środa, 23 grudnia 2009
Dziękujemy ...
ასე არ გამხარებია არცერთი მოსალოცი რაც კი ოდესმე მიმიღია. წელს პოლონელმა თანამშრომელმა ასე მოგვილოცა შობა-ახალი წელი
wtorek, 15 grudnia 2009
როგორ დაკრძალეს ზვიად გამსახურდია
პრეზიდენტი გამსახურდია უდიდესი პატივით დაკრძალეს ჩეჩნეთში. მთელი ეს დღეები ჩეჩნეთში გლოვა იყო გამოცხადებული და კულტურულ-სანახაობითი ღონისძიები აკრძალული იყო. პრეზიდენტის ცხედარი დასვენებული იყო ჩეჩნეთის მთავრობის სახლში სადაც საპატიო ყარაულში იდგნენ ჩეჩნეთის მთელი მთავრობის წევრები,ეროვნული ხელისუფლების წევრებთან ერთად. მეც ვიდექი საპატიო ყარაულში ... ჩემი ქმრის ნაცვლად,რადგან თბილისში მისი სამართლო პროცესი მიმდინარეობდა მაშინ. პროცესზე საზოგადოებრივი დამცველი ვიყავი,ავედი მოსამართლესთან და ამ დღეებში თბილისში არ ვიქნები და სხდომა არ დანიშნო მეთქი. ვერ დავნიშნავ თუ არ იქნებიო. მერე მაინც ვერ მოითმინა და მკითხა რატომ არ იქნებიო. გროზნოში მივდივარ დაკრძალვაზე მეთქი... ყბა ჩამოუვარდა ... თავ-ბედი იწყევლა ალბათ, რადგან ოთახში მის გარდა სხვებიც იყვნენ ...
თვითმფრინავი ჯოჰარმა გამოაგზავნა. აეროპორტში 3 საათი დაგვაყოვნეს: გროზნოში ისეთი თოვლია თვითმფრინავი ვერ დაჯდებაო. მფრივანმა თავის თავზე აიღო ჩემი რისკით მიმყავს ეს ხალხიო და როგორც იქნა გავფრინდით ... გროზნოში არა თუ არ თოვდა ფიფქიც კი არსად იყო!
დაგვახვედრეს მანქანები და წამოვედით გზაში ხალხი მანქანას აჩერებდა კარებს აღებდა და პირადად გვისამძიმრებდა ...ხალხი უწყვეტ ნაკადად მოდიოდა მთელი დღე ზვიადთან გამოსამსვიდობებლად...
თუმცა ჩეჩნეთის "მთავრობის სახლიდან" 5 წთ-ის სავალი იყო "კოლხური კოშკამდე" მთელი ქალაქი შემოვიარეთ... მღვდლებით, ჯვრებით, საცეცხლურებით ... მუსულმანურ ქალაქში!!!
სანამ ცოცხალი ვარ არასოდეს დამავიწყდება ჯოჰარის გამოსამშვიდობებელი სიტყვები: თქვენ დაკარგეთ პრეზიდენტი, მეგობარი, მამა მაგრამ მე თქვენზე მეტი - მასწავლებელი დავკარგეო. უბედურია ქართველი ერი რომ თავის პირველ პრეზიდენტს საკუთარ მიწაში ვერ კრძალავს და ბედნიერია ჩეჩენი ხალხი, რომ ეს პატივი ჩეჩნურ მიწას ერგოო...
ჯოჰარ დუდაევი ემშვიდობება თავის მეგობარსა და მასწავლებელს.
თვითონ ჯოჰარს არ ეღირსა ასეთივე პატივით დაკრძალვასაქართველოს უზენაეს მთავარსარდალს სამხედრო წესისამებრ საბრძოლო მანქანაზე გამობმულ ქვემეხის ლაფეტზე დასვენებულ საქართველოს დროშაგადაფარებულ კუბოთი მიასვენებენ
საქართველოს უზენაესი მთავარსარდლის კუბოს ჩეჩენი მეომრების საპატიო ყარაული მიაცილებს - ეს სიმბოლოა დროის სიდიადისა და ტრაგიკულობისა
კავკასიის მთების ტრადიციისამებრ მებრძოლ პრეზიდენტს დაობლებული ცხენი მიაცილებს
სამგლოვიარო პროცესია გროზნის მთავარ მოედანზე სადაც საქართველოს პრეზიდენტს ბოლო პატივს მიაგებს ჩეჩნეთის პრეზიდენტი, ჩეჩნეთის მთავრობა, ათიათასობით ჩეჩენი, ჩეჩნეთის შეიარაღებული ძალები
სამგლოვიარო პროცესიას წმინდა ჯვარი მიუძღვის წინ
ასობით ქართველი ჭირისუფლი ჩამოვიდა საქართველოდან თავის პრეზიდენტთან გამოსათხოვრადდახრილი და დამწუხრებული საქართველოს დროშები
გლოვის დღეებში, ჩეჩნეთის ტელევიზიით გადაიცემოდა ქართული საეკლესიო გალობანი, ხოლო დაკრძალვის დღეს, გროზნოს ცენტრში ასევე ჩართული იყო ქართული საგალობლები....
მიხარია რომ ჩემი შვილები და განსაკუთრებით კი უმცროსი, რომელიც მაშინ პატარა იყო, საოცარი განცდით უსმენს აი, იმ ზემოთ დადებულ სიმღერას ...
ჯოჰარ დუდაევის მიმართვა
Subskrybuj:
Posty (Atom)