niedziela, 1 sierpnia 2010

პროექტი „თემატური სოფლები” - ქვეყანა სოფელზე დგას

უბედურება ეკალსა ჰგავს, გვერდს ჩაუვლი თუ არა, იგი თავად წამოგედება, ხოლო ბედნიერება - ბულბულს, შესაძლოა ჩვენ გვერდით ჩავუაროთ, იგი გაიტვრინოს და ბოლოს შეუმჩნევლად შორს გაფრინდეს - კონსტანტინე გამსახურდია

პროექტის მიზანი

თემატური სოფლების გუნდების მოდელირებითა და ხორცშესხმით

· რეგიონებში მცხოვრები სოფლის მოსახლეობის დასაქმების ბაზარში ჩართვა;
· სოფლად საბაზრო ეკონომიკის განვითარებისთვის საჭირო მომხმარებელთა და მეწარმეთა კონტინგენტის ურთიერთ დაახლოდება;
· აგროტურიზმის განვითარება;
· საქართველოს მოსახლეობის კერძო სექტორში დასაქმების შესაძლებლობის გაზრდა.

მოკლე მიმოხილვა
თემატური სოფელი არის სოფელი, რომელსაცა აქვს განვითარების საკუთარი, ორიგინალური ჩანაფიქრი. ასეთი სოფლების შექმნით, სხვაგვარად ვფიქრობთ საკუთარ თავზე, საკუთარ ოჯახზე, მეზობლებზე, ადგილზე სადაც ვცხოვრობთ. სოფელი ხდება ძალიან საინტერესო ადგილი, იქმნება ახალი შესაძლებლობები, თემატური სოფლების შემომქმედებს ოცნებები, ფართო თვალსაწიერი, სხვადასხვა, ერთის შეხედვით ერთმანეთისაგან ძალზედ დაშორი-შორებული, მოვლენების, შემთხვევების და ინფორმაციების დაკავშირების უნარი ესაჭიროებათ.

„თემატური სოფლები” განვითარების შანს აძლევს ისეთ სოფლებსაც რომელსაც ჩვეულებრივი ტურიზმით შემოსავლის მოპოვების ნაკლები საშუალება გააჩნიათ, სადაც არ არის ტურიზმის განვითარების სტანდარტული პირობები: ისტორიული ძეგლები, ლამაზი და საინტერესო მიდამოები. თემატურ სოფლებში მიმზიდველ მაგნიტად იქცევა არჩვეულებრივი განცდები მაგ. ბუნებაში თამაშით გამოწვეული თავგადასავლები ან არაორდინალური უნარების ( მჭედლობა, პურისცხობა, ცხვრის პარსვა) დაუფლება.

ასეთი „თემატური სოფლის” მოსახლეობა სულ უფრო ხშირად თანამშრომლობს მეცნიერებთან, სტუდენტებთან, რაც საჭიროა სოფლის პროდუქტის ცოდნითა და ინფორმეციით უფრო მეტად დასატვირთად. თუ სოფლებმა უნდა ასწავლონ და ზემოქმედება მოახდინონ ემოციებზე, მაშ სოფლის მაცხოვრებლებიც უნდა სწავლობდნენ, თვალყური უნდა მიადევნონ კონკურენტებს, შეისწავლონ ახალი მიმდინარეობანი, მოიპოვონ ინფორმაცია, რაც თავის მხრივ სოფლის მოსახლეობის ცხოვრების ხარისხისა ზრდის საფუძველი იქნება.

პროექტის ამოცანები
თემატური სოფელი ვითარდება ერთობლივად გამომუშავებული იდეის გარშემო და მისწრაფებულია იქცეს კვაზი ფირმად, რომელსაც გააჩნია კომპლექსური პროდუქტი. ამის შესაქმნელად შეიძლება გამოყენებული იქნეს მატერიალური და არამატერიაური რესურსები, უნარები, ჩვევები და ტრადიციები, რომელთა მნიშვნელობა, ამ კუთხით, ადრე გათვალისწინებული არ იყო.

თემატური სოფლის შექმნა გულისხმობს სოფლის საზოგადოებრივ სისტემაში ინტერვენციას, სწავლებისა და შემოსავლების გამომუშავების სფეროს ჩამოყალიბებას, სოფლის მოსახლეობის ჩართვას ცოდნაზე დაფუძნებული მეურნეობაში. პროექტის ფარგლებში ტესტირებას გაივლის შემოსავლების მიღების ახალი დარგი ე.წ. ემოციებზე დაფუძნებული ეკონომიკა და სწავლებისა და მუშაობის ახალი ფორმები

პროექტის ამოცანები
ერთმანეთში თანამშრომელი სოფლების გუნდების შექმნა, რაც შემდეგი აუცილებლობითაა განპირობებული:

· თემატური სოფლის მოდელის გამოცდა მსგავს ტერიტორიაზე არსებული რამოდენიმე განსხვავებული სოფლის პირობებში;
· თემატური სოფლების მოსახლეობის ურთიერთ თანამშრომლობა და სასწავლო პროცესების მხარდაჭერა;
· ბაზარზე ზემოქმედებისა და მოდელის „სიცოცხლისუნარიანობის” გაზრდა თემატური სოფლების გუნდების ე.წ. cluster–ების, შექმნით.

კონკრეტული ამოცანები
· თემატური სოფლის გუნდის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ორგანიზაციული და საგნობრივი გარემოს შესაქმნელი მეთოდების გამომუშავება და გამოცდა
· სოფლის განვითარების რესურსების განსაზღვრა და შეფასება მათი ტურიზმსა და განათლებაში გამოყენების კონტექსტში – სამუშაო პაკეტის მომზადება ზეეროვნული თანამშრომლობის ფარგლებში
· ბენეფიციანტების საზოგადოებრივ-პროფესიული აქტიობის მოდელის შექმნა და გამოცდა მათთვის დასაქმების ბაზარზე შესვლის მიზნით და ცოდნაზე დამყარებული მეურნეობის პირობებთან მორგებული თემატური სოფლის პროდუქტის შექმნის შესაძლებლობის გამოძებნა

პროექტის განხორციელების გზები
პარტნიორობა „Eurovillage” არის ზეეროვნული პარტნიორობა, რომელიც შექმნილია პროგრამის ელემენტით პარტნიორებად გვევლინებიან კონკრეტული პარტნიორი ქვეყნები.
პარტნიორობა „Eurovillage”-ის მიზანია ქვეყნის შიგნით პრობლემის გადაჭრის ინტეგრირებული მოდელის შექმნა, რომელიც დაფუძვნებული იქნება ქვეყნის ზოგად პოლიტიკასა და საქმიანობაზე ადგილობრივი განვითარების სფეროში, განსაკუთრებით კი პერიფერიულ სოფლებთან მიმართებაში. საკითხის მოდელური გადაჭრები არ იქნებიან შემოფარგლულნი მხოლოდ ქვეყნის შიდა ასპექტებით, ისინი ასევე მოიაზრებენ თანამშრომლობის მყარი ქსელის განვითარებას პარტნიორობის მონაწილე სხვა ქვეყნებთან, როგორებიც არიან მაგალითად:
პარტნიორობა „Diomede”, იტალია
პარტნიორობა „Florestar - Sustentabilidade da Floresta”, პორტუგალია
პარტნიორობა „Požitavie”, სლოვაკია
პარტნიორობა „Razem”, პოლონეთი

პროექტის განხორციელების გზები
ყოველ რაიონს თუ სოფელს თავისი ფუნქცია და დატვირთვა უნდა ქონდეს, რაც მას თავისუფალი ბაზრის პირობებში გადარჩენის და შემოსავლის წყაროს გაუჩენს. ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად კონკრეტული სოფლებისათვის უნდა დამუშავდეს შესაფერისი თემატიკა. მაგალითად:
· ისტორიული ბრძოლების რეკონსტრუქცია;
· ფარდაგები;
· ოქრომკერდი;
· ხატები და ფრესკები;
· ზღაპრები: დევები, ქონდრისკაცები, მზეჭაბუკები, ფასკუნჯები;
· მღვიმეები და გამოქვაბულები;
· ჯანმრთელობის კერები;
· ძველი ხელობები;
· მეღვინეობა;
· მეცხოველეობა;
· ალპინიზმი;
· ნაოსნობა
და სხვა და სხვა

დასაწყისისთვის საჭირო, რომ ამ პროექტით დაინტერესებულ ჯგუფს ჩაუტარდეს ტრენინგები ევროპის სათანადო ცენტრებში, რათა შეისწავლონ არსებული მეთოდიკა, რომელიც შემდგომში ადაპტირებული უნდა იქნეს ქართული რეალობის გათვალისწინებით

ამ მიზნით კავშირი შეიძლება დამყარდეს ვარშავაში არსებულ კულტურათაშორისი განათლების ფონდთან

Fundacja Edukacji Międzykulturowej
Kontakt: fundacja@miedzykulturowa.org.pl
Agnieszka Dziarmaga-Czajkowska
Dorota Górska
Patrycja Prześlakiewicz-Rohozińska

პროექტის განხორციელების გზები
სოფლად უამრავი მატერიალური და არამატერიალური სიმდიდრეა, რომელსაც უბრალოდ დანახვა და გამოყენება სჭირდება. ერთ თემას მოვიტანთ თვალსაჩინოების სახით:

აბესალომი მურმანს ცხრაწყაროდან უკვდავების წყლის მოტანას სთხოვს. ცხრაწყარო საქართველოში რამოდენიმეა. ჩხოროწყუც ხომ ცხრაწყაროდ ითარგმნება და თანაც მდინარე ხობისწყლის ხეობაში მოედინება ცნობილი სამკურნალო მინერალური წყალი ლუგელა. უძველესი ქართული წარმართული წარმოდგენები, ეთნოგრაფიული და ფოლკლორული მასალები (შელოცვები) კი ადასტურებენ, რომ არსებობდა სამკურნალო მცენარეთა ჯადოსნური ბაღი, ხოლო ბერძნული წყაროები არგონავტების შესახებ კი მიუთითებენ, რომ კოლხეთში მდგარა ჰეკატეს, აიეტის დის, ქანდაკება და ყოფილა ღვთაებრივი ბაღი, რომელშიც უამრავი მომაკვდინებელი და სამკურნალო მცენარე ხარობდა და რომ მედეას სწორედ მამიდა ჰეკატემ ასწავლა ჯადოსნური წამლების დამზადებას. ამგვარად სპეციალიზაციაც გამოიკვეთა: ჯანმრთელი ცხოვრება და უკვდავება მით უმეტეს თუ არც ტბა "ტობავარჩხილი" დაგვავიწყდება, რომელში განბანილების გაახალგაზრდავება ადგილობრივ მოსახლეობაში ეჭვს არ ბადებდეს

პროექტის განხორციელების მიზანსეწონილობა
ყოველი სოფელი მისთვის დამახასიათებელს და უნიკალურ თემას ირჩევს, მაგალითად რომელიმე სოფელმა გურიაში კრიმანჭულის სიმღერის სწავლება, რომ აირჩიოს, ან გიდელების დაწვნა, სადმე სხვაგან სალამურის თლა, ან ფანდურ –ჩონგურის აწყობა, სხვაგან თონეში შოთის პურების ჩაკვარა, ლახტაობა და ლელო-ბურთი.

ჩამოდის ხალხი ვისთვისაც ეს ეგზოტიკაა, ადგილოვბრივები მათ ამ თავიანთი „სოფლის პროდუქტს” თამანედროვედ „შეფუთულს” მიაწვდიან ანუ ასწავლიან მათ, სუფთა ჰაერზე ათამაშებენ, თავისი ხელით დერგს გამოაძერწვინებენ ან ნალს გამოაჭედინებენ. ისინიც ხალისობენ, ამათაც დამატებითი შემოსავალი უჩნდებათ და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ძველი ხელობები, ზღაპარ –თქმულებები, სიმღერა-ცეკვა და თამაშობანიც არ იკარგება

კონტაქტი:
რუსუდან კიკალეიშვილი
Ul.Ząbkowska 22/24/26, M.24
03-735 Warszawa
Poland
Tel: 004822 6700293
Mail: domuch@ifpan.edu.pl

ანა კიკალეიშვილი
თბილისი