный священнослужитель в СССР. Лишение регистрации означало для священнослужителя потерю работы и средств к существованию. Это был мощный инструмент давления, которым пользовались как уполномоченные Совета, так и сотрудники КГБ для подчинения себе подведомственного им духовенства. С Советом согласовывали свои действия все, начиная от Патриарха, который привозил на утверждение в Совет протоколы заседаний Синода, до настоятеля приходской церкви, просившего разрешение на колокольный звон или церковную процессию. Совет по делам религий формально подчинялся Совету министров СССР, но выполнял непосредственные указания, поступавшие от идеологического отдела ЦК КПСС. Деятельность Совета осуществлялась в непосредственном контакте с КГБ СССР, точнее, с управлением, занимавшемся борьбой с идеологическими диверсиями. В 1991 г., после распада СССР, Совет по делам религий прекратил свое существование. http://www.religio.ru/lecsicon/17/12.html [20.11.2011 რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი (ცენტრში), საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე მის მარჯვნივ და რუსეთის პატრიარქი კირილი მარცხნივ, პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის მიტროპოლიტებთან, რუმინეთისა და ბულგარეთის მართლმადიდებლური ეკლესიების დელეგაციების ხელმძღვანელებთან და სხვა მღვდელთმსახურებთან ერთად, 20 ნოემბერს რუსეთის საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე.] "ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად" - შოთა რუსთაველი. 1984-ში ილია II გამოვიდა TV-ში და თემურ ჩიხლაძე ასეთი მღვდელი არა გვყავსო... ის თემურ ჩიხლაძე დახვრიტეს... იქნებ მღვდელი არც იყო, იქნებ მხოლოდ ღვთისმსახური იყო (განაჩენში ასეც წერია - უპარტიო, ღვთისმსახური ) ან იმ ურწმუნო დროში უბრალოდ მორწმუნე ქრისტიანი იყო ... "ეშაფოტზე" რატომ გაუშვა? შევარდნაძემ, პატრიარქად მისმა დამნიშვნელმა, ასე მოსთხოვა? ის რომ ზოგიერთი მაშინ 10-12 წლის იყო არ ნიშნავს რომ აღარც სხვებს გვახსოვდეს რა და როგორ მოხდა... ვისი უსიტყვო და ვისი სიტყვიერი ნებართვით ... ძალიანაც მიჭირდეს იქნებ, მაგრამ ყოველთვის ვიტყვი, რომ მარიკა ლორთქიფანიძის მაშინდელი საქციელი გმირობის ტოლფასი იყო ... პატრიარქს კი შეეძლო თუნდაც ერთი და სრულიად უდანაშაულო ადამიანის გადარჩენა. ასეთი მღვდელი არა გვყავსო კი არ უნდა ეთქვა, არამედ თავდებად დადგომოდა. 1984 წელს, უკვე "სხვა სიო" ჰქროდა, ჩიხლაძის, მღვდელმსახურის, დახვრეტას მაინც ვერ გაბედავდა ედიკა. თუნდაც სამუდამოც რომ მიესჯათ ცოცხალი იქნებოდა და როგორც აღმოჩნდა პატიმრობაც 6 წლის მეტი არ მოუწევდა ... " ... საქმეში ფიგურირებს კიდევ ერთი ადამიანი, სასულიერო პირი, მამა თეოდორე, იგივე თეიმურაზ ჩიხლაძე. იგი 1983 წლის 2 თებერვალს აიყვანეს ანტისაბჭოური ტერორისტული ჯგუფის იდეური მხარდაჭერისათვის და სამართალში მისცეს. მამა თეოდორესაც იგივე ბედი ეწია, რაც დანარჩენებს, თუმცაღა მას აღნიშნული დანაშაული არათუ არ ჩაუდენია, თვითმფრინავშიც კი არ ყოფილა ... 1984 წლის 3 ოქტომბერს, ოთხშაბათს, 17:05 საათზე განაჩენი, კახა ივერიელის, პაატა ივერიელის, გერმანე კობახიძისა და მამა თეოდორეს მიმართ, სისრულეში იქნა მოყვანილი... " გირგვლიანის მკვლელობა მკვლელობა იყო და თემურ ჩიხლაძის დახვრეტა არა?! ვიმეორებ: ილია II-მ, ნაცვლად იმისა, რომ თავდებად დადგომოდა ამ ახლაგაზრდა კაცს, თუნდაც არა მღვდელს, თუნდაც არა ეკლესიის მსახურს, არამედ უბრალოდ მორწმუნე ქრისტეანს, პილატესაებრ "ხელები დაიბანა" და მამა თევდორე კომუნისტურ ხროვას დასახვრეტად შეატოვა. რამდენი ეკლესიის აგება გამოისყიდის ამ ერთი ქრისტეანის უცოდველ სულს? "ნუ ენდობით ცრუ წინასწარმეტყველებს ..." [იოანე პავლე II-ს ქართული სამღვდელოება სიამაყით გადასცემს სამახსოვრო საჩუქარს] სულზე უფრო რომ "მძორი" სტკიოდათ და ხორცზე უფრო ზრუნავდნენ ვიდრე სულზე, კგბ-სი უფრო ეშინოდათ ვიდრე უფლის - ის ხალხი დღესაც სამღვდელოების უმაღლესი იერარქიები არიან და არც მოუნანიებიათ ერისა და ბერის წინაშე. ქართულ ეკლესიას არა ერთი ღირსეული შვილი გაუზრდია, არა ერთი "მწყემსი კეთილი" ჰყოლია...განა ერთი და ორი ღირსეული საჭეთმპყრობელი ჰყავდა ქართულ ეკლესიას თუნდაც კათოლიკოს - პატრიარქი, წმიდა მღვდელმოწამე კირიონ II (საძაგლიშვილი) სული ჩემი ღმერთს ეკუთვნის, გული-ჩემი სამშობლოს, მძორი კი თუნდაც თქვენი იყოსო - უბრძანებია სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქს ამბროსი ხელაიას თავისი ჯალათებისათვის. 9 აპრილს გამთენიისას, დაახლოებით 4 საათისათვის, დარბევამდე სულ რამოდენიმე წუღით ადრე ილიაII მომიტინგეებთან მივიდა. ყველას გვაქვს ეს კადრები არაერთხელ ნანახი. მე მისი დამფრთხალი თვალები ახლაც თვალწინ მიდგას... მან მომიტინგეებს მიმართა და სიტყვა-სიტყვით შემდეგი ბრძანა: «. . .ჩემთან მოვიდნენ და მითხრეს, რომ მოსალოდნელია საშიშროება. . . ამ საშიშროებამდე დარჩა რამოდენიმე წუთი. . . რათა ავიცილოთ საშიშროება, გეძლევათ ლოცვა-კურთხევა ვილოცოთ ქაშუეთის ეკლესიაში. . .» და ნაცვლად იმისა, რომ ხალხში გადასულიყო და ტაძრისაკენ გაჰყოლოდა მათ, შებუნდა და მილიციის კორდონის გავლით მთავრობის სახლში შევიდა... რადგან შეეშინდა, რომ ავტორიტეტი არ ეყოფოდა და ხალხი მას არ გაჰყვებოდა. დარწმუნებული ვარ პატრიარქს, რომ ხალხი გაერღვია და გამომყევითო ეთქვა ყველანი გაჰყვებოდნენ, რადგან პირველები მას მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია გაჰყვებოდნენ... პატრიარქის ასეთ საქციელს შეეძლო მიტინგი შეებრუნებინა და ქაშუეთის ეკლესიის გავლით სანაპირომდე გაყვანა, მაგრამ მან მილიციის კორდონის გავლით მთავრობის სახლს შეაფარა თავი... ხშირად გაიგონებთ, რომ ერმა რომელმაც სპატრიარქს არ დაუჯერა მიიღო ის რაც ეკუთვნოდაო. თავად კი ასე აღწერს ამ მომენტს თავის 2006 წლის 9 აპრილის საკვირაო ქადაგებაში: "...დღევანდელ დღეს დაემთხვა 9 აპრილის ტრაგედია. მახსენდება ის უმძიმესი ღამე, როცა ეს მოხდა. თენდებოდა კვირა დღე, აი, დღესაც დაემთხვა კვირა დღე. მივედი იქ და ვხედავდი, რომ რამდენიმე წუთის შემდეგ დაიწყებოდა ეს საშინელი მკვლელობა. თქვენ იცით და არაერთხელ უჩვენებიათ ტელევიზიითაც, რომ მივმართე ხალხს, შესულიყო ტაძარში. უმრავლესობამ იყვირა, არაო, იქ ყოფნა არჩიეს ტაძარში შესვლას და ამიტომაც მოხდა ეს ტრაგედია. ვუყურებდი იმ საშინელებას და, სამწუხაროდ, ვერაფრით ვშველოდი, ზოგი გარბოდა, ზოგი მართლაც შევიდა ქაშუეთის ტაძარში..." http://www.orthodoxy.ge/patriarqi/qadagebebi/2006/09-04-2006.htm უმრავლესობამ იყვირა, არაო - სცრუობს! იქ მხოლოდ ერთი ხმა ისმის რომელიც ამბობს: არა, არ წავალთ! გთხოვთ ამასაც მიაქციოთ ყურადღება: "ვუყურებდი იმ საშინელებას და, სამწუხაროდ, ვერაფრით ვშველოდი" - მთავრობის სახლის ფანჯრებიდან გადმოჰყურებდა იმ სასაკლაოს... არ ლოცულობდა! უფალს სამწყსოს გადარჩენას არ შესთხოვდა! ერთი მომენტიც ნიშანდობლივია - იგი ყველგან 17 დაღუპულს ასახელებს. შეხედეთ ამ სურათს და დაითვალეთ... ნურც ის პაწია აკვანი გამოგრჩებათ. რატომ, რისთვის ამცირებს საქართველოს პატრიარქი 9 აპრილის მსხვერპლს? "ნუ ენდობით ცრუ წინასწარმეტყველებს ..." სწორედაც, რომ "მაგ, ზემოთ ნახსენები, ინსტიტუცია გამოვლილისთვის" ღირსეული პუბლიკაა " ... ბატონ ჯაბას არასდროს არ აშინებდა დასჯა, აშინებს და აშინებდა დარდი. დარდი საკუთარ თავზე კი არა, დარდი სამშობლოზე, ბატონი ჯაბა ის ადამიანია, ვინც გამოიარა ქარცეცხლი, ვინც ნახა სიყვარული და სიძულვილი. ... ბატონი ჯაბას ცხოვრება, მართლაც, ეს არის საქართვლოს ცხოვრება, ეს არის სიხარული და მწუხარება. ... და აი ამ დროს ღმერთმა ინება და მე მივედი ციხეში. წავიღე ნაკურთხი წყალი და სებისკვერი და, როცა ვუთხარი ბატონ ჯაბას, რომ თქვენ უნდა შეწყვიტოთ შიმშილი იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ბევრი საქმე გაქვთ გასაკეთებელი-მეთქი, მიპასუხა, რომ ჩემი შიმშილის შესახებ იცის ყველამ და მე რომ შიმშილი შევწყვიტო. რას იტყვის? - რომ ჯაბამ დაუჯერა საქართველოს პატრიარქს... ჯაბამ მიიღო სებისკვერი და ნაკურთხი წყალი.... ასე გადარჩა ჯაბა იოსელიანი. .... ღმერთმა დალოცოს ჯაბა იოსელიანი, ღმერთმა დალოცოს და გაამთლიანოს საქართველო." უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართვეელოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, 2001 წ. გამოქვეყნებულია: „ლიტერატურული საქართველო“, 2006 წლის 7 ივლისი ჯაბა - ილია II ურთიერთობებს რაც შეეხება - "ჰაქიმი ავადმყოფს სჭირდება"-ო უადგილოა, რადგან მკურნალობა სხვაა და ის რაც ჩვენს თვალწინ ხდებოდა კიდევ სხვა, სულ სხვა, კატეგორიაა. ეკლესიას კი განწმენდა არგებს - არ ავნებს. აღსარებაა სნეული სულისა და სხეულის მკურნალი, არა? მათ, ვისაც 91-92 წლებში საქართველოში დატრიალებული "ცოდვის კითხვის" დროს პატრიარქის დუმილი აშფოთებდათ, ამ ოდნავ ადრეულ ბრძანებას შევახსენებ და ვთხოვ ყურადღების გარეშე ნურც ბრძანების გამოცემისა და ნურც მისი გაუქმების თარიღებს დასტოვებს ყურადღების გარეშე: ბრძანების თარიღი 1990 წლის 28 ოქტომბერი ( ეროვნული ხელისუფლების არჩევნების დღე) მართლაც ბევრის მთქმელია, მაგრამ გაუქმების 1992 წელიც არანაკლებ სიმბოლურია. საგანგებო ბრძანება სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა ვბრძანებ: დღეიდან ყოველი ქართველი ადამიანის მკვლელი, მიუხედავად მსხვერპლის (მოკლულის) დანაშაულისა ან უდანაშაულობისა, გამოცხადდეს ქართველი ერის მტრად. მკვლელის სახელი და გვარი შეტანილ იქნას საპატრიარქოს სპეციალურ წიგნში და გადაეცეს თაობიდან თაობას, როგორც სამარცხვინო და დასაგმობი. საგანგებო ბრძანება ესე მიღებულია, რათა საქართველოში იქნას თავიდან აცილებული უმძიმესი ცოდვა და დანაშაული ღვთისა და ერის წინაშე - ძმათა კვლა. 1990 წლის 28 ოქტომბერი გაზეთ "მადლი" 1990 წლის #16 მოგვიანებით კი "საგანგებო ბრძანების" განმარტებაში ვკითხულობთ: "... სამწუხაროდ, ჩვენი ერი არ აღმოჩნდა იმ სულიერ სიმაღლეზე, რომ აღესრულებინა კათოლიკოს- პატრიარქის ლოცვა-კურთხევა. ამიტომაც აღნიშნული ბრძანება 1992 წელს უწმიდესისა და უნეტარესის ილია II განკარგულებითვე გაუქმდა...” საქართველოს საპატრიარქო. როგორც ხედავთ ბრძანებაშია "ქართველი ადამიანის მკვლელი ". და ეს აფხაზებთან და ოსებთან ისედაც დაძაბული ურთიერთობებისათვის ცეცხლზე ნავთის დასხმა იყო. მე ათეისტი არა ვარ. უდიდესი რწმენა მაქვს უზენაესის და ამ რწმენამ გადამარჩინა. გაბოროტებულიც, რომ არა ვარ ამასაც ხედავს უფალი, რომელიც არის ყოველი ჩვენგანის გულთა და აზრთა მხილველი. ორპირობა არ მიყვარს, არც არავის "დიპლიპიტოზე" ცეკვა. ასე გამზარდეს. ძალიან ადრეული ბავშვობიდან მახსოვს ჩემი ოჯახი მონარქისტულ-კონსერვატისტულ- ქრისტიანულად ორიენტირებული. ქართველ მეფეთა ცხოვრებას ძილისწინ ზღაპრების ნაცვლად ვუკითხავდი ჩემს შვილებს ... და ახლა, რომ ჩემი მრწამსის, შეხედულებების ფუძემდებელი მცნებების პროფანაციას ვხედავ გული მწყდება. "ენა, მაული, სარწმუნოება" - გაამასხრეს. ქრისტიანობა - ჯერ სსრკ-ში და მერე მეორე უკიდურესობაში გადავარდნით - გაშარჟდა. ახლა ამ მონარქიას ისეთს დამართებენ, რომ მეფე, დინასტია, რაც ასე თუ ისე სუფთად მოუტანია ქართველ ხალხს, და ბაგრატიონების ლამაზი ლეგენდა - ქუჩა-ქუჩა სათრეველად გადაიქცევა. კვლავ ზემოთ ნახსენებ ინსტიტუციას შეგახსენებთ. იქაური სკოლა გამოვლილი პატრიარქის გაზრდილი მეფე ვერ არგებს ქვეყანას. გარდა ამისა ის აღტკინება რითაც პოზიცია -ოპოზიციამ ეს ასე "დროულად" შემოგდებული თემა ესოდენი ენთუზიაზმით აიტაცა, მარწმუნებს, რომ ასპარეზზე კვლავ ხაიდრავა& Co გამოვლენ... აუცილებლად გამოვლენ, რადგან ასეთია მათთვის დასახული ამოცანა. ხაიდრავას არ მოეწონა ხელისუფლება 91-92 წლებში და ერთ ხელში ავტომატით და მეორეში კამერით იბრძოლა დემოკრატიისათვის ... არ მოეწონა შევარდნაძე და ხელში ვარდით, თუმცა კი უკამეროდ, ისევ, ამჯერად, "იბრძოლა" ისევ და ისევ დემოკრატიისათვის ... არც ეს მოეწონა და ისევ დემოკრატიის დამკვიდრებისათვის ბრძოლაში ახლა მკლავზე თეთრი " ლენტი" შეიბა ... ხაინდრავას სულ ცოტა ხანში კვლავ აღარ მოეწონება ... მონარქია (ეჭვი ხომ არ გეპარებათ, რომ არ მოეწონება? ) ისევ ოპოზიციაში აღმოჩნდება ... და მეფეს დაგვიმხობს ... მასთან ერთად კი ერთადერთ შემორჩენილ სიწმინდესაც ლაფში გაგვისვრის. ამიტომ სანამ ასე პიტერ ბრეიგერის "ბრმები" გახლავთ ჩვენი ყოფის ილუსტრაცია სიკეთეს არ უნდა ველოდეთ. მხოლოდ განწმენდა, მხოლოდ წრფელი აღსარება და მონანიება თუ გადაარჩენს ქართულ ეკლესიას, ქართველ ერსა და სახელმწიფოს. დედა [ეკლესია] არ გვახსოვს შვილებსა, მიტომაც წუთისოფელი სულ მუდამ გვაცოდვილებსა ... მიტომაც არ აღწევს ამდენი წელია აქაური ვაება და ცოდვის კითხვა უფლამდე, რომ ეკლესიაა გასაწმენდი ... "კართაგენი უნდა დაინგრეს!" ეს პოსტი დიმპიტაურიძის (გულბაათ რცხილაძე) მოდერატორობას შეეწირა. თუმცა კი ვერ მითხრა სად რომელი ინფორმაცია იყო ტყუილი ან ფოტომონტაჟი? დღეს კი დავამატებ, რომ პრეზიდენტობის კანდიიდატმა გამყრელიძემ სად ვუცადოთ მეფის ბავშვობიდან აღზრდას ... სანამ შევარჩევთ, სანამ გაიზრდება და აღიზრდება ილია II-მ შეასრულოს მეფის მოვალეობაო... მოკლედ აითოლების ირანში უნდათ დაბრუნება ...sobota, 18 maja 2013
მერაბ კიკნაძე: ზვიად გამსახურდიას მოგზაურობა ევროპაში
მერაბ კიკნაძე: ზვიად გამსახურდიას მოგზაურობა ევროპაში
საქართველოს კანონიერი ხელისუფლების გროზნოში ყოფნის პერიოდში მუდმივად იგრძნობოდა პრეზიდენტ გამსახურდიას ევროპაში მოგზაურობის აუცილებლობა. ეს ყურადღებას მიაპყრობდა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, ხელს შეუწყობდა მათ ობიექტურ გაშუქებას, კანონიერი ხელისუფლების ირგვლივ არსებული საინფორმაციო ბლოკადის გარღვევას და ნაწილობრივ მაინც გაანეიტრალებდა კარგად ორგანიზებულ ცილისმწამებლურ კამპანიას. ყველაფერი ამის გროზნოდან მოხერხება თითქმის შეუძლებელი იყო, რადგან ჯოჰარ დუდაევის გამარჯვების შემდეგ მოსკოვმა ჩეჩნეთი თავად მოაქცია ბლოკადაში და დასავლური საინფორმაციო საშუალებათა წარმომადგენლებისათვის იქ მოხვედრა უკიდურესად გაძნელდა. თავის მხრივ, დასავლური მედიაც დიდად არ აქტიურობდა, რადგან იმთავითვე წინასწარ შემუშავებული “დემოკრატი ელცინისა” და “აბრაგი დუდაევის” შტამპებით იფარგლებოდა. ამასთან, დუდაევის ხელისუფლებაში მოსვლის პირველი დღიდანვე ჩეჩნეთში განუწყვეტლად ეწყობოდა პროვოკაციები – ხან რუსეთის უშუალო მონაწილეობით, ხან შინაგანი “ოპოზიციის” საშუალებით, რომელიც მოსკოვის მეხუთე კოლონას წარმოადგენდა. სიტუაცია უკიდურესად ფეთქებადსაშიში იყო.
უდავოა (და ამაში მოგვიანებით დავრწმუნდებით), რომ ზვიად გამსახურდია არ აპირებდა, ჩეჩნეთს გარიდებოდა და უფრო უსაფრთხო ადგილას გადაენაცვლა. ამას ორი მიზეზი ჰქონდა: პირველი ისაა, რომ ჩეჩნეთში ყოფნა სანახევროდ საქართველოში ყოფნას ნიშნავდა ფიზიკურადაც და სულიერადაც; მეორე კი ის, რომ ჩეჩნეთში ყოფნით ზვიადი ჩეჩნებსაც ამაგრებდა და საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში შეუპოვრობას ჰმატებდა. ეს ყველაფერი ერთად კი ორასი წლის განმავლობაში მინავლებული კავკასიური ერთიანობის გრძნობის არნახულ გაცხოველებას იწვევდა. ამდენად, ლაპარაკი მხოლოდ ხანმოკლე მოგზაურობას ეხებოდა.
ასეთი მოგზაურობის პირველ, უშედეგო მცდელობას 1992 წლის ზაფხულში ჰქონდა ადგილი, როდესაც საქართველოს ეუთო-ში გაწევრიანების საკითხი დაისვა. ეს ჰელსინკში, ეუთო-ს უმაღლესი დონის შეხვედრაზე უნდა მომხდარიყო, რომელიც ივლისში შედგა. ამას წინ უსწრებდა ეუთო-ს დამკვირვებლების ვიზიტი საქართველოში (ხელმძღვანელი – ბელგიელი ეიკენსონი), რომლებმაც “დემოკრატიული რევოლუციის” შემდეგ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა კრწანისის სამთავრობო რეზიდენციის საბანკეტო დარბაზიდან შეისწავლეს და შემდეგ დასავლეთ საქართველოში გაემგზავრნენ. იქ “მხედრიონის” სადამსჯელო რეიდების შედეგად გაუბედურებულ შავოსან დედებთან შეხვედრაზე უარი თქვეს; დელეგაციის მეთაურმა განაცხადა: ეს შოუა, რომელიც ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს საერთო შთაბეჭდილებაზეო.
პარალელურად გროზნოში, ეუთო-ს ეგიდით, ჩეხოსლოვაკიის მოსკოვის საელჩოს ორი საშუალო რანგის მოხელე, ორივე ეროვნებით სლოვაკი – მილან ტოკარი და იოზეფ ვრობეცა ჩამოვიდნენ პრეზიდენტ გამსახურდიასთან შესახვედრად (1992 წელს ჩეხოსლოვაკია ეუთო-ს თავმჯდომარეობდა). ზვიადმა დეტალურად აღუწერა მათ საქართველოში მომხდარი გადატრიალება და მის შედეგად შექმნილი მდგომარეობა, აჩვენა თბილისში მიტინგების დარბევა-დახვრეტისა და სამეგრელოში ჩატარებული სადამსჯელო ოპერაციების ამსახველი ვიდეომასალა, რასაც სტუმრებმა ლამის მთქნარებით ადევნეს თვალი. ზვიად გამსახურდიამ კატეგორიულად განაცხადა, რომ ეუთო-ს მისიის დასკვნა ვერანაირად ვერ ჩაითვლება სრულფასოვნად, თუ ის არ შეხვდება კანონიერ პრეზიდენტს და პარლამენტს, რომლებიც არ გადამდგარან და დევნილობაში აგრძელებენ ფუნქციონირებას (ამ დროისათვის გროზნოში უკვე ჩატარებული იყო დევნილი უზენაესი საბჭოს სესია). სლოვაკებმა განაცხადეს: ეუთო-ს მისიასაც ძალიან სურს ამ შეხვედრის მოწყობა, მაგრამ ეს შეუძლებელია – საქართველოდან გროზნოში მოხვედრა პრაქტიკულად გამორიცხულიაო. ზვიადი მათი თანდასწრებით ურეკავს ჯოჰარ დუდაევს და ეკითხება, ხომ არაა შესაძლებელი დასავლეთ საქართველოში მყოფი ეუთო-ს მისიის გროზნოში ჩამოყვანა. რამდენიმე წუთში დუდაევი პასუხობს, რომ უკვე გასცა ბრძანება და კიევიდან გროზნოსაკენ მომავალი სარეისო თვითმფრინავი სოხუმის აეროპორტში საგანგებო დაშვებას შეასრულებს ერთ საათში, რათა იქ მყოფი ეუთო-ს მისია თან გამოიყოლოს. სლოვაკებს ფერი ეცვალათ და იძულებულნი გახდნენ, ეს ინფორმაცია ტელეფონით ეცნობებინათ საქართველოში მყოფი მისიისათვის, საიდანაც ცივი უარი მიიღეს, რაშიც წინასწარვე არავის ეჭვი არ ეპარებოდა. ამას მოჰყვა საცოდავი ლუღლუღი: “ჩვენ ყველაფერი ვიცით, მაგრამ გადაწყვეტილებებს არ ვიღებთ, გარემოებები ხშირად სიმართლეზე ძლიერია” და ა.შ.
ეს ორი დიპლომატი ჩეჩნეთის რესპუბლიკის მაშინდელ საგარეო საქმეთა მინისტრს, შამილ ბენოს შევახვედრე. ჩეჩნები ნებისმიერ საგარეო კონტაქტს ძალიან აფასებდნენ – გასაგები მიზეზების გამო. სლოვაკებმა ბენოს ინფორმაცია ინდიფერენტულად მოისმინეს. შეხვედრა უაზროდ გაიჭიმა. ბოლოს ერთ-ერთმა სარკასტული ღიმილით გადმომილაპარაკა: როგორც ჩანს, კავკასიაში პროტოკოლს პატივს არ სცემენო. მე ვუპასუხე: კავკასიაში პროტოკოლზე მეტად სტუმრის პატივისცემა ფასობს და აქ ცოცხს არავინ გამოგიტანთ-მეთქი. შეხვედრა დამთავრდა და ორივე მხარემ შვებით ამოისუნთქა.
ჰელსინკში ეუთო-ს სამიტზე “სამხედრო საბჭოს” მეთაურ შევარდნაძესთან ერთდროულად ზვიად გამსახურდიას გამოჩენას რა სკანდალი მოჰყვებოდა, ძნელი წარმოსადგენი არ არის. მიუხედავად ფინეთ-საქართველოს საზოგადოების თავმჯდომარის – აილა ნიინიმაას, ფინეთის პარლამენტის წევრის, ჰეიკი რიიჰიარვის დაუღალავი მეცადინეობისა, ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ არა მარტო ოფიციალური მიწვევა არ გამოუგზავნა პრეზიდენტ გამსახურდიას, არამედ კერძო მიწვევით ვიზაზეც კი უარი უთხრა. ეჭვგარეშეა, რომ ეს გადაწყვეტილება ფინეთის მთავრობას არ მიუღია – ასეთი გადაწყვეტილების მიღება შორს სცდება ერთი პატარა, თუნდაც დამოუკიდებელი ქვეყნის მთავრობის კომპეტენციას. ამის შედეგად ეუთო-ს ისტორიაში ყველაზე უფრო სამარცხვინო და სასაცილო ფურცელი ჩაიწერა: საქართველოს სახელით “ჰელსინკის დოკუმენტზე” საბჭოთა კავშირში პირველი “ჰელსინკის ჯგუფის” დამფუძნებლის, ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე პირველ თავისუფალ არჩევნებში არჩეული პრეზიდენტის ნაცვლად დისიდენტების დევნაში გაწაფულ სუკ-ის გენერალსა და “სამხედრო საბჭოს” მეთაურს მოაწერინეს ხელი, რომელსაც იმ დროისათვის ლეგიტიმურობის მოჩვენებითი ნიშნებიც კი არ გააჩნდა.
1992 წლის აგვისტოში გროზნოდან ლიტვაში გავემგზავრე, სადაც პრეზიდენტის დავალებით სეიმის თავმჯდომარეს, ვიტაუტას ლანდსბერგისს შევხვდი. ლანდსბერგისმა და აზერბაიჯანის ლიდერმა აბულფაზ ელჩიბეიმ პრინციპულობა გამოიჩინეს საქართველოში მომხდარი მოვლენების შეფასებისას, რაც საყოველთაო დუმილისა და მითუმეტეს – “დემოკრატიული რევოლუციით” აღტაცების ფონზე განსაკუთრებით დასაფასებებლი იყო. ლანდსბერგისმა საქართველოში შევარდნაძის დაბრუნების შემდეგ საჯაროდ განაცხადა: “საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა. ვეჭვობ, რომ შევარდნაძის საერთაშორისო ავტორიტეტი საკმარისი აღმოჩნდება რეჟიმის ლეგიტიმიზაციისათვის.” ელჩიბეიმ 1992 წელს, სტამბოლის სამიტის დროს, შევარდნაძისაგან თავი შორს დაიჭირა: “თქვენ ქვეყნის არჩეული ლიდერი არ ხართ და იძულებული ვარ, თქვენთან ურთიერთობისაგან თავი შევიკავო.” (ეს ამბავი ბაქოში ყოფნისას მილიმეჯლისის მაშინდელმა თავმჯდომარემ, ისა ღამბარმა მიამბო 1992 წლის შემოდგომაზე.). ლიტვა ერთ-ერთი უკანასკნელია ევროპულ ქვეყნებს შორის, რომელმაც დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა შევარდნაძის მთავრობასთან. 1992 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ, ოპოზიციაში გადასულმა ლანდსბერგისმა კიდევ უფრო გაამძაფრა თავისი დამოკიდებულება უკანონო რეჟიმის მიმართ.
შეხვედრისას ლანდსბერგისს გადავეცი პრეზიდენტის მადლობა აღმოჩენილი მხარდაჭერისათვის. მან თქვა, რომ ეს მაქსიმუმია, რისი გაკეთებაც შეუძლია, რადგან დასავლეთის დიდი სახელმწიფოების დამოკიდებულება საქართველოში განვითარებული მოვლენების მიმართ არასახარბიელოა; საპარლამენტო არჩევნებიც კარზე იყო მომდგარი და ლიტვის სახეცვლილი კომუნისტური ოპოზიციის ხმაურიც ამძიმებდა მდგომარეობას; აღნიშნა, რომ კატეგორიულად წინააღმდეგია ძალადობის გზით ხელისუფლებაში მოსულ რეჟიმთან ყოველგვარი ურთიერთობისა; თბილად გაიხსენა საქართველოს თანადგომა ლიტვისათვის მძიმე დღეებში 1991 წლის იანვარში, როდესაც სეიმის ირგვლივ, ბარიკადებზე, შტურმის მოლოდინში ხალხი მორიგეობდა (მათ შორის – თითქმის უცვლელად – საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ხელისმომწერი, ბ-ნი შალვა წიკლაური); გაიხსენა საქართველოდან გაგზავნილი მედიკამენტებითა და სხვა ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული თვითმფრინავიც; დაწვრილებით გამომკითხა საქართველოში შექმნილი მდგომარეობა; თქვა, რომ პარლამენტის დევნილობაში ფუნქციონირების სხვა შემთხვევას არ იცნობს; ძალიან აინტერესებდა სიტუაცია ჩეჩნეთში. ჩემი ჩასვლის ერთ-ერთი მიზანი იმის გარკვევა იყო, თუ რამდენად უსაფრთხო იქნებოდა პრეზიდენტ გამსახურდიასათვის ლიტვის ტერიტორიის სატრანზიტოდ გამოყენება (იმ დროისათვის გროზნოს აეროპორტი რუსების მიერ პრაქტიკულად ბლოკირებული იყო, ერთადერთი თვითმფრინავი ვილნიუსის მიმართულებით დაფრინავდა). პასუხი ასე ჟღერდა: “მოხარული ვიქნები დაგეხმაროთ. საპატიო ყარაულს ვერ შეგპირდებით, მეგობრული შეხვედრა და თავშესაფარი კი გარანტირებული გაქვთ…” ბოლოს წარმატება უსურვა საქართველოს და ჩეჩნეთს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში. ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ ლანდსბერგისის საპარლამენტო ფრაქციის წევრებმა ლიტვის სეიმში ჩეჩნეთის მხარდამჭერი ჯგუფი შექმნეს, რომელიც ჩეჩნეთის დამოუკიდებლობის აღიარებას მოითხოვდა, რისთვისაც ათეულ ათასობით ხელმოწერა მოაგროვა; მათივე მხარდაჭერით ლიტვაში გაიხსნა ჩეჩნეთის რესპუბლიკა-იჩქერიის მუდმივი წარმომადგენლობა, რომელსაც წლების განმავლობაში ქ-ნი ამენათ საიიევა ხელმძღვანელობდა.
1992 წლის ნოემბერის შუა რიცხვებში პრეზიდენტმა მითხრა, საერთაშორისო მივლინებისათვის მოვმზადებულიყავი. მე ვუთხარი, რომ არანაირი საბუთი არა მაქვს, გარდა ჩეჩნეთის შსს მიერ შედგენილი პირადობის დამადასტურებელი დროებითი ცნობისა, რომელსაც ჩვეულებრივი პასპორტის დაკარგვის შემთხვევაში გასცემენ ხოლმე. ზვიადის თხოვნით ჩეჩნეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ერთ დღეში დამიმზადა საბჭოთა “ნამგალ-უროიანი” უცხოური პასპორტი. ამ დროისათვის საჰაერო ბლოკადა მოიხსნა და გროზნოდან სტამბოლში მეტ-ნაკლები სიხშირით ჩარტერული რეისი დაფრინავდა. მივლინების შესახებ ცოლის გარდა არავისთვის მითქვამს. გაფრენის დღეს, 23 ნოემბერს, დილით, ჩეხოვის ქუჩაზე “კოშკში” მივედი დეტალური ინსტრუქციების მისაღებად. გამოირკვა, რომ მარტო არ მივფრინავ და ჩემი თანამგზავრი თავად პრეზიდენტი გამსახურდიაა. გავემართეთ აეროპორტში, ავედით ცარიელ თვითმფრინავში და მფრინავების კაბინაში მოვთავსდით. ცოტა ხანში ჩეჩნეთის იმდროინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი შამსუდდინ იუსეფი* შემოგვიერთდა, რომელიც სტამბოლში დუდაევის საგანგებო დავალებით მიფრინავდა. ეს რეისი ნახევრადლეგალური იყო და ხან ბაქოს გავლით დაფრინავდა, ხან – პირდაპირ სტამბოლში. ამჯერად საქართველოს სადისპეტჩერო სამსახურმა თვითმფრინავი საქართველოს საჰაერო სივრცეში არ შეუშვა და შემოვლითი გზით – კავკასიონის გაყოლებით – შავი ზღვის გავლით ვიფრინეთ.
სტამბოლში მსხვილი კომპანიის, Aslan Transmarin Shipping Trading and Industry Co. Inc., გენერალური დირექტორი, აიდინ კუტლუგი დაგვხვდა და VIP სალონში მიგვიწვია. პასპორტები გამოგვართვეს და რამდენიმე წუთში ჩარტყმული ვიზებით დაგვიბრუნეს. იმ დროს თურქეთში პოსტ-საბჭოური სივრცის მოქალაქეებისათვის გამარტივებული, გამოცხადებითი სავიზო რეჟიმი მოქმედებდა. აეროპორტიდან კომპანიის სათაო ოფისისაკენ გავემართეთ, სადაც კომპანიის მფლობელი იბრაჰიმ ასლანი, თურქეთის მეჯლისის რამდენიმე წევრი და კომპანიის “თოფ-მენეჯმენტის” სხვა წარმომადგენლები დაგვხვდენ. გაიმართა სახელდახელო სადილი. ასლანი, რომელსაც თურქეთის პრეზიდენტის, ტურგუტ ოზალის ოჯახთან ახლო ურთიერთობა აკავშირებდა, რამდენჯერმე იყო ნამყოფი გროზნოში, ერთხელ – ოზალის ვაჟთან ერთად. როგორც ჩანს, ჩეჩნეთთან სერიოზული ინტერესები აკავშირებდა. გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტის შესაფერისი დახვედრა მოუწყვეს. კომპანიის მფლობელმა ჰკითხა პრეზიდენტს, თუ რა გეგმები ჰქონდა. ზვიადმა უპასუხა, რომ აქვს მიწვევა გერმანიაში IGFM**-ისაგან და შეძლებისდაგვარად სწრაფად სურს იქ მოხვედრა. თურქმა მასპინძელმა იქვე გაატანა ჩვენი პასპორტები კომპანიის ერთ-ერთ დირექტორს გერმანიის საკონსულოში ვიზების მისაღებად.
სადილზე ერთი საინტერესო ეპიზოდი მოხდა: კომპანიის წარმომადგენელმა გაერთიანებულ სამეფოში, ახალგაზრდა კაცმა სახელად ზაქარია გუნდოგდუმ ზვიადს ჰკითხა: “მე წარმოშობით ლაზი ვარ. მართალია, რომ ჩვენ და გურჯები ბიძაშვილები ვართ?” ამაზე ზვიადმა უპასუხა: “მე თავად ლაზი გახლავარ ნახევრად, დასავლეთ საქართველოს დიდი ნაწილი ლაზებითაა დასახლებული და გურჯები და ლაზები ბიძაშვილები კი არა, ერთნი ვართ.” აღმოჩნდა, რომ დამხვდურთა ლამის ნახევარი ლაზია, მათ შორის – მეჯლისის წევრებიც. ამ განცხადებით გაამაყებულნი საგრძნობლად გაიშალნენ მხრებში, რაც იბრაჰიმ ასლანს, მგონი, დიდად არ ეპიტნავა. ამასობაში ვიზებზე გაგზავნილი კაცი გაოცებული დაბრუნდა და ამბობს: “კონსულს პირადად შევხვდი. გამსახურდიას გაგონებაზე ნირი ეცვალა და პირდაპირ წამოროშა: მე ამ საკითხს მარტო ვერ გადავწყვეტ, მოსკოვს (და არა ბონს!) უნდა შევუთანხმოო.” საერთაშორისო თანამშრომლობის ამ მარგალიტმა საყოველთაო მხიარულება გამოიწვია და ზვიადს გაორმაგებული პატივისცემით მიაჩერდნენ. მასპინძელმა ფრანკფურტში თავის წარმომადგენელს დაურეკა, რომელმაც განაცხადა – პირდაპირ ფრანკფურტში ჩამოფრინდეს და ვიზას აქვე გავაკეთებო. ზვიადმა ეს გაუმართლებელ “ხულიგნობად” ჩათვალა.
დავურეკეთ აილა ნიინიმას ჰელსინკში. მან ყურებს არ დაუჯერა, რომ ზვიადი სტამბოლშია. “თავი დაანებეთ გერმანიას, ჯერ ფინეთში ჩამოდით და მერე ვნახოთ. ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო იმდენადაა დარცხვენილი წინა უარის გამო, რომ რეაბილიტაციის ამ საშუალებას ხელიდან არ გაუშვებს და ვიზას დაუყოვნებლივ მოგცემთ…” მართლაც, დღის ბოლომდე ფინეთის საკონსულოში ვიზები მოგვცეს, მგონი აპლიკაციებიც კი არ შეგვივსია.
ღამე SWISS HOTEL-ში გავათიეთ. დილით, სასტუმროში, საუზმისას, მიმტან კაცს, რომელიც გვემსახურებოდა, სახეზე გაოცება შევამჩნიე, რომელსაც ვერ მალავდა. შემდეგ ჩვენი თანმხლები აიდინ კუტლუგი როგორღაც დაუმარტოხელებია და უკითხავს: ეს მართლა გამსახურდიაა თუ მისი ორეულიაო. საკმაოდ უჩვეულო შემთხვევაა ამ კლასის სასტუმროსათვის, სადაც მომსახურე პერსონალი არავის და არაფერს “არ ამჩნევს”.
მასპინძელმა დაგვახვედრა ორი ღია წრიული ავიაბილეთი სტამბოლი-ფრანკფურტი-ჰელსინკი-სტამბოლი (ჩეჩნეთში დაბრუნების ერთადერთ შესაძლებლობად ხომ სტამბოლი რჩებოდა). ამას თან მოჰყვა მოულოდნელი შეთავაზება: უცხოეთიდან ანკარაში დაბრუნებისას პრეზიდენტი ოზალი სტამბოლში რამდენიმე საათით გაჩერდება და შესაძლებელია ხანმოკლე შეხვედრის მოწყობა. ზვიადი სიამოვნებით დათანხმდა და მცირე ხნის შემდეგ იბრაჰიმ ასლანის თანხლებით სტამბოლის სამხედრო აეროდრომისაკენ გავეშურეთ, სადაც ოზალის თვითმფრინავი დაეშვა. ადგილზე რომ მივედით, თვითმფრინავს უკვე ანკარაში გასაფრენად ამზადებდნენ. ასაფრენ ბილიკზე რამდენიმე წუთიანი გულთბილი შეხვედრა შედგა. მე შორიახლოს ვიდექი. ზვიადის გვერდით ტანმორჩილი ოზალი ოდნავ კომიკურად გამოიყურებოდა. “ბედნიერი ვარ, რომ თქვენთან შეხვედრის საშუალება მომეცა,” – თქვა ოზალმა და ასლანს მიუბრუნდა: “ყველაფერი გააკეთეთ, რაც ძალგიძთ. მეზობელს გაჭირვებაში უნდა დაეხმარო.” აეროდრომიდან რომ ვბრუნდებოდით, მასპინძელმა, რომელიც ძალიან კმაყოფილი ჩანდა, ზვიადს უთხრა: “დაბრუნებისას პრეზიდენტ ოზალთან უფრო ხანგრძლივ და სერიოზულ შეხვედრას მოგიწყობთ ანკარაში.”
საღამოს ფრანკფურტის გავლით ჰელსინკში გავფრინდით და დანიშნულების ადგილზე ნაშუაღამევს, 25 ნოემბერს ჩავედით. ჰელსინკის აეროპორტში ზვიად გამსახურდიას რეპორტიორების დიდი ჯგუფი, აილა ნიინიმაა და სხვა ფინელი მეგობრები, იქაური ქართველი ემიგრანტი რენო სირაძე და ფინეთში სამკურნალოდ მყოფი პრიმადონნა და უზენაესი საბჭოს წევრი მაია თომაძე ელოდებოდნენ.
ზვიადმა კორესპონდენტებს განუცხადა: “ბედნიერი ვარ იმით, რომ ჰელსინკის ვსტუმრობ. ამ ქალაქის სახელთან ბევრი რამ მაკავშირებს, ჰელსინკის შეხვედრის დასკვნით აქტში დეკლარირებულ პრინციპებისათვის ბრძოლას მთელი ცხოვრება შევალიე… იმედი მაქვს, რომ ბოლოს და ბოლოს მოვახერხებთ გავაგებინოთ სიმართლე მსოფლიოს საქართველოში და კავკასიაში მიმდინარე მოვლენების შესახებ…” …არც ერთი, თუნდაც ირიბი საყვედურის სიტყვა ფინეთის მთავრობის მიმართ.
საქართველოს და ფინეთის ალმებიანი ავტომობილით სატუმრო Holiday Inn-ისაკენ გავემართეთ. მეორე დილით სასტუმროს კონფერენც-დარბაზში დიდი პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც მთლიანად იყო წარმოდგენილი ფინური და ფინეთში აკრედიტებული საინფორმაციო საშუალებები. ზვიადმა განცხადა, რომ საქართველოში მომხდარი გადატრიალება არის ბუშის, “მხედრიონის” საპატიო წევრის – ბეიკერისა და გორბაჩოვის შეთქმულება მის წინააღმდეგ, რომლის უშუალო შემსრულებლები კომუნისტური ნომენკლატურა და Çჭêგî-ს საჯარისო ნაწილები იყვნენ. “ესაა ნომენკლატურის რევანში,” – თქვა ზვიადმა და მოაყოლა, რომ ეს რევანში არა მარტო ქართული მოვლენაა. “დააკვირდით, – თქვა მან, – თითქმის ყველგან, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში ხელისუფლებაში ისევ კომუნისტები დაბრუნდნენ, ამის უახლესი მაგალითი ლიტვაა. დასავლეთის დემოკრატიებს მეტი სიფხიზლე მართებთ.” ფინეთში ჩასვლამდე რამდენიმე დღით ადრე ლიტვაში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, სადაც ბრაზაუსკასმა გაიმარჯვა (თუ არ ვცდები, ტერმინი “ნომენკლატურის რევანში” ზვიადმა პირველად კრისტოფერ სტორის Soviet Analyst -ში გამოქვეყნებულ სტატიაში გამოიყენა, რომელიც ასე იყო დასათაურებული.).
ზვიადმა ვრცლად ისაუბრა იმაზე, რომ შევარდნაძის ხუნტამ დაშალა ხელისუფლებისა და მმართველობის ყველა დონის ორგანო, შეაჩერა კონსტიტუციის მოქმედება, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას; რომ რეჟიმი უმოწყალოდ უსწორდება კანონიერი ხელისუფლების მომხრეებს მთელ საქართველოში; რომ აფხაზეთში ჯარის შეყვანის ერთადერთი მიზანი იქ ქართული მოსახლეობის მშვიდობიანი დაუმორჩილებლობის კამპანიის დათრგუნვაა; ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველოს კანონიერი პრეზიდენტი და პარლამენტი არ გადამდგარან და დევნილობაში აგრძელებენ ფუნქციონირებას, რომ ამ ბრძოლის მიზანი არა ხელისუფლების დაბრუნება, არამედ ქვეყანაში კანონიერების აღდგენაა; თქვა, რომ დასავლური პრესა და ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციები იშვიათი გამონაკლისების გარდა ყველაფერ ამაზე თვალს ხუჭავენ. “თუ ასე გაგრძელდა, საქართველო მალე სომალის მდგომარეობაში აღმოჩნდება. ერთადერთი გამოსავალი დანაშაულებრივი რეჟიმის საერთაშორისო იზოლაციაა.”
ფინეთში ჩასვლისთანავე ზვიადმა შეიტყო ზუგდიდის პოლიციის შენობაში მოწყობილი აფეთქების შედეგად კანონიერი ხელისუფლების რამდენიმე მომხრის, მათ შორის სლავა მინჯიას ვერაგული განადგურების ამბავი, რაც ძალიან განიცადა. პირადი პასუხისმგებლობის ეს გამძაფრებული გრძნობა – ხშირად სრულიად უცნობი ადამიანების მიმართ – მისთვის ბევრჯერ შემიმჩნევია. ეს შემთხვევა ზვიადმა პრესკონფერენციაზეც მოიყვანა, როგორც არსებული რეჟიმის ტერორისტული ხასიათის საილუსტრაციო მაგალითი. AP-ს კორესპონდენტის შეკითხვაზე – “რა რეაქცია გქონდათ ეუთო-ს შეხვედრაზე ფინეთმა ვიზა რომ არ მოგცათ?” – ზვიადმა უპასუხა – “ეს ფინეთის მთავრობის ბრალი არ არის, მსოფლიო მთავრობის გადაწყვეტილებაა.”
ფინურმა მედიამ პრესკონფერენცია დეტალურად გააშუქა – იქაურების თქმით – საკმაოდ ობიექტურადაც. ფინური საზოგადოებრივი ტელევიზიის პირველმა არხმა ასეთი კომენტარი მოაყოლა: “გამსახურდიას გადაწყვეტილი აქვს ხელისუფლებაში მშვიდობიანი გზით დაბრუნება. საინტერესოა, არის თუ არა მისი პოზიციები საქართველოში ისეთივე ძლიერი, როგორც მისი სიტყვებია?” პრეს-კონფერენციის ანგარიში და მასალები საქართველოში შექმნილი მდგომარეობის შესახებ ყველა გაზეთმა გამოაქვეყნა.
ფინეთში პრეზიდენტ გამსახურდიას ჩასვლას წინ უსწრებდა საინტერესო ეპიზოდი. გავლენით მეორე გაზეთის Ilta Sanomat-ის მთავარმა რედაქტორმა, მარტტი ბაკმანმა ხანგრძლივ სატელევიზიო გამოსვლაში აღწერა, თუ როგორ გახდა “დიქტატორი” გამსახურდიასა და საქართველოს ეროვნული ხელისუფლების წინააღმდეგ გაჩაღებული ცილისმწამებლური საერთაშორისო კამპანიის მსხვერპლი და უნებლიე მონაწილე. ამ სატელევიზიო გადაცემის ვიდეოჩანაწერი აილა ნიინიმაამ დაგვახვედრა, რომლის დამსახურება საკუთარ “მოქცევაში” თვით ბაკმანმა დაადასტურა. მისი სიტყვებით, შეხედულების ასეთ მკვეთრ ცვლილებაში ძირითადი როლი იმ ფაქტმა ითამაშა, რომ სუკ-ის გენერლის და “დასავლეთის ფავორიტის” საქართველოში დაბრუნების შემდეგ დასავლურ მედიაში საქართველოზე, სადაც ხალხს პირდაპირ ქუჩაში ხვრეტენ, მხოლოდ პოზიტიური ინფორმაცია ვრცელდება. “ახლა ვხვდები, რომ გამსახურდიას “დიქტატორობა” გულუბრყვილო ხალხზე გათვლილი მედია-ხრიკი იყო. ვწუხვარ, რომ ამ გულუბრყვილო ხალხის სიაში თავად აღმოვჩნდი. არადა, თავს ასეთად ნამდვილად არ მივიჩნევდი.”
საკუთარი გულუბრყვილობის მსხვერპლი ბაკმანი ამჯერად გულახდილობისა და პატიოსნების გამო დაზარალდა. ამ სატელევიზიო გამოსვლის შემდეგ ის მთავარი რედაქტორის თანამდებობიდან გადადგა. როგორც ჩანს, “დინების საწინააღმდეგოდ ცურვა” არსად არაა იოლი.
“ფინეთ-საქართველოს საზოგადოების” ოფისში პრეზიდენტ გამსახურდიასა და მარტი ბაკმანს შორის ხანგრძლივი მეგობრული საუბარი შედგა. აისახა თუ არა ეს საუბარი შემდგომ რაიმე სახის პუბლიკაციაში, არ ვიცი.
ფინეთში ერთკვირიანი სტუმრობისას ბევრი საინტერესო შეხვედრა გაიმართა. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი პარლამენტში გამართული მიღება იყო, რომელიც ფინეთის პარლამენტის საქართველოს ჯგუფის თავმჯდომარემ, აწ გარდაცვლილმა ჰეიკკი რიიჰიიარვიმ საქართველოს დევნილი პრეზიდენტის პატივსაცემად მოაწყო. თავად ჰეიკკი ძალიან საინტერესო ადამიანი იყო ჯავშანსაწინააღმდეგო ქვედანაყოფის თადარიგის კაპიტანი, ლუთერანული ეკლესიის არქიეპისკოპოსი, ფინეთის პარლამენტის ოთხი მოწვევის წევრი, ჰეიკკი რიიჰიიარვი პროფესიონალ პოლიტიკოსთა იმ იშვიათ რიცხვს მიეკუთვნებოდა, რომლებიც არა ყბადაღებული “პრაგმატიზმის” მოსაზრებებით, არამედ საკუთარი სინდისის კარნახით მოქმედებენ. რა გასაკვირია, რომ ასეთ ადამიანს ზვიად გამსახურდიას მიმართ დიდი პატივისცემა გაუჩნდა, რომელიც მათი პირადი შეხვედრის შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა.
შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, ჟურნალისტები, ფინეთ-საქართველოს საზოგადოების წევრები, მათ შორის ცნობილი ჟურნალისტი და დისიდენტი ჰეიკკი ესკილინენი, რომელიც პრეზიდენტმა კეკკონენმა 60-იან წლებში ციხეში გამოამწყვდია, აგრეთვე ფინეთის ჰელსინკის ჯგუფის უცვლელი თავმჯდომარე ჰეიმო რანტალა. ჰეიკკი რიიჰიიარვი და ჰეიკკი ესკილინენი მოკლე მოხსენებებით გამოვიდნენ, სადაც სრულ მხარდაჭერას უცხადებდნენ პრეზიდენტ გამსახურდიას. აღნიშნეს, რომ ფინელებს საკუთარი მწარე ისტორიული გამოცდილების წყალობით განსაკუთრებით კარგად ესმით, თუ ვინ უქმნის პრობლემებს საქართველოს დამოუკიდებლობას, და რომ ეჭვი არ ეპარებათ იმაში, რომ ეს სწორედაც საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაა. საერთოდ, ფინეთის პარლამენტის საქართველოს ჯგუფმა, ფინეთ–საქართველოს საზოგადოებამ, ფინეთის ჰელსინკის ჯგუფმა არაერთი საპროტესტო განცხადებით მიმართეს დასავლეთის მთავრობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, აგრეთვე შევარდნაძის რეჟიმს საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
ჰეიკკი რიიჰიიარვიმ ზვიადს ასე მიმართა: “ჩემთვის, როგორც სასულიერო პირისათვის, განსაკუთრებულად ძვირფასია ის ჭეშმარიტად ქრისტიანული თავშეკავება და მარადიული ღირებულებების პატივისცემა, რომლებითაც თქვენს ბრძოლაში ხელმძღვანელობთ.” ზვიადის გარდაცვალების შემდეგ, ფინეთში ყოფნისას, ჰეიკკის ბევრჯერ შევხვედრივარ. ერთხელ მეგობრულ საუბარში მითხრა: “ზვიადი ჭეშმარიტი ქრისტიანი იყო და ასევე იბრძოდა, მაგათ წინააღმდეგ კი სხვანაირი მოქმედებაა საჭირო. ფინეთის ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის (1918 წ) შეუდარებლად უფრო დაუნდობელი იყო. ამ ომში “წითლების” მხარეს რამდენიმე ჩემი უახლოესი ნათესავი დაიღუპა, მაგრამ ვთვლი, რომ თავისუფლება ამად ნამდვილად ღირდა; თუმც, ახლა უკვე ჩვენში ბევრი სხვანაირად ფიქრობს…” როგორც ჩანს, მის ამ სიტყვებში სასულიერო პირზე უფრო თადარიგის კაპიტანმა იჩინა თავი.
ამ შეხვედრაზე რამდენიმე სიტყვა მეც ვთქვი იმის შესახებ, რომ საქართველოში პრეზიდენტთან ერთად პარლამენტიც დაამხეს; რომ პარლამენტი დევნილობაში აგრძელებს მუშაობას; და რომ ამ ფაქტებს დასავლური მედია ჩქმალავს, რადგან ეს აშკარა შეუსაბამობაშია დიქტატორის გამოგონილ ხატთან.
გაიმართა შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროშიც – კორექტული და არაფრისმთქმელი. პრეზიდენტ გამსახურდიას მოკლე განცხადება ზრდილობიანად და უკომენტაროდ მოისმინეს და “დახმარება აღუთქვეს”.
ფინელმა ბიზნესმენმა იუსსი X-მა, რომელმაც ფინეთში ჩვენს ყოფნასთან დაკავშირებული ხარჯების მნიშვნელოვანი ნაწილი გაიღო, ზვიადის საპატივცემულოდ თავის კერძო კლუბში ვახშამი გამართა, რომელსაც ათამდე ადამიანი ესწრებოდა. ვახშამი ცალკე ოთახში იყო სერვირებული. მეზობლად განლაგებული დიდი დარბაზიდან სიმღერის ხმა შემოდიოდა, რაც ფინეთისათვის საკმაოდ უჩვეულოა. ზვიადი დაინტერესდა, რა ხდებოდა. გამოირკვა, რომ ჰელსინკის უნივერსიტეტის უძველესი და ფინეთში საუკეთესო გუნდი ტრადიციულ ყოველწლიურ შეხვედრას მართავს. გუნდი “ფინელი” შვედებითაა დაკომპლექტებული. მასპინძელი დაინტერესდა: ხმაურმა ხომ არ შეგაწუხათო? ზვიადმა უპასუხა: პირიქით, ხმაური კი არა, შესანიშნავად მღერიანო. როგორც ჩანს, აილას მეშვეობით ეს ამბავი გუნდის წევრებმა გაიგეს და ცოტა ხნის შემდეგ ნებართვა ითხოვეს: პრეზიდნტ გამსახურდიას საპატივცემულოდ ვიმღერებთო. ზვიადი სიამოვნებით დათანხმდა და პატარა ოთახი სხვადასხვა ასაკის, ფრაკებში გამოწყობილი შექეიფიანებული მომღერლებით აივსო. სიმღერას სიმღერა მოჰყვა. შესანიშნავად იმღერეს. საოცრად ამაღელვებელი, ამაღლებული განწყობა შეიქმნა.
დასამახსოვრებელი იყო ცნობილი ფინეთის დირიჟორის, კარი ტიკკას ოჯახში გამართული საღამო, სადაც ზვიადმა ყველა მოხიბლა. საღამოს მაია თომაძე ესწრებოდა. კარი ძალიან დაეხმარა მაიას, რომელიც უკურნებელი სენით იყო დაავადებული და მკურნალობის კურსი ახალდამთავრებული ჰქონდა. საღამოზე მაიამ შესანიშნავად იმღერა. აკომპანიატორი კარი ტიკკა იყო. ზვიადმა ჰკითხა მაიას, ჰქონდა თუ არა რეპერტუარში შუბერტის Ave Maria – აღმოჩნდა, რომ არა. “ვეცდებოდი აკომპანემენტი გამეწია”- უთხრა ზვიადმა. დუეტი სამწუხაროდ არ შედგა.
ვიყავით სტუმრად ჰეიმო რანტალას ოჯახშიც. სხვათაშორის, ამ საღამოზე ჩამოვარდა საუბარი იმის შესახებ, რომ იმპერიის წინააღმდეგ ჩვენი გუშინდელი მოკავშირე ბალტელები, განსაკუთრებით – ესტონელები და ლატვიელები სამარცხვინო გულგრილობას იჩენენ საქართველოში განვითარებული მოვლენების მიმართ. მასპინძელი ამან ძალიან აღაშფოთა: “რა სწრაფად დაავიწყდა ზოგიერთ ახლანდელ ესტონელ პარლამენტარს, რომ სამშობლოდან გამოქცეული ჩემს სახლში ემალებოდა ფინეთის მთავრობისაგან მოსალოდნელ ექსტრადიციას!”
მოვინახულეთ XIX საუკუნის შუა წლებში აშენებული “უსპენსკი” კათედრალი, რომელსაც ამჟამად ფინეთის მართმადიდებელი ეპარქია განაგებს. ტაძარი, რომელიც ჰელსინკის ერთ-ერთი მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნავობაა, დაკეტილი არმოჩნდა, მაგრამ ზვიადის ხათრით გააღეს. ზვიადმა სანთლები დაანთო და ილოცა.
თითქმის ერთი სრული დღით განმარტოვდა ზვიადი ჰელსინკის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში.
მოვინახულეთ ევროპაში უდიდესი Suomen Akateeminen Kirijakauppa – “ფინეთის აკადემიური წიგნის მაღაზია”, სადაც ზვიადს რამდენიმე სოლიდური გამოცემა უსახსოვრეს. გამვლელები ხშირად ცნობდნენ, მოკრძალებულად – როგორც ფინელებს სჩვევიათ – ესალმებოდნენ და წარმატებას უსურვებდნენ.
გერმანიის საკონსულოს ჰელსინკში ვიზებისათვის განმეორებით მივმართეთ. კონსულმა აილა ნიინიმაას პრივატულად განუცხადა, რომ აპლიკაციების შეტანას აზრი არა აქვს, ოფიციალურ, წერილობით პასუხზე კი ცივი უარი განაცხადა. ამის პასუხად ზვიადმა კანცლერ კოლს ფაქსით წერილი გაუგზავნა – დაახლოებით ასეთი სულისკვეთების: “კომუნისტური რეჟიმის დროიდან ვცდილობ გერმანიაში მოხვეედრას, სადაც მამაჩემმა – ქართული ლიტერატურის კლასიკოსმა – განათლება მიიღო და რომელთან მეც, როგორც მკვლევარს, უამრავი რამ მაკავშირებს. კომუნისტები ჩემი ქვეყნიდან არ მიშვებდნენ, ახლა თქვენ თქვენს ქვეყანაში არ მიშვებთ. რამ შეგაშინათ, არანაირი პოლიტიკური, მით უმეტეს “დესტრუქტიული” მოქმედების გაშლას მანდ არ ვაპირებ. კერძო მოწვევით მსურს ჩამოსვლა”. წერილი, რა თქმა უნდა, უპასუხოდ დარჩა, ამიტომ ვერ შევიტყეთ, თუ რისი ეშინოდა კოლს. ეს ფაქტი გახმაურდა და სკანდალის ხასიათი შეიძინა, როცა უმსხვილესმა Frankfurter Algemain-მ გამოაქვეყნა წერილი “მეტერნიხი ბონში” – დაახლოებით ასეთი ხასიათის: “ზვიად გამსახურდიას თავის სიმართლე აქვს. მისაღებია ეს სიმართლე თუ არა, ჩვენი განსჯის საგანი არ არის. ცხადი ისაა, რომ ამ სიმართლეში რაღაც ძალზე უსიამოვნოა კანცლერი კოლისათვის. სხვანაირად რომ იყოს, რატომ შეეეწინააღმდეგებოდა ერთი კაცის ქვეყანაში შემოშვებას?” – ავტორს ეჭვიც არ შეპარვია იმაში, რომ ზვიადის შეშვება-არშეშვების საკითხს კოლი წყვეტდა. მოგვიანებით გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უტიფრად განაცხადა: ვიზაზე უარი არ გვითქვამს, უბრალოდ აპლიკაცია არ შემოუტანიაო(!).
ზვიად გამსახურდიას ევროპაში გამოჩენამ “დიდი დემოკრატი” და მისი “მეგობრები” საკმაოდ ააფორიაქა. ამის პირველი სიმპტომები უკვე ფინეთში იგრძნობოდა, მთელი სისრულით კი ეს ავსტრიაში გამოვლინდა.
ამასობაში IGFM –მა ზვიადს ახალი მოწვევა – ამჯერად ამ ორგანიზაციის ავსტრიის განყოფილების სახელით (ქ-ნი კატარინა გრიბ) გამოუგზავნა. ავსტრიის საკონსულომ ათდღიანი ერთჯერადი ვიზები მოგვცა და 1 დეკემბერს, ღამით, ვენაში ჩავფრინდით.
აეროპორტში ზვიადს დახვდნენ: შვეიცარიიდან ჩამოსული ვაჟი კონსტანტინე, კატარინა გრიბი, IGFM –ის აღმოსავლეთ ევროპის განყოფილების კურატორი ვანდა ვანზიდლერი და ზვიადის მხურვალე მხარდამჭერი ქალბატონი, გერმანიაში გათხოვილი რუსუდან შმიდტი.
მოკრძალებულ სასტუმრო Kugel– ში დავბინავდით. სასტუმროს მფლობელი, 70 წლის იოჰანეს როლერი, ძალიან ამაყია იმით, რომ საქართველოს პრეზიდენტის მასპინძლობს. ახოვანი მოხუცი იერით და ჟესტიკულაციით ძალიან ჰგავს ქართული ფილმის პერსონაჟს – პიპინია ერისთავს. სასტუმროს გაძღოლა სრულიად უსახური ვაჟისათვის გადაუბარებია და თავად ნახევარ განაკვეთზე აგრძელებს სამსახურს: “One ship – one cap” – ხშირად იმეორებს. დილით, საუზმეს თავად გვიშლის. მას შემდეგ, რაც ზვიადმა პარიზიდან მის სანახავად საგანგებოდ ჩამოსული კოკი გუგუშვილის ჩამოტანილი ერთი ბოთლი შესანიშნავი კონიაკი აჩუქა, ამ რიტუალს რეგულარული, სასტუმროს სხვა მოსაუზმე ბინადართა გასაგონად თავის დაკვრით წარმოთქმული სადღეგრძელოც დაემატა: “ Herr President!…” – იშვიათი სანახაობა გახლდათ!
ვანდა ვანზიდლერი და კატარინა გრიბი ავსტრიის მთავრობის გამბედაობით აღფრთოვანებულნი იყვნენ: “პატარა ავსტრიამ ძველებურად კუდი მოიქნია და გერმანიას სილა გააწნა…” ვანდასთან სატელეფონო ნაცნობობა გროზნოდან მაკავშირებდა, საიდანაც საქართველოში ადამიანთა უფლებების დარღვევების შესახებ მასალებს რეგულარულად ვაწვდიდი. ხშირად პირიქითაც ხდებოდა – დარბეული მიტინგების შესახებ ინფორმაციას ვანდა დამოუკიდებლად მოიპოვებდა თბილისში – ნანა ზუმბურიძის, ზურაბ შანიძის, მაია კერესელიძის და სხვათა თავგანწირვისა და დაუღალავი გარჯის წყალობით და გროზნოში გვატყობინებდა. ვანდა თავისუფლად ლაპარაკობდა რუსულად და საბჭოეთს ზედმიწევნით კარგად იცნობდა – ინტერნირებული გერმანელი კოლონისტების შვილი გულაგის ერთერთ ბანაკში იყო დაბადებული. საერთოდ, IGFM –ის როლი საქართველოს მოვლენების გაშუქებაში უმაგალითოა: ეს პრაქტიკულად ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაციაა (გარდა ბრიტანეთის ჰელსინკის ჯგუფის (მარკ ალმონდი) და ფინული მხარდამჭერი ორგანიზაციებისა), რომელმაც თვალები ძალით არ დაიბრმავა. სწორედ ამ პრინციპულობის შედეგი უნდა იყოს ის, რომ გაეროში ამ ავტორიტეტული ორგანიზაციის აკრედიტაცია ორჯერ დაბლოკეს – ერთხელ საბჭოთა კავშირმა (კუბის გამო), მეორედ – აშშ-მ (ისრაელის გამო). ვანდამ მითხრა: “ჩვენ “მემარჯვენეების” პარტიული იარლიყი მოგვაწებეს, რაც ძალიან გვიშლის ხელს მუშაობაში.”
2 დეკემბერს ტელეკომპანია ÖRF 2200 საინფორმაციო გამოშვების პირველ 10-წუთიან მონაკვეთს მთლიანად უთმობს ზვიადს. მასპინძლების თქმით, ძალიან კარგი გაშუქებაა. ზვიადიც კმაყოფილია.
დღის მეორე ნახევარში პარლამენტში ადამიანის უფლებათა კომიტეტის სპიკერს, ქრისტიანული პარტიის წარმომადგენელს დოქტორ ჰოჰტლს შევხვდით, რომელიც ძალიან კეთილგანწყობილი ჩანდა, “დინების საწინააღმდეგო ცურვა” გაიხსენა. ამას მოჰყვა ხუმრობა იმაზე, თუ რა მიაქვს თან დინებას. დოქტორმა ჰოჰტლმა ჩამოგვართვა ყველა ჩვენს ხელთ არსებული მასალები საგარეო და თავდაცვის მინისტრებისათვის გადასაცემად და ზვიადს ყველანაირი დახმარება აღუთქვა.
3 დეკემბერს ორსაათიანი პრესკონფერენცია გაიმართა პრესსკლუბ Concordia -ში. დასაწყისში ვანდა ვანზიდლერმა წარმოადგინა IGFM –ის მიერ მოძიებული მასალები. მნიშვნელოვანი ნაწილი “მხედრიონის” სამეგრელოში ჩატარებულ რეიდებს დაეთმო, განსაკუთრებით – წალენჯიხაში განვითარებულ მოვლენებს; წარმოდგენილი იყო მდიდარი ვიდეო- და ფოტომასალა, პოლიტპატიმართა დეტალური სია. ამის შემდეგ ზვიადმა მრავალრიცხოვან შეკითხვებს უპასუხა. პრესკონფერენციის დამთავრების შემდეგ იყო ცალკეული ინტერვიუები, მათ შორის – ИТАР-ТАСС-ის კორესპონდენტთან, იაპონურ The Sehai Nippo -სთან, ვატიკანის გამოცემასთან, ავსტრიულ ÖVP-სთან – ყველა არ მახსოვს.
3 დეკემბერს, დაახლოებით 17 საათზე, საგარეო საქმეთა სამინისტროში მიგვიღეს. შეხვედრას სახელმწიფო მდივანი და რამდენიმე სხვა მოხელე ესწრებოდა. ესენი შეშინებულები და იერიშის მოსაგერიებლად გამზადებულები ჩანდნენ, თანაც თავი მოისულელეს – საქართველოს შესახებ ბევრი არაფერი ვიცითო. ზვიადმა “დააწყნარა”: ძალიან ვაფასებ, რომ თქვენი მთავრობა გერმანელებზე უფრო პრინციპულად იქცევა, ჩემთვის პატარა ქვეყნის პრობლემები გასაგებია, ვიცი, რა წნეხის ქვეშაც ხართ, ფინეთშიც ანალოგიური მდგომარეობააო… შერჩათ საჩხუბრად მომართული მუშტები ჰაერში.
ამასობაში ინტერვიუები გრძელდებოდა. 3 დეკემბერს, 18 საათზე Rundfunk -მა ვრცელი რადიოინტერვიუ გადასცა. 4 დეკემბერს დილით – Deutsche Funk -მა – პირდაპირ ეთერში – ძალიან კარგი ინტერვიუ, 13 საათზე – Osterreich Funk -მა ზვიადს ერთსაათიანი გადაცემა მიუძღვნა პრეს-კონფერენციის დეტალური ანალიზით და ცალკე ინტერვიუთი. რედაქციის კომენტარი:”საქართველოში პუტჩი მაფიასთან და მოსკოვთან დაპირისპირების გამო მოხდა…” ეს უკანასკნელი ყველაზე პოპულარული ახალგაზრდული რადიოსადგურია. ზვიადის სიტყვები: “ჩვენ თავისუფალ არჩევნებში დავამარცხეთ კომუნისტები… საპრეზიდენტო არჩევნებში 5 მოწინააღმდეგე მყავდა… მე მსახავენ აღმოსავლური ტიპის დიქტატორად, ფაშისტად… ჩემს წინააღმდეგ საშინელი კამპანია გაჩაღდა დასავლეთის პრესაში… პუტჩს გორბაჩოვი და შევარდნაძე ამზადებდნენ და ხელმძღვანელობდნენ… პუტჩისტებს იარაღითა და სპეციალისტებით ЗакВО ამარაგებდა… საქართველოში სახელმწიფო მაფიამ ჩაანაცვლა… “
ვენაში ყოფნისას მოგვაწოდეს ბრიტანელი დოკუმენტალისტის კრის ვენერის ფილმი “Shevardnadze Unveile” რომლის გერმანულ ვერსიას “ნომენკლატურის რევანში” ჰქვია. ჩემი აზრით, ეს ნაშრომი პროფესიული სინდისიერებისა და სამოქალაქო გმირობის ნიმუშია. განსაკუთრებით იმედის მომცემი ის იყო, რომ ფილმი Discovery–მ აჩვენა. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ ყინული დაიძრა…
4 დეკემბერს ვანდა ვანზიდლერი დაგვემშვიდობა და გერმანიაში დაბრუნდა.
ერთი დღე დაეთმო მოგზაურობას ზალცბურგში, სადაც ზვიადმა მოცარტის მუზეუმი მოინახულა, ზალცბურგის გოეთეანუმში კი იმპროვიზებული ლექცია წაიკითხა გერმანულად. ლექცია ეხებოდა ზვიადისა და მერაბის ბრძოლას სულიერებისათვის ტოტალიტარიზმის ეპოქაში, ანტროპოსოფიის როლს ამ ბრძოლაში. ლექციას ასამდე მსმენელი დაესწრო.
ფინეთისა და ავსტრიის გამოცდილებამ აჩვენა, რომ საზოგადოებრივი აზრის ფორმირების თვალსაზრისით პრეზიდენტ გამსახურდიას ევროპული ტურნე ძალიან წარმატებული აღმოჩნდა (ოფიციალურ დონეზე წარმატებას არავინ ელოდა), ამიტომ ზვიადმა გადაწყვიტა, რომ რაც შეიძლება მეტი ქვეყანა მოეცვა. ვენაში მივმართეთ გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთის საკონსულოებს, საიდანაც მიწვევები გვქონდა მიღებული (ინგლისიდან – ჩარლზ ჩქოტუასაგან). მივმართეთ აგრეთვე შვეიცარიის საკონსულოს, სადაც იმ დროს ზვიადის ვაჟი – კონსტანტინე ცხოვრობდა ოჯახთან ერთად პოლიტიკური დევნილის სტატუსით.
აქ იწყება მოგზაურობის “დეტექტიური” ნაწილი, რომელიც კალეიდოსკოპური სისწრაფით დატრიალდა.
შვეიცარიის კონსულმა ზვიადი საკონსულოში მიიპატიჟა და ძალიან დელიკატურად მოგზაურობის მიზეზი ჰკითხა. ზვიადმა უპასუხა, რომ ძირითადი მიზეზი – შვილიშვილების მონახულებაა, მათგან უმცროსი – ზვიადი ემიგრაციაში დაიბადა და ამიტომ ნანახი საერთოდ არ ჰყავდა. კონსულმა თქვა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი სტუმრის მიღება ქვეყნისათვის განსაკუთრებულ პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული, ამიტომ სასურველია იმის ცოდნა, თუ სად აპირებს შემდეგ ეს სტუმარი გამგზავრებას. პასუხი: “სტამბოლის გავლით ჩეჩნეთში”. კონსული კითხულობს: “თურქეთის ვიზები გაქვთ?” პასუხი: ”თურქეთში გამოცხადებითი სავიზო რეჟიმია” – ვაჩვენებთ პასპორტებს. კონსული (ძალიან კმაყოფილი გამომეტყველებით): “მე ამის შესახებ განსხვავებული ინფორმაცია მაქვს.”(!)
სიტუაცია მართლაც საინტერესოა! საიდან უნდა იცოდეს, ან რაში სჭირდება ვენაში შვეიცარიის კონსულს იმის ცოდნა, თუ როგორი სავიზო რეჟიმი მოქმედებს თურქეთში საქართველოს მოქალაქეებისათვის? “ჩვენ არავითარ პრობლემებს არ შეგიქმნით, დადებითი გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. სულ უბრალო რამ არის საჭირო: მაჩვენეთ თურქული ვიზები და შვეიცარულსაც დაუყოვნებლივ მიიღებთ…” მომაჯადოებელი ღიმილით კონსული შენობიდან გვაცილებს.
ცხადია, რომ მახეა. ზვიადი ამბობს: “წავიდეთ თურქეთის საკონსულოში!”. მე ვეხვეწები: “ბატონო ზვიად, თქვენ სასტუმროში დაბრუნდით, მე ვეცდები გავარკვიო, რა ხდება.” “არა.” წავედით თურქეთის საკონსულოში. ზვიადი საკონსულოში შესვლისთანავე იცნეს და ატყდა აქეთ-იქეთ სირბილი და ჩურჩული: “გამსახურდია, გამსახურდია…” ნათელია, რომ ელოდებოდნენ. ზვიადმა მოითხოვა კონსულთან დაუყოვნებლივ შეეხვედრა. რამდენიმე წუთში კონსულმა ქალმა – გვარად სოისალ – მიგვიღო. “რაშია საქმე?”- ვეკითხებით. “თქვენი პასპორტები თურქეთის ტერიტორიაზე ძალადაკარგულია”- გვპასუხობს. “როდიდან?” – ვეკითხებით. ”დიდი ხანია.” “კი მაგრამ, ამ პასპორტებით არ შეგვიშვეს 23 ნოემბერს?” – ვაჩვენებ ვიზებს. მხრებს იჩეჩავს… “200 მილიონი ადამიანისათვის ძალაშია და ჩვენთვის არა?” მხრებს იჩეჩავს… ზვიადი დადუმდა… კონსულს ვეკითხები:”სტამბოლში პრეზიდენტი გამსახურდია პრეზიდენტ ოზალს შეხვდა. გსმენიათ ამაზე რამე?” პასუხი: “პრეზიდენტი ამჟამად თურქეთში არ იმყოფება. ამასთან, მთავრობას პრეზიდენტი კი არა, პრემიერი ხელმძღვანელობს, მე მთავრობის მოხელე ვარ” (მაშინ პრემიერი დემირელი იყო)… “სტამბოლის აეროპორტის სატრანზიტო ნაწილში ვიზა სავალდებულოა თუ არა?”- ვეკითხები. მხრებს იჩეჩავს: ”ამაზე ახლა ვერ გიპასუხებთ(!). ამის დასადგენად დრო მჭირდება. დამიტოვეთ თქვენი კოორდინატები და პასუხს შეგატყობინებთ”… საუბრის გაგრძელებას აზრი ეკარგება. კონსულის ბოლო ფრაზა მოულოდნელად გულახდილია: ”მე მხოლოდ მოხელე ვარ და გადაწყვეტილებებს არ ვიღებ”.
დავბრუნდით სასტუმროში. ზვიადის დავალებით ვრეკავ სტამბოლში – იქაურ მასპინძელთან, რომელსაც დაბრუნებისას ოზალთან ანკარაში უნდა მოეწყო შეხვედრა. მეუბნებიან, რომ რუსეთშია წასული და ტელეფონი არ დაუტოვებია(!). ძლივს მივაკვლიე კომპანიის დირექტორს, რომელიც სტამბოლში გვერდიდან არ გვცილდებოდა; ავუხსენი სიტუაცია. ვეკითხები: “იქნებ ამიხსნათ, რა შეიცვალა?” “არ ვიცი” – აშკარად შეშინებულია. ვერაფერი ვერ დავადგინე. ზვიადი მეუბნება: ”იქნებ იმ ლაზ კაცს, ზაქარიას დაუკავშირდე”. ბედად, იმის სავიზიტო ბარათი ვიპოვე და ძლივს დავუკავშირდი. ზაქარიაც ძალიან შეშინებულია, მაგრამ პატიოსნად მეუბნება: ”ძალიან ცუდი ამბებია: თქვენი აქედან წასვლიდან რამდენიმე დღეში სტამბოლის წამყვანმა გაზეთმა (თუ არ ვცდები, Miliet) გამოაქვეყნა მასალა იმის შესახებ, თითქოს გამსახურდიამ არალეგალურად შემოაღწია თურქეთში… რომ გამსახურდია და დუდაევი ქურთ სეპარატისტებთან თანამშრომლობენ და მათ იარაღით ამარაგებენ (!)… ყველას ესმის, რომ ეს აბსურდია, მაგრამ როგორც ჩანს, კამპანია ძალიან გავლენიანი ძალების მიერაა ორგანიზებული…” ზაქარიას ვეკითხები, საჭიროა თუ არა სტამბოლის აეროპორტის სატრანზიტო ნაწილში მოსახვედრად სატრანზიტო ვიზა. მპასუხობს, რომ ჩვეულებრივ შემთხვევებში – არა.
ეს ყველაფერი 7 დეკემბერს ხდება, 10 რიცხვში კი ავსტრიაში ყოფნის ვადა იწურება. ჩეჩნეთიდან გვატყობინებენ, რომ ჩარტერული რეისი გროზნოდან სტამბოლში ისეთი რეგულარობით ვეღარ დაფრინავს ICAO–ს აკრძალვის გამო. უახლოესი ასეთი რეისი, უკვე აზერბაიჯანის დროშით – ბაქოს გავლით – 12 დაკემბერს. იგეგმება.
სიტუაცია თანდათან მძიმდება. კატარინა გრიბმა ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვიზების გაგრძელების თხოვნით მიმართა და უარი მიიღო. ჩარლზ ჩქოტუა ლონდონიდან იტყობინება, რომ სამინისტრო ვიზების გაცემას უარობს, თუმცა ოფიციალურ პასუხს არ იძლევა. საფრანგეთიდანაც იგივე პასუხია. ამასობაში მასპინძელი – კატარინა გრიბი დაიკარგა: IGFM-ის ოფისში აღარ მიდის. ვრეკავ სახლში – შვილი მეუბნება: “ბედნიერი ვიქნებოდი, რომ ვიცოდე, სადაა დედაჩემი”- მოკლედ, დაიმალა, ან დამალეს. ზვიადს გაეცინა: “ადამიანის უფლებების დაცვას რომ ხელობად გაიხდის, იმ ადამიანს ბევრი არ მოეთხოვება…” რუსუდან შმიდტის ქმარი ერვინი გერმანიაში რამდენიმე უცნობმა სასტიკად სცემა, ურტყამდნენ და თან აყოლებდნენ: შენი ცოლი სად დაბრძანდებაო. პოლიციაში “დააწყნარეს” – ალბათ სკინჰედები იყვნენო. ვანდას ვურეკავ – გაოგნებულია და არაფერი არ შეუძლია. ვცდილობთ უნგრეთის პრეზიდენტს არპად გენცს დავუკავშირდეთ, რომელთანაც ზვიადმა ჰელსიკიდან ტელეფონით ისაუბრა და მიპატიჟებაც მიიღო – იმალება. ვრეკავ ბაქოში – ვერც ელჩიბეის, ვერც გამიდოვს (შინაგან საქმეთა მინისტრს) ვერ ვუკავშირდები.
ამის პარალელურად “უცნაურობების” მეორე ტალღა დაიწყო: სხვადასხვა მხრიდან არ წყდება ზარები: კოტე ნადირაშვილი – “რადიო თავისუფლებიდან”, კლოდ კემულარია – პარიზიდან, (ეს – რაც მე ვიცი) შევარდნაძესთან მოლაპარაკების გამართვის შეთავაზებით, გარანტიებით და ა.შ. ზვიადის პასუხი ერთია:” მე შევარდნაძეს არაფერს ვერჩი. აღიაროს რაც ჩაიდინა, გადადგეს და ხელშეუხებლობის გარანტიას მივცემ…” როგორც ჩანს, ამ ტიპის შეთავაზებები მისთვის ახალი არ იყო. შედარებით შემაშფოთებელია შამსუდინ იუსეფისაგან მოსული იგივე წინადადება, რომელმაც ამასობაში წარუმატებელი არაბული ვოიაჟიდან გროზნოში დაბრუნება მოასწრო. ეს შამსუდინის თვითშემოქმედების ნაყოფი იყო, თუ საერთო ტალღის ნაწილი, ძნელი სათქმელია.
10 დეკემბერს, დილით, ზაქარია სტამბოლიდან იტყობინება: “თურქეთის მთავრობამ ოფიციალურად გამოაცხადა – არ შემოვუშვებთო”. ოტტო ფონ ჰაბსბურგმა***, რომელთანაც ზვიადს მუდმივი სატელეფონო კავშირი ჰქონდა, ავსტრიული ვიზის გაგრძელებაში დახმარება აღუთქვა: “ყველაფერს ვიღონებ, ბატონო პრეზიდენტო. რაც უფრო ბნელია ღამე, მით უფრო ახლოა განთიადი…”
თითქმის გამოუვალი სიტუაცია შეიქმნა. დავუშვათ, თურქეთის მთავრობის მუქარას ყური არ ვათხოვეთ, სტამბოლში ჩავფრინდით და სატრანზიტო ნაწილიდან არ გამოვდივართ. რა გარანტიაა, რომ გროზნოდან თვითმფრინავს ჩამოუშვებენ? ეს რომ რეგულარული რეისი ყოფილიყო, იტყოდი რომ ამა და ამ რეისს ელოდები… მართლაც, 12 დეკემბერს გროზნოდან აზერბაიჯანის დროშით გამოფრენილი თვითმფრინავი ბაქოში ჩაფრინდა, მაგრამ იქ გაურკვეველი დროით გაიჭედა, რადგან თურქეთმა აღარ შეუშვა!
როგორც ჩანს, პრეზიდენტ გამსახურდიას დაკავებას ან მითუმეტეს, ექსტრადირებას ვერ გაბედავდნენ. სხვანაირად, რით აიხსნებოდა შვეიცარიისა და თურქეთის საკონსულოების მიერ ერთობლივად გათამაშებული ფარსი? ყველაფერ ამაში სხვა ჩანაფიქრი ჩანდა: რამენაირად მოეცილებინათ ზვიადი კავკასიას. რადგან ჩეჩნეთში დასაბრუნებელი გზა მოჭრილია, ზვიად გამსახურდიას ერთადერთი ლოგიკური გამოსავალი რჩება – მოითხოვოს პოლიტიკური თავშესაფარი, მაგ. ავსტრიაში ან სხვა ქვეყანაში. დარწმუნებული ვარ, რომ დაუყოვნებლივ მისცემდნენ. მაგრამ ზვიადმა ეს “ლოგიკური” გამოსავალი კატეგორიულად უარყო: “ეს კაპიტულაციის ტოლფასია…”
ვრეკავთ გროზნოში – თვითმფრინავი ბაქოშია გაჭედილი – არც იქით, არც აქეთ. ასე გაგრძელდა 13 დეკემბრის (შაბათი დღე იყო) ღამემდე. ვიზებს ყავლი გაუვიდა. დარეკა ჰაბსბურგმა: “საგარეო საქმეთა სამინისტროში დამპირდნენ – ორშაბათს ვიზებს გავაგრძელებთო.”
ამასობაში გროზნოში ვიტაუტას ეიდუკაიტისი გამოჩნდა. ავიაციის პოლკოვნიკი, რომელიც დუდაევის სტრატეგიული ბომბდამშენების დივიზიაში მსახურობდა, თადარიგში გასვლის შემდეგ ჯოჰარის თანამებრძოლად დარჩა, ხშირად ჩამოდიოდა გროზნოში და ჩეჩნებს რითაც შეეძლო, ეხმარებოდა. ვიტასმა შესთავაზა ზვიადს: “ჩაფრინდით ვილნიუსში, არანაირი ვიზები არ გინდათ, იქ თქვენს მიღებას მე უზრუნველვყოფ, ჯოჰარი კი თვითმფრინავს გამოგიგზავნით.” ვიტასი საკმაოდ დაახლოებული იყო ლანდსბერგისთან, მაგრამ ლიტვაში ხელისუფლება არჩევნების შედეგად ხომ ყოფილმა (არსებობს კი ასეთი?) კომუნისტებმა დაიბრუნეს? მიუხედავად ამისა, ვიტასი ამბობს, რომ ყველაფერს თავის თავზე იღებს – თანაც გროზნოდან, ვილნიუსში მაინც იყოს!. მომცა იმ ხალხის კოორდინატები, რომლებიც იქ დაგვხვდებიან. ზვიადმა თქვა, რომ ეს ერთადერთი გამოსავალია.
ნაშუაღამევს, უკვე 14 დეკემბერს, წავედი ვენის აეროპორტში და ვენა-სტამბოლის ღია ბილეთები ვენა-ვილნიუსის მიმართულებაზე გადავცვალე. დავბრუნდი სასტუმროში. დაახლოებით საათნახევარში გროზნოდან გვატყობინებენ, რომ ბაქოში 2 დღით შეჩერებული თვითმფრინავი სტამბოლის მიმართულებით გაფრინდა!
დილით დავემშვიდობეთ კონსტანტინე ზ. გამსახურდიას, რუსუდან შმიდტს და 14 დეკემბერს, 11:55-ზე OS 633 რეისით ვილნიუსში გავფრინდით. საპასპორტო კონტროლი ვადაგასული ვიზებით გავიარეთ. როგორც ჩანს, ვერ შეამჩნიეს.
ვილნიუსში 14:50 ჩავფრინდით. წვიმს. თვითმფრინავს ტრაპი მოადგეს. ტრაპთან ახლოს ორი შავი მანქანა და რამდენიმე საყელოაწეულ ლაბადიანი და “შლაპიანი” ფიგურა ჩანს – ტიპიური “სამოქალაქოში გამოწყობილი ბიჭები”. ზვიადს ვთხოვე: ”ბატონო ზვიად, თქვენ ცოტა ხანს აქ დაიცადეთ – რაც გინდა იყოს, თვითმფრინავი ავსტრიის ტერიტორიაა – მე გადავალ და სიტუაციაში გავერკვევი”. თავი დამიქნია. კარები გააღეს თუ არა – გარეთ პირველი გავიდა. ერთი დამხვდურთაგანი მოგვიახლოვდა. “ბატონი გამსახურდია?” “დიახ.” “მე ვიტაუტას რამანაუსკასი ვარ (სახელი ისაა, რაც ეიდუკაიტისმა თქვა). კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება ლიტვაში.”
უსიტყვოდ ჩავჯექით მანქანებში – ზვიადი, მე, რამანაუსკასი და მძღოლი – პირველში. დანარჩენები – მეორეში. რამანაუსკასმა პასპორტები გვთხოვა და ვიღაცას გაატანა. რამდენიმე წუთში უკან მოიტანეს – შიგნით მხოლოდ ქვეყანაში შესვლის ბეჭედია ჩარტყმული. დავიძარით. ასაფრენი ბილიკიდან ჭიშკრის გავლით პირდაპირ ქალაქში გამოვედით – არც საპასპორტო, არც საბაჟო კონტროლი არ გაგვივლია. რამდენიმე წუთმა დუმილში გაიარა – ზვიადი გაყუჩებულია, ლიტველებიც არ არიან დიდი მოლაპარაკე ხალხი. მივადექით ქალაქის ცენტრში განლაგებულ ყოფილ სამთავრობო რეზიდენციას. რამანაუსკასი გვიხსნის, რომ რეზიდენცია ახლახან გააპრივატეს – სასტუმრო Draugist–ს გადასცეს, ახალ პატრონს ჯერ არ აუთვისებია, ამიტომ სრულიად ცარიელია – არც მაცხოვრებელი, არც მომსახურე პერსონალი არ ჩანს, მაღალი გალავანი აქვს შემოვლებული და შესასვლელში შეიარაღებული ჯარისკაცი დგას. ორსართულიან სასტუმრო სახლში მოგვათავსეს, რამანაუსკასმა ამიხსნა, სად რა არის და ხვალამდე დაგვემშვიდობა.
სიტუაცია, ცოტა არ იყოს, კომიკურია. სად ვართ, მეგობრებთან სტუმრად თუ კომფორტულ შინაპატიმრობაში? ზვიადს ვუთხარი: სიგარეტი გამითავდა და ვიყიდი-მეთქი. გამოვედი გარეთ და ჭიშკრისაკენ გავემართე. ჯარისკაცმა უსიტყვოდ გამიღო კარები. იქვე ახლოს, პირველსავე ჯიხურში სიგარეტი ვიყიდე და უკან დავბრუნდი. გულზე მომეშვა.
დავრეკე გროზნოში. მითხრეს, რომ ეიდუკაიტისი 16 დეკემბერს ჩამოფრინდება. ვენაში დარჩენილებს შევატყობინე, რომ სამშვიდობოს ვართ. სხვათაშორის, ჩვენი წამოსვლის შემდეგ თურქეთის კონსულს დაურეკავს და სატრანზიტო ვიზაზეც უარი უთქვამს.
მეორე დღეს რამანაუსკასი დილით მოვიდა და სადილობამდე ვილნიუსს გვათვალიერებინებდა. მერე ზვიადს ჰკითხა: ჩემმა მეუღლემ ოჯახური სადილი მოგიმზადათ, თანაც შემჭამა, ზვიად გამსახურდიას ნახვა მინდა და კადნიერებაში ხომ არ ჩამომართმევთ, რომ მოვიყვანოო? ზვიადი სიამოვნებით დათანხმდა და ჩვენს სასტუმრო სახლში რამანაუსკასი ცოლთან ერთად გვეწვია. ერთად ვისადილეთ.
გვიან საღამოს უეცრად ლანდსბერგისი მოვიდა. ძალიან დაღლილი და მობერებული ჩანდა. თბილი შეხვედრა ჰქონდათ. “კომუნისტებთან არჩევნებში როგორ წააგეთ?”- პირდაპირ ჰკითხა ზვიადმა. ოთახიდან ჩუმად გამოვედი და ლანდსბერგისის ახსნა-განმარტება აღარ მომისმენია. დაახლოებით ორი საათი ისაუბრეს.
16 დეკემბერს, დაპირებისამებრ, ვილნიუსში გროზნოდან ჩარტერული რეისით ტუ-134 ჩამოფრინდა, რომელსაც ვიტას ეიდუკაიტისი და სოსო თორია ჩამოჰყვნენ. ვიტასი ტრაბახობდა: კომუნისტებს მაგარი ფანდი ჩავუტარე, ახლაც აზრზე არ არიან, ზვიადი რომ აქ არისო! არ ჰქონდა სატრაბახო?
17 დეკემბერს ვიტასმა გროზნოდან ჩამოსული თვითმფრინავისათვის ახალი საფრენი ნომერი და მარშრუტი გააფორმა – ვითომ ვილნიუსი-ბაქოს ჩარტერული რეისი სრულდებოდა. ცარიელ თვითმფრინავში ზვიადი, მე და სოსო თორია ჩავსხედით და ვილნიუსიდან “ბაქოსკენ” 18:45-ზე გამოვფრინდით. სამი საათის შემდეგ გროზნოსთან მოახლოვებულმა თვითმფრინავმა საჰაერო-სადისპეჩერო სამსახურისათვის მოულოდნელი მანევრი შეასრულა და გროზნოს აეროპორტში დაეშვა. თვითმფრინავიდან გადმოსვლისას ზვიადმა თქვა: “აქ დაბრუნება თივის ზვინში ნემსის პოვნას ჰგავს.”
ზვიადის გროზნოში დაბრუნებიდან რამდენიმე თვეში თურქეთის პრეზიდენტი ტურგუტ ოზალი უეცარი გულის შეტევით გარდაიცვალა…
მერაბ კიკნაძე
დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერი
გროზნო-სტამბოლი-ჰელსინკი-ვენა-ვილნიუსი-თბილისი
1992-2005 წწ.
————————–
* შამსუდდინ იუსეფი იორდანული წარმოშობის ჩეჩენია. იორდანიაში მუჰაჯირობის დროიდან ჩეჩნების კომპაქტური დიასპორა არსებობს, რომელიც განსაკუთრებული პატივით სარგებლობს, კერძოდ, იორდანიის მეფის პირადი გვარდია ჩეჩნებითაა დაკომპლექტებული, ტანსაცმელიც – კავკასიური ჩოხაა. შამსუდდინ იუსეფის საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნა არაბულ სამყაროში მისმა კავშირებმა (არსებულმა თუ არარსებულმა?) განაპირობა. იგულისხმებოდა, რომ ამას გარკვეული როლი უნდა ეთამაშა იმ საერთაშორისო იზოლაციის გარღვევაში, რომელშიც ჩეჩნეთი დამოუკიდებლობის გამოცხადებისა და საქართველოში ეროვნული ხელისუფლების დამხობის შემდეგ აღმოჩნდა. იუსეფმა ამ თანამდებობაზე შამილ ბენო შეცვალა, რომელიც გარეგნულად უსაქმური ადამიანის შთაბეჭდილებას ახდენდა, ხოლო როგორც მოვლენათა შემდგომმა განვითარებამ აჩვენა, უბრალოდ მოსკოვის სუკ-ის მიერ ჩანერგილი კაცი აღმოჩნდა. ჩეჩნეთის პირველი ომის დაწყებისთანავე შამსუდდინ იუსეფი ღიად განუდგა დუდაევს და დაგმო მისი პოლიტიკა. ის ხალხი, რომელიც ნაკლებად იცნობს ჩეჩნეთს და ჩეჩნურ ხასიათს, ხშირად საუბრობს “პანისლამურ” და “ფუნდამენტალისტურ” განწყობაზე ჩეჩნებში, სადაც ეროვნული სიამაყისა და კავკასიური ერთიანობის განცდა უძლიერესი და წამყვანია (ყოველ შემთხვევაში, იყო ჩემს იქ ყოფნისას). ამის ნათელი ილუსტრაციაა შამსუდდინის “მოღვაწეობასთან” დაკავშირებული ასეთი ეპიზოდი: საერთოკავკასიური “წესის” თანახმად, დანიშვნისთანავე მან სამინისტრო იორდანული წარმოშობის ჩეჩნებით აავსო, რამაც იქაურების ხუმრობანარევი გულისწყრომა გამოიწვია. ეს ხალხი იმწამსვე “ბედუინებად” მონათლეს და სხვანაირად აღარც ახსენებდნენ. მაგ. ერთი ნაცნობი ჩეჩენი მეკითხება: “სლუშაი, ტი ნე ვიდელ ნაშიხ ბედუინოვ?”
** International Geselschaft Fur Menchenrehte – ფრანკფურტში განლაგებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ორგანიზაციაა, უფრო ზუსტად – სხვადასხვა ეროვნულ ორგანიზაციათა გაერთიანება.
*** დოქტორი ოტტო ფონ ჰაბსბურგი - ევროპული ინტეგრაციის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი, ავსტრიის კრონპრინცი – საქართველოს უანგარო და ერთგული მეგობარი. ერთადერთი საერთაშორისო რანგის პოლიტიკოსი, რომელსაც უპასუხოდ არ დაუტოვებია პრეზიდენტ გამსახურდიას არცერთი ოფიციალული მიმართვა თუ მეგობრული თხოვნა და ყველაფერი იღონა შევარდნაძის დანაშაულებრივი რეჟიმის სამხილებლად. ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების შემდეგ, ფინეთიდან ორჯერ მივმართე დახმარებისათვის. ერთხელ – პეტრე გელბახიანისა და ირაკლი დოკვაძის განაჩენის გამო, მეორედ – პატიმრობაში მყოფი ნუგზარ მოლოდინაშვილის შიმშილობასთან დაკავშირებით. როგორც ყოველთვის, მისმა სამეფო უმაღლესობამ (ასე მიმართავდა ხოლმე პრეზიდენტი გამსახურდია და მეც არ დამირღვევია ტრადიცია) ყველაფერი მოიმოქმედა იმისათვის, რომ მიეპყრო ამ მოვლენებისათვის საერთაშორისო ყურადღება – ერთადერთი რამ, რასაც მაშინდელ საქართველოში ანგარიშს უწევდნენ. ვშიშობ, რომ ამ თვალსაზრისით ბევრი არაფერი შეცვლილა.